:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 მარ 2011, 00:32

ხშირად :კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები სხვა და სხვა ვებ-გვერდებზე ხვდება.
თანაც, ავტორთან შეუთანხმებლად და ავტორის მითითების გარეშეც.
ცხადია, უმრავლესობის სახელი და გვარი :კარავზე: მითითებული არ არის,
ავტორები მეტსახელებით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ ამის მიუხედავად,
ფორუმის სახელი მაინც ჰომ უნდა მიეთითოს?

და სა1ოდ, სწორია, რომ სხვა :კარავიდან: დაუკითხავად იღებს ფოტოს?
სწორია ფოტოს შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება, თუნდაც ეს არაკომერციული მიზნით იყოს?

ძნელია, ნებართვის აღება?
ძნელია ავტორის მითითება?
ჰოლო, თუ ავტორთან დაკავშირება და მისი ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება, ფოტოს
გამომქვეყნებელი ფორუმის მითითება?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by guruli » 30 მარ 2011, 01:17

GAMARJOBA SAKARTVELO - მე რაც ავიღე თქვენი ფოტოები (ხევსურეთ-შატილის თემისთვის), ყველას აწერია თქვენი გვარ-სახელები. ნიკები კი არა - გვარ-სახელები. გაზეთიც თან მაქვს ფაქტის დასამტკიცებლად. :)
კიდევ აქედან შეგროვებულ ყვავილების თაიგულს თუ სადმე ვუძღვნი, ყველგან ვუთითებ, რომ ჩემი კი არა, მეგობარ კარაველთა საჩუქარია-მეტქი. :)
თუმცა ეგ რომც არ გავიმეორო, ისედაც ყველამ იცის უკვე. :wink:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by paata_ » 30 მარ 2011, 02:36

GAMARJOBA SAKARTVELO

მართალი ხარ გოგა
მერე ამართლებენ ინტერნეტში ვნახეო და სულ კამათი მაქვს მაგაზე

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by teo- » 30 მარ 2011, 03:10

კარგით რა ხალხო
ყოველ გასვლაში ატობით ფოტოს მიღებენ და ყველაზე სათითაოდ ნებართვა ავიღო?მაშინ იმათმაც აიღონ ჩემზე და ა. შ.
მეგობრობაში ესეთი რამ სამარცხვინოა ჩემი აზრით

მესმის რომ კარგი ფოტოგრაფები ხართ შეიძლება მაგრამ წინ მეგობრობა ხალხოო
რეებს აოფიციალურებთ კარგით რა :evil:

თუ ვინმე შემთხვევით ნახულობს და აზრზე არ არის ვინ ვინ არის მოუნდა და დებს თავის სტატიაში თუნდაც საიტში, თუ მისი კეთილი ნება იქნება მიაწერს საიდან იშოვა თუარა და არანაირი უფლება არ გაქვთ პრეტენზიები წაუყენოთ, ეს არ არის დახურული ფორუმი და თუ გინდათ ნუ დადებთ ფოტოებს ან მიაწერეთ ავტორის ვინაობა იმავე ფოტოს.
არა ექსკურსიას! Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by qvevri » 30 მარ 2011, 07:30

სულ ახლახანს ჩემი პირადი კოლექციის სურათები, რომლის სურათებიც მე გადავიღე და აქ დავაწყვე თემაში- "კოლექციონერი კარველები" აღმოვაჩინე მონადირეების ფორუმზე, სადაც შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ რა ხდება? ფოტოებზე ჩემი სახელი და გვარი მეწერა და იმათ კი გადაუშლიათ და ისე დაუდვიათ. მე მათ მივწერე და შევთავაზე, რომ თუ ამგვარი სურათები ესაჭიროებათ მე მაქვს აუარება-მეთქი, ოღონდ რაც აწერია რატომ შლიან? მიპასუხეს, და მითხრეს, რომ ზომებს მივიღებთო, მაგრამ ჯერ არანაირი ზომა არ მიუღიათ. მე წინააღმდეგი ვარ ამგვარი რამის, მითუმეტეს, რომ ჩემს ფოტოებზე სპეციალურად დავაწერე ჩემი სახელი და გვარი... იმედია გამოასწორებენ.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Tami » 30 მარ 2011, 10:38

qvevri
გიორგი, ამას წინათ ერთ კროსვორდს გადავაწყდი,
სადაც თქვენი ფოტო აღმოვაჩინე, ჩოხაში ხართ გამოწყობილი.
მართალია, ცოტა ცუდი ხარისხისაა ფოტო,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ მეშლება,
აქ მაქვს ნანახი, კარავზე.
ხოდა ალბათ აქედანვე ამოიღეს და გამოიყენეს.
სხვათაშორის საგანგებოდ ამოვჭერი და შევინახე,
მინდოდა მერე თქვენთვის მეჩვენებინა :) :)
ხო, კროსვორდში ფოტოს გასწვრივ უჯრებში უნდა ჩაგეწერა პასუხი,
რომელიც ასე ჟღერს: ჩოხოსანი :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2011, 10:51

და არა მარტო ფოტოების
ტექსტებისაც კი
(თავის გრამატიკულშეცდომებიანა :lol:)

http://forum.ge/?s=e349c8ba8f06ae3d45d8 ... c=34237498
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by chuna » 30 მარ 2011, 10:58

teo-

რა საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ არაფერი გსმენია? პლაგიატობა სხვა რამ გგონია???/
რომელ "მეგობრობაზე" ამბობ?
აბსოლუტურად უცნობი ხალხია, ფეისბუქზე-პირწიგნაკზე ჩანადირის ფოტოებს
"ამარიაჟებენ", თავისად ასაღებენ და ამაზე რეაგირება ან პრეტენზია არ უნდა ქონდეთ?!

ეგენი მართლა პროფესიონალები არიან...მაგრამ ჩემს ფოტოზეც იგივეს მოვითხოვდი....ჯერ ნებართვა აიღონ და მერე მიუთითონ ავტორი...იყიდონო, ხომ არავინ ამბობს?! (თუ არადა-იყიდონ კიდეც...მაგით შოულობენ ფულს..)

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by chuna » 30 მარ 2011, 11:13

Tamari-ch.
ჩვენი კალენდარი კი არ გამოუდვიათ?????

http://useug.com/index.html

აი, ნახეთ-საქართველოს ციხეები...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Naia » 30 მარ 2011, 11:15

qvevri
სამსახურში მაქვს კედლის კალენდარი, რომელზედაც ერთ-ერთი კარველის მიერ დიდგორში გადაღებული ფოტოა გამოსახული. ქვევრს ზურგზე პატარა ქვევრი აქვს მოგდებული და მემორიალისკენ მიაქვს. ფოტო ცუდი ხარისხითაა დაბეჭდილი და რაც მთავარია, კომერციული პროექტია. კალენდარზე არც გამომცემელია მითითებული და არც ფოტოს ავტორი.
Last edited by Naia on 30 მარ 2011, 11:18, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Tamari-ch. » 30 მარ 2011, 11:17

chuna wrote:Tamari-ch.
ჩვენი კალენდარი კი არ გამოუდვიათ?????

http://useug.com/index.html

აი, ნახეთ-საქართველოს ციხეები...
კიიიი
მაგაზე ყველაზე მეტად გამეცინა
:lol:

თან პატრიოტიზმზე რომ დებენ თავს...
:?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by qvevri » 30 მარ 2011, 11:32

Tami
შეგიძლია ეგ კროსვორდი შემინახო და როდესაც შევხვდებით მომცე :?:
Naia
შეგიძლია ეგ კალენდარი შემინახო და როდესაც შევხვდებით მომცე :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by qvevri » 30 მარ 2011, 11:35

რაც შეეხება სურათებს, სადაც მე ვარ გადაღებული ასეთი სურათების გამოყენებაზე არავითარ პრეტენზიას არ ვაცხადებ თუ, რათქმა უნდა სურათები კარგ კონტექსტშია გამოყენებული. მიირთვით ბატონო რამდენიც გენებოთ, მაგრამ ჩემი გადაღებული სურათები თანაც, რომლებსაც ჩემი სახელი გა დვარი აწერია მხოლოდ ჩემი ნებართვით :!:
ისე ტექსტებს რაც შეეხება მეც შემხვედრია ინტერნეტში ჩემივე ნაწერები სხვისი სახელით....

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Tami » 30 მარ 2011, 11:38

ერთხელ ერთი-ორ კარაველს ნებართვა რომ ვთხოვე მათი ფოტოების გამოყენებაზე,
დამცინეს, კაი რა ნებართვაო, მიდი გამოიყენეო და რავიცი :roll: :?
როგორც ჩანს ყველა ერთნაირად მგრძნობიარე არაა საკუთარ ფოტოებთან მიმართებაში.
თან ფოტოები არაკომერციული მიზნით, ფეისბუკის დახურულ პროფილზე, დახურულ ალბომში(რომელსაც მხოლოდ რამოდენიმე უახლოესი მეგობარი ნახავს) გამოსაყენებლად მჭირდება ხოლმე.
მე პირადად აქამდე ყველა ფოტო ავტორების ნებართვით
და მათი ვინაობის მითითებით მაქვს გამოქვეყნებული
და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
:wink:

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
:კარავზე: გამოქვეყნებული ფოტოები და საავტორო უფლებები

Post by Tami » 30 მარ 2011, 11:40

qvevri
კი, როგორ არა.
საგანგებოდ თქვენთვის საჩვენებლად შევინახე საგულდაგულოდ :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]