საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 17:48

გურული მუს. დიალექტი / დასასრული /

გურულ მუს. დიალექტში ვხვდებით ასევე ერთხმიან სიმღერებსაც, რომლებიც ჩონგურის თანხლებით სრულდება.

ინსტრუმენტებიდან გამოირჩევა მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავი სოინარი, რომელიც მწყემსთა კუთვნილებას წარმოადგენს.

დავუბრუნდები ოთხხმიან ნადურ სიმღერებს.

ნადი კოლექტიური შრომის ფორმაა, რომელშიც ერთიანდება 8დან-12მდე კაცი (ერთპირული ნადის შემთხვევაში), ხოლო ორპირულ ნადში 16დან-24 კაცამდეა გაერთიანებული. ნადის წევრები, მუშა ხელი და მომღერლები ერთდროულად არიან. მათი მხნე რიტმული სიმღერა ახალისებს და ამსუბუქებს შრომის სიმძიმეს.

I ხმა შემამკობელი მელოდიით გამოირჩევა. ე.წ. კრიმანჭული, რომელიც ძალზედ მაღალ რეგისტრში ჟღერს. კრიმანჭული კრინისაგან წარმიშვა, იგი "მანჭული" ანდაც გრეხილი კრინია (აქედან სიტყვა "კრიმანჭული"). იგი შეიცავს ძალიან სხარტ მელოდიურ ხვეულებს. აგრეთვე ნახტომებს კვინტასა ან სექსტებზე. აგებულია შეძახილებზე, შინაარსს მოკლებულ სიტყვებზე, "ურუახო" "ირვა-ურვახო", "იაუაო" და სხვ.

II ხმა სიმღერის დამწყები და ტექსტის წამყვანია.

II ხმა შემხმობარი ანუ მაღალი ბანი - მას ევალება წვრილის (I ხმა) და დამწყების (II ხმა) მელოდიური წინადადების დაბოლოვება, ჰარმონიული საწყისის განმტკიცება და სიმღერის ტონალობის შენარჩუნება.

IV ხმა ბანი ძალზედ მოქნილი და მელოდიურია.

გურიაში თითქმის ყოველ სოფელს თავისი ნადური გააჩნია: "გურიანთელა", "შემოქმედურა", "ბაილეთურა", "ჩოჩხათურა", "გორდელა", "საჯავახო", "ჯიქურა" და სხვ.

შეიძლება ითქვას, რომ აჭარულ ნადურ სიმღერებთან ერთად გურული ნადური სიმღერები უჩვეულო მოვლენას წარმოადგენენ მსოფლიო ხალხთა მუსიკალურ პრაქტიკაში.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 17:53

მეგრული მუს. დიალექტი

დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

ჟანრული თვალსაზრისით მეგრული სიმღერები მრავალფეროვანია. შემონახულია ერთდა ორ ხმიანი სიმღერები, რომლებიც ჩონგურის თანხლებით სრულდება. სიმღერათა უმეტესობა სამხმიანია. თავისი ხასიათით მეგრული სიმღერა ორ ჯგუფად იყოფა.

I ჯგუფს მიეკუთვნება ლირიკული სიმღერები /ქალთა სიმღერები, სატრფიალო, ლირიკულ-საყოფაცხოვრებო -რომელთა უმრავლესობა ცონგურის თანხლებით სრულედება/.

II ჯგუფის სიმღერები უფრო დინამიური, მხნე განწყობილებისა და რიტმულია. ასეთებია შრომის, საფერცულო, საქორწილო და მგზავრული სიმღერბი. ეს სიმღერები მამაკაცთა რეპერტუარს განეკუთვნება. სიმღერათ ეს ჯგუფი პოლიფონიური მრავალხმიანობის ფორმას ემყარება - თითოეული ხმა დამოუკიდებლად მოძრაობს, სიმღერათა ფაქტურა რთულია, ბანი მოძრავი და განვითარებულია საკმაოდ იდ დიაპაზონს მოიცავს (ტერციიდან კვინტის ინტერვალამდე)

მეგრული ლირიკული სიმღერებინდა გამოირჩევა "ჩელა", "დიდავოინანა", სისატურა", სატრფიალო" და სხვ.

მეგრული შრომის სიმღერები ძალზე მდიდარია როგორც რაოდენობით ისე ფორმა-შინაარსითა და შესრულების წესით. მაგ:"ოდოია", "ხეშხვალა" /ხელხვავი/, "ოჩოშხვეი", "ობორგალი ვორი ოჰო". აღნიშნული სიმღერები კოლექტიური შრომის პროცესში სრულდება. ამ სიმღერებშიც ისევე როგორც გურულ ნადურებში რიტმულ ფაქტორს ესმება ხაზი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 18:08

მეგრული მუს. დიალექტი /გაგრძელება/

სამეგრელოში დიდი ადგილი უკავია საქორწილო წეს-ჩვეულებას მაგ. სიმღერა "კუჩხი ბედინერი" ანუ ფეხბედნიერი, რომელიც პატარძლის ვაჟის სახლში მიყვანისას სრულდება. სიმღერა მხნე-მხიარული განწყობილებით გამოირჩევა. საცეკვაო სიმღერებიდან აღსანიშნავია "ჩაგუნა", "ჯანსულო" და სხვ.

საინტერესოა მეგრული გლოვის წესი, რაზეც არქანჯელო ლამბერტი მოგვითხრობს. ადამიანის გარდაცვალებისას ახლობლების, მეზობლების, ნათესავების მიერ 15 წუთის განმავობაში ადგილი აქვს უწესო ტირილს. შემდეგ იწყება "წესიერი ტირილი". მიცვალებლს კუთხეში დაასვენებენ. ამავე დროს გამოყოფენ მეზარეებს, რომელთაგანაც შედგება ორი გუნდი. მიცვალებულს პირველად ახლობლები დაიტირებენ, შემდეგ ნათესავები და მეზობლები. ამასთანავე თითოეული მათგანი მიცვალებულს მეზარეების თანხლებით უახლოვდება. მიცვალებულის დატირება რვა დღის განმავლობაში ხდება. ამ სამგლოვიარო წესს თან ახლავს სამხმიანი "ზარის" შესრულება.

როგორც უკვე აღინიშნა მეგრულს სიმღერას სინაზე-ლირიკულობა ახასიათებს. მელოდია მღერადია, ჰარმონია რბილი, ხმათა მსვლელობა ხშირად დისონირებულ შეთანხმებას გვაძლევს, მაგრამ ეს იმდენად რბილად ჟღერს, რომ არ იგრძნობა დაძაბულობა.

გურულისაგან განსხვავებით მეგრულ პოლიფონიურ სიმღერებში ყურადღება ვერტიკალურ ხმოვანებას ექცევა. აქ გვაქვს პოლიფონიისა და ჰომოფონიის თავისებური შერწყმა.

კილოებიდან გამოიყენება მიქსოლიდიური და ეოლიური, ასევე ვხვდებით ფრიგიულ კადანსს.

ხალხური ინსტრუმენტებიდან ჩონგური და სალამური -ლარჭემი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 18:41

აჭარული მუს. დიალექტი

აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.

აჭარა ყურადღება იპყრობს შესანიშნავი კულტურითა და კერძოდ სასიმღერო შემოქმედები. თურქეთის ბატონობის მიუხედავად მათ შეძლეს მაღალი სასიმღერო კულტურის -ოთხხმიანი წყობის - შემონახვა.

ჟანრობრივად აჭარული ხალხური სიმღერა მეტად მრავალფეროვანია. შესაძლებელია განხილულ იქნე საწესო, საყოფაცხოვრებო, შრომის, საგმირო, საისორიო, ეპიკური, პირიკული და სხვ. სახის ჟანრები. აღნიშნულ ჟანრებში შეინიშნება როგორც ორ და სამხმიანი, ასევე ოთხხმიანი წყობის სიმღერები.
აღსანიშნავია საქორწილო წესი, რომელიც მოიცავს ხუთ ძირითად მომენტს:

1. პატარძლის გაცილება და მშლობლებთან მისი გამოთხოვება.
2. პატარძლის გამგზავრება ვაჟის სახლში.
3. საქორწილო სუფრა და სუფრული სიმღერები.
4. პატარძლის მაყრების გამოთხოვება.
5. პატარძლის გაყვნა სამყოფ ოთახში.

პატარძლის გაცილებისას სრულდება საფერხულო სიმღერები, შემსრულებლად გვევლინება პატარძლის მეგობარი ქალები და ნათესავები. ფერხულის შესრულების დროს პატარძლი თავსდება წრეში. ამას ძირითადად შინაურები ესწრებიან.

პატარძალს ვაჟის ოჯახში გამგზავრებისას თან ახლავს ე.წ. ძმადი ანუ მაყარი. ისინი მაყრულ სიმღერებს ასრულებენ. ჩვეულებრივ მაყრულები ორ ან სამხმიანია. ამასთანავე მათ გააჩნიათ ე.წ. გადახვევა რომელიც ტაშისა და ცეკვის თანხლებით სრულდება. ასეთი მაყრული საქართელოს სხვა კუთხეში არ არის.

საქორწილო სუფრაზე სუფრულები სრულდება. ამ სიმღერების არსებობა მჭიდროდ უკავშირდება მევენახეობის კულტურას. თუმცა მაჰმადიანობის ზეგავლენით სუფრული სიმღერები მხოლოდ საქორწილო წესში შემორჩა. ცნობილი სიმღერებია : "მასპინძელი", ჟამიერი" და "ეგრი". ისევე როგორც მაყრულებს აჭარულ სუფრულებსაც გააჩნიათ გადახვევა, რომელიც საქორწილო სუფრის მსვლელობისას სრულდება.

მაყრებისგამოთხოვება პატარძალთან ხდება გათენების ხანს. საამისოდ ჭიბონზე ასრულებენ ე.წ. "შემოთენებას", რომელშიც გამოიყენება მამლის ყივილის იმიტაცია. აღნიშნულის ჰანგის შესრულება პატარძლის მაყრებს მიანიშნებს წასვლის დროულობაზე. რაც შეეხება საქორწილო წესის მეხუთე მომენტს, სამწუხაროდ მასთან დაკავშირებული სიმღერები არ არის ფიქსირებული.

აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე შრომის სიმღერებს, კერძოდ -"ელესას", რომელიც მძიმე ტვირთის აწევის დროს სრულდება; "ხელხვავს" - რომელიც სრულდება სიმინდის რჩევის დროს და აგრეთვე ნადურებს, რომლებიც სამ ან ოთხხმიანია.

აჭარული ნადური სიმღერებიდან აღსანიშნავია "მშვიდობა", "დილის სიმღერა", ანუ ვაი თუ დილის კურდღელმა" (სამხმიანია), "გორდელა", "ჯიქურა", ანუ ქალი იყავ აზნაური", "საჯავახურა", სასდილო", ანუ მთას ხოხობი აფრინდა", "ყარანაი", "ჩიორა" და სხვ.

აჭარული სასიმღერო რეპერტუარის შესწავლა ნათლად ადასტურებს მისი განვითარების მაღალ დონეს.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 19:56

ხალხური საკრავები

საქართველოში ხალხური საკრავები უძველესი დროიდანაა გავრცელებული. მათ შესახებ ცნობებს ქართული ლიტერატურის ძეგლებშიც ვხვდებით. ნაწარმოებებში დასახელებულია ხალხური საკრავების ასზე მეტი სახელწოდება. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ძველად საკრავები ფართოდ ყოფილა გავრცელებული. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი სახელწოდება მეტწილად აღმოსავლური წარმოშობისაა. ამ სახელწოდებებიდან ბევრი ერთი და იმავე საკრავს აღნიშნავს. მიუხედავად ამისა საკრავების დიდი რიცხვი მაინც ქართული წარმოშობისაა.

საქართველოში არსებობს საკრავეის სამი ძირითადი ჯგუფი - ჩასაბეი, სიმებიანი და დასარტყამი.

სიმებიანი საკრავებია:

ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური.
მოსაზიდი - ქნარი, ჩანგი.
ხემიანი - ჭიანური, ჭუნირი.

ჩასაბერი საკრავებია:

სოინარი ანუ ლარჭემი, სალამური, საყვირი.
გუდასტვირი (ჭიბონი - აჭარულად, თულუმი - მესხურად).

დასარტყამი საკრავებია:

დოლი, დიპლიპიტო.

აღმოსავლეთ საქართველოში ასევე გავრცელებული იყო:

დოლესი, ზურნა, დაირა.

ევროპული საკრავები:

გიტარა, მანდოლინა, გარმონი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 09 ნოე 2011, 20:02

სოინარი / ლარჭემი

სალამური - სოინარი/ გურიაში/ ანუ ლარჭემი / სამეგრელოში/.

სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია. ძირითაად აიგება ტერციით. ერთდროულად შეიძლება 1,2 ან 3 ბგერის აღება. აქვს ძალზე შეზღუდული შესაძლებლობები.

ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან - ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური - "პანის ფლეიტა" - მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება: ანალოგიური საკრავების მილები თანმიმდევრობით კლებადი სიგრძის მიხედვითაა განლაგებული და, შესაბამისად, ბგერათრიგიც თანმიმდევრულია - მელოდიურ-ჰომოფონიური.

ქართული ლარჭემ-სოინარის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ მისი აგებულება და წყობა მრავალხმიანობის პრინციპზეა დამყარებული. საკრავის თითოეულ მილს (ღერს) თავისი სახელი აქვს და სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. ლარჭემ-სოინარის დიაპაზონია სექსტა, ბგერათრიგი კი სმენით კორექციას ემყარება. მრავალღერიან სალამურზე უკრავენ მხოლოდ მამაკაცები. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები.



Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by CheLo » 09 ნოე 2011, 20:44

ვაიმე ქეთ ნეტა შენი ნერვები მომცა : ))) ხალხს დაბადების დღეებში შესვლა და მოლოცვა ეზარება და ამას ვინ წაიკითხავს ბოლომდე :) :) :) :) ისე მაინც ყოჩაღი გოგო ხარ 8)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 16 ნოე 2011, 17:10

CheLo wrote:ვაიმე ქეთ ნეტა შენი ნერვები მომცა : ))) ხალხს დაბადების დღეებში შესვლა და მოლოცვა ეზარება და ამას ვინ წაიკითხავს ბოლომდე :) :) :) :) ისე მაინც ყოჩაღი გოგო ხარ 8)
ჭელო ეს ისეთი საქმეა, რომ არ დაწერ მოსვენებას არ მოგცემს სანამ არ დაგეწერინება.

თან ტექსტები და სიმღერები ვერ ვნახე ინტერნეტ სივრცეში, ახლა დავდებ და მკითხვეიც გამოუჩნდება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by QAQUCA » 16 ნოე 2011, 23:48

გაიხარე ქეთევან გაიხარეეეეეეეეეეეეე! მართლაც რომ ფასდაუდებელ საქმეს აკეთებთ! :!:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by ARCHILI » 16 ნოე 2011, 23:55

სათაურში შეცდომაა, საუბარი ორის კომუნიკაციას აღნიშნავს :) აქ უფრო უნდა იყოს მონოლოგი ქართ,,,, და ა.შ.

:)
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 17 ნოე 2011, 18:12

QAQUCA

გმადლობ:)


ARCHILI

ხო, მართალი ბრძანდებით, ჯერჯერობით მონოლოგივითაა, ვნახოთ იმედია ასე 1,5 წელიწადში შემოვა ვინმე ახლადშემოკარვებული და საინტერესო ცნობებს მოგვაწვდის თემის ირგვლივ, მონოლოგიც აღარ იქნება.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 19:37

გუდასტვირი

ყველაზე რთული საკრავია. შედგება გუდისა /რაჭაში - თხის, ქართლში -ხბოს, აჭარაში ხბოს, ზოგჯერ ცხვრის/ და ორი სტვირისაგან, ერთზე ექვსი თვალია, მეორეზე - სამი. /აჭარაში ერთზე ხუთია და მეორეზე სამი/. საკრავი ერთდროულად ორ ხმას გამოსცემს. პირველ სტირზე მელოდიას უკრავენ , ხოლო მეორე ბანს აძლევს. დაკვრის დროს გუნდა იღლიაში უდევთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 03 იან 2012, 19:58

სალამური

ჩასაბერი საკრავებიდან პოპულარულია სალამური, რომელიც არსებობს ენიანი და უენო, ამჟამად უფრო გავრცელებულია ენიანი, ძველად კი უენო იყო.

უენო სალამური ფლეიტის ტიპისაა - მილი ღია აქვს. ერთი მხრიდან ექვსი ხვრელი ან ხვრელი აქვს, ერთიც ქვემოდან ოქტავური ბგერებისათვის. ის ძირითადად მწყემსების საკრავია. დასავლეთ საქართველოში ცნობილია უძველესი ექვსღერიანი სალამური - სოინარი/გურიაში/, ლარჭემი /სამეგრელოში/.

სალამურის წყობა მიქსოლიდიურია. სოინარი კი ძირითადად ტერციით აიგება. ერთდროულად შეიძლება 1,2 და 3 ბგერის აჟღერება. აქვს ძალზედ შეუზღუდული შესაძლებლობები.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 03 იან 2012, 20:53

გადავდივარ თემის ძირითად ნაწილზე - სიმღერების სიტყვების ჩამოწერაზე.

ასლანური მრავალჟამიერი

სოლისტი

მრავალჟაიმიერო, მრავალჟაიმიიეიეროო.

გუნდი

მრავი მრავლჟაიმიერ /2 –ჯერ/,
მრაიაავალ, მრაავალო
მრავალ, მრავლჟამიერ,
მრაავალ, მრავალჟაიმიიიეროო
მრავლჟამიერ
მრავააალ მრავალჟაიმიერ.

თავიდან ბოლომდე მეორდება ორჯერ

ჩანაწერი შესრულებულია ანსამბლი რუსთავის მიერ: http://www.alazani.ge/saqartvelos-kutxe ... i-folklori
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 03 იან 2012, 22:29

რაშოვდა /რაჭული/

მაღლა მთას მოდგა მაღლა მთას
მაღლა, მაღლა მთას მოდგა უცხო ფრინველი
უცხო ფრინველი გოროზი
ჭრელი?, ბოლოწითელი თეთრი ფრთიანი
თეთრი ფრთიანი ჟღელეს ჩამოდგა,
ჟღელეს ჩამოდგა ოსი და დვალი,
ოსი და დვალი ფაიქომელი
ფაიქომელი სულა მდვალეთი.
სულა მდვალეთი ომი შეიქნა
ომი შეიქნა ცისკრისა ჟამსა
ცისკრისა ჟამსა გამთენიასა,
გამთენიასა, ქნევა ხმალისა,
ქნევა ხმალისა ძგერა შუბისა,
შუბის ნალეწი ზეცას ცვიოდა
ზეცას ცვიოდა, ჩამოცვიოდა,
ჩამოცვიოდა მესამე დღესა.


რაშა რაშა ვოისავორერა
რაშა დელივოდელიადა /6ჯერ მეორდება/.



რაშოვდა, დელივო დელივო დელა რაშოვდა /4 ჯერ/



რაშოვდა ჩამოვიარე სევაო რაშოვდა /2 ჯერ/,
რაშოვდა გვერდზე დევიწყე წევაო რაშოვდა /2 ჯერ/,
რაშოვდა გოგოები იძახიან რაშოვდა /2 ჯერ/,
რაშოვდა ნეტა ვის სახლში შევაო რაშოვდა /2 ჯერ/,

რაშოვდა, დელივო დელივო დელა რაშოვდა /4 ჯერ/


ლერწამისა ხესაო
ქორი მოჯდა წვერსაო
ქალი მიქნევს ხელსაო
აქ ჩამოდი ჩვენსაო
ქალი მიქნევს ხელსაო
აქ ჩამოდი ჩვენსაო
ღვინოსაც დაგალევინებ
ცარიელსა თხლესაო
ვარიასაც ქვე დაგიკლავ
ცარიელსა ძვლებსაო
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ
ცარიელსა ხმელსაო
რაშოვდა, დელივო დელივო დელა რაშოვდა /4 ჯერ/

რაშოვდა ჩამოვიარე ფარახეთს რაშოვდა, /2 ჯერ/,
რაშოვდა მამასახლისი გალახეს რაშოვდა, /2 ჯერ/,
რაშოვდა გასაშველებლად მივედი რაშოვდა, /2 ჯერ/,
რაშოვდა ერთი-ორი მეც მომარტყეს რაშოვდა /2 ჯერ/,

რაშოვდა, დელივო დელივო დელა რაშოვდა /4 ჯერ/


ტაში ბიჭო გიორგუნა
არ გოუშვა ეგ გოგუნა /8 ჯერ/
დოუკვირდი მაგასაო
მაგი ყიდის კაბასაო. /4 ჯერ/

კაბას რავა დავამადლი
გოგოს ამისთანასაო. /4 ჯერ/

ტაში, ბოშო, გულქანაო,
ლამაზო და სუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა
სასიმინდეს უკანაო/4 ჯერ/

ასრულებს რუსთავი http://www.youtube.com/watch?v=l-l9FLUF ... re=related

ასრულებს სოულმამა: http://www.youtube.com/watch?v=pze3ppE6 ... re=related („სოულმამა” 2010 წელს შეიქმნა. მუსიკას, რომელსაც ჯგუფი ასრულებს, ჰიპ-ჰოპის, სოულის, ფოლკისა და ბლუზის სინთეზს უწოდებენ. )
Last edited by Ketevan Guliashvili on 22 თებ 2012, 12:44, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]