აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Archil » 13 აპრ 2014, 13:18

ჯნოსმა ტრადიციული მეოთხეო და მგონი კარავსაც გავანიავემ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 18 აპრ 2014, 00:39

Archil wrote:ჯნოსმა ტრადიციული მეოთხეო და მგონი კარავსაც გავანიავემ :)
აუ, ახლაც ტრადიციულად ტუ დაიკარგეთ, იცოდეთ, მე არც სამაშველოში დამრეკავი არ ვარ და არც - ლამასთან. :D :D :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Archil » 22 აპრ 2014, 21:22

guruli

აბა სხვანაირად როგორ,მაგისთვის მივდივართ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tamusia » 28 აპრ 2014, 19:21

ნათქვამი ყველას თავისებურად ესმის ხოლმე, მაგრამ

მე მაინც მინდა ვთქვა, ის რაც მაქსიმუმ ხშირად და მინიმუმ ზოგჯერ მგონია:

კარველებზე კარგი ხალხი ჯერ არ შემხვედრია :)

შესაძლოა, უბრალოდ ასე მეჩვენება, შესაძლოა ძალიანაც ყველასნაირები ხართ და თვითონ კარვული გარემო აკარგებს ადამიანებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის კი ასე აღმოჩნდა :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

okulone
მაწანწალა
Posts: 826
Joined: 30 ივლ 2008, 21:20
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by okulone » 28 აპრ 2014, 19:29

Tamusia
თვითონ კარვული გარემო აკარგებს ადამიანებს
:D ჰო ალბათ ყველაზე სწორი ნათქვამია და მერე ეს კარგი ადამიანი თავის მხრივ სხვას აკარგებს და იმ სხვისთვის ხდება ძალიან მაგარი და ა.შ :)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:03

დღეს ძალიან მომინდა რომ ეს წესები ყველასათვის კიდევ ერთხელ /პირველ რიგში კი საკუთარი თავისათვის/ თვალნათლივ მეჩვენებინა და შემეხსენებინა.

1. ჯგუფთან ერთად იარე, დაუშვებელია გამოყოფა და ჯგუფის დანაწევრება! ლაშქრობისას დაივიწყეთ ინდივიდუალიზმი, მარტო დარჩენის წყირვილი, სიმპათიები და ანტიპატიები, თუ კი საჭიროა სადმე წასვლა ჯგუფის ხელმძღვანელს შეუთანხმეთ. ბანაკიდან, ან ჯგუფიდან მოშორება დასაშვებია მხოლოდ "ხმის გაგებინების" მანძილზე, მხოლოდ გასვლის ხელმძღვანელის თანხმობით და მხოლოდ არანაკლებ 2 კაციანი შემადგენლობით. დამოუკიდებლად შეშისათვის, წყლისათვის თუ სხვ. საჭიროებისათვის ასევე მხოლოდ ხელმძღვანელთან შეთანხმებით და ისიც მხოლოდ ისე რომ საჭიროების შემთხვევაში ჯგუფს ხმა გააგონოთ. თანხმობის გარეშე მხოლოდ პირადი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გასვლა, ასევე ისე რომ ხმის მიწვდენა შეძლოთ საჭიროების შემთხვევაში.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:11

2. მოუფრთხილდი ბუნებას! ბუნება ჩვენი სახლია, ამიტომ - არ ვანაგვიანებთ და ვუფრთხილდებით გარემოს! ჩვენს მერე გარემო შეიძლება იყოს უფრო სუფთა ვიდრე ჩვენს იქ მისვლამდე.

ა. ყველანაირი ნაგავი /ქაღალდის ჩათვლით/ იკრიბება და იწვება, გარდა პლასტმასისა და სხვ. განსაკუთრებული მასალისა რომლის დაწვისასაც კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. თუკი დაწვა შეუძლებელია ზურგჩანთით გამოიტანე ნაგავსაყრელ კონტეინერებამდე.

ბ. ცოცხალი ხეები, ბუჩქები არ უნდა დაიჩეხოს, ტყეში საკმაოდაა ფიჩხი. ხერხი და ნაჯახი გამოიყენება დავარდნილი ხეების დასანაწევრებლად.

გ. ხეების გარსზე არ რაიმეს ამოკაწვრა ან მისი მოცლა ხისათვის დაუშვებელია.

დ. ჩიტის ბუდის, მწერების საცხოვრებლების გაპარტახება დაუშვებელია.
Last edited by Ketevan Guliashvili on 31 ივლ 2014, 22:40, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:31

მარშრუტზე ჯგუფის სიარულის წესები

3. არ ჩამორჩე ანდა არ გაიქცე წინ!

ჯგუფი მოძრაობს კოლონაში, ერთი მეორეს უკან. პირველი მიდის ჯგუფის ხელმძღვანელი, ორგანიზატორი ანდა გასვლის ორგანიზატორის მიერ დანიშნული წინამძღოლი. ასევე ინიშნება"ჩამკეტი". /როგორც წესი ეს ადამიანი გამორჩეულად ძლიერი და გამოცდილია/. ჩამკეტის ამოცანაა ყურადღების მიქცევა რათა არაინ ჩამორჩეს, შეატყობინეს მოწინავეს "შესვენების" აუცილებლობის შესახებ. ჯგუფის წინამძღოლის ამოცანაა მოლაშქრეთა სიარულის ტემპი განსაძღვროს. წინამძღოლის გადასწრება დაუშვებელია. დაუშვებელია კოლონიდან გამოცალკევება გზის "ჩამოჭრის' მიზნით, ჯგუფის პარალელურად რაიმე სხვა გზით სიარული, ფოტოს გადასაღებად ან რაიმეს სანახავად გაჩერება იმის იმედად რომ მერე ჯგუფს მიეწევით. მოძრაობის ტემპი მთელი ჯგუფისათვის ერთი იძლევა. წინამძღოლმა უკეთ იცის რა ტემპით უნდა მოძრაობდეს ჯგუფი. სწრაფი სიარული რომ ყველკაფერი მოასწროთ და სიჩქარე, ანუ ის რასაც მივეჩვიეთ ქალქში მთაში დაუშვებელია. რადგანაც შესაძლოა დატვირთვას ვერ გაუძლოთ. მალე გამოიფიტოთ და ჯგუფი შეაფერხოთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:35

კატეგორიულად დაუშვებელია დაღმართში სირბილი, მზარდი ინერციის ძალით ვერ შეძლებთ დროულად დაამუხრუჭოთ და რისკავთ ან ფეხი წამოკრათ და ქვევით ჩაგორებით, ინერციით ძლიერი ტრავმა მიიღოთ, ანდა შესაძლოა წინ მოსიარულე მოლაშქრეს, ქვას, ხეს დაეტაკოთ, რითაც ტრავმა ან სხვას მიაყენოთ ან ისევე საკუთარ თავს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:41

თუკი მართლაც კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ და დაიწყეთ ზიგზაგებით სირბილი, ანდა წრეებით დადიხართ ჯგუფის ირგვლივ და მიათ დემონსტრირებას ახდენთ როგორ მოგწყინდათ ჯგუფის ტემპით სიარული და რომ თქვენ უფრო სწრაფად გინდათ იაროთ, მაშინ შესაძლოა "დაჯილდოვდეთ" დამატებითი კილოგრამებით, რათა ჯგუფის ყველა მონაწილის ფიზიკური ძალები გათანაბრდეს. გაცილებით სასრგებლო იქნება თუკი თქვენ , ასეთი ძლიერი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ქვენს შესაძლებლობებს ჯგუფის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. მაგალითან ჩამკეტობას იტვირთავთ, წინამძღოლს ანდაც ჯგუფის წევრებს დაეხმარებით. გახსოვდეთ ნამდვილად ძლიერი ის ადამიანია, რომელიც თავის ძალას ადამიანთა დასახმარებლად წარმართავს და არა ის ვინს ძალის დემონსტრირებას ახდენს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:46

4 დაიცავი დისტანცია!

მძროლებმა იციან რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობისას დისტანციის დაცვა. სალაშქრო მარშრუტზე მოძრაობისას ასეთივე მნიშვნელობისაა გასვლის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვა კოლონაში! ინტერვალი მონაწილეებს შორის უნდა იყოს 1-2 მეტრი. ღია ადგილებში დი 3-4 მეტრი. დაღმართზე და ტყის ზონაში მოძრაობისას ამ წესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აქ მეტია საშიშროება წინ მოსიარულეს დავეჯახოთ რითაც ტრავმა მივაყენოთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Ketevan Guliashvili » 31 ივლ 2014, 21:50

5. ოქროს წესი - იფიქრე!

ყველა წესის გაერთიანება ერთი სიტყვით შეიძლება - იფიქრე! სანამ რაიმეს გააკეთებდე იფიქრე შედეგებზე! რას მოგიტანს შენ და ჯგუფს.

უმთავრესი კი წესების დაცვაა. აქ არაა საჭირო ფიქრი, აქ საჭიროა წესის მიხედვით მოიქცე!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by shoda1121 » 04 აგვ 2014, 12:26

Ketevan Guliashvili wrote:კატეგორიულად დაუშვებელია დაღმართში სირბილი, მზარდი ინერციის ძალით ვერ შეძლებთ დროულად დაამუხრუჭოთ და რისკავთ ან ფეხი წამოკრათ და ქვევით ჩაგორებით, ინერციით ძლიერი ტრავმა მიიღოთ, ანდა შესაძლოა წინ მოსიარულე მოლაშქრეს, ქვას, ხეს დაეტაკოთ, რითაც ტრავმა ან სხვას მიაყენოთ ან ისევე საკუთარ თავს.
დაღმართში მთვრალმა ჩავირბინე 1 საათში ან ცოტა მეტში სიმაღლეში 1000მეტრიანი სხვაობა )
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by shoda1121 » 04 აგვ 2014, 12:27

ალბათ არ უნდა დამელია მაგრამ სვანების დღესასწაული იყო და დამათვრეს იქიდან კიდე ფრენა ფრენით მოვდიოდი, რომ გავჩერებულიყავი სადმე ტყეში დამეძინებოდა )
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
qarsaoti
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 19 სექ 2010, 18:12
Location: სან ფრანცისკო, კალიფორნია
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by qarsaoti » 06 აგვ 2014, 16:07

გიღალატე და გაგწირე, გულით ძნელამასაღება,
აბლებ ვართ უერცხვისადა, ვაის მემრ დასაძახება,
მე ბარი მედედინაცვლა, მე – შენ, შენ – მე განაღვლება
შენი მლაცველი მეკვლე ვარ, კარს კრძალვით შემავაღება
ყრმაბას ფეხშიშვლის ნათელა, სამშაბლას იალაღება,
რად მხვდებით მაქუფრულები, გეუცხავებით, ლაღება?
კბადეება და კარდება, ნაკადულ-ნაქამანდრება,
წარმტაცა სიმაღლეება – საჯიხვეთ თავ-გუმბათება
აკვნიდან წრიაპებამდე თვალშადგმით დასანახება.
ცის ბაძა, კიდეგანაა, ღმერთების ნაქანდაკება,
იერზვიადა, მეხების სპირალით ნასვირანგება.
სინდიურავ და საფარევ, ლურჯი ლაჟვარდის ჭაღება
ტანმთელა მიცუს ციხეა, ზისვრის დუღაბით ნაგება,
მსაფლიას ციხეთ ლიდერა, მამხვდურთგან ვერანაღება,
შუღლწაუგება შატილა, ბეგენგარივით საქება,
ქალუნდაურის ნამუსა, ძაღლიკას ნაჯანსაღება,
ბნელა ღამევ, ბაბურაულის დაშნაით ნაჩახჩახება
შენ, ჩემა თემის კარიბჭევ, ცქიატა ქავის თაღება
დავლათიანი გაგაის უტყუვრად ნაგუშაგება
ქარჩათ ბუბაის დალალა, ჩაჩქანში ნატუსაღება
ტკივნებავ – სულის წამღება, კივლებავ – გულის ამკლება
ნიას “კალდიმის" წივლებავ – ლაშქრისად აცის მამკდები
მახვილ-ხმალ-მაჯა-მარჯვენა, ურჯულას ყანად მამკლება!
მელადი, სულის სამყაფავ, მართლადამც დამელადები
მამღერე შენი სიმაღლე, ხომ მაინც ლექსით მგანდები
მათქმიე, რომ ძველს გაუსწრებ, არამც თუ გაუსწარდები,
მისაღანე და გამხარჯე, მამანანიე ცადვები,
მავედ და განაწილების შემდეგ ნელ-ნელა ვგრავდები,
გუნებაგამაცვლილები პირქუშად დგანან გარ-მთები,
ჭერმახდილ ჭერხათ ყარეებს ბუ დაჰქვითინებს მგანდები
მაშლილა სათაფურები, მრავალგზის განაფათები,
აქით სიკვდილის პირითა იფურთხებადნენ თაფები...
ისმადა ხეიბარ პაპის ჟრუანტლიანი ლაცვები.
სატკენი შედარებაა, საწყენი, გასააცები -
მაწმიდართ სამამაცასა დაუბამთ ფერმის ძრახები,
რიაშით შეძრწუნებული ამხდარა ანგელაზები,
გადაფარულა შამბითა პატრანცაცხალი ქახები,
ღამისმთეველთა მაღალბან არ წკრიალებენ დრაშები
ყელს შესდნაბიათ სამასი – ქალწულთა ხელსახაცები
მეც ბრალიანთა რიცხვის ვარ, ვუმზერ და სულით ვღანდები
ვითამ რა საზღაურია, მიუწვდამ გავსაგანდები,
ქვეყნად ჰყავდა კი? ან რაად აუხდა ავთ ნალაცები.
მტრისგან ძლეულს და დაბრეულს ღგავ ნასაფლარი საფლები
მთიელი უმთად – უმშაბლა, მთა – უშვილება მშაბლები,
ასე ვართ, მთაა, მე და შენ უერთმანეთად აბლები.
-იქაც ხევსურული ლხინი გაჩაღდება,
"იქაც დაირაზე დაიბუქნებს დათვი"...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]