საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 24 აგვ 2011, 09:11

რაჭული მუს. დიალექტი

რაჭა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

რაჭის მთელი ტერიტორია მოქცეულია მდინარე რიონის ხეობაში. რაჭა მთიანი კუთხეა. მეურნეობის მთავარი დარგებია: მიწათმოქმედება, მესაქონლეობა. რაჭა ყოველთვის განიცდიდა მიწის სიმცირეს, რის გამოც რაჭველები ხშირად მიემგზავრებოდნენ ბარში, სადაც მუშაობდნენ მზარეულებად, ხელოსნებად.

რაჭველები მოგზაურობისას ითვისებდნენ სხვა კუთხის ინტონაციებს, განსაკუთრებულად დიდი სიახლოვე შეინიშნება ქართლ-კახეთთან და სვანეთთან.

რაჭული სიმღერები ჟანრულად მრავალფეროვანია. აქ ვხვდებით როგოც საწესო სიმღერებს: "ალილო", "ქრისტე აღსდგა", საისტორიო: "დიდგორსა დასხდნენ ვაზირნი", "წერეთელმა დაგვიბარა", "მაღალ მთას მოდგა", რაჭული შრომის იმღერები დაკავშირებულია თიბვასთან, თოხნასთან ("თოხნური").

სამგლოვიარო სიმღერებიდან გამოირჩევა სამხმიანი "ზრუნი".

საყოფაცხოვრებო სიმღერები: "ქვედრუდა მოდიდებულა", "ერთხელ წისქვილს წასვლისათვის", "ტყეში ქალები წავიდნენ", "რაევო"; სუფრული სიმღერები": "მრავალჟამიერი"," სუფრული", "დალიე", "ასლანური მრავალჟამიერი", "საქორწილო მაყრულები".

ამ სიმღეების უმრავლესობა სუფრულის გარდა საფერხულო წყობისაა. რაჭაში არსებობს ორი სახის ფერხული - წრიული და სწორხაზოვანი - ამ უკანასკნელს წინ მომძღოლა ეწოდება. როგორც ერთ, ისემეორე შემთხვევაში თქვით მეფერხულენი სიმღერების შემრულებელნი არიან.

რაჭულ სუფრულ სიმღერბს დიდი სიახლოვე აქვთ ქართლ-კახურ სუფრულებთან. აქაც (და სხვა სიმღერებიშიც) ბურდონულ მრავალხმიანობასთან გვაქვს საქმე - I და II ხმას რთული მელოდიური ჰანგი ემყარება ბანის ჰარმონიულ ფუძეს, მაგრამ რაჭულ სიმღერებში ბანი უფრო მოძრავია, ვიდრე ქართლ-კახურში. ახასიათებს სიმღერის ზემსწრაფი მოდულაია.

რაჭული სიმღერების ძირითადი ნაწილი სამხმიანია. ერთხმიანი სიმღერები ძირითადად უკავშირდება მესტვირეთა შემოქმედებას. მესტვირეობა რაჭაში ძალზედ გავრცელებულია - სოფელ ფარახეთში მესტვირეთა სკოლაც კი არსებობდა. გუდასტვირზე სრულდებოდა საგმირო-საისტორიო, საწესჩვეულებო და უმრავლესად საშაირო სიმღერები. მესტვირეები ყოველგვარი დღესასწაულის მონაწილენი იყვნენ.

რაჭული სიმღერებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშან-თვისებები:

1. საკმაოდ ვრცელი თემატიკა.
2. მტკიცედ ჩამოყალიბებული სამხმიანობა.
3. შესრულების საფერხულო წყობა (საწესო, საგმირო-საისტორიო სიმღერებისათვის).
4. ზემსწრაფი მოდულაციური გეგმა სუფრული და მაყრული სიმღერებისათვის.
5. კვარტსექსტაკორდის ხშირი გამოყენება.
6. ერთხმიანობა მესტვირული სასიმღერრო შემოქმედების სფეროში.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 24 აგვ 2011, 11:08

ზემო რაჭაში, კერძოდ კი ღებში ყოფნისას ჩავიწერეთ სიმღერა "პირველ საყმონი ვყოფილვართ". სიმღერას წინ უძღოდა ისტორიული მონათხრობი.

ღებელები ბატონს ვერასოდეს გუობდნენ, რომელიც სოფელს ბეგარას თხოვდა და პირველი ღამის უფლება ჰქონებია. ერთ გლეხს ულამაზესი ქალიშვილი ყოლია, ქალი გაიზარდა და დაქორწინებაზე რომ მიდგა საქმე პირველი ღამის უფლებით სარგებლობა მონდომებია არიშიძეს. სოფელს პირი შეუკრავს ბატონის წინააღმდეგ. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გ ა გ ნ ი ძ ე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. ერთ ძმასარ უნდოდა სანადიროდ წასვლა, ცუდი სიზმარი უნახავს, მაგრამ გადაარწმუნეს მე ვნახე კარგი სიზმარი დიდძალი ნადავლით დავბრუნდითო, დაითანხმეს ძმები. ჩაუსაფრდნენ. ერთ ძმას ესროლეს და ჩამოაგდეს რიონის წყალმა წაიღო, მეორე კი თითონ გადახტა ძმას დაედევნა. სოფელმა დაინახა არიშიძეები რიონში და ისრის სროლა დაიწყო, მაგრამ ვერავინ მიწვდა. მაშინ ერთ დავრდომილ კაცს უთხოვია, მე გამიყვანეთ და ისარს მოვახვედრებო. მართლაც ასე მოხდა. ორივე ძმა ამოხოცეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმა იქ არ ყოფილა ამ დროს. ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია. ქალს დ ო დ უ კ ი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ _ ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.

სიმღერა დიდ ღებში ჩავიწერეთ. შემსრულებელთა უმრავლესობა ჩოპენთ ლობჯანიძეები არიან.

http://www.youtube.com/watch?v=ec62sjOy6F4

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 24 აგვ 2011, 12:26

შობას სოფლის ღების დღეობა აღინიშნება. ღამის 4 საათზე (როგორც სჩანს წირვის დასრულების შემდეგ) ახალგაზრდები სოფელს შემოივლიან, იმღერება:

"დიდება ბრძანე მაცხოვრისა,
წმინდა გიორგისა, ზეს? ქალაქისა,
ჯვარცმისა,
შეგეწიოს ყე მისი მადლი!"

შემდეგ როცა გამოუტანენ სიტყვები "დალოცოს, დალოცოს, დალოცოს"! თუ რომელიმე ოჯახში არ შევლენ ეს ოჯახის შეურაცხყოფად ითვლება. ოჯახებიდან ფული, საჭმე-სასმელი გამოქვთ, თუმცა ბოლო დროს უფრო ფულიო. ამით საკლავს ყიდულობენ. შემდეგ სოფელი უბან-უბან ქეიფობს.


http://www.youtube.com/watch?v=uk0W6avvm_Q

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 24 აგვ 2011, 13:27

ღებური "ქრისტე აღსდგა".

http://www.youtube.com/watch?v=J1Zj1ElyMO8

კიდევ ერთი ვარიანტი მოიძებნა ძველი ჩანაწერებიდან.

http://www.youtube.com/watch?v=YpALCjAkkDk

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 24 აგვ 2011, 13:34

"რაჭული სუფრა ყოვლადწმინდას გარეშე არ სრულდება, ამ სადღეგრძელოს რაჭველები ლექსით წარმოთქვამენ:

შეგეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი,
სხვავა და კვირიკეწმინდა.
ჩვენი მტერი და ორგული
დასწყევლოს ტურა მელამა,
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა,
მრავალძის წმინდა გიორგიმ
ველიეთ სულისა ზენამა,
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი,
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი.


რაჭის განვითარებულ კულტურაზე ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები და ყოფა-ცხოვრების დახვეწილი წესები მიუთითებენ. აქაური მოსახლეობა შრომისმოყვარეობით, ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა. „...რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს, ქალებიც მონაწილეობენ ყველანაირ შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამგვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან“ (ვახუშტი ბაგრატიონი).
აქ ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის ისეთივე არქაული წესები, როგორსაც ძველი ბერძნული და რომაული თხზულებები აღწერენ: რთველის სამზადისი, ყურძნის კრეფისა და დაწურვის წესები, ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება. დღესაც არსებობს ღვინის მარნები, საწნახელები, მრავალნაირი საღვინე ჭურჭელი და ხელსაწყოები. აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა.
მაღალმთიან რაჭაში აგებდნენ სვანური კოშკების მსგავს დუროიან, ანუ სათოფურიან სახლებს, რომლებიც როგორც საცხოვრებლად, ასევე თავდასაცავად გამოიყენებოდა. რაჭველები მონადირეები და ხეზე ჭრის უბადლო ოსტატები იყვნენ. ზამთრის პერიოდში სპილენძის ჭურჭელს, სამჭედლო ნივთებს და ხის ავეჯს ამზადებდნენ. საკვარცხული ოჯახის უფროსის სავარძელი იყო. რაჭველთა ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე შემონახულია მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები, ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები."


ახალი განათლება 2011-06-29
"მთის რაჭა ტრადიციებითა და რიტუალებით" სოფიკო სარიშვილი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 22 სექ 2011, 18:33

სვანური მუს. დიალექტი

სვანეთი დასავლეთ საქართველოს ყველაზე მაღამლმთიანი რაიონია. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს. მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელში. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი კი ლენტეხის რაიონში.

სვანეთი მსგავსად ხევსურეთისა ქართული მატერიალური კულტურის ერთგვარი მუზეუმია.

სვანები მართლმადიდებლები არიან, თუმცა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეინიშნება მთელი რიგი მოვლენა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება წარმართულ რწმენას. აქ დიდი პატივისცემით სარგებლობს ღვთაება "კვირია", რომლისადმი მიძღვნილი დღესასწული სახალხო ზეიმის მასშტაბებს აღწევს.

სვანეთის შესახებ უძველეს ცნობებს სტრაბონი გვაწვდის. მისი თქმით სვანეთი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა. მას თავისი მეფე და 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო ჰყავს. ომის შემთხვევაში სვანეთს შეუძლია გამოიყვანოს ორასი ათასი მეომარი.

ქართლის ცხოვრების გადმოცემით 253 წ. მეფე საურმაგმა თანამედროვე სვანეთის ერიტორიაზე ძურძუკები დაასახლა და მათ სავანე მიუჩინა, ამიტომ ამ ადგილს სავანეთი, ანუ სვანეთი ეწოდა.

უნდა ითქვას, რომ სვანებთ მეტად მძიმე ბუნებრივ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება ამიტომაც მათი საქმიანობა შემოფარგლული იყო მესაქონლეობითა და მონადირეობით.

სვანეთის კარჩაკეტილმა ცხოვრებამ დიდი გავლენა მოახდინა მათ ყოფა-ცხოვრებაზე, კულტურის განვითარებაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა სვანურმა სასიმღერო ხელოვნებამ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია.

სვანურ სასიმღერო შემოქმედებას საფუძვლად უდევს მრავალხმიანობის გარკვეული სახეობა - კომპლექსური მრავალხმიანობა (სიმღერისას შემადგენელი ხმები პარალელური კომპლექსებით მოძრაობენ).

ჟანრობრივად სვანური სიმღერები შეზღუდულია. აქ ვხვდებით საწესო, საკულტო, ეპიკურ-საიოსტორიო სიმღერებს. ამ სიმღერათა უმრავლესობისათვის საფერხულო წყობაა დამახასიათებელი.

სვანური სიმღერები 3 ხმიანია და ეფუძნება კვინტურ ჩარჩოს, აკორდებიდან დამახასიათებელია კვარტკვინტაკორდი, სეკუნდკვინტაკორდი.

საწესო საკულტო სიმღერებიდან აღსანიშნავია "ლილე" - მზის კულტისადმი მიძღვნილი ჰიმნი. "კვირია" - რომელიც "ნაყოფიერების ღვთაებას" ეძღვნება და სრულდება კვირიკობის დღესასწაულზე. სამგლოვირო სიმღერა "ზარი".

ეპიკური სიმღერებია - "ამირანის ფერხული", "როსტომ ჭაბუკ"/ როსტომიანი/. ოსტორიულია - "თამარ დედოფალ".

აღსანიშნავია აგრეთვე ორ-სამ სართულიანი ფერხული მირმიქელა. ცეკვის შინაარსი საბრძოლო ხასიათისაა. მამაკაცთა ერთი ჯგუფი შეკრავს წრეს და ჩაიჩოქებს. მათ მხრებზე შეადგება მამაკაცთა მეორე ჯგუფი, რის შედეგად ორსართულიანი ფერხული მოძრაობას იწყებს წრეზე. მირმინკელას ქვედა სართული ემუქრება ზედას ჩამოგდებით, თავის მხრივ ზედა სართული ცდილობს გაუმკლავდეს, ბოლოს ზედა სართული მაინც ჩამოვარდება და იწყება საერთო ცეკვა-თამაში. ცეკვა სრულდება სართულებს შორის გამართული სათანადო დიალოგის ფონზე.

სვანური სიმღერა თავისი ხასიათით მნიშვნელოვნად გამოირჩევა სხვა კუთხის სიმღერებისაგან. მასში ჭარბობს საზეიმო განწყობილება, ახასიათებს ჰიმნური ხმოვანება, გამოირჩევა თავისებური მელოდიით, ჰარმონიით, რიტმით, არქიტექტონიკით. მელოდია სვანურ სიმღერებში გამოკვეთილია, რიტმულად ჩამოყალიბებული. ზომით ორ ან სამწილადი; ვხვდებით ხუთწილად ან ცვლად მეტრსაც.

სვანურ სიმღერებში ბანი უფრო მოძრავია ვიდრე ქართლში ან კახეთში.
კილოებიდან ფართოდ გამოიყენება მიქსოლიდიური და ეოლიური.

ხალხური ინსტრუმენტებიდან გამოიყენბა ჭუნირი და ჩანგი.

ამგვარად სვანური სიმღერებისათვის დამახასითაებელია:

1. ჟანრობრივი შეძღუდულობა.
2. კომპლექსური მრავალხმიანობა.
3. მტკიცედ ჩამოყალიბებული 3ხმინობა.
4. კვარტკვინტაკორდისა და სეკუნდკვინტაკორდის გამოყენება.
5. საზეიმო განწყობილება და ჰიმნური ხმოვანება.
6 მეტრის ცვალებადობა, ჩამოყალიბებული რიტმი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 16:19

იმერული მუს. დიალექტი

იმერეთი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.

მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

იმერული მუს. ფოლკლორს ბევრი აქვს საერთო გურია-სამეგრელოსა და ქართლურ მუს. დიალექტთან.

იმერული სიმღერები, ისევე როგორც დას. საქართველოს სიმღერები /გურია, აჭარა, სამეგრელო/ პოლიფონიური აღნაგობისაა და პრინციპულად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონული მრავალხმიანი ფორმებისაგან. იმერული სიმღერები ძირითადად სამხმიანია. ერთ და ორ ხმიან სიმღერბს აქ თითქმის არ ვხვდებით. აღ. საქართველოს ხალხურ სიმღერებში წამყვანია ჰარმონიული საწყისი, მაშინ როცა დას. საქართველოს ხალხურ სიმღერებში მნიშვნელობა მელოდიურ ხაზს აქვს (შამივე ხმა დამოუკიდებბლად ვითარდება, მოძრავია, ხოლო ვერტიკალს მეორეხარისხოვანი ადგილი უკავია.

იმერულ სიმღერებს ქართლის მუს. დიალექტთან ისეთი სიმღერები აახლოვებს, როგორიცაა: "ჭონა", "ნანინა", "ნამგლური". კახურთან - სუფრულის ტიპის სიმღერები. გურულ დიალექტთან ახლობლობას ისეთი სიმღერებით ჰპოვებს, როგორიცაა: "ნადური, "ხელხვავი".

იმერული სიმღერა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი ბანით, რომელიც მკკვეთრად განსხვავდება სხვა კუთხის სიმღერათა ბანისაგან. ის მელოდიურად ძალზე მოქნილი და განვითარებულია. ბანი სიმღერისარა მარტო საფუძველია, არამედ თავისი მდიდარი ხვეულებით დიდ როლს ასრულებს ფორმის ჩამოყალიბებაში.

იმერულ სიმღერებში დიდი ადგილი უკავია რეჩიტატივს. ეს უკანასკნელი ქართ-კახურისაგან განსხვავებით მტკიცედ ზის ზომაში. მეტრს წამყვანი როლი ენიჭება. იგი თავიდან ბოლომდე უცვლელია და ცეკვითი ხასითი აქვს.

იმერული სიმღერების ჰარმონიულ საფუძველს წარმოადგენს I და V საფეხური / ქართლ-კახურში I და VII /.

კილოებიდან იმერულ სიმღერებში გავრცელებულია მიქსოლიდიური, ეოლიური, დორიული, ფრიგიული და იონიური - ეს უკანასკნელი არ ახასიათებს აღმოსავლეთის სიმღერებს.

იმერული სიმღერები ძირითადად კუპლეტური აღნაგობისაა. ზოგჯერ სიმღერას ორი გუნდი ან ტრიო და გუნდი ასრულებს. უმთავრესად კი იმერული სიმღერები ერთგუნდოვანია.

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by QAQUCA » 06 ნოე 2011, 16:26

ძალიან საინტერესო თემაა, თუ ქართული საკრავების ფოტოებს და ინფორმაციასაც შევმატებთ უკეთესი იქნება....


აღწერაი ქართული საკრავებისაი.... :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 16:34

იმერული მუს. დიალექტი /გაგრძელება/

იმერულ სიმღერებს, ისევე როგორც გურულს, კრიმანჭულიანი სიმღერები ახასიათებს. მაგრამ აქ კრიმანჭული უფრო ნაკლებადაა განვითარებული. ზოგიერთ შემთხვევაში კრიმანჭულის საქცევები მოცემულია მეორე ხმაში!

გურულთან მსგავსებაა ასევე ნადური სიმღერების სფეროშიც. მაგ. სიმღერების ორპირული შესრულება, განსხვავება ისაა რომ გურულ ნადურ სიმღერაში ყოველთვის მეორე ხმა, მთქმელი იწყებს. იმერულში კი ან მეორე ან ბანი (უფრო ხშირად ბანი) იწყებს.

ასევე გურული ნადური შესაძლებელია სამ და მეტ ხმიანი იყოს, იმერული ნადური აუცილებლად სამხმიანია, სიმღერების შემადგენელ ხმებს თავისებური სახელწოდებანი გაანიათ.

I ხმა - წვრილი, შეძახილი ან ფიცხი.
II ხმა - კაფია ან გამტანი.
III ხმა - ბანი.

იმერული სიმღერები გამოირჩევიან არაჩვეულებრივი მხნე განწყობილებით. მათში სჭარბობს მარშისებური რიტმი და ნათელი განწყობილება.

იმერული სიმღერები ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვანია. ვხვდებით როგორც შრომის / ნადურები "ხელხვავი/, საქორწინო / "მაყრულები"/ , სუფრული, საწესჩვეულებო, საყოფაცხოვრებო, ლირიკული, მგზავრულ-სალაშქრო /"იმერული მგზავრული", "მხედრული", ლაშქრული", ცხენოსნური"/ საკალენდრო "ჭონა" და სხვ.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვყოთ იმერული სიმღერებისსათვის დამახასიათებელი ნიშნა-თვისებები:

1. სამხმიანი სიმღერების არსებობა.
2. პოლიფონიური მრავალხმინობის ფორმა.
3. ჟანრული მრავალფეროვნება.
4. იონური კილოს გამოყენება.
5. მგზავრული მარშისებური განწყობილების სიმღერების არსებობა.
6. მოძრავი ბანი.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 16:35

Mantracker wrote:ძალიან საინტერესო თემაა, თუ ქართული საკრავების ფოტოებს და ინფორმაციასაც შევმატებთ უკეთესი იქნება....


აღწერაი ქართული საკრავებისაი.... :wink:
ფოტოებსაც ვეცდები. ტექსტი კი მზადაა:)

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by QAQUCA » 06 ნოე 2011, 16:45

ძალიან, ძალიან საინტერესო თემა გახსენით , თავბრუდახვეული ვზივარ და ვკითხულობ....
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 16:55

გურული მუს. დიალექტი

გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას.

გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს.

გურული სიმღერები ქართული სასიმღერო შემოქმედების ერთ-ერთ მაღალ საფეხურს წარმოადგენს, რომლისათვისაც დამახასიათებელია ე.წ. ლინიარული / პოლიფონიური/ მრავალხმიანობის პრინციპი. ამიტომაა, რომ გურულ სიმღერებში ჰარმონიული საწყისი განისაზღვრება არა ჰარმონიული კომპლექსით, არამედ მელოდიის მოქნილობით, სადაც ყოველ ხმას თავისი დამოუკიდებელი მელოდიური ხაზი გააჩნია.

გურული სასიმღერო შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია თავისი არქიტექტონიკით /აღნაგობით/.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 17:04

Mantracker

ვეცდები მოლოდინები გავამართლო:)

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by QAQUCA » 06 ნოე 2011, 17:13

Ketevan Guliashvili wrote:Mantracker

ვეცდები მოლოდინები გავამართლო:)

თქვენ უკვე გაამართლეთ მოლოდინი და გადააჭარბეთ კიდევვვოც :roll:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
საუბრები ქართული მუსიკალური ფოლკლორის ირგვლივ

Post by Ketevan Guliashvili » 06 ნოე 2011, 17:28

გურული მუს. დიალექტი /გაგრძელება/



გურული სიმღერები ძირითადად სამხმიანია, თუმცა ვხვდებით ერთი და ორ ხმიანი სიმღერების ნიმუშებსაც. რაც შეეხება ოთხხმიანობას. მას მხოლოდ გურიასა და აჭარაში ვხვდებით. ოთხხმიანობა მხოლოდ შრომის, კერძოდ "ნადურ" სიმღერებს ახასითებთ.

შემონახულია ოთხხმიანი სიმღერების ხმათა დასახელება:

I ხმა -კრიმანჭული, კრინი, წვრილი, გამყივანი
II ხმა - მთქმელი, დამწყები, მწყებელი, მოძახილი.
III ხმა - შემოძახილი, ანუ მაღალი ბანი.
IV ხმა - ბანი.

სამხმიანობაში კი ხმათა შემდეგნაირი დასახელებაა:
I ხმა კრიმანჭული, გამყივანი, წვრილი.
II ხმა - მთქმელი, დამწყები.
III ხმა - ბანი.

გურული სიმღერების ძირითადი ნაწილი სამხმიანია. ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვანია. აქ ვხდებით შრომის სიმღერებს / "ყანური", "ხელხვავი", "ელესა"/.

"ელესა" სრულდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგ.ტყიდან მძიმე ხის გადმოთრევის შემთხვევაში. სიმღერას ორგანიზებული რიტმი ახასიათებს და კოლექტიური შრომის პოცესში სრულდება.

"ხელხვავი" სიმინდის რჩევის დაწყების წინ სრულდება, ანუ საწესო დანიშნულებისაა.

შრომის სიმღერებში შედის "ნადურების" მთელი რიგი ოთხხმიანი სიმღერები.

საწესო სიმღერებიდან გამოირჩევა "მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი". სუფრულებიდან "ღიღინი", "მრავალჟამიერი", "მწვანესა და უქუდოსა", "წამოკრული", "ჩვენ მშვიდობა" (საწესო და სუფრული სიმღერები მშვიდი, ლირიკული განწყობილებისაა). ასევე ლირიკულ-სატრფიალო სიმღერებია: "დილა", "ბატონებო", "მივალ გურიაში", "ნანინავდა", "შალვა ჩემო", "პატარა საყვარელო".



საგმირო-საისტორიო სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ალიფაშა", "ხასანბეგურა". სალაშქრო "კეისრული", "ლაშქრული"; მგზავრული და მაყრული სიმღერები ვაჟკაცური და მახიანი ხასიათისაა. ხალხური საგალობლებიდან აღსანიშნავია: " ისაია მხიარულ იყავ", "მერცხალო მშვენიერო", "გუშინ შენთან", "ღვთისმშობელ ქალწულს". საყოფაცხოვრებოა "შვიდკაცა", "შავი შაშვი", ვახტანგური". საოხუნჯო "ჩემო ნათლიდედაო", საცეკვაო-საფერხულო "გურული ფერხული".

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]