Page 1 of 8

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 20:05
by Ketevan Guliashvili
მეგობრებო ამ თემაში გთავაზობთ განვათავსოთ ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა ტბების შესახებ.



ტბები - რომელიც გვინახავს, ან გვინდა ვნახოთ.


საქართველოს ფარგლებით არ შემოვისაზღვროთ.





[/list][/u]

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 20:14
by Ketevan Guliashvili
ფარავანი

Image


ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზ. დ. 2073 მ სიმაღლეზე.

ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.


ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის.

წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).


წყარო http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4% ... 1%83%90%29

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 20:32
by arcivi9
ტბები
მშვენიერი ტბებია სატურნის თანამგზავრ ტიტანზე, მათში გაცურვა რეკომენდირებულია სკაფანდრით:
Image
ესტუმრეთ ტიტანს!

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 20:53
by CheLo
arcivi9 :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 21:08
by Ketevan Guliashvili
arcivi9

საინტერესო იქნებოდა მეტი ინფორმაციის მიღება. ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, თემა არაა კარავზე, გახსნი?

თემა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების შესახებ.

ეს მოგინახე მოგეწონება.

სათაური ზოგადია, იქნებ უკეთესი მოვიფიქრო მერე;)

http://galspace.spb.ru/nature.file/castitan.html

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 21:16
by qvevri
სათაური შესასწორებელია!

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 22:22
by Naia
Ketevan Guliashvili
კარავი ძალიან ბევრგან არის ნამყოფი. კარვის პირველი კალენდარიც ტბების თემას მიეძღვნა.

ამ გასვლას კი პირობითად 'ტბების ექსპედიცია ვუწოდეთ':

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2391

კარავი აგრეთვე არაერთხელაა ნამყოფი ტაბაწყურზე და სამცხე=ჯავახეთის სხვა ტბებზე, რაჭის უძირო ტბაზე, სვანეთის ქორულდის ტბებზე და ა.შ.

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 23:54
by arcivi9
Ketevan Guliashvili wrote:arcivi9

საინტერესო იქნებოდა მეტი ინფორმაციის მიღება. ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, თემა არაა კარავზე, გახსნი?

თემა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების შესახებ.
რა ვიცი, თუ იქნებიან კოსმოსური მოგზაურობის მსურველები შემიძლია შემოგთავაზოთ ტიტანის ტბები, მარსის კანიონები, იუპიტერის გრიგალები, ვენერის ვულკანები და ასე შემდეგ. ყველაზე გამბედავებისათვის კი შემონახული მაქვს ზე-ექსტრიმი: შავი ხვრელის სინგულარობა 8)

ტბები

Posted: 13 ივლ 2011, 23:57
by CheLo
arcivi9

ურანის სექს შოპები არ იგეგმება?? :roll: :roll: :roll:

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 00:28
by arcivi9
WenTTo wrote:arcivi9

ურანის სექს შოპები არ იგეგმება?? :roll: :roll: :roll:
მე მხოლოდ ამაღლებული ხასიათის ტურებს გთავაზობთ, სექსები არ ვიცი მე :lol:

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 01:21
by CheLo
arcivi9

აბა სხვა პლანეტებზე როგორ მრავლდებიან??? 8) 8)

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 11:53
by Ketevan Guliashvili
არწივი9
კოსმიური მოგზაურობის მსურველები არ ვიცი თუ იქნებიან... თემა კი საინტერესო გამოვიდოდა. ფოტოზე მაინც ვნახავდით. ინფორმაციას მივიღებდით.

ვენტო
შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი.


ნაია
გმადლობ, არ ვიცოდი ამ თემის შესახებ.

ახლა კი თქვენის ნებართვით

ისევ ფარავნის ტბა


Image

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 12:00
by Ketevan Guliashvili
საღამოს ტბა

Image

საღამოს ტბა — ტბა ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.

ტბა თავის დროზე ერთ ერთი საუკეთესო თევზით სახელგანთქმული ადგილი, ამბობენ თამარ მეფე საღამოს ტბის კალმახს მიირთმევდაო. მართლაც ლეგენდარული ტბა ულამაზესი ბუნებით და საოცარი ადგილმდებარეობითბ თევზებიდან ბინადრობს: კალმახი, მურწა, ხრამული, საზანი, რიაბუშკა, კარჩხანა.

კალმახი ახლაც არის ტბაში, ადგილობრივების განმარტებით იშვიათობაა, თუმცა მაინც შესაძლებელია მისი მონადირება, საზანი თითქმის განადგურებულია ბრაკონიერების ხელში. კომუნისტების დროს მაგ ტბაში საზანს ხელოვნურად უშვებდნენ თურმე, მაგრამ გამრავლება გაუჭირდა ბუნების მკაცრი პირობების გამო.

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 12:01
by Ketevan Guliashvili
Image

ტბები

Posted: 14 ივლ 2011, 12:06
by Ketevan Guliashvili
Image

Image