უპატრონო ბებო ქუჩაში.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by marmenio » 25 ოქტ 2010, 14:13

ახლახანს დავრეკე "კათარზის"-ში და მითხრეს რომ პრობლემას არ წარმოადგენს იქ ვინმეს მიღება, უბრალოდ უფროსს დაელაპარაკეთო, თანაც უფასო ყოფილა.

მე დღეს არ მცალია და იქნებ ამ დღეებში ვნახოთ ეს ბებო და გავარკვიოთ მისი დაბინავების საკითხი.

აი ეს საიტია "სათნოების სახლი"-ს.

http://www.catharsis.ge/?page=home

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by ნინი_85 » 25 ოქტ 2010, 14:30

marmenio

ეკა, შენ მიერ დადებულ ინტერნეტ გვერდის ბმულს გავყევი და მეტად საინტერესო რამ ამოვიკითხე:

საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი ''კათარზისი'' დაფუძნდა 1990 წელს. ''კათარზისი'' ეს არის სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური დახმარებები, რომლებიც დღეს აქტუალურია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დღეს აქ ფუქციონირებს: უფასო სასადილო, წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე ინვალიდთა თეატრი. ორგანიზაციას აქვს თავისი პატარა სასაფლაო მუხათგვერდის ტერიტორიაზე, სადაც იმ ადამიანთა დაკრძალვა ხდება, ვინც ბოლო მიწიერ საქმეშიც ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by ლეონტი » 25 ოქტ 2010, 20:23

დღეს საღამოს მივედი, მაგრამ ის ადგილი ცარიელი დამხვდა.
იქვე მოპირდაპირედ მომუშავე გამყიდველს ვკითხე, ბებო სად წავიდა მეთქი.
მთელი დღე აქ იჯდა, ხანაც ეძინა. ეხლახან გავიდა სადღაცო.
ვთხოვე დამატებითი ინფორმაცია, და მითხრა იგივე, მხოლოდ წამოსვლის მიზეზი -ძმისშვილმა სცემაო. კაცი ყოფილა ცოლ-შვილიანი.
ბებო საღ გონებაზეა და ნორმალურად აზროვნებსო.
ისე ეს ბებო პირველი არაა , ვისაც აქ ვხედავო.
(მანდ იმიტომ ტრიალებენ რომ გამყიდველებს ებრალებათ და ცოტ ცოტას კვებავენ.)ძირითადად სოფლიდან გამოგდებული ბებოები არიან და ზამთრამდე ატანენ, მერე ქრებიან, ზოგზე გავიგე რომ აქვე დახლებთან იპოვეს გაყინულიო.
კათარზისის ამბავი მართლაც საყურადღებოა.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Katy » 25 ოქტ 2010, 20:52

ისე ეს ბებო პირველი არაა , ვისაც აქ ვხედავო.
(მანდ იმიტომ ტრიალებენ რომ გამყიდველებს ებრალებათ და ცოტ ცოტას კვებავენ.)ძირითადად სოფლიდან გამოგდებული ბებოები არიან და ზამთრამდე ატანენ, მერე ქრებიან, ზოგზე გავიგე რომ აქვე დახლებთან იპოვეს გაყინულიო.
კათარზისის ამბავი მართლაც საყურადღებოა.
:( რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა... ვიცოდი ეგეთი რამ რომ ხდებოდა, მაგრამ საქართველოში ვერ წარმომედგინა...

ერთი ის ძმისშვილი დამაჭერინა და თვალებში ჩამახედა, რა კაცია ნეტა...

იქნებ მართლა დავაბინავოთ კათარზისში.. სიამოვნებით შემოვუერთდებოდი ესეთ წამოწყებას, რომ ბებიებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.. იქნება იმ უფასო იურისტს მიაკითხოს, მერიის დაქვემდებარებაში რომ არიან... მოწმეებად ყველა ის გამყიდველი დადგება, ვინც ამ ბებიას ამდენი ხანია ხედავენ ყოველდღე...

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Chiamaya » 25 ოქტ 2010, 22:47

საქართველოშიც ხდება ეგეთი ამბები რა თქმა უნდა :(:( ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ გამონაკლისები :( უარესებიც მსმენია.
ძალიან სამწუხაროა :(
იმ ძმიშვილისთვის "თვალებში ჩახედვა" არ მინდა, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ არსებობდეს იურისტთა საზოგადოება, რომელიც უსასყიდლოდ დაეხმარებოდა ასეთ ადამიანებს და კანონის ძალით დაიცავდა მათ უფლებებს. (თითქოს არის მსგავსი, მაგრამ რამდენად რეალურად ეხმარებიან არ ვიცი)
ეს ზოგადად და კონკრეტულად ეს ბებო იქნებ მართლა შეიფაროს კათარზისმა. :(


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Archil » 26 ოქტ 2010, 00:45

კათარზისში მოხუცების გამოკვება ერთი დღე 385 ლარია. სამსახურიდან გადავურიცხეთ რამოდენიმეჯერ და მაქედან ვიცი.

კარავსაც შეუძლია თავისი წვლილი გაიღოს ამ საქმეში და მაშინ მორალურადაც უფრო გამართულად ვიქნებით, თუ ბებოებს მივუყვანთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by ლეონტი » 26 ოქტ 2010, 13:12

კათარზისში მივედი დღეს.
საქმის ვითარება აღუწერე.
მითხრეს აქ სულ 18 ადგილია ისიც ვიწროში არიან, თანაც რემონტს ვიწყებთ და ვისაც საშუალება აქვს დროებით ნათესავებთან ვუშვებთო.
თბილისის ზღვასთან არის სახელმწიფო თავშესაფარი, მაგრამ იქ წლობით დგანან რიგში და თანაც ჩაწყობა უნდა პარლამენტის დონეზეო.
:cry:

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Katy » 26 ოქტ 2010, 15:21

ესე იგი ამ ბებოს საშველი არ ყოფილა... :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by ლეონტი » 27 ოქტ 2010, 19:02

დღეს ისევ გავიარე, არ დამხვდა.
გამყიდველმა თქვა მთელი დღე აქ იყო და საღამოსკენ გავიდაო.
იქვე ვიპოვე დიდუბის მეტროს შესასვლელთან აფთიაქის წინ დაედო ხილის ყუთი და ზედ იჯდა, მერე წამოდგა, აფთიაქის კარების შესასვლელთან ნოხის ნაჭერზე დაყრილი სიგარეტის ნამწვები და ქაღალდის ნაფლეთები გულმოდგინედ აკრიფა და იქვე სანაგვეში გადაყარა.
გამოველაპარაკე, მითხრა ბინის საკითხზე მედავებიან და დამჩაგრეს წამართვეს და გამომაგდესო.
პირადობის საბუთები მაქვსო ყველაფერიო.მზია მქვია ზარიაშვილიო.
რითი არსებობ, რას ჭამ მეთქი.პენსია მაქვსო და ხალხიც მეხმარება ცოტას მაჭმევენო აი ზესტაფონელებიო და კიდევ ვიღაცაო (ალბათ იქვე მოვაჭრე ყველის ვაჭრებს გულისხმობდა).
ზამთარი რო მოდის და აცივდება რას იზავ მეთქი.
რა და მიშა მიშველის, სახლი აუშენებია თემქაზე უსახლკარო მოხუცებისთვისო.
მიშა როგორ გაიგებს შენ ამბავს მეთქი და არ ვიციო.
ფული მივეცი მშიერი იქნები რამე იყიდე თქო და მკაცრად იუარა.
მერე რამდენიმე დაჟინებული შეთავაზების შემდეგ მორცხვად გამომართვა და წამოსულს უკნიდან რამდენჯერმე მადლობა მომაძახა.

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by ARCHILI » 27 ოქტ 2010, 23:15

გულანთებულ კარაველებს შეგიძლიათ შექმნათ კარვის საინიციატივო ჯგუფი და კეთილი საქმეების საკეთებლად გული რომ მოგიხმობთ, მაგალითად, ერთობლივად გააკეთეთ სადილი და მიუტანეთ ბებოს, ასევე მორიგეობით თითო-თითო ღამე გაათენებინეთ სახლში, შეაგროვეთ თანხა და დაეხმარეთ და ა.შ.

ლეონტი მართლა დაინტეერსებულია ამ ამბით და ბევრი რამე შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.

მე ერთობ უვარგისი და უსარგებლო კაცი ვარ, თორემ... სიამოვნებით შემოგიერთდებოდით.
Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by KSOVRELI » 28 ოქტ 2010, 00:50

ARCHILI

ეჰ, არჩილ, გული ვის არ მოუხმობს, მაგრამ განა ჩვენი შეძლება ჩვენი სურვილების პროპორციულია?
კაცო, დაგვაცადე, ვილაპარაკოთ მაინც, ვახ!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by guruli » 28 ოქტ 2010, 01:13

ლეონტი
მითხრა ბინის საკითხზე მედავებიან და დამჩაგრეს წამართვეს და გამომაგდესო.
ვინ წაართვა - ძმისშვილმა? ალბათ, მას არ ჰყავს შვილები, არა?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Tamari-ch. » 28 ოქტ 2010, 08:48

მთავარია სადმე საცხოვრებელი გამოვუნახოთ -
და იურისტი დავახმაროთ რომ უსინდისო ძმიშვილთან გაარკვიოს საქმე.
თავშესაფარშია საძებნი ადგილი - იქ კვებაც ექნება

:(

ARCHILI wrote:გულანთებულ კარაველებს შეგიძლიათ შექმნათ კარვის საინიციატივო ჯგუფი და კეთილი საქმეების საკეთებლად გული რომ მოგიხმობთ, მაგალითად, ერთობლივად გააკეთეთ სადილი და მიუტანეთ ბებოს, ასევე მორიგეობით თითო-თითო ღამე გაათენებინეთ სახლში, შეაგროვეთ თანხა და დაეხმარეთ და ა.შ.

ლეონტი მართლა დაინტეერსებულია ამ ამბით და ბევრი რამე შეგიძლიათ მას ჰკითხოთ.

მე ერთობ უვარგისი და უსარგებლო კაცი ვარ, თორემ... სიამოვნებით შემოგიერთდებოდით.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
უპატრონო ბებო ქუჩაში.

Post by Tamari-ch. » 28 ოქტ 2010, 08:52

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]