Page 4 of 6

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 11 თებ 2011, 11:28
by ნინი_85
ვფიქრობ და ვგონებ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არაა, რომ ეს თანხა მოხმარდეს ტაშისკარის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ლოგინების შეძენას:)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 11 თებ 2011, 14:06
by Naia
ნინი_85 wrote:ვფიქრობ და ვგონებ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არაა, რომ ეს თანხა მოხმარდეს ტაშისკარის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ლოგინების შეძენას:)
+1 ძალიან კარგ საქმეს გავაკეთებთ

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 თებ 2011, 17:19
by MIRANDA
ამჟამად ანგარიშზე არის 387.90 ლარი

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით შეგიძლიათ შეიტანოთ თანხა ანგარიშზე, ჩემგან დამოუკიდებლად; მხოლოდ ერთი მირანდა მერკვილაძე ვარ ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლებს შორის და მხოლოდ 1 ანგარიშია ჩემს სახელზე გახსნილი :D

ასე, რომ ანგარიშის ნომრის ცოდნა აუცილებელი არ არის, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერ:

მიმღების ბანკი: ს.ს. ბანკ 'რესპუბლიკის' ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101757
მიმღები: მირანდა მერკვილაძე
მიმღების ანგარიშის # GE35 BR00 0001 0409 3620 50

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 თებ 2011, 17:29
by anano
ნინი_85 wrote:ვფიქრობ და ვგონებ ეს ჩემი სუბიექტური აზრი არაა, რომ ეს თანხა მოხმარდეს ტაშისკარის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ლოგინების შეძენას:)
ნინი, როგორც პირწიგნაკის ჯგუფში ვნახე, ამ საკითხის ინიციატორები უკვე იყვნენ ტაშისკარში და უკვე შეუკვეთეს საწოლები, ასევე ჩაიტანეს სხვადასხვა ნივთები... ასე რომ ალბათ სხვაგან გადავამისამართოთ ეს თანხები აჯობებს.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 10 მარ 2011, 12:30
by MIRANDA
რკონის გასვლიდან მორჩა - 25 ლარი
26 თებერვლის სომხეთის გასვლიდან მორჩა - 6 ლარი
სამშაბათობიდან (1.03.11 ტერემOK) მორჩა – 25 ლარი

ჯამში 56 ლარი, რომელსაც დღეს შევიტან ანგარიშზე.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 10 მარ 2011, 12:31
by MIRANDA
http://nataliasardlishvili.wordpress.com/

ეს დღეს გამომიგზავნეს :(

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 10 მარ 2011, 14:22
by lama
MIRANDA wrote:http://nataliasardlishvili.wordpress.com/

ეს დღეს გამომიგზავნეს :(
:( :(

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 10 მარ 2011, 14:38
by tutmaji
MIRANDA wrote:http://nataliasardlishvili.wordpress.com/

ეს დღეს გამომიგზავნეს :(
:( :(

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 14 მარ 2011, 16:23
by saskva
კარაველები ხშირად დავხმარებივართ მათ ვისაც ეს მართლაც ძალიან სჭირდება და ეხლაც მინდა დახმარება გთხოვოთ....

უკვე რამოდენიმე დღეა ტელეფონზე ვეკონტაქტები მამა დავითს, რომელიც დახმარებას ითხოვს. იგი დახმარებას ითხოვს არა თავისთვის არამედ ბავშვისთვის (ზუსტად არ ვიცი მაგრამ როგორც მივხვდი მრევლისთვის) რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. თანხაც საკმაოდ მიზერულია, სულ რაღაც 100ლარის მოთხოვნით მომართა მან ჩემს სამსახურს. ჩვენ დახმარებას ვაპირებთ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ თანხა ძალიან მცირეა ამ ყველაფერს მაინც დრო, ბევრი ფურცლების შევსება, გადარიცხვები, შემოწმებები, სხვადასხვა პროცედურები და ა.შ სჭირდება, ჯანმრთელობა კი არ იცდის....

100ლარის შეკრება საერთო ძალებით არ გაგვიჭირდება მჯერა... ეგებ შევძლოთ და დავეხმაროთ. სამწუხაროდ მე ამ ეტაპზე მარტოს არ შემიძლია ამ ადამიანის დახმარება თორე არ შეგაწუხებდით...

ველოდები თქვენს გამოხმაურებას... დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში კარგი იქნება თუ ამ დღეებში მოვახერხებდით თანხის გადაცემას... საკონტაქტო ტელეფონსაც მაშინ მოგაწვდიდით დაინტერესებულ პირებს

მადლობა

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 14 მარ 2011, 21:31
by MIRANDA
saskva
თუ სხვებიც თანახმა იქნებიან პირდაპირ ფონდიდან გამოვყოფთ ფულს...

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 მარ 2011, 09:08
by saskva
saskva wrote:კარაველები ხშირად დავხმარებივართ მათ ვისაც ეს მართლაც ძალიან სჭირდება და ეხლაც მინდა დახმარება გთხოვოთ....

უკვე რამოდენიმე დღეა ტელეფონზე ვეკონტაქტები მამა დავითს, რომელიც დახმარებას ითხოვს. იგი დახმარებას ითხოვს არა თავისთვის არამედ ბავშვისთვის (ზუსტად არ ვიცი მაგრამ როგორც მივხვდი მრევლისთვის) რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. თანხაც საკმაოდ მიზერულია, სულ რაღაც 100ლარის მოთხოვნით მომართა მან ჩემს სამსახურს. ჩვენ დახმარებას ვაპირებთ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ თანხა ძალიან მცირეა ამ ყველაფერს მაინც დრო, ბევრი ფურცლების შევსება, გადარიცხვები, შემოწმებები, სხვადასხვა პროცედურები და ა.შ სჭირდება, ჯანმრთელობა კი არ იცდის....

100ლარის შეკრება საერთო ძალებით არ გაგვიჭირდება მჯერა... ეგებ შევძლოთ და დავეხმაროთ. სამწუხაროდ მე ამ ეტაპზე მარტოს არ შემიძლია ამ ადამიანის დახმარება თორე არ შეგაწუხებდით...

ველოდები თქვენს გამოხმაურებას... დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში კარგი იქნება თუ ამ დღეებში მოვახერხებდით თანხის გადაცემას... საკონტაქტო ტელეფონსაც მაშინ მოგაწვდიდით დაინტერესებულ პირებს

მადლობა
ამ წერილის დაწერის შემდეგ სულ რაღაც ორ წუთში გამომეხმაურნენ გოგა და ნაია... მათი შემოწირულობითა და ჩემი მეგობრების დახმარებით გუშინ ქალბატონ ირინას (მამა დავითის მრევლს) 375 ლარი გადავეცი. დიდი მადლობები დამაბარა თქვენთან... მადლობას გიხდით პირადად მეც...

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 მარ 2011, 09:24
by Naia
saskva
ანი, დიდი მადლობა შენ!

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 მარ 2011, 09:25
by Naia
MIRANDA
მირანდა, გუშინ ვაზისუბნის სანაგირის გასვლიდან მოგვრჩა 20 ლარი. საერთო გადაწყვეტილებით, კარვის ბავშვთა ფონდისთვის გადავდეთ. საფულეში მექნება და როცა გნახავ გადმოგცემ

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 21 მარ 2011, 11:28
by MIRANDA
Naia
კარგი, ნაი :)


P.S. ანგარიშზე ამჟამად არის 443.90 ლარი

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 24 მაი 2011, 17:16
by MIRANDA
დაწერა დამავიწყდა... 8 აპრილს შევიტანე 56 ლარი, ხოლო დაახლოებით (ალბათ) 1 თვის წინ, თომამ მომცა 20 ლარი ბავშვთა ფონდში ჩასარიცხად... ამ ფულის ისტორია ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რომელიღაც გასვლაში ფული რომ ააგროვეს, ზედმეტი აგროვდა, ჰოდა თომას ქონდა დადებული ზედმეტი და დაუბრუნეს ფული, მაგრამ ტომამ გადაწყვიტა ბავშვთა ფონდისთვის შემოეწირა... თუ არასწორად მახსოვს შემისწორე(თ) რააა :D
ჰოდა, რაც მთავარია.. მთელი ეს დრო საფულის ცალკე უჯრაში მედო და ვატარებდი და როგორც იქნა მოვხვდი ბანკ რესპუბლიკასთან :) :) :)



ანუ ჯამში შევიტანე 76 ლარი (56 შევიტანე 8 აპრილს და 20 ლარი დღეს) და ანგარიშზე ამჟამად არის 514.90 ლარი