Page 10 of 42

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 13 თებ 2007, 16:19
by guruli
lama wrote:თუშეთია ის ერთადერთი ადგილი სადაც მე არ ვარ ნამყოფი


(საქართველო იგულისხმება) :(
ცდები - არც მთიან გურიაში ყოფილხარ. და რაც გინახავს, ის დიდი არაფერია. :wink:
P.S. ხუმრობაა, გურულებო, არ წამესიოთ. :D გურია და ცუდი - განა არსებობს ეგეთი ფენომენი?

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 15 თებ 2007, 21:51
by popins
თრუსოს ხეობამ მოახდინა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება,გეიზერები და რამე,მომთაბარეები ცხოვრობენ ისიც ზაფხულში,ზამთარში 10 მეტრი თოვლი იცისო და აქ არავინ რჩებაო,ასე გვითხრა მაშინ ჩვენმა მეგზურმა,ისედაც არ არის სახლები .თითო ოროლა.რაღაცნაირი გაშლილი მთებია,ანტისვანეთი,მაგრამ ულამაზესი...იქ მეცხვარეები ხინკლით გაგვიმასპინძლდნენ......ვაიმე დედა,ისეთი მაგარი იყო :D


ჰოდა, კიდევ სადღაც ბაღდათის რაიონში ვიყავი არ ვიცი კონკრეტულად სად,ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ,ღრმა ბავშვობაში,მახსოვს მდინარე ,ტყე, პატარა მინდორი და ყვავილების წალკოტი...აჰა და შვლის ნუკრი გამოხტებაო ასეთი შეგრძნება დამიტოვა დღემდე :D


ლასტილის უღელტეხილი,საშინელი ღამე მანქანაში გათეული,გარეთ ტალახი,მუხლებამდე თოვლი ანუ შემოდგომა იყო..და როს გათენდა ულამაზესი არ ჰქვია ზღაპრული ხედები უშგულისკენ მიმავალ გზაზე,უშგული, მზე და თოვლში მიმობნეული პატარა ყვავილები,რომელიც სად შეიძლება ნახო არ ვიცი..სიზმარში მხოლოდ და მხოლოდ,და სხვაგან არსად......... :D


ჰოდა, ერთიც კოდორის ხეობა,იუჟნი პრიუტი,ასეთი მაგარი ადგილი რსებობს ნეტავ სადმე?ვიწრო გზა, მარჯვნივ ტყე ,მარცხნივ მდინარე,სადღაც ალბათ შუა გზაზე ულამაზესი ჩანჩქერით,რომლის კიდეზე დადგომა საბედისწეროა და შეტყუება იცის. რო გადავარდე და ვერავინ გშველის....ვაი დედა...მერე გამოჩნდება იუჟნიც,ერთმენეთს მიტმასნილ ორ მთაზე დაკიდებული დასასვენებელი სახლი რომელიც მაშინ გაჩანაგებული იყო და ახლაც ვერავინ ააშენებდა სიტუაციისა და გამო ,ულამაზესი, პატარა, კოხტა,და მართლაც გემოვნებით დაგეგმარებული მიდამო,მიწის ყოველი გოჯი ამ ორ მთას შორის სუპერ პრაქტიკულად გამოყენებული.და მერე მიდიხარ წყაროსთან ,საიდანაც უგემრიელესი მჟავე წყალი გადმოედინება...და რას აკეთებს აქ ქართველი კაცი ? ღვინით სკდება :(


ესეც მოვყევი რა რაღაცა...ჩემი შთაბეჭდილებები საქართველოს ულამაზესი ალაგების შესახებ.რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან :)

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 09:29
by popins
და კიდევ დიდი,დიდი მადლობა ბატონ ბაგრატიონს ჩანჩქერი გეგა ჩემთვის აღმოჩენა იყო :D ჩემს 4 წლის ბიჭს გეგა ჰქვია და უნდა ნახოთ, როგორ გაუხარდა, ჩემი ჩანჩქერიო :D შემთხვევით ისიც ხომ არ იცით რატომ დაერქვა ასე?ჰოდა რუსი ტურისტების გადაღებული გეგა დესკტოპზე გვაქვს....სპასო :D

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 12:15
by lama
guruli


"აცანა" მთიანი გურიააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!! :o :lol: :wink:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 13:45
by guruli
lama
guruli


"აცანა" მთიანი გურიააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!
სვანი ვარო, ვენებს იჭრი და ნამდვილი მთა მირაჟისგან ვერ გაგირჩევია. :lol:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 13:55
by lama
guruli
ეჰ რა გითხრათ ხალხნო რით გავიმართლო თავი.......


აი ჩადით აცანაში და ნახეთ მთაა აბა რაა ????????/ :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 14:17
by guruli
lama
აი ჩადით აცანაში და ნახეთ მთაა აბა რაა ????????/
ბიჭო, უშბის მერე აცანას მთად როგორ მიიჩნევ? :lol: მაგაზე ბევრად მაღალზე ჩემი სოფელია და ბევრად მაღალი მთებია. არაფერს ვამბობ ბახმაროზე.

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 16 თებ 2007, 23:54
by popins
:shock:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 24 მაი 2007, 01:31
by paata_
არხოტის ხეობა - ყველაზე მაგარია მსოფლიოში

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 24 მაი 2007, 02:04
by gobe
აბა, საქართველოს გლობუსი იაფად!!!
ყიდულობთ 3-ს, მჩუქნით 1-ს...
აბა გლობუსები იაფად...

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 მაი 2007, 10:19
by lama
gobe
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 მაი 2007, 11:37
by General_master
ძნელია საქართველოში გამოარჩიო "ყველაზე" ლამაზე ადგილი. ყველას თავისი სილამაზე აქვს. აი, ბახმარო. ულამაზესად მიმაჩნია. (ჩემი გადაღებული ფოტოები არაა :) )

Image

ააა, კიდო...
Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 მაი 2007, 11:52
by Mao
am adgilas etyoba xshirada ese! mets zustad eseti potoebi maqvs!

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 მაი 2007, 11:52
by lama
General_master
საოცარია ასეთია ხშირად ბახმარო იმიტომ რომ მე ბევრი ფოტო მაქვს ნანახი და დაახლოებით ყველგან ასეთი სიტუაციაა ანუ ღრუბლებს ზემოდან დაჰყურებ და თავი დედამიწაზე არ გგონია

ეს ფანტასტიური შეგრძნებაა მე გამომიცდია სვანეთში :)

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 მაი 2007, 11:54
by Nika
აი ასეთი ხედი იყო დიდგორიდან
Image