ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by guruli » 07 თებ 2008, 14:29

meore monadire - მგონი, მაგ ბალადამ შემაყვარა მეც მთები და მთის ხალხი. ზუსტად ვერ დავიჩემებ, ჩემს მიერ ძაან ღრმა ბავშვობაში წაკითხულიც იგივე ბალადაა თუ არა, მაგრამ კარგად მახსოვს, ისიც ბეთქილზე იყო, რომელიც ნადირობისას დალიმ შეიწირა. თეთრი შუნიც ფიგურირებდა იმ ბალადაში და ბეთქილი იქაც ქარაფებზე გარჩა... უბრალოდ, იმდენად პატარა ვიყავი - პირველ კლასში, რომ ზუსტად არ მახსოვს. სამაგიეროდ, ის მახსოვს კარგად, რომ ასო-ასო ვკითხულობდი :D - ჯერ გამართული კითხვაც არ ვიცოდი, მაგრამ იმდენად ჩამითრია, დამთავრებამდე ვერ შევეშვი, გარეთ კი თოვდა და ის ქარაფები უფრო ცხადად წარმომიდგა. მაშინ ვიფიქრე, ეს მთიელები რა მაგრები ყოფილან-მეთქი, :D მერე კი ამას ნეორომანტიკოსები - ვაჟა და ყაზბეგიც დაემატნენ თავიანთი გმირებით. :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 08 თებ 2008, 18:34

meore monadire
გაიხარე ბექა!
სვანეთოლოგი

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by chamoxeuli bilbordebi » 11 თებ 2008, 12:54

რაჭაში ბევრი ადგილებია სადაც ამბობენ რომ ჭინკები დადიანო და ავი სულებივო :D:D:D
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 11 თებ 2008, 13:00

chamoxeuli bilbordebi wrote:რაჭაში ბევრი ადგილებია სადაც ამბობენ რომ ჭინკები დადიანო და ავი სულებივო :D:D:D
სვანეთშიც ასე ამბობენ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by chamoxeuli bilbordebi » 13 თებ 2008, 15:03

lama wrote:
chamoxeuli bilbordebi wrote:რაჭაში ბევრი ადგილებია სადაც ამბობენ რომ ჭინკები დადიანო და ავი სულებივო :D:D:D
სვანეთშიც ასე ამბობენ :)
]მაგიტომ მევასება მთიანი რაიონები ძაან მაგარ რაღაცეებს გიყვებიან ხოლმე ბებოები და ბაბუები :D
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Mta Mkvarebia » 22 აპრ 2008, 23:55

Archil wrote:ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, ლეგენდად შემონახული.

ყვარლის რაიონში მდებარე კუდიგორის მთა ალბათ ყველას გაგიგონიათ, ილია ჭავჭავაძეს აქვს ნახსენები. მის გვერდით ერთი მთაა, ქალი აყვანის მთას უძახიან ადგილობრივები. მასთან ერთი სევდიანი ამბავია დაკავშირებული.

ერთ მწყემს შეყვარებია ბატონის ქალი, ნამეტნავად შეყვარებია. არადა ჩვეულებრივ მწყემს ვინ მისცემდა ბატონის ქალს. ასეთი პირობა დაუდიათ მისთვის, თუ ქალს მთაზე აიყვან, სალამურის დაკვრის გაუჩერებლად, ქალს გაგატანთო.

ამ ჩვენს მწყემსაც აუკიდებია ქალი, დაუწყია სალამურზე დაკვრა და ასე ასულა მთის წვერზე.

სალამურის დაკვრით დაქანცულს მთაზე ასულს სული განიტევებია. ასეთი სევდიანი ისტორია აქვს ამ მთას. ხალხურმა ლეგენდამ ბატონის ქალი მაინც არ გააყოლა მწყემს, მაგრამ მთის წვერზე მაინც აიყვანა, ქალი მისი გახადა. დედულეთში როდესაც მივდივარ, ამ მთას უნდა გავუაროთ გვერდზე, ყოველთვის რაღაცა სევდას იწვევს ეს მთა, მთა დიდი სიყვარულის, სიყვარულის მიღწევის და ვერმიღწევის სიმბოლოსავითაა.
kotetbeli wrote:ძალიან სევდიანი ისტორიაა და რაც მთავარია, მე ბოლომდე გეთანხმები რომ სიყვარული რაღაცნაირად მთას წააგავს...
ვინმემ რო მითხრას სიყვარულს როგორ გამოძერწავო, გამოვძერწავ მთას და მთის წვერზე სფეროს. ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, მაგრამ მე ეს სხვანაირად მესმის:
მთის წვერი მთის წვერია-მიღწევის, გადალახვის, გამარჯვების, სულიერების და ზესვლის სიმბოლო;
სფერო-სამყაროა, ერთი სამყარო ან ერთში გაერთიანებული რამდენიმე სამყარო;
სფერო მთის წვერზე ვერ გაჩერდება, თუ არ იქნა ზეიდეალური წონასწორობა... ამის ერთადერთი გარანტი ნამდვილი სიყვარულია;
მთავარი სფეროს მთის წვერზე ატანა კი არა, მისი იქ შენარჩუნებაა...
ისევე როგორც წონასწორობას, სიყვარულსაც მუდმივი გაფრთხილება და ყურადღება უნდა, სხვანაირად არ გამოვა :)

პ.ს. არის ხალხი, რომლებსაც სფეროები ნებისმიერ მთაზე ააქვთ "ამწეთი"... :))
ან ისეთები, რომლებიც ჯერ მთის წვერს აბრტყელებენ და მერე დებენ ზედ თავიანთ სფეროს...
არიან ოთხკუთხედ სფეროიანებიც :))))))
ზოგს სფერო ხშირად უვარდება მთიდან... უბრალოდ, მთაზე მისი ხელახალი ატანის მუღამი აქვს..
ზოგი სფეროზე დებს მთას
მაგრამ ჩვენ ხომ "ზოგები" არ გვაინტერესებს! მთავარია სხვისი სფეროების გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და სწრაფადვე ჩვენ სფეროებს მივხედოთ, არ ჩამოგვივარდეს, ფრთხილად... :))
პ.ს.ს. ფხიზელი ვარ :)
მდაა, რაღაც გულზე მომხვდა ეს ისტორია და სიყვარულის კოტესეული გაგება, ალბათ მთა რომ არის გარეული იმიტომ :wink:

მაგარია! განსაკუთრებით ეს
kotetbeli wrote:...მთავარი სფეროს მთის წვერზე ატანა კი არა, მისი იქ შენარჩუნებაა...
პ.ს. არის ხალხი, რომელთაც... უბრალოდ, მთაზე მისი ხელახალი ატანის მუღამი აქვს..
მეც დავაკოპირე ორივე და პირობას გაძლევთ, რომ არც მე გამოვიყენებ ბოროტად :wink:
Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Katy » 23 აპრ 2008, 16:23

kotetbeli წერდა:
ძალიან სევდიანი ისტორიაა და რაც მთავარია, მე ბოლომდე გეთანხმები რომ სიყვარული რაღაცნაირად მთას წააგავს...
ვინმემ რო მითხრას სიყვარულს როგორ გამოძერწავო, გამოვძერწავ მთას და მთის წვერზე სფეროს. ერთი შეხედვით ბანალური მოგეჩვენებათ, მაგრამ მე ეს სხვანაირად მესმის:
მთის წვერი მთის წვერია-მიღწევის, გადალახვის, გამარჯვების, სულიერების და ზესვლის სიმბოლო;
სფერო-სამყაროა, ერთი სამყარო ან ერთში გაერთიანებული რამდენიმე სამყარო;
სფერო მთის წვერზე ვერ გაჩერდება, თუ არ იქნა ზეიდეალური წონასწორობა... ამის ერთადერთი გარანტი ნამდვილი სიყვარულია;
მთავარი სფეროს მთის წვერზე ატანა კი არა, მისი იქ შენარჩუნებაა...
ისევე როგორც წონასწორობას, სიყვარულსაც მუდმივი გაფრთხილება და ყურადღება უნდა, სხვანაირად არ გამოვა

პ.ს. არის ხალხი, რომლებსაც სფეროები ნებისმიერ მთაზე ააქვთ "ამწეთი"... )
ან ისეთები, რომლებიც ჯერ მთის წვერს აბრტყელებენ და მერე დებენ ზედ თავიანთ სფეროს...
არიან ოთხკუთხედ სფეროიანებიც )))))
ზოგს სფერო ხშირად უვარდება მთიდან... უბრალოდ, მთაზე მისი ხელახალი ატანის მუღამი აქვს..
ზოგი სფეროზე დებს მთას
მაგრამ ჩვენ ხომ "ზოგები" არ გვაინტერესებს! მთავარია სხვისი სფეროების გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და სწრაფადვე ჩვენ სფეროებს მივხედოთ, არ ჩამოგვივარდეს, ფრთხილად... )
პ.ს.ს. ფხიზელი ვარ

martali xar kvelafershi!
mtavari shenarchunebaa da ara is rom miagcev da damshviddebi..
mec vtqvi axla ragac axali ra! :D ara, martla zalian lamazad aris gadmocemuli..


am legendashi is ar momecona, rom is sackali mckemsi ver datkba tavisi "gamarjvebit" (ar momcons es sitkva da sxva ar momdis tavshi), icvala da sheecira tavis sikvaruls da ver datkba...

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by legenda » 23 აპრ 2008, 16:26

აუხდენელი ოცნება ყველაზე სანუკვარია-ო :!:

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Katy » 23 აპრ 2008, 16:35

აუხდენელი ოცნება ყველაზე სანუკვარია-ო
xoo, ocnebaaxdenil adamianze ubeduri ar arsebobso...

amaze gamaxsenda zalian lamazi rusuli zgapari "skazka o ribake i ribke".. adamianis gaumazgari bunebisa da axdenili ocnebebis shesaxeb.. :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by გვალდა » 03 სექ 2008, 22:06

სადღაც ხომ უნდა დამეწერა


გაჭირვების ჟამს ჰუმანიტარული მისია ავიდა უშგულში. მისიის ხელმძღვანელი ერთ-ერთ მოხუცს ეკითხება, რამდენი ტომარა ფქვილი გეყოფა ერთი წლის განმავლობაშიო? მოხუცმა მხრები აიჩეჩა და უპასუხა "გზის პირას ვცხოვრობ და რა ვიცი აბა რამდენი მეყოფაო..."
სვანეთოლოგი

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Linda » 04 სექ 2008, 14:26

გვალდა wrote:სადღაც ხომ უნდა დამეწერა


გაჭირვების ჟამს ჰუმანიტარული მისია ავიდა უშგულში. მისიის ხელმძღვანელი ერთ-ერთ მოხუცს ეკითხება, რამდენი ტომარა ფქვილი გეყოფა ერთი წლის განმავლობაშიო? მოხუცმა მხრები აიჩეჩა და უპასუხა "გზის პირას ვცხოვრობ და რა ვიცი აბა რამდენი მეყოფაო..."

:shock: > :D > :lol:

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lali » 23 ოქტ 2008, 00:07

სენაკთან ახლოს მდინარე ტეხურის სანაპიროზე მდებარეობს ციხეგოჯი (ნოქალაქევი, ძვ.წ. მესამე საუკუნე). ისტორიული წყაროებით იგი ეგრისისა და სვანეთის ერისთავს ქუჯის აუგია. ეს ძეგლი ბერძნულ წყაროებში ’’არქეოპოლისად’’ მოიხსენება.

ლეგენდა, რომელზეც გიამბობთ, ამ ადგილს უკავშირდება


ნოქალაქევის ტერიტორია თათრებისაგან ყოფილა დაკავებული,დაუნგრევიათ, აუოხრებიათ ციხე-ქალაქი, ხალხიც გაუჟლეტიათ,მოსახლეობა საშინელ დღეში ყოფილა ჩავარდნილი. ერთხელ, ერთი ფეხმძიმე ქალი წყლის მოსატანად მდინარე ტეხურზე ჩასულა. გამოკიდებია ვიღაცა თათარი. ქალი გაქცეულა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მისდევდა, დაეწია კიდეც. ის იყო უნდა დაეჭირა,რომ ქალი შევედრებია ღმერთს, ღვთისმშობელს:

დედა მოკა,მოკა,მოკა,
სითი მოკა, მათი მოკა,
წორო ქიქივდგათი ბოგა.

(დედა ორსული,ორსული, ორსული,
შენც ორსული, მეც ორსული,
ორივემ თანაბრად გავიდგათ ხიდი.)

ამ სიტყვებით გადამხტარა წყალში, ნაპირები შევიწროვებულა და ქალი მეორე ნაპირზე გასულა უვნებლად.

იმ ადგილს, რომელიც ახლაც ვიწრო ხეობადაა დარჩენილი, დედამოკას ეძახიან.
esec gaivlis....

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by caucasica » 15 მარ 2009, 21:23

ერთ-ერტ საინფორმაციო (ტურისტულ) ბუკლეტში ამოვიკითხე ფუსტების (თუ ფრუსტების) შესახებ, იმ ბუკლეტში ბილიკზეც იყო საუბარი რომელიც თუ სწორედ მახსოვს ლეჩხუმიდან-0სვანეთამდე გრძელდება ....
ეს ფუსტები რაღაც განძისმცველებივითააა..... ის ბუკლეტი თუ ჩამივარდა დავასკანერებ და დავდებ...
ეხლა ეს მცირედი რაც ინტერნეტში ვნახე:
ფუსტი

ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივ საიდუმლო ორდენს ჯერ კიდევ მახლობელი აღმოსავლეთის, მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ცნობილ ძველ ქვეყნებში - ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ბაბილონში და ა.შ. იცნობდნენ. მოგვიანებით როგორც ჩანს მას გაეცნენ ევროპელებიც. ამ ორდენს გავლენა ინდა მოეხდინა ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბებაზეც.
ევროპელი რაინდის უმთავრესი ტიტულატურული მაჩვენებელი რომელიც კურთხევის დროს გადეცემოდა იყო მომცრო ხმალი რომელსაც ფუსტაკი ეწოდებოდა.
სვანეთში დღემდე გვაქვს ქრისტიანული კანონიკით აგებული და უძველესიქრისტიანული ხატებით, ჯვრებითა და ფრესკებით შემკული ფუსტის ტაძრები. სვანეთში ტერმინი "ფუსტი" უფლის სინონიმად მოიაზრება. მეუფლეობა, ფუსტელობა, იყო სამხედრო-სარწმუნოებრივ რაინდთა თუ გვარდიელთა კასტა, რომელთაც სატაძრო ქონების დაცვა ევალებოდათ. სვანურ სინამდვილეში აშკარად იკვეთება ფუსტელთა, როგოც ქრისტიანულ სიწმინდეთა დამცველთა ტრადიცია. მეორე ნიშანდობიობა, რაც სვანურ ყოფას დრემდე შემორჩენია, არის ის, რომ ფუსტელთა წარმართულიდან ქრისტიანულ მრწამსზე გადასვლა აშკარად შემოუნახავს აქაურ ყოფას. ამ ზღვრის წყალგამყოფად უნდა მივიჩნიოტ ვახტანგ გორგასლის ეპოქა. ვახტანგ გორგასალი როგორც დიდი სახელმწიფო რეფორმატორი და დამოუკიდებელი, ქართული ავტოკეფალიის შემქმნელი, ფუსტელთა ამხედრო-სარწმუნოებრივ ორდენს აყალიბებს, როგორ ქრისტიანული ეკლესიისა და მონასტრების დამცველ გვარდიას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ქრისტიან ფუსტელთა წარმართული დათვისგამოსახულებიანი დროშა (დათვი იყო მნათობთა ტოტემი) იცვლება ლომით (ლემი), რომელიც იერუსალიმისა და თვით ქრისტეს სიმბოლოც იყო. ლომის (ლემის) შუბლზე გამოსახულია ორი ჯვარი, აგრეთვე თითოეულ თათზეც ჯვრებია ამოტვიფრული. ამ საეკლესიო დროშის, ანუ ბავრაყის (ბავრაყი - სულხან-საბას განმარტებით საეკლესიო დროშას ერქვა) ბუნიკს ამშვენებს სამი წმინდა ქრისტიანული სიმბოლო: მთავარანგელოზი მიქაელი - ზეციური მხედრობის სარდაილ; წმ. გიორგი - მხედართა მფარველი; წმ. იონა - ვეშაპის მუცელში სამი დღე დატყვევებული და შემდეგ იქიდან გამოღწეული. ეს წმინდანებიც არიან ფუსტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენის მფარველნიც. ვინაიდან ბუნიკზე მათი ტროპარებიც არის ამოტვიფრული საყურადღებოა, რომ ამ საბრძოლო-საეკლესიო დროშის მედროშე მემკვიდრეობით იყო ვახტანგიანთა გვარი, რაც ვახტანგ მეფის სახელთან გვაკავშირებს

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 29 აპრ 2009, 02:10

ძალიან საინტერესო თქმულებაა, ფშავში ჩაწერილი, რომელიც ძალიან წააგავს აბრაამის ისტორიას, კერძოდ მის მიერ ისააკის მსხვერპლად მიყვანის ამბავს...

ძალიან საინტერესოა ქართული ფოლკლორი


მთხრობელი: ლუკა კობრეშვილი,
ჩამწერი: ტრისტან მახაური, ლაფანყური, 1985.


შვილი მსხვერპლად

...ერთ ბებერ კაცმა გველაპარაკა ჩემ ბალღობაში. ილაპარაკა, ჰოდა, დამახსონდა (ბალღობინდელი ყველა მახსონ): წინათაო პირველეებით ბალღებ უკლავო, ბალღიო. კანინ ეგრე ყოფილა, წესი, რა. არ შეიძლებოდა გადახვევა... მერე თურმე დანასა ლესავს, შვილი უნდა დაკლას და წამოზრდილა და ვერა ბედავს კაცი, კაცო, იმის დაკლვასა. კაცო, ერთი ჰყავ და როგორ უნდა დაკლას ბიჭი! უთქვია მერე, რო (ბალღს უთქვია): დამკალ, მამავ, რაღას ელი, სამსახურიო... რო ვერა ბედავს, ვერა ბედავს და ქრისტე ღმერთსაო ჭედილა წამაუყენებავ იმ ბალღთანაო და ის დაუკლავ და ბალღი დამრჩალა. მერე გადასულა ამ ცხვრის ჭედილეებზე და ბალღს აღარა ჰკლავდნენ.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Archil » 29 აპრ 2009, 10:07

lama

მასეთი ისტორია - პირველი შვილის მსხველშეწირვის შესახებ არაერთხელ გამიგონია. მუხისათვის შეწირვის ტრადიციაც არსებობდა თურმე. მის მკლავებზე უნდა შეეგდოთ ყრმა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]