Page 2 of 6

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 06 ივნ 2010, 17:32
by ARCHILI
Tamari-ch. wrote:ARCHILI
მეც მქონია შემთხვევა
რომ ლაშქრობაში გათვლილზე მეტი თანხა დაგვჭირვებია
და ამის გამო შევატყვე რამდენიმე ადამიანს რომ მეტი არც ჰქონდათ ხოლმე ჯიბეში -ასეთ დროს ადამიანს ეუხერხულება ხოლმე უარის თქმა, მაგრამ გულში უკმაყოფილო რჩება.
მე მგონი ჯობია - ზედმეტი თუ მორჩება (ასეც ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში - და მძღოლს ვჩუქნით ხოლმე)
ის გადავდოთ ხოლმე და ისიც ყველას თანხმობით.
Tamari-ch

მართალი ხარ. ყველა იდეა კარგია, რაც უხერხულობებს არ ქმნის.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 ივნ 2010, 15:03
by MIRANDA
დიდი მადლობა პირველ მერცხალს:

ანგარიშზე დარიცხულია: 8 ლარი;
დანიშნულება: დუშეთის ბავშვთა სახლის მონახულება

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 ივნ 2010, 19:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგით რა, ხალხო, 1 ლარი ქმნის პრობლემას?
მართლა რა დაწვრილმანებაა...
ვისთვისაც პრობლემაა, ნუ დადებს, ვინმე კი არ აიძულებს დადეოა.
როგორც ნათლად წერია, საქველმოქმედო თანხა ნებაყოფლობითი შემოწირულობით გროვდება


MIRANDA
ყოჩაღ აქტიურობისთვის

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 ივნ 2010, 21:10
by VANO
MIRANDA

შემოგევლე შენ, ხო იცი როგორ მიყვარხარ? ძაან კარგი საქმე გაგიკეთებია :).

ყველა გამოთქმულ აზრს ვეთანხმები.

მაგრამ რაშია საქმე: 1 ლარი მაშინ არ ქმნის პრობლემას როცა გაქ, მაგრამ როცა ზუსტად იმდენი გაქ რაც გყოფნის ლაშქრობისთვის და შენ კიდე მიადგები და ეტყვი 1 ლარი მომე ფონდისთვისო მერწმუნეთ თავს უხერხულად იგრძნობს ისიც და შენც.

1 ლარი ფულია როცა მეტი არ გაქ. არ მითხრათ ახლა ვინმემ რო არ ქონია ეგეთი დროება როცა არ ქონია ის 1 ლარი? მე პირადად მქონია ეგეთი დრო და არც მრცხვენია კიდეც. ყველაფერი დროებითია ამ ქვეყანაზე.

ვისაც უნდა მისით მოგცემს ვიდრე იტყოდეთ ფონდისთვის ვისაც გინდათ მომაწოდეთ ფულიო.

და კიდევ ერთი, მე არ მომეწონება ჩემი თანდასწრებით ვინმემ პირდაპირ თქვას: ვისაც შეგიძლიათ თუნდაც 1 ლარი ფონდისთვის მომაწოდეო...

იმედია არ იფიქრებთ 1 ლარისთვის პრობლემას ქმნისო, სულაც არა. უბრალოდ ეს ჩემი აზრია.
Tamari-ch. wrote:
მე მგონი ჯობია - ზედმეტი თუ მორჩება (ასეც ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში - და მძღოლს ვჩუქნით ხოლმე)
ის გადავდოთ ხოლმე და ისიც ყველას თანხმობით.
კარგი აზრია.



ეს იმას არ ნიშნა

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 09 ივნ 2010, 21:41
by teo-
ერთი ლარი მომაწოდოს არა რა
როცა წინადღესვე გეცოდინება რო გასვლა ჯდება 7 ლარი გადაიხდი 8ს და მორჩა, ან 7.50 ღმერთო ჩემო
ესე გაცილებით მეტი აგროვდება ვიდრე ვისაც უნდა რამდენი დადოს რო იყოს, მაგ შემთხვევაში უფრო გაუტყდება ადამიანს ლარის მოცემა ვიდრე სვხა შემთხვევაში

არ მექნება და ვიტყვი რო არ მაქვსს ვისაც კიდე მაგაზე კომპლექსები აწუხებს ჯობია ფსიქოლოგს გაესინჯოს
ვახ

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 10 ივნ 2010, 14:32
by MIRANDA
დიდი მადლობა მეორე მერცხალს: ;)

ანგარიშზე დარიცხულია: 10 ლარი;

ჯამში უკვე 18 ლარია :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 15 ივნ 2010, 15:09
by MIRANDA
თუშეთის ბავშთა სახლში სტუმრობისთვის ანგარიშიდან გამოვიტანე 15 ლარი... (11.ივნისი.2010)
ანგარიშზე დარჩა 3 ლარი

მინდა ყველას გითხრათ, რომ ანგარიშზე თანხის შემოტანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (არ არის აუცილებელი, იმ დროს რაიმე ღონისძიება იგეგმებოდეს) და ნებისმიერი რაოდენობით (1 ლარიდან დაწყებული). ასე რომ, თანხის შემოტანის მსურველები ნუ დაელოდებით მომდევნო ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის გახსნას.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 15 ივნ 2010, 15:36
by marishka
MIRANDA wrote:
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩემს სახელზეა გახსნილი, პირობას გაძლევთ, რომ ამ თანხას არასოდეს და არანაირი სიტუაციის შემთხვევაში გამოვიყენებ პირადი მიზნებისთვის. სიტყვაზე უნდა მენდოთ :D

[/color][/b]
გაგეხსნა ანგარიში "ლიბერთი ბანკში" პირად კონტროლზე მეყოლებოდი;) სიტყვაზე როგორ გენდოოოთ?!:)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 28 ივნ 2010, 17:17
by MIRANDA
დღეს 2-მა მერცხალმა შემოიფრთხიალა ბანკ რესპუბლიკაში, რომ ანგარიშზე თანხა შემოეტანათ.
დღეს შემოტანილი თანხები - 10 ლარი (მადლობა, გ.ლ. ;) )
მეორე შემოტანილი თანხა - 20 ლარი ("მთის საჩუქარი ბარს" საღამოს შემდეგ, ხინკლისა და ლუდის მისართმევად წასულმა კარაველებმა მოახერხეს ამ თანხის შეგროვება)

შედეგად ანგარიშზე არსებულ 3 ლარს 30 ლარი დაემატა და ახლა ჯამში 33 ლარია :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 28 ივნ 2010, 18:09
by ნინი_85
MIRANDA

მადლობა მირანდა ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებისთვის :)


ხოდა, ბარემ ერთი კითხვაც მაქვს: კარველებიდან რომელი მუშაობთ TBC ბანკში?

პაატამ ძალიან კარგი იდეა მომაწოდა, ბავშვებისთვის ქართული მულტფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით, პროექტორსაც თვითონ გვათხოვებს. ხოდა თუ ვინმეს შეუძლია TBC ბანკის სასაჩუქრე ქართული მულთფილმების კრებულის შოვნა, შეგვეძლო ამ კვირაშივე რომელიმე ბავშვთა სახლში, მაგალითად გლდანში მოგვეწყო ჩვენება, რავარია?

ველი გამოხმაურებას :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 28 ივნ 2010, 18:47
by keto
ნინი_85

მეკომ მოუტანა ამ ახალ წელს ნიკუშას ეგ დისკი. ვეტყვი აბა მეკოს, მოვაძებნინებ და შეგეხმიანებით.

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 29 ივნ 2010, 11:12
by Mta Mkvarebia
ჯუთას ლაშქრობის მერე 20 ლარი მოგვრჩა და საერთო გადაწყვეტილებით ეს თანხა საბავშვო ფონდს გვინდა შევმატოთ. მე თუ ვერ მოვახერხე ბანკში შეტანა, მირანდას გადავცემ როცა ვნახავ. ალბათ 1-შიც :wink:

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 02 ივლ 2010, 12:47
by MIRANDA
ჯუთას ლაშქრობის შემდეგ მორჩენილი 20 ლარი, გუშინ მთა მყვარებიამ გამოფენაზე გადმომცა..

გამოფენის შემდეგ "შემოიხედე გენაცვალე"-ში შეკრებილმა კარაველებმა კიდევ 40 ლარი შეაგროვეს ბავშვთა ფონდისთვის და ვანსკიმ დღეს ანგარიშზე შეიტანა..

შედეგად ანგარიშზე არსებულ 33 ლარს დაემატა 60 ლარი და ახლა 93 ლარია :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 05 ივლ 2010, 20:52
by ნინი_85
MIRANDA


მირანდინიო, ამჟამად რა მდგომარეობაა ანგარიშზე??? :)

მე მაქვს 14 ლარი, რომელიც გუშინ, ლაგოდეხის ლაშქრობაზე გადმომცა ლედიმ მაგრამ ამ თანხას უკვე ანგარიშზე არ შევიტან რადგან შაბათს ტაშისკარში მივდივართ ბავშვებთან (თემა მოგვიანებით გაიხსნება, როცა დეტალებში შევთანხმდებით) და მაინც უნდა დავხარჯოთ, ხოდა ბარემ აქ დავწერ:

ბავშვებისთვის საჭირო ნივთების ყიდვაზე მოსალაპარაკებლად ვიკირბებით ხვალ, 6 ივლისს, საღამოს 6.30-ზე ანჩისხატთან რომ ფაბია იქ, ვიქნებით გვიანობამდე, ასე რომ არ მოგერიდოთ, შემოგვიერთდით :)

კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Posted: 05 ივლ 2010, 21:02
by აცაბაცა
ექსელში გააკეთეთ ანგარიშგება ფასს-ის მიხედვით და ყოველდღე წარმოგვიდგინეთ