Page 1 of 1

ფოტო კონკურსი ''მწვანე გაჩერება''

Posted: 14 ივნ 2011, 18:54
by kiki
ფოტო კონკურსის პირობები

1. კონკურსანტებმა უნდა გამოაგზავნონ ფოტოები ეკოლოგიურ თემატიკაზე სახელწოდებით ''მწვანე გაჩერება''

2. კონკურსი იწყება 2011 წლის 13 ივნისს 16:00სთზე

3. საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 19 ივნისი 16:00სთზე

4. მონაწილეებმა ფოტოები უნდა ატვირთონ ''მწვანე გვერდის'' კედელზე. სადაც უნდა მიუთითონ ავტორის გვარი და სახელი .

5. მონაწილეების მიერ გამოგზავნილი საკონკურსო ფოტოები აიტვირთება Facebook-ის გვერდზე Green Week

6. თითოეულ კონკურსანტს 3 საკონკურსო ნაშრომის გამოგზავნის უფლება აქვს

7. არაეთიკური საკონკურსო ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან

8. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს

9. საავტორო უფლებები უნდა იყოს დაცული

10. კონკურსში მონაწილე საუკეთესო 20 ნამუშევარი გამოიფინება

11. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 22 ივნისს

12. კონკურსში გამარჯვებული გადაეცემა პრიზი







გისურვებთ წარმატებებს