ვანთა 06.10

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვანთა 06.10

Post by chuna » 02 აგვ 2010, 08:19

გიორგი! ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი! აღვფრთოვანდი შენი კვლევებით, მეცნიერული მიდგომითა და კვლევის მეთოდებით....

სულ მაქვს ფიქრად რითი შევეწიო შენს კოლექციას!!!!!

ერთი ჩემს სახლში ვერ წაგიყვანე კახეთში, რომ მარანი და ჭურჭელიც გაჩვენო! იქნებ რამე უნიკალურიც აღმომაჩნდეს შენი კოლექციისთვის და "დაგიადო"!!!!

წარწერიან ქვებს რაც შეეხება, მასეთი ხომ მრავლადაა კახეთში-ძირითადად სამშენებლო თარიღებით! გურჯაანში კი ისეთ სახლსაც გაჩვენებ, ოთხივე კედელზე ლექსების სტრიქონები რომ აქვს რელიეფურად და ოქროს საღებავით გადაღებილი! მართალია ძალიან დაძველდა და შელახულია, მაგრამ იკითხება ჯერ კიდევ......


რაც შეეხება ამ მართლაც და უნიკალურ "ჯამფილებს", ცოტა სახელი არ მეცვენება გამართულად!

მგონი "ჯამფიალები" უფრო სწორი იქნებოდა.....

ტერმინი არ ვიცი დამკვიდრებული არის თუ არა უკვე სამეცნიერო ლიტერატურაში-გადავხედავ ერთი!

მაგრამ ისე, ან ფეხიანი ფიალა უნდა ერქვას ან "ჯამფიალა"!

აბა, რას იტყვი?

ხოლო სიუჟეტი კი ყველგან რომ ერთი დაიგივეა-ფაქტია! ეს დეზებიანი ფრინველი და ვაზის რტოები-"ულვაში"! ამასაც ალბათ რაღაც ახსნა ექნება!!!!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვანთა 06.10

Post by chuna » 02 აგვ 2010, 08:24

Tamari-ch. wrote:
qvevri wrote:Tamari-ch.
გამოგიგზავი აბა რას ვიზავ?
ისე ცოტა მოშორებით თურმე ტყეში კიდევ ბევრი ნაეკლესიარი და ნამონასტრალიაო, როგორც მითხრეს, სადაც ვებრი რამაა საინტერესო და სანახავი. მოკლედ ეს ერთი დღის საქმეა და სამომავლოდ იქნებ გავიდეთ ამ ადგილებში, თანაც კაი კაცის დაყენებულ ღვინოსაც გავსინჯავთ...
ჰოდა ეგ ეკლესიები მე მგონი არცაა აღწერილი იმ ბიბლიოგრაფიაში -
იქნებ მართლა ერთი გასვლა გავაკეთოთ და კიდევ სხვა რამეც დავამატოთ...
თამთა! ვანთა ვ. ბერიძესთან ნამდვილად არის "ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრებაში"! ეხლა შენთანაა ეს წიგნი, თორემ უცბათ მოგიძებნიდი!

დღეს დაქალთან მივდივარ, იმასაც აქვს და იქ გადავხედავ...მერე დაგაწევ!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვანთა 06.10

Post by Tamari-ch. » 02 აგვ 2010, 10:03

chuna
ოკ.
ვნახავ და დავდებ აუცილებლად!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 02 აგვ 2010, 17:00

chuna
ყველაფერს ველოდი შენგან ამის გარდა :wink:
ჯამფილა - დიდი ჯამი თიხისა, ორი-სამი ჯამისოდენა ტევადობისა. (ქიზიყური ლექსიკონი, სტეფანე მენთეშაშვილი, თბილისი 1943.) :wink:
ქიზიყურიო გოოო... :D
ისე კი ზომებისა და ფორმების მიხედვით არსებობს:
ჯამი, ჯამფილა, ფიალი, თასფიალა, თასი, წაფი, წაფურა, ბადია. (არაოფიციალური მონაცემებით არსებობდა ტერმინი ჯამთასიც).
ასეთ ნაკეთობებს, რომლებსაც ქართლში პოულობდნენ ჯამებსაც ეძახდნენ. მოკლედ ადამიანის ფანტაზიიდან გამომდინარე მათ შესაძლოა სხვადასხვა სახელები ვუწოდოთ.
ისე რო რამე იყოს ნიკს არ შეიცვლი? "ქიზიყის ასული" ჰა როგორია?

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვანთა 06.10

Post by chuna » 04 აგვ 2010, 11:33

qvevri

მერედა! ამ აჯამ ქიზიყელებს ყველაფერი კი არ დაეჯერებათ?!

ჯამფილა რა უმსგავსობაა? ჯამთასი გასაგებია, ჯამი-ხო! ფილა? ეგ ვერ არის ფიალა!
Tamari-ch. wrote:
qvevri wrote:Tamari-ch.
გამოგიგზავი აბა რას ვიზავ?
ისე ცოტა მოშორებით თურმე ტყეში კიდევ ბევრი ნაეკლესიარი და ნამონასტრალიაო, როგორც მითხრეს, სადაც ვებრი რამაა საინტერესო და სანახავი. მოკლედ ეს ერთი დღის საქმეა და სამომავლოდ იქნებ გავიდეთ ამ ადგილებში, თანაც კაი კაცის დაყენებულ ღვინოსაც გავსინჯავთ...
ჰოდა ეგ ეკლესიები მე მგონი არცაა აღწერილი იმ ბიბლიოგრაფიაში -
იქნებ მართლა ერთი გასვლა გავაკეთოთ და კიდევ სხვა რამეც დავამატოთ...
თამთა! ვანთა ვ. ბერიძესთან ნამდვილად არის "ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრებაში"! ეხლა შენთანაა ეს წიგნი, თორემ უცბათ მოგიძებნიდი!

დღეს დაქალთან მივდივარ, იმასაც აქვს და იქ გადავხედავ...მერე დაგაწევ!


მოვიძიე და გიპოვე: ტექსტში გვ-45

ანოტაციები- გვ,.128
ილუტრაცია- გვ. 68


მცირედია ინფორმაცია, მაგრამ განვითარების ხაზში მიჩენილი აქვს კუთვნილი ადგილი!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 04 აგვ 2010, 23:24

წეღან, ცოტა წარაფი მქონდა შემონახული წამლად და ის ჩავასხი ჩემს ჯამფილაში კი არადა ჯამთასში (ჰა როგორია ჭუნუსი?) და ისე მოუხდა, რომ ვეღარ მოვითმინე და მივეძალე...
Image
Last edited by qvevri on 16 აგვ 2010, 12:18, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 04 აგვ 2010, 23:27

მერე კი ადგილიც კი მივუჩინე ერთ-ერთ მათგანს ჩემს ეთნოგრაფიულ კუთხეში
Image
ესეც ახლოდან
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 თებ 2011, 21:13

მოხდა ისე, რომ ერთ შაბათს ისევ აღმოვჩნდი სოფელ ვანთას მიდამოებში და ჩემს ნაცნობს, ზურა მუსხელიძეს დავეხმიანე. ეს სწორედ ის ზურაა, ვინც ამ გასულ ზაფხულს შემთხვივეით გავიცანი და რომელმაც თავის სოფელში შესანიშნავი მეგზურობაც გამიწია და დამათვალიერებინა ვანთას ღირსშესანიშნაობანი.
მოკლედ, რომ შეღამდა ზურას სახლთან ჩამოვიარე და ზურას შევძახე, უბანში, სახლებში ბუნებრივი აირის მილგაყვანილობას აკეთებდნენ და ის-ის იყო მოემთავრებინათ საქმიანობა და როგორც შევატყვე პურისჭამას აპირებდნენ. რა თქმა უნდა შემიპატიჟეს, მაგრამ მე ვუთხარი მეჩქარება-მეთქი, მარა ვინ გამოგიშვა... სად უნა წახვიდე ბიჯო, სამწვადეზე დელეგაცია გვყავ გაგზავნილი და თან იგრეთი ღვინო უნდა დაგალეინოთ, რო შობა წუხანდელი დამდგარი გეგონოსო....
რას ვაგრძელებდე, დამიტოვეს და დავრჩი, ჩემი მასპინძელი გია ერთი კარგი კახელი კაცი აღმოჩნდა, თანაც ნაღდი კაცური კაცი. შეიკრიბა საზოგადოება, მოიტანეს სამწვადე, ღვინო, შოთები, გუდა, მწნილი, ზამთრის მწვანილი და დაიწყო პურისჭამა მარა რა დაიწყო....
არ ვიცი რამდენჯერ წამიკითხავს რეზოს "ლხინი კახელებთან", მაგრამ ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და კიდევ ერთხელ გადამეკითხა. ასევე ლადოს ლექსი გამახსენდა ამავე სათაურით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ლადო ასათიანი. ლხინი კახელებთან
მე ჩემი სახლი გამხსენებია,

გამხსენებია ყველა კეთილი...

თქვენთან ნადიმში დამთენებია,

არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.


მე განმიცდია მთის იდილია

და საარაკო ლხინი მზიური,

მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,

უფრო ნაცნობი და მშობლიური.


ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,

არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,

მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,

უფრო სოფლური და ვაჟკაცური.


1938

აუარება რამე შემძინა ამ სუფრამ და სუფრეულმა და ალბათ არასოდეს დამავიწყდება იმდღევანდელი დღე.
ღამე, შუა სუფრის დროს, ჩემი მასპინძელი გია გარეთ გავიდა და რომ შემობრუნდა თოვლი გვახარა, პატარა ბავშვივით გამოვვარდი გარეთ და ისე ბარდნიდა როგორც ზღაპარში...
მოკლედ რამოდენიმე სურათს კიდევ შევძენ ამ თემას.


ალბათ ხვდებით ეს ცეცხლი რისთვისად დაინთო... თან წალამია... პა პა პა პა რა მწვადი იცის ამ დალოცვილმა ამანა
Image
ესეც მწვადის წვით დაკავებული ჩემი მეგობარი ზურა და მარჯვნივ კი ჩემი მასპინძელი გია
Image
ეს კი ჩვენი სუფრის მთავარი გმირი, მისი უდიდებულესობა მწვადი
Image
Image
Last edited by qvevri on 20 თებ 2011, 12:07, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 თებ 2011, 21:16

ჩვენი სუფრეული, სუფრას ამავე სოფლის გაგმებელიც ესწრებოდა, ბატონი სოსო
Image
აგერ ისიც, მანვე იკისრა იმდღევანდელი სუფრის გაძღოლა
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 თებ 2011, 21:22

ესეც მე და ზურა, რომელიც თურმე ხუთი შვილის მამა ყოფილა დამე კი არ ვიცოდი :oops:
Image
მასპინძელი გია, იგივე გიორგი
Image
კახელები
Image
Last edited by qvevri on 20 თებ 2011, 12:08, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 თებ 2011, 21:26

გარეთკი თოვლდა და თოვლდა
Image
ეს კი ჩემი მასპინძლის ეზოში დარგული კაკალი, რომელიც თურმე მისმა მეუღლემ დარგო. გიას მეუღლე რამოდენიმე თვის წინ დაეღუპა ტრაგიკულად...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 თებ 2011, 21:28

ეს ლექსი მოგვითხრობს მეფე ერეკლედ დროში მომხდარ ამბავს რომელიც ეხება ფალავნების, გორდა ტარონელისა და ბერხახანის შერკინებას.
http://www.youtube.com/watch?v=pNxfSf9WN9s
დილით კარგი გვარიანი თოვლი იდო და გზებიც მოყინული იყო. დავემშვიდობე ზურასა და ჩემს მასპინძელს და წამოუყევი გზას. ზაფხულისათვის კიდევ ვგეგმავ ჩასვლას და იქაურობის ძირეულად დათვალიერებას.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვანთა 06.10

Post by ლეონტი » 19 თებ 2011, 23:29

არა რა, სპეციალობა ავირჩიეო შენ უნდა თქვა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]