:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by lama » 30 მარ 2011, 11:56

GAMARJOBA SAKARTVELO
სამართლიანია შენი აზრი!

რაღაცა უნდა მოვიფიქროთ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by teo- » 30 მარ 2011, 19:06

chuna wrote:teo-

რა საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ არაფერი გსმენია? პლაგიატობა სხვა რამ გგონია???/
რომელ "მეგობრობაზე" ამბობ?
აბსოლუტურად უცნობი ხალხია, ფეისბუქზე-პირწიგნაკზე ჩანადირის ფოტოებს
"ამარიაჟებენ", თავისად ასაღებენ და ამაზე რეაგირება ან პრეტენზია არ უნდა ქონდეთ?!

ეგენი მართლა პროფესიონალები არიან...მაგრამ ჩემს ფოტოზეც იგივეს მოვითხოვდი....ჯერ ნებართვა აიღონ და მერე მიუთითონ ავტორი...იყიდონო, ხომ არავინ ამბობს?! (თუ არადა-იყიდონ კიდეც...მაგით შოულობენ ფულს..)
სწორედ მეგობრობაში არ მიმაჩნია სწორ საქციელად ეს ყველაფერი
მე თუ ჩემი ფოტო წავიღე აქაური რომელიმე ფოტოგრაფისგან და ფაცებოოკზე დავდე იმას პრობლემა რომ ქონდეს ჩემგან ნამდვილად სამარცხვინოა პირდაპირ ვამბობ :!:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Mta Mkvarebia » 30 მარ 2011, 21:22

teo-
თეო აქ მეგობრული თუ საოჯახო ფოტოალბომისთვის გადაღებულ ფოტოებს არ გულისხმობს არც გოგა და არც სხვები, რა თქმა უნდა ჩემი მეგობრების მიერ გადაღებულ ჩემს ფოტოებს კითხვის გარეშე დავდებ ფაცეზე ან სადაც მინდა. მაგრამ ეს არ ეხება მათ გადაღებულ გარკვეული მხატვრული ღირებულების (ან თუნდაც ნაკლებად გამორჩეულ ფოტოს, რომლის მსგავსი კადრიც ათობით კარველმა გადაიღო ) ბუნების და გარემოს ფოტოებს. თუკი ასეთ ფოტოს ავტვირთავ, მხოლოდ ავტორის მითითებით. პრინციპში ჩემს პორტრეტებსაც ავტორის მითითებით ვდებ, თუკი მახსოვს ვინაობა.
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by teo- » 30 მარ 2011, 22:28

Mta Mkvarebia
გეთანხმები მეც ზუსტად ისევე ვაკეთებ, მაგრამ პირველ გზავნილში სწორედ ეს არ არის დაკონკრეტებული რასაც ეხლა მე და შენ ვეთანხმებით
არა ექსკურსიას! Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by lama » 30 მარ 2011, 22:39

აი ნათელი მაგალითიც...

წითლად შემოხაზული ფოტო ჩემი გადაღებულია.
ავტორი კი არ არის მითითებული

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by ARCHILI » 31 მარ 2011, 00:30

lama

სვანეთზე გადაღებულ ფოტოებში, ისედაც ყველგან შენ იგულისხმები :D არ უნდა მაგას დაზუსტება :D
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by paata_ » 31 მარ 2011, 04:45

Naia wrote:qvevri
სამსახურში მაქვს კედლის კალენდარი, რომელზედაც ერთ-ერთი კარველის მიერ დიდგორში გადაღებული ფოტოა გამოსახული. ქვევრს ზურგზე პატარა ქვევრი აქვს მოგდებული და მემორიალისკენ მიაქვს. ფოტო ცუდი ხარისხითაა დაბეჭდილი და რაც მთავარია, კომერციული პროექტია. კალენდარზე არც გამომცემელია მითითებული და არც ფოტოს ავტორი.

უიი, ეგ ჩემი პოტოა, სად ნახე?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by paata_ » 31 მარ 2011, 04:48

როდესაც რამე ფოტო მინდა აუცილებლად ვეკითხები ავტორს.

ელემენტარული პატივისცემაა სვის ფოტოს იყენებ და ნებართვას რაღა უდგას წინ

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Falcon » 31 მარ 2011, 11:35

Tami wrote:თან ფოტოები არაკომერციული მიზნით, ფეისბუკის დახურულ პროფილზე, დახურულ ალბომში(რომელსაც მხოლოდ რამოდენიმე უახლოესი მეგობარი ნახავს) გამოსაყენებლად მჭირდება ხოლმე. :wink:
წაკითხული გაქვს ფეისბუქის პირობები ატვირთულ ფოტო-ვიდეო მასალებთან დაკავშირებით??? ;)

აგერ ამონარიდი (სრულად http://www.facebook.com/terms.php?ref=pf ):

Sharing Your Content and Information

You own all of the content and information you post on Facebook, and you can control how it is shared through your privacy and application settings. In addition:

1. For content that is covered by intellectual property rights, like photos and videos ("IP content"), you specifically give us the following permission, subject to your privacy and application settings: you grant us a non-exclusive, transferable, sub-licensable, royalty-free, worldwide license to use any IP content that you post on or in connection with Facebook ("IP License"). This IP License ends when you delete your IP content or your account unless your content has been shared with others, and they have not deleted it.

მოკლე შინაარსი ის არის, რომ შენი პროფილის "შიგთავსს" და ინფორმაციას შენ ფლობო, მაგრამო, გარდა ამისაო, ისეთი რამეებზე, რაზეც ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდებაო (მაგ. ფოტოები, ვიდეოები) განსაკუთრებულ უფლებებს გვანიჭებ ჩვენო (ანუ ფეისბუქს) რაც ნიშნავსო, რომ გვაძლევ ლიცენზიასო რომ გამოვიყენოთო შენს მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოებიო ჩვენ როგორც გვინდაო.

კი უწერიათ რომ ეს ლიცენზია ძალას კარგავ თუ შენი პროფილიდან წაშლი ამ ფოტოებსო და ვიდეოებსო, მაგრამ მანდვეა ერთი "მაგრამ" - თუ სხვებთან არის დაზიარებული ეგ ფოტო-ვიდეო მასალა და იმათ არ წაუშლიათო, მაშინ მარტო შენი პროფილიდან წაშლა ვერ შეგვიჩერებს ლიცენზიასო და ჩვენ გვინარჩუნდება გამოყენების უფლებაო.



ვოტ :evil:
ვის უნდა სდიო ეხლა და როგორ უნდა გაიგო ვინ გაიზიარა შენს მიერ ატვირთულ ფოტო და წაშალა თუ არა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by lama » 31 მარ 2011, 13:34

ARCHILI wrote:lama

სვანეთზე გადაღებულ ფოტოებში, ისედაც ყველგან შენ იგულისხმები :D არ უნდა მაგას დაზუსტება :D
თან რაა სასაცილო იცი?

მეზერის მთაზეა გადაღებული და მუხერის მთავარანგელოზის ეკლესიააო, რომელიც სულ სხვა სოფელში და სხვა მთაზეა აგებული :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Nika » 02 აპრ 2011, 13:41

როგორც მახსოვს ჩვენი კანონმდებლობით თუ ღიადაა გამოქვეყნებული (მაგალითად ამ საიტზე) მაშინ სხვას შეუძლია მისი გამოყენება მხოლოდ არაკომერციული მიზნით. ავტორის მითითება სავალდებულო არაა (ცხადია სხვა ავტორის მითითება ან ნამუშევრის მითვისება აკრძალულია).
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by guruli » 02 აპრ 2011, 19:09

მოკლედ, ამ დღეებშიც ავიღე აქედან რამდენიმე ფოტო - ძირითადად ხევსურეთის საქველმოქმედო აქციისა და დაიაურების ბავშვებისა და თბილისის ფორუმზე დავდე თავის ბმულებიანად. ამდენად, საავტორო უფლებები დაცულია. ეს ყველაფერი კი მოჰყვა მაია ასათიანის ბოლოსწინა "პროფილს" ხევსურეთში ვითომდა ტრეფიკინგის შესახებ, როცა იქაურები ლამის მონათმფლობელებად გამოაცხადეს და ამ უსაზიზღრესი ბრალდებით კარავისთვის ძალიან ახლობელი, მართლაც წმინდა არდოტელი ოჯახი შეურაცხყვეს, მონებად კი ზუსტად იმ ოჯახის ბავშვები გამოიყვანეს, ვისაც კარავი თავის პირველ საქველმოქმედო აქციაში დაეხმარა.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 აპრ 2011, 02:05

Nika wrote:როგორც მახსოვს ჩვენი კანონმდებლობით თუ ღიადაა გამოქვეყნებული (მაგალითად ამ საიტზე) მაშინ სხვას შეუძლია მისი გამოყენება მხოლოდ არაკომერციული მიზნით. ავტორის მითითება სავალდებულო არაა (ცხადია სხვა ავტორის მითითება ან ნამუშევრის მითვისება აკრძალულია).
კანონმდებლობა წყაროს მითითებას გვავალდებულებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 აპრ 2011, 02:21

teo- wrote:კარგით რა ხალხო
ყოველ გასვლაში ატობით ფოტოს მიღებენ და ყველაზე სათითაოდ ნებართვა ავიღო?მაშინ იმათმაც აიღონ ჩემზე და ა. შ.
მეგობრობაში ესეთი რამ სამარცხვინოა ჩემი აზრით
დავაზუსტებ, რომ როდესაც ამ თემას ვხსნიდი, მხედველობაში მქონდა არასამახსოვრო ფოტოები და
არა ისინი, რომლებზეც თანაფორუმელები არიან გამოსახულნი.
თანაფორუმელებმა იციან, რომ ავტორები ამას არ ზღუდავენ.
შენ თუ ვინმეს ფოტოზე ხარ, გადაიწერე, მაგრამ თუ სადმე აქვეყნებ, ავტორიც მიუთითე.
სხვათა შორის, როდესაც ჩემი ფოტო იდება ფორუმზე, ავტორს თემაშივე ვითხოვ მისი გადმოწერის ნებართვას.
ამაში ცუდი რა არის.

ნება მიბოძე, სხვა ზოგი1 საკითხშიც ასევე კატეგორიულად არ დაგეთანხმო.
ციტატებს მივყვები:

მესმის რომ კარგი ფოტოგრაფები ხართ შეიძლება მაგრამ წინ მეგობრობა ხალხოო
რეებს აოფიციალურებთ კარგით რა :evil:
აქ სულაც არ ვმსჯელობ იმაზე, კგ ფოტაგრაფები ვართ თუ ცუდი.
არც ე.წ გაოფიციალურობაზე ვამახვილებ ყურადღებას.
აქ საავტორო უფლებების გამოყენებაზე მაქვს ლაპარაკი.
თუ ვინმე შემთხვევით ნახულობს და აზრზე არ არის ვინ ვინ არის მოუნდა და დებს თავის სტატიაში თუნდაც საიტში, თუ მისი კეთილი ნება იქნება მიაწერს საიდან იშოვა თუარა და არანაირი უფლება არ გაქვთ პრეტენზიები წაუყენოთ


სწორედ ასეთ დროს, როდესაც ფოტოს ავტორი ცნობილი არ არის, ის წყარო (ამ შემთხვევაში, :კარავი:) მაინც უნდა მიეთითოს,
საიდანაც ფოტო გადაწერა.
ეს კეთილი ნება კი არა, აუცილებელ ნებაა ასე მოიქცეს.
სხვა შემთხვევაში, ქურდობაა, სხვისი ნამუშევრის მითვისებაა.
სწორედაც რომ პრეტენზიის უფლება მაქვს მაშინ, როდესაც ჩემს ნამუშევარს სხვა ითვისებს.
ვფიქრობ, როდესაც შენს შრომას, ნაშრომს, ქონებას მიითვისებენ, შენც გექნება პრეტენზია.
ეს არ არის დახურული ფორუმი და თუ გინდათ ნუ დადებთ ფოტოებს ან მიაწერეთ ავტორის ვინაობა იმავე ფოტოს.
დიახ, ეს ღია ფორუმია.
ქალაქი, სოფელი, ქუჩა, ეზო, ესეც ჰომ ღია გარემოა, სადაც სახლი გვაქვს, მანქანა გვიყენია,
მაგრამ ეს იმას ჰომ არ ნიშნავს, სახლიდან ნივთები მოიპარო ან მანქანა წაიყვანო?
ფოტოც ქონებაა.
ვინმეს მანქანის თაობაზე სტატიის წერა რომ დასჭირდეს, მანქანა უნდა მოიპაროს?

საკუთრება საკუთრებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა არის.
მე რომ :კარავზე: ფოტოს ვდებ, იმიტომ, რომ ჩემ მიერ ნანახ ადგილებში წასვლა მოუნდეთ, ჩემი დანახული გარემო ნახონ.

რაც შეეხება ჩემი ავტორობის მითითებას, ამას, სადაც საჭიროა, ვუთითებ. ჰოლო ფორუმზე რადგან არ
ვაწერ ჩემს სახელს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოტოს ავტორი არ ჰყავს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by avtokh » 05 აპრ 2011, 15:54

ფოტოებზე საავტორო უფლებების დაცვა საჭიროცაა და აუცილებელიც. დღეს მომრავლდა ინტერნეტ ფოტო კონკურსები სადაც კაცმა არ იცის უმეტესობა ვის გადაგებულ ფოტოს დებს, ბევრი საკუთარ გადაღებულს აგზავნის კონკურსზე და ბევრიც ინტერნეტში მოძიებულს. მე და ჩემი რამდენიმე ნაცნობი აღმოვჩნდით ამგვარი არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლნი. ერთ-ერთ კონკურსზე ჩემი ორი ფოტო და ჩემი მეგობრების რამდენიმე ფოტო იყო გაგზავნილი სხვისი სახელით, მართალია მერე ისენი მოიხსნენ კონკურსიდან. ესა თუ ის ფოტო ჩემი ან ნებისმიერი იმ ადამიანის პროდუქტია ვისაც აპარატი უპყრია ხელთ და ფოტოს იღებს, თუ სურს ის თვითონ მისცემს ვისაც უნდა იმას ფოტოს მისი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად.
რაც შეეხება ეს ღია ფორუმია და ვისაც უნდა გადაიწერს და ავტორი საიდან გაიგოსო: ავტორის "ნიკი" ისედაც მითითებულია ატვირთული ფოტოს არეს მარცხენა მხარეს და სურვილის შემთხვევაში სულ მარტივად შეიძლება მფლობელის დადგენა.
ფოტოს ავტორის მითითება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზუსტად მეგობრობის და კოლეგიალურობის გამოხატულება იქნება.
ასე რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ყველა მიმართულებით :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]