ვანთა 06.10

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 20:45

საქართველოში თუკი რაიმე საინტერესო არქიტექტურული თუ ისტორიული ძეგლის ნახვა გინდა კაცს, ამისათვის საჭიროა მთავარი ტრასიდან სულ რამოდენიმე ასეული მეტრი გადაუხვიო, რომელიმე სოფლისაკენ ან მის განაპირას და თავად დარწმუნდეი იმაში, თუ როგორი მდიდარი ქვეყანა გვაქვს, როგორი საინტერესო ცხოვრებით უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს, როგორი დიდი წარსული იყურება ზოგჯერ იმ ნანგრევებიდან თუ გნებავთ მიტოვებული ტაძარ-მონასტრებიდან, რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში.
ერთ-ერთ შაბათკვირას კახეთში გახლდით. უკანობისას, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ცოტა მომეჩქაროდა, მაგრამ გაქანებული მანქანიდან ერთ-ერთი ძველი სახლის ფასადზე წარწერიანი ქვა შევნიშნე, მანქანა ისე დავამუხრუჭე, რომ ადგილზე გავაცივე... უკან გამოვიარე მცირედი და მანქანიდან გადმოუსვლელად ფოტოაპარატი მოვიმარჯვე წარწერიანი ქვის გადასაღებად, მაგრამ ამ დროს ამავე სახლის წინ მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი შევნიშნე და სანამ სურათს გადავიღებდი მას გამოველაპარაკე. ეს ადამიანი ამავე სახლის მეპატრონე აღმოჩნდა - სახელად ზურა მუსხელიძე. კარგი კაცი ჩანდა... როგორც გავარკვიე სოფელ ვანთაში ვყოფილვარ, რომელი სოფელიც თურმე ნუ იტყვით და უაღრესად საინტერესო ყოფილა თავისი წარსულითა და ეკლესია-მონასტრების სიმრავლით. ხოლო ის სახლი, რომელზეც მე წარწერა შევნიშნე თურმე ზურას პაპას - არჩილ მუსხელიძეს აუშენებია 1934 წელში. საამშენებლო წარწერაც სწორედ ამაზე "ღაღადებს".
აგერ ის წარწერაც:
Image
ეხლა კი მცირედი ცნობები სოფელ ვანთაზე:
საქართველოს სულიერი საგანძური - წიგნი I, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 2005 წ. გვ.88
ვანთა - სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. თელავიდან დაშორებულია 11 კილომეტრით, თბილისიდან - 60 კმ-ით.
VIII-IX საუკუნეების ვანთის ხუროთმოძღვრების კომპლექსი თელავის რაიონში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირში, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, სოფელ ვანთის მახლობლად გორაკზეა გაშენებული. ამ კომპლექსიდან შემორჩენილია ფეოდალთა დიდი სასახლის ნანგრევები და დარბაზული ეკლესია.
რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა. სასახლის მეორე სართული კი საცხოვრებელი იყო, რომელიც ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით ნათდებოდა. გარედან შენობას მიშენებული ჰქონდა ფართო ასასვლელი კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.
ვანთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-ტ.IV.-თბ., 1979.- გვ. 291.
ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.....
... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII - IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია.
რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
დ. მუსხელიშვილი., პ. ზაქარაია.



ამის შემდეგ მცირედი გავისაუბრეთ ამავე სოფლის შესახებ და გავარკვიე, რომ სოფლიდან სულ ახლოს ერთი საინტერესო სამონასტრო კომპლექსი ყოფილა, რომელიც სავარაუდოთ წ. ილარიონ ქართველის (+875) სახელს უკავშირდება. (ცნობა დასაზუსტებელია!) გზაში, სანამ დათქმულ ალაგას მივიდოდით, ჩემს მეგზურს გამოვკითხე სხვა ეკლესიების, ქვევრების (დამღების) და კიდევ სხვათა შესახებ, რაზეც კარგა გვარიანი ცნობები მივიღე და გახარებულმა მივაშურე ზემოაღნიშნულ ადგილებს.
პირველი, რაც ჩვენ ვნახეთ იყო მაცხვოვრის სახელობის ტაძარი, რომელიც დიდი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დგას
Image

ამავე ტაძარს გააჩნია ორი საკმაოდ გვიანდელი (თუმცა შესაძლოა ტაძრისავე თანამედროვეც) ლაპიდარული წარწერა, რამაც ძალზე გამახარა
Image
ეს კი მეორე წარწერა
Image
თავად ტაძარს არ გააჩნია რაიმე მორთულობა-ჩუქურთმები გარდა ამ ჯვარისა, რომელიც აღმოსავლეთის ფასადზეა.
Image
ტაძარის გარშემო რამოდენიმე ქვევრი შევნიშნე, რომლებზეც რა თქმა უნდა დამღები აღმოვაჩინე...
აი ესაა ჩემი ახლადშეძენილი მეგობარი ზურა
Image
კვლავ ტაძარი
Image

ტაძრიდან 50-იოდე მეტრში დგას ამ სასახლის ნანგრევები, მაგრამ რომ იცოდეთ რა საინტერესო სასახლეა... ამავე სასახლის შესახებ ზემორე ტექსტშიც ნახავთ საინტერესო ცნობებს.
Image
Image
სასახლეს, უკანა მხარეს გააჩნია აი ასეთი ჩასასვლელი, რომელიც შესაძლოა სამალავი იყოს ან სურსათის საცავი ან სულაც ხარო და სხვ.
Image
სასახლე და ტაძარი ერთად.
Image
სასახლესთან ათიოდე მეტრში არის წყლის გამანაწილებელი და სალექი, საიდანაც, როგორც სჩანს წყალი სხვადასხვა მხარეს მიედინებოდა.
Image
ამ სურათზე მეორე ნომრად ნაჩვენებია წყალგამანაწილებელი ხოლო პირველ ნომრად კარის ეკლესია, რომელიც სავარაუდოთ ორნავიანი მცირე ბაზილიკა იყო და რომელიც, თუ გამოცდილება არ მღალატობს, მოხატულიც უნდა ყოფილიყო.
Image
ეს კი ძალიან ძველი აბანოა იქვე ახლოს მდგარი.
Image
ესეც ამავე აბანოს წყალგაყვანილობის თიხის მილი "აქვადუკი"
Image
Last edited by qvevri on 04 აგვ 2010, 09:41, edited 7 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 20:55

გავნაგრძეთ გზა და ამ ყოველივესთან დაახლ. 100 მეტრში მდგარი ღვთისმშობლის ტაძარი მოვინახულეთ, რომლის გარეშემოც აუარება ქვევრები აღმოჩნდა, რომლებზეც ბრწყინვალე დამღები შევნიშნე
Image
Image
არც ამ ტაძარს გააჩნდა გარე შემკულობა გარდა დაზიანებული ჩაკვეთილი ჯვრისა, მაგრამ ტაძარი ოდესღაც მოხატული ყოფილა. ამჟAმად ფრესკების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტებიღა აღინიშნებოდა შიგნიით
Image
Image
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 21:04

ქვევრები და დამღები....
Image
Image
ნახეთ რა უცნაური ფორმის დერგია... შესანიშნავია!
Image
Image
Image
ეს კი ქვევრის სარქველია, მაგრამ არის არა ფიქალის ქვისა არამედ თიხისა, რაც ერთობ იშვიათობას წარმოადგენს კახეთში
Image
Image
ისიდორე ჩუბინიძე
Image
ერთი ნახეთ და ლამაზი დამღაა...
Image
კვლავ ისიდორე ჩუბინიძე
Image
ექვთიმე ჩუბინიძე
Image
მათიაშვილი ილა(???)
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 21:10

მაგრამ თურმე რა გველოდა წინ ამის შემდეგ....
წამოვედით სოფლის სასაფლაოზე, სადაც დგას ერთი პატარა ბაზილიკა, რომელსაც ერთ დროს ნავი ამშვენებდა.
Image
ამ ტაძართან ერთადერთი ქვევრი ვნახე, რომელზეც ერთობ საინტერესო დამღა შევნიშნე
დარისპან კაპანაძე
Image
კვლავ ტაძარი
Image
როგორც გაირკვა (მგონი არ ვცდები) ტაძარი არ იცოდნენ ვისი სახელობისა იყო, მაგრამ ტაძარის აღდგენითი სამუშაოებისას შიგნით აღმოაჩინეს კრამიტი, რომლის შიდა (შავ) ზედაპირზე წარწერა აღმოჩნდა, რომელზეც სავარაუდოთ წმ. იოანე იკითხება, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ტაძარი იოანე ნათლისმცემელის სახელობისაა, თუმცა ამას ბოლომდე გამოკვლევა ესაჭიროება
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 18 ივნ 2010, 21:27

დაბოლოს ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობარმა მითხრა, რომ ტაძარში ერთი რაღაც თიხის ჭურჭელის ფრაგმენტული ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც ბოლომდე ვერ გავიგეთ რა არისო და მანახა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ეს მცირე ფრაგმენტი ვნახე....
Image
ეს კი ქვედა მზარე, ქუსლი.
Image
ესაა X-XI საუკუნეების მოჭიქული თიხის საღვინე ჯამფილა, რომლებსაც იმხანად ამზადებდნენ კახეთში. ამგვარი ჯამფილები ჯანაშიაშიცაა დაცული და ასევე სხვა მუზეუმებშიც. მე იმწუთას ამოვიცანი ფრინველიანი ჯამფილა და მაშინვე ჩემს ფოტოარქივში შემონახული ამგვარივე ჯამფილები გამახსენდა...
აი ეს პატარა თიხის ნამტვრევი ამგვარი დიდებული ჯამფილა ყოფილა ერთდროს... აბა ნახეთ რა სილამაზეა.... ამითი დამალევინა ერთი ღვინო.... რაც ყველაზე საინტერესოა! ფრინველის გარშემო ვაზის სტილიზებული გამოსახულებებია, უფრო სწორედ ვაზის ყვავილობისა, რომელ მომენტზეც რატომღაც არავინ საუბრობს ჯერხნობით. ისე კი შესაძლოა ეს ჯამფილები ერთი ოსტატის დამსაზებული იყოს, რადგან თუ ჩაუკვირდებით თითქოს ერთი ხელწერა იგრძნობა ამ სურათებში...
Image
ესეც ძველი ვარიანტები ამგვარი ჯამფილებისა
Image
Image
Image
Image
ალბათ მიხვდეთ, რომ ვანთაში, ჩემს მიერ ნანახი თიხის ჭურჭელის ფრაგმენტი დაახლოებით ეს ადგილია
Image
აი ასე დასრულდა ჩემი გზიდან მცირედით გადახვევის ამბავი კახეთში, სოფელ ვანთაში. მე მგონი საინტერესო ადგილია და თუ ოდესმე ჩემეული ეს მონათხრობი კარვულ გასვლას დაედება საფუძვლათ მოხარულია ვიქნები. დავემშვიდობე ჩემს ახლაგშეძენილ მეგობარს, რომელიც თურმე კარგი ღვინის დამყენებელიც აღმოჩნდა თანაც ქვევრებში და რომელმაც მთელი გულით მიმიპატიჟა შემდგომში თავისთან და დავადექი მცხეთისაკენ მომავალ გზას. იმედია კიდევ შევხვდები ზურას და მისი ხელით დაყენებულ ღვინოსაც დავაჭაშნიკებ.
Last edited by qvevri on 20 ივნ 2010, 22:27, edited 3 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვანთა 06.10

Post by Tamari-ch. » 19 ივნ 2010, 02:46

შესანიშნავია!
ვფიქრობ ვანთა მოითოვს შემდგომ კვლევას
და არასაკმარისადაა შესწავლილი
ბიბლიოგრაფიაც ცოტაა მის შესახებ

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

და თანაც იმ ეკლესიის შესახებ (მოშორებით რომ დგას) პრაქტიკულად არაფერი წერია წყაროებში

გიო - ეს ფოტოები მცირე ზომისაა
იქნებ გამოუშვა მეილით უფრო დიდი ზომის ფოტოები (თუ გაქვს.) საუნჯესთვის
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 19 ივნ 2010, 11:36

Tamari-ch.
გამოგიგზავი აბა რას ვიზავ?
ისე ცოტა მოშორებით თურმე ტყეში კიდევ ბევრი ნაეკლესიარი და ნამონასტრალიაო, როგორც მითხრეს, სადაც ვებრი რამაა საინტერესო და სანახავი. მოკლედ ეს ერთი დღის საქმეა და სამომავლოდ იქნებ გავიდეთ ამ ადგილებში, თანაც კაი კაცის დაყენებულ ღვინოსაც გავსინჯავთ...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვანთა 06.10

Post by Tamari-ch. » 19 ივნ 2010, 12:17

qvevri wrote:Tamari-ch.
გამოგიგზავი აბა რას ვიზავ?
ისე ცოტა მოშორებით თურმე ტყეში კიდევ ბევრი ნაეკლესიარი და ნამონასტრალიაო, როგორც მითხრეს, სადაც ვებრი რამაა საინტერესო და სანახავი. მოკლედ ეს ერთი დღის საქმეა და სამომავლოდ იქნებ გავიდეთ ამ ადგილებში, თანაც კაი კაცის დაყენებულ ღვინოსაც გავსინჯავთ...
ჰოდა ეგ ეკლესიები მე მგონი არცაა აღწერილი იმ ბიბლიოგრაფიაში -
იქნებ მართლა ერთი გასვლა გავაკეთოთ და კიდევ სხვა რამეც დავამატოთ...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვანთა 06.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2010, 00:55

qvevri
საინტერესო თემაა.
ამდენი დანიშნული ქვევრი 1ად?
კგია და ვიცი, შენს სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 20 ივნ 2010, 22:42

GAMARJOBA SAKARTVELO
სიხარულს საზღვარი ნამდვილად არ ქონდა, თან არა მხოლოდ ნიშნულიანი ქვევრები ვნახე, არამედ სხვაც ბევრი საინტერესო.
ესაა ადგილი, რომელსაც "ჩაჯდომა" ესაჭიროება და არა ჩემნაირად ერთი საათით "შერბენა". ვნახოთ სამომავლოდ როგორ აეწყობა საქმე და იქნებ მოხერხდეს ამ ადგილების ძირეულად შემოვლაც...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 28 ივნ 2010, 20:47

ორიოდე ნაგვიანევი სურათი ვანთადან, რომელიც ფირით მქონდა გადაღებული...
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ვანთა 06.10

Post by kotetbeli » 29 ივნ 2010, 03:40

qvevri
ალბათ მიხვდეთ, რომ ვანთაში, ჩემს მიერ ნანახი თიხის ჭურჭელის ფრაგმენტი დაახლოებით ეს ადგილია

ნამდვილად ეგ ადგილია!
Image

საქმისადმი ყველა ასეთი მეცნიერული დამოკიდებულების გულშემატივარი ვარ!
გაიხარე!
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 29 ივნ 2010, 10:13

kotetbeli
კარგი ნამუშევარია, გმადლობთ :!:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 01 აგვ 2010, 20:45

ამას წინათ ალავერდში გახლდით და პირდაპირ ჩემს თვალწინ ამოიღეს მიწიდან ასეთივე ჯამფილების ნატეხები. როგორც იცით ამჟამად ალავერდის ტაძრის ეზოში გათხრები მიმდნარეობს და იქ არაერთი საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვარია უკვე ნანახი.
აი ამ ჯამფილის ნაშთი
Image
ეს კი ქუსლი
Image
მაგრამ!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვანთა 06.10

Post by qvevri » 01 აგვ 2010, 21:05

მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ამ რამოდენმე კვირის წინ ერმა იდეამ გამიელვა გონებაში და კერძოთ: ამგვარი ჯამფილები ფრინველების, ცხოველების და სხვადასხვა ორნამენტების გამოსახულებით მეთერთმეტე საუკუნიდან მოყოლებული შუა საუკუნეებისა და მისი შემდგომ პერიოდამდე მზადდებოდა. დიდათ სავარაუდოა, რომ ამგვარი ჯამფილები კახური წარმოშობისა იყოს, თუმცა ამგვარ ჯამფილებს ამზადებდნენ ასევე ქართლშიც და კერძოდ კასპი-ერთაწმინდის მეთუნეობის კერაში(ინფორმაცია გადასამოწმებელია), მაგრამ ასეთი ჯამფილები ფაქტობრივად ერმანეთის იდენტურებია ყველგან ზომით, ფერებით, ფორმით, ორნამენტ-მოხატულობებითა და დანიშნულებით. მოგვიანებით ამგვარი ჯამფილების დამზადება შეწყდა და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის უკვალოდ გაქრა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე მათი ასე თუ ისე აღდგენა. სულ რაღაც წეღან მოვიტანე სახლში ევქვი ცალი ჯამფილა, რომელიც ზომითა და ფორმით ძველების იდენტურია. ძალიან ახლოსაა ასევე ფრინველის ფორმებიცა და საერთოდ დამსადების ტექნიკაც. დამზადების დროს წითელ კეცზე დადებულია ანგობა, რომელსაც შემდეგ ადევს გამჭვრირვალე ჭიქური. ნაკეთობები ძალიან მარტივი ხასიათისაა. ზოგიერთ ჯამფილას ჩემი ინიციატივით დავადე ნუსხური წარწერა "აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი". მინდა გითხრათ, რომ მინდა ამ ყოველივეს მასიური ხასიათი მივცე ახლო მომავალში. ისე კი სამომავლოდ მინდა "თიხის სახლი" გავხსნა სადაც საშუალება იქნება ადამიანმა შეიძინოს ნამდვილი ქართული სასუფრე, სამარნე და სხვა დეკორატიული მოჭიქული თუ ტერაკოტის ჭურჭელი, რომლებიც იქნებიან ძველი ქართული ჭურჭელის ასლები, ხოლო მანამდე კი გთავაზობთ ჩემი ახალი ჯამფილების სურათებს.
Image
Image
Image
ქუსლებიც კი იდენტურია!!!
Image
Image
ერთი სული მაქვს, როდის მომივა სტუმარი, რომ ერთი კარგად გამოვცადოთ ჩემი ახალი ჯამფილები. ექვსი ცალია...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]