ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 26 იან 2008, 18:04

ერთი ამბავი გამახსენდა, ბავშვობაში მონასმენი, არ ვიცი თხრობა გამომივა თუ არა იეტის სადარი, მაგრამ მაინც მომინდა მომეყოლა:

ლიქოკის ხეობასი კარატის მთის იქით არის სოფელი აკუშო, დიდი ისტორიის მქონე და დიდი ხევსურების გამზრდელი სოფელი


ერთ ერთი აჯანყება აქმოხდა ქაქუცას დროს

ყველაზე ბევრი რუსიც ამ სოფელში მიაგებეს სიკვდილის ბურუსს ხევსურებმა

ამ სოფელში ცხოვრობდა აბიკა ლიქოკელი

ძალით და ვაჟკაცობით განთქმული ხევსური

ორი ქისტის მომკვლელი

რუსები იმდენი ყავდა ნახოცი, თვითონაც არ ეცოდინებოდა ზუსტად

აჯანყების დროს ხევსურებს ტყვია წამალი რომ გამოელიათ, პირველმა აბიკამ თქვა ხმალ და ხმალ ჩასვლა და პირველმა ააგო ფრანგულზე თოფმომარჯვებული ურუსი

ხოდა ამბავს დავუბრუნდები:

ერთი დიდი უფსკრულია ამ სოფლის განაპირას კონჩაბუხის მთასთან და ეს ამბავიც ამ უფსკრულს უკავშირდება


აბიკას ახლაგაზრდობის დროს ცხენი ყოლია

ამაყი ყოფილა ულაყი, თავნება თავის ძლიერებას და უშიშრობას ნაჩვევი

ხასიათზე მყოფი ქარს გაუსწრებდა

მაგრამ ხშირად არ იყო თურმე ხასიათზე ...

ხოდა ერთხელაც მობეზრდა ბრგეკაცის ზურგზე ჯდომა და "თავი გაიგიჟა"

არ ემორჩილება პატრონს, გარბის უმისამართოდ


მოჰბეზრდა აბიკას ცხენის ასე თავნებობა და ...

გადაუჭირა შვიდკეცი ....

ამან კიდევ უფრო გაახელა ისედაც შეშლილი ცხენი

გააერთფერეს გზა-ბექი...

აადრე ნახსენებ უფსკრულის პირას მოხვდა გადარეული ულაყი ...

და გაჩერდა ...

გადახედა ძაფად გაჭიმულ მდინარეს ....


უკან გამობრუნებას აპირებდა გონს მონაგები რომ ...


მათრახის გამეტებული დარტყმა იგრძნო გავაზე

"გაჴე შე მკვდარძაღლისაო!"


კანკალმა დაუძრა ფეხები თავმომწონე ულაყს

უფრო კინდოლი გამოდგა პატრონი ...

ამის შემდეგ ამ ცხენის თავნებობა აღარავის გაუგია...

სიბერემდე იყვანიეს ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 07 თებ 2008, 10:17

meore monadire


გაიხარე მაგარი ისტორიისთვის შენ გენაცვალე ძმაო მაგარი კაცი ხარ .....

კაი მწერალი...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:42

ხატობა ჰქონდა ენშის სვიმრას, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
საყდრად დაბრძანდა საყდრიონი, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
საკურთხეველზე ძღვენი დადო, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
სავედრებელი იგალობა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:48

ბეთქილი-დიდი მონადირე, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ფერხულს უვლიდა მხიარული, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,

წრეში შემოხტა თეთრი შუნი, ოქროს რქებით შემოანათა,
წრეში შემოხტა, დატრიალდა, ბეთქილს გაუძვრა ლაჯებშუა,
ალბათ ბეთქილის მისანია, მისანია და ბედისწერა,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:51

ძნელია დალის სიყვარული, წმინდად უნდა მოვლა შენახვა.
”ვინ იქნება შუნის მდევარი?” ”შუნის მდევარი მევიქნები!”
მშვილდს აიღებს ხელსი ბეთქილი, შუნს ნაკვალევში ჩაუდგება.
წინ გზა მიუდის სამარხილე, უკან ბილიკიც იკარგება;
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:51

მხოლოდ ტინები აზიდულან,-რუხი სვეტები ლაკვრაშისა.
უეცრად გაქრა თეთრი შუნი, შემკრთალი შედგა მონადირე,
მღვიმიდან დალი გამობრძანდა, ოქროს თმები მხრებზე ეფინა.

”ბეთქილ, სადა გაქვს ჩემი მძივი?” ”შენი მძივი შინ დამრჩენია”.

”დასტოვე განა ჩემი მძივი საკუთარ სარძლოს სასთუმალქვეშ?,
ეს რა გიქნია, უბედურო, რა ძნელი ცოდვა გიტვირთია!”
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Toma » 07 თებ 2008, 10:53

meore monadire
ბაილ ილბა და ილბა ბაილ ეს რამეს ნიშნავს თუ მხოლოდ მისამღერია?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:54

ბეთქილი - დიდი მონადირე , ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ნაპრალის პირას დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მარჯვენა ხელით დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მარცხენა ფეხით დაკიდულა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
მაღლა ღრუბლები ირევიან, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:54

ძირს უფსკრულები ქანაობენ, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
თავზეყორნები დასჩხავიან, ხევში მგლები გაბმით ყმუიან,
მალე ცხედარს მოიხელებენ, მიუსხდებიან სანადიმოდ...


ბეთქილმა მაღლა გაიხედა, გზად მონადირე მოდიოდა,
”სოფელში ჩადი მონადირევ, გლოვის ამბავი ჩაიტანე;
დედაჩემს უთხარ, მონადირევ, შავად შეიღებოს თავმანდილი,
მამაჩემს უთხარ, მონადირევ, საკურთხი სუფრა გამომზადოს,
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:55

ძმებს უთხარ, ზარით წამასვენონ, მგლების ლუკმად ნუ დამტოვებენ,
დებს უთხარ, თალხით შეიმოსონ, დალალ-კავები მოიკვეცონ,
თამარს, ჩემს სარძლოს ასე უთხარ, ჩუმ-ჩუმად მაინც დამიტიროს,
დამინთოს ცრემლის კელაპტარი, სულეთის გზები ჩამინათოს”.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:56

. . . . . . . . . . . . .

ბეთქილი კლდეზე გადაეშვა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ბნელ უფსკრულში ჩაიკარგა, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ძნელია დალის სიყვარული, ბაილ ილბა და ილბა ბაილ,
ძნელია დალის სიყვარული, წმინდად უნდა მოვლა-შენახვა.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:56

აუ რა სჭირს კარავს დიდ პოსტებს არ მადებინებს :(
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 10:57

Toma
არ ვიცი ნამდვილად :)

მაკას შევპრდი დავდებ მეთქი


:)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by lama » 07 თებ 2008, 11:08

meore monadire
აი ეს აბიკა ლიქოკელი და თავიცი ნიავქარივით მავალი ტაიჭია

კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ და მიიმალნენ ცის დასალიერში

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Post by Naia » 07 თებ 2008, 11:24

გვალდა
meore monadire
რა ლამაზად მოყევით ბეთქილზე

გამაჟრიალა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]