კლასელების თემას გავაგრძელებ,მეხუთე კლასში ვართ და ჩემი კლასელი ბიჭი მიდის დამრიგებელთან და ებუნება :მასწ. ცუდად ვარ და შეგიძლიათ გამათავისუფლოთოოო?
დამრიგებელი: რა გჭიირს?
კლასელი:საკვერცხეები მტკივაოოო.........................
ნუ იქ რა მოხდებოდა ალბათ წარმოიდგინეეთ(სიცილისგან რა თქმა უნდაა).
სახალისო რეალ-ისტორიები - პაწა ვიხუმროთ
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
სახალისო რეალ-ისტორიები - პაწა ვიხუმროთ
ეტყობა უფროსი გოგონებისგან მოჰკრა ყურის ამ ფრაზას...M-A-R-T-A wrote:კლასელების თემას გავაგრძელებ,მეხუთე კლასში ვართ და ჩემი კლასელი ბიჭი მიდის დამრიგებელთან და ებუნება :მასწ. ცუდად ვარ და შეგიძლიათ გამათავისუფლოთოოო?
დამრიგებელი: რა გჭიირს?
კლასელი:საკვერცხეები მტკივაოოო.........................
ნუ იქ რა მოხდებოდა ალბათ წარმოიდგინეეთ(სიცილისგან რა თქმა უნდაა).
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
სახალისო რეალ-ისტორიები - პაწა ვიხუმროთ
მე მეგონა, ჩემი რედაქტორის ნეკროლოგებით გატაცება ასაკის ბრალი იყო - იმდენ ნეკროლოგს აქვეყნებს, ერთმა იხუმრა, გაზეტს ჰერმესი უნდა დავარქვათო, მაგრამ თურმე ახალგაზრდული გატაცება ყოფილა. თანაც, იმდენად დიდი. ერთხელ ცოცხალ კაცზე გაუშვია გაზეთში ნეკროლოგი. თურმე იმ კაცზე ალექსანდრე კოტორაშვილს, ცნობილ ფოტოგრაფს გაუგია ჭორად, მოკვდაო და ამასაც უკითხავს რედაქციაში, მართალია თუ არაო. რედაქტორი კიდევ ადგა და ოპერატიულად გლიჯა ნეკროლოგი გაზეთში - ალბათ, შეეშინდა, სხვამ არ დამასწროსო. დასწრების რა გითხრა, მაგრამ მესამე თანამშრომელი კინაღამ შეიწირა ამით - თურმე ორი დღის მერე სასადილოში სადილობს, კარისკენ ზურგით მჯდარი, ამ დროს კი შედის ის ვითომ გარდაცვლილი კაცი და ესალმება. ამ კაცმა, ჯერ იმისი ხმა რომ გავიგონე, ამაზე დამემართა ჩემი, ზევით რომ ავიხედე და თავზე მადგა, მოსასულიერებელი გავხდიო.
ის კაცი, მგონი, დღესაც ცოცხალია. ყოველ შემთხვევაში, 4-5 წლის წინ ნამდვილად ცოცხალი იყო.
ის კაცი, მგონი, დღესაც ცოცხალია. ყოველ შემთხვევაში, 4-5 წლის წინ ნამდვილად ცოცხალი იყო.