Page 5 of 6

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 24 ივნ 2011, 15:04
by marmenio
"ბუინობის" გასვლიდან ტედემ შეაგროვაა 12 ლარი და ორშაბათს შევიტან ანგარიშზე.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 აგვ 2011, 01:09
by MIRANDA
ანგარიში დიდი ხანია არ შემიმოწმებია.. თუ მარმენიომ უკვე შეიტანა თანხა ანგარიშზე, მაშინ ახლა უკვე იქნება 526.90 ლარი.

გარკვეული (საპატიო) მიზეზის გამო ბარათი (პინ-კოდთან ერთად) უნდა გადავაბარო ვინმე სხვა კარაველს ან ადმინს... აგვისტოში არ არის სასწრაფო, მაგრამ სექტემბერში უნდა გადავაბარო უკვე ვინმეს... ბარათიდან თანხის გამოტანა რომ დაგჭირდეთ, მე არ ვიქნები ხელმისაწვდომი...

გთხოვთ, მომწეროთ ვინ გადაიბარებთ.. ან ვის გადავაბარო?

მადლობა წინასწარ :*

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 აგვ 2011, 01:30
by Naia
ჰო, მართლა, დათვიჯვარი-ხახაბოს გასვლიდან მოგვრჩა 10 ლარი და 40 თეთრი. თანხას ამ დღეებში შევიტან ანგარიშზე

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 01 სექ 2011, 18:43
by MIRANDA
MIRANDA wrote:გარკვეული (საპატიო) მიზეზის გამო ბარათი (პინ-კოდთან ერთად) უნდა გადავაბარო ვინმე სხვა კარაველს ან ადმინს... აგვისტოში არ არის სასწრაფო, მაგრამ სექტემბერში უნდა გადავაბარო უკვე ვინმეს... ბარათიდან თანხის გამოტანა რომ დაგჭირდეთ, მე არ ვიქნები ხელმისაწვდომი...

გთხოვთ, მომწეროთ ვინ გადაიბარებთ.. ან ვის გადავაბარო?

მადლობა წინასწარ :*
არავინ არის მსურველი???

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 01 სექ 2011, 20:08
by Tamari-ch.
ეს თანხა ვისთვისაა გათვლილი?

იქნებ მცირედით დავეხმაროთ პატარა ბარბარეს?

http://forum.ge/?f=29&showtopic=34285926&st=0

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 08 სექ 2011, 14:19
by MIRANDA
კანიონების გასვლიდან დარჩა 10 ლარი, რომელიც წივწივამ გადმომცა და შევიტან ანგარიშზე დღეს :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 28 მარ 2012, 13:45
by MIRANDA
"მირანდას ვირტუალური დაბადების დღიდან" დარჩა 30 ლარი, რომელსაც ამ კვირაში შევიტან ანგარიშზე.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 08 აპრ 2012, 02:33
by chuna
საყვარელო მირანდა! მრავალშვილიანი ოჯახისთვის წამლის ფულად 20 ლარი გავეცით....თათია-არაგვისპირელის ხელშეწყობით, თუმცა დავპირდი რომ დავაბრუნებ......

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 19 აპრ 2012, 22:01
by Ketevan Guliashvili
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის 15 ბავშვისათვის ფონდიდან 200 ლარის ოდენობის თანხის გამოტანა გადაწყდა. რაც ბავშვებისათვის პროდუქტის შეძენას მოხმარდება.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 20 აპრ 2012, 21:29
by chuna
Ketevan Guliashvili

ძეგვს მეც ვგულსემატკივრობ...ტანსაცმელიც მაქვს გადადებული მათთვის...იქნებ კიდევ რამე მოვიძიო და შევაგროვო: თანხა, პროდუქტი და წიგნები...
ჩემს მეგობრებს დავურეკავ....
გამაგებინე, ქეთ, როდისთვის იგეგმება...

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 20 აპრ 2012, 21:36
by Ketevan Guliashvili
chuna

22 აპრილს - კვირას ავდივართ. კიკი, დუჩი და მე ავდივართ. ტანსაცმელს და წიგნებს სიამოვნებით წავიღებთ:)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 25 აპრ 2012, 01:10
by MIRANDA
ხალხებო,

იმ დღეს ქეთისთვის მისაცემი ფულის გამოსატანად რომ მივედი ბანკში, ვიკითხე ანგარიშზე რამდენი არის-თქო და დაახლოებით 800 ლარიაო... :shock:

როგორც ჩანს, ვიღაცა კეთილმა ადამიანებმა შეიტანეს და არ სთქვეს 8)

მე, 'მირანდას ვირტუალური დაბადების დღიდან' მორჩენილი 30 ლარი არ მქონდა ჯერ შეტანილი ანგარიშზე, ამიტომ 170 ლარი გამოვიტანე და 200 ლარი ქეთის გადავეცი (ძეგვის ბავშვთა სახლისთვის).

ახლა სავარაუდოდ უნდა იყოს 630 ლარი, მაგრამ დღეს 'ლომის მთის გასვლის' ხალხისა და ჩემი გაცილების შეკრებიდან მორჩა 35 ლარი.

მოკლედ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 650 ლარზე მეტი უნდა იყოს უეჭველი და დაახლოებით 665 ლარი :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 27 სექ 2012, 19:13
by MIRANDA
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ამ ბმულის თემაში მოყვანილი მიზნებისთვის, დღეს, რესპუბლიკა ბანკის თბილისის აეროპორტის ფილიალში მთლიანად გამომაქვს თანხა ანგარიშიდან... რაც არ დაიხარჯება, ქეთი გულიაშვილი ისევ ანგარიშზე დააბრუნებს... ხვალ ან ზეგ დავწერ ზუსტ თანხებს..

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 28 სექ 2012, 10:19
by Mta Mkvarebia
MIRANDA
მირანდა, კარგი გადაწყვეტილებაა :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 29 სექ 2012, 22:26
by Ledi
როგორც იცით, ბოლო დროს კარავზე საგრძნობი პასიურობა შეინიშნება. მეგონა ბავშვთა ფონდიც დიდი ხნის წინ მიივიწყეს, მაგრამა ახლა MIRANDA-ს წერილი რომ წავიკითხე ძალიან გამეხარდა. მიხარია რომ ეს ისევ აქტუალურია.
ვამაყობ
:wink: