რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 17 ივნ 2011, 12:58

გამარჯობა კარაველებო, წინასწარვე მადლობას გიხდით თუ წაიკითხავთ და გამომეხმაურებით, დაახლოებით 3-4 დღეში ვაპირებ რაჭაში წასვლას პირველად მივდივარ, თუ ვინმე ყოფილხართ მაინტერესებს შემდეგი:

რამდენი კილომეტრია იქამდე? მე როგორც ვიცი 270კმ სწორია?

სედანი ავა ნიკორწმინდამდე? როგორი გზაა?

თუ არა და ავიღებ ზურგჩანთას და მარშუტკით მერე კი ფეხით გავუყვები გზას

და კიდევ თუ ვინმეს გაქვთ ისეთი ინფო რაც უნდა ვიცოდე რაჭის შესახებ გისმენთ

პ.ს მე და ჩემი ძმაკაცი მივდივართ ერთი ძალიან კარგი საქმისთვის, რომ ჩამოვალ დავწერ :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by keto » 17 ივნ 2011, 13:11

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=163880#163880

რ ასოზე ნახე რამდენი რაჭის თემაა, გადახედე, ბევრ ინფოს ნახავ.

ნიკორწმინდამდე ნებისმიერი მანქანა ადის, ჩვეულებრივი გზაა, ასფალტირებული.
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by Mta Mkvarebia » 17 ივნ 2011, 13:18

gadmovcurav_zgvas
აი ამონარიდი ქეთოს მიერ დადებული ბმულის ერთერთი თემიდან:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 170#257170

მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 330კმ. თბილისიდან ამბროლაურამდე 270 კმ, ამბროლაურიდან ონამდე- 28 კმ, ონიდან შოვამდე დაახლ. 33 კმ.

ნიკორწმინდამდე თავისუფლად ახვალ. თან ნიკორწმინდა ზედ გზაზეა, ამბროლაურში ისე ვერ ჩახვალ მაგ სოფელი არ გაიარო, ტაძარი კიდევ გზიდანვე ჩანს. ასევე გზიდანვე ჩანს ბარაკონის ეკლესია (სოფელ წესში) და მინდა ციხე ესეც იქვეა. ონის და შოვის გზა 2 წლის წინ ცოტა გაფუჭებული იყო, მაგრამ მსუბუქი მანქანისთვის მაინც გავლადია. აი უძირო ტბის და მაღალმთიანი რაჭის მყინვარების ნახვა თუ მოგინდება, მანდ არც მანქანა ადის ;) და მაგ მარშრუტისთვის საგანგებო მომზადება გჭირდება :D

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ :)
Image

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 17 ივნ 2011, 13:26

გაიხარეთ დიდი მადლობა, გადავხედავ თემებსაც

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by qvevri » 17 ივნ 2011, 13:39

აუცილებლად ნახეთ:
1) სორის ტაძარი.
2) ბუგეულის ტაძარი.
3) ზედა კრიხის ტაძარი (აუცილებლად!!!!).
4) ჭელიშის "უდაბნო".
5) ბარაკონი.
6) ნიკორწმინდა.
7) ამბროლაურის კოშკი.
8) ონის მუზეუმი

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 17 ივნ 2011, 13:41

qvevri wrote:აუცილებლად ნახეთ:
1) სორის ტაძარი.
2) ბუგეულის ტაძარი.
3) ზედა კრიხის ტაძარი (აუცილებლად!!!!).
4) ჭელიშის "უდაბნო".
5) ბარაკონი.
6) ნიკორწმინდა.
7) ამბროლაურის კოშკი.
8) ონის მუზეუმი
ზუსტად ამის კითხვა მინდოდა წეღან რის ნახვას მირჩევთ მეთქი, ვნახავ ფოტოებსაც გადავუღებ და შესაბამის რეპორტსაც დავდებ :)
Last edited by gadmovcurav_zgvas on 17 ივნ 2011, 13:45, edited 1 time in total.

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 17 ივნ 2011, 13:42

...
Last edited by gadmovcurav_zgvas on 17 ივნ 2011, 13:45, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by qvevri » 17 ივნ 2011, 13:44

gadmovcurav_zgvas
ზედა კრიხში რომ ახვალთ დათვის სვეტისთAვები ნახეთ საკურთხევლის ორივე მხარეს. ასევე ფრესკები და ტაძარის წარწერები. ასევე ვერძისა და არჩვის თAვები და სხვა დასხვა. ესაა შედევრთა შედევრი. სამწუხაროს მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აღადგინეს.

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 17 ივნ 2011, 13:46

qvevri wrote:gadmovcurav_zgvas
ზედა კრიხში რომ ახვალთ დათვის სვეტისთAვები ნახეთ საკურთხევლის ორივე მხარეს. ასევე ფრესკები და ტაძარის წარწერები. ასევე ვერძისა და არჩვის თAვები და სხვა დასხვა. ესაა შედევრთა შედევრი. სამწუხაროს მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აღადგინეს.
ვეცდები ყველაფრის ნახვა მოვასწრო, ამოვაპრინტერებ აქ ნაწერებს და თან წავიღებ არაფერო რო არ გამომჩეს

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by qvevri » 17 ივნ 2011, 13:53

რიცეულას ხეობაა ერთობ სასიამოვნო და საინტერესო. ბოლოში ჰესია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. იქვე სასტუმროცაა და თავად მდინარე რიცეულაც სასიამოვნო სანახავია. გზად წყაროცაა. ხეობა მთლიანობაში რამოდენიმე კილომეტრია. სადღAც დასაწყისში დგას სამი კოშკი. ერთ-ერთY მათგანს კასრაშვილების კოშკს ეძახიან. კარგი სანახავია რიცეულას ხეობა. კოშკების გადმოსწვრივ დგას ერტი ძალიან საინტერესო ტაძარი, რომელიც ძლიედაა დაზიანებული. რაძარი შირიმითAა ნაგები. მე რომ ვიყავი ერთ-ერთ ქვაზე არქაული ვეფხვის რელოეფი ვიპვე და დავასურათე. მოკლედ უნდა ინახოს. :!:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by qvevri » 17 ივნ 2011, 13:56

დამავიწყდა მეთქვა
ზედა კრიხში, ტაძრის ეზოში დგას ტაძრის თანადროული (Xსს) ცაცხვი და უთხოვარი. დავბერდი კაცი და ამგვარი რამ არ მინახავს. ცაცხვს უშველებელი ფუღურო აქვს და უთხოვარს კიდევ ოთხი კაცი თუ შემოაწვდენს ხელებს.

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by meleksa » 17 ივნ 2011, 14:21

gadmovcurav_zgvas

შოვშიც თავისუფლად მიხვალ. ღების და მრავალძალის ნახვა თუ გინდა მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდება...
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by Jnosy » 17 ივნ 2011, 16:15

qvevri
კრიხი სად არის ზუსტად?
ძალიან ახლომდებარე სოფელი მაინტერესებს
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by gadmovcurav_zgvas » 04 ივლ 2011, 14:11

გამარჯობა კარაველებო :)

დასრულდა ჩემი 10 დღიანი მოგზაურობა, 4 დღე რაჭაში ვიყავი

სამწუხაროდ აქ რაც ჩამოთვალეთ ყველაფრის დათვარიელება ვერ მოვასწარი

თუმცა ყოველ დღე სერიოზული დატვირთვა მქონდა, მაგალითისთვის:

ამბროლაური-ზემო თლუღი-ნიკორწმინდა დაახლოებით 25 კილომეტრია ორივე მხარეს :) შეიძლება მეტიც იყოს, კიდევ ვნახე 2 გამოქვაბული და რამოდენიმე პატარა მდინარე ზოგან კისრამდეც იყო წყალი მაგრამ ძალიან ცივი..

ახალი და გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი რომ რაჭა ძალიან ლამაზია
სასიამოვნოდ დავიღალე მის ბუნებაში ხეტიალით

კიდევ მე დამავიწყდა ,,სანდლების'' წაღება ამიტომ თუ ვინმე წავა უეჭველად წაუღოს იმიტო რო იმდენ წყალში მოგიწევთ გატოპვა რო ეგ იდეალური ფეხსაცმელი იქნება

მოგვიანებით რამოდენიმე ფოტოსაც მოვაშველებ

პ.ს ოთახი მქონდა ნაქირავები ამბროლაურში, სახლი-სასტუმროს ტიპის
თუ ვინმეს დაგჭირდებათ დაგაკვალიანებთ საკმაოდ კარგი სახლი და კარგი ოჯხია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)

Post by qvevri » 04 ივლ 2011, 14:21

Jnosy
ამბროლაურიდან იქნება ასე 15-20 წუთის სავალი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]