კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by MIRANDA » 04 ივნ 2010, 01:56

ე.ი. ნინის თხოვნით და გვალვასთან შეთანხმებით გავხსენი ანგარიში ბანკში... ბანკი ავირჩიე რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. რადგან მითხრეს, რომ განსხვავება არ იყო, ამიტომაც მივაშურე ჩემს სამსახურთან მდებარე უახლოეს ბანკს, რომელიც ბანკი რესპუბლიკა აღმოჩნდა.

მიმდინარე ანგარიში, რომ გამეხსნა, მხოლოდ მე შემეძლებოდა თანხის გამოტანა ანგარიშიდან. ამიტომაც პლასტიკური ბარათიც შევუკვეთე და იმ შემთხვევაში თუ ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლა მომიწევს ბარათის საშუალებით ნებისმიერი, ვისაც კოდს ვეტყვი, შეძლებს თანხის გამოტანას (საჭიროების შემთხვევაში).

ანგარიში გახსნილია ლარში:

მიმღების ბანკი: ს.ს. ბანკ 'რესპუბლიკის' ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101757
მიმღები: მირანდა მერკვილაძე
მიმღების ანგარიშის # GE35 BR00 0001 0409 3620 50


ანგარიშზე თანხის შეტანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ანგარიშზე არსებული თანხა მოხმარდება მხოლოდ სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ქალაქგარეთ გაყვანას ექსკურსიის ან ლაშქრობის სახით ან მსგავს ღონისძიებებს. ანგარიშის გახსნის მიზანი არის ის, რომ თუ ადამიანს სურს, რომ თავისი წვლილი ფინანსური სახით შეიტანოს ამა თუ იმ ღონისძიებაში, მაგრამ არ აქვს შეკრებაზე მოსვლის დრო, ნებისმიერ სხვა, მისთვის მოსახერხებელ დროს შეძლოს თანხის შეტანა მსგავსი ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ანგარიშზე.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩემს სახელზეა გახსნილი, პირობას გაძლევთ, რომ ამ თანხას არასოდეს და არანაირი სიტუაციის შემთხვევაში გამოვიყენებ პირადი მიზნებისთვის. სიტყვაზე უნდა მენდოთ :D


ამ თემაში დაიწერება მიმდინარე ანგარიშის შესახებ ცნობები.
ასევე, სურვილის შემთხვევაში, ამ თემაშივე შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ბავშვებისთვის ღონისძიებების გეგმები.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by t.d » 04 ივნ 2010, 08:58

ძალიან კარგია,
ჩემის აზრით თიბისი ბანკი იქნებოდა უკეთესი ნებისმიერი აპარატიდან სავაჭრო ცენტრებშI რომ დგას შესაძლებელი იქნებოდა თანხის ჩარიცხვა ეს იქნებოდა ლარი თუ 5 ლარი.
ვინმეს შეიძლება ქონდეს თანხის ჩარიცხვის სურვილი და ბანკშI ვერ მივიდეს 5 ლარის გამო. ან უფრო მეტი ან მცირე თანხის შემთხვევაშI.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by MIRANDA » 04 ივნ 2010, 13:27

t.d
არის ასეთი იდეაც, რომ სპეციალური სატელეფონო ნომერიც ავიღოთ (ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის), რომ ტელეფონიდანაც შეიძლებოდეს მცირე თანხის გადარიცხვა... თუმცა უფრო გარკვეული ვინც არის ამ საკითხში ამ საქმეს მას მივანდობ.
t.d wrote: ვინმეს შეიძლება ქონდეს თანხის ჩარიცხვის სურვილი და ბანკში ვერ მივიდეს 5 ლარის გამო.
5 ლარის გამო ვერ მივიდეს რას ნიშნავს - დაეზაროს ანუ? და 10 ლარის შემთხვევაში მივა? :roll:
როცა იცი, რომ ასეთ კარგ და კეთილ საქმეს ხმარდება ეს 5 ლარი, დაზარება რას მიქვია???

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by MIRANDA » 04 ივნ 2010, 15:42

აქაც დავწერ:

ხვალ, 5 ივნისს დიღმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მონაწილეობენ კონცერტში.

კონცერტი ჩატარდება ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლეში არსებულ კალათბურთის დარბაზში. დასაწყისი 11:00 საათზე.
Last edited by MIRANDA on 04 ივნ 2010, 23:39, edited 1 time in total.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by t.d » 04 ივნ 2010, 16:26

MIRANDA
დაზარება არ მიგულისხმია, შეიძლება უცებ მარკეტში იყვეს გაუჩნდეს დარჩენილი ხურდის ჩარიცხვა და ავტომატით ჩარიცხოს, ან 2-3 ლარით ვერ მივიდეს ბანკში ეუხერხულოს გადარიცხვა,

რაც შეხება ნომრებს ჩარჩს გვაქვს ასეთი ნომრები 40% მიაქვს ოპერატორს და ვფიქრობ რომ სისულელეა.

ეს ჩემი აზრია გვერდით გიდგევართ რითიც შევძლებ.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by Hereti » 04 ივნ 2010, 18:29

MIRANDA
Yოჩაღ მირანდა , კარგია რომ გახსენი ისე მე საქართველოს ბანკი ჯობდა ვფიქრობ, რადგან ყველა მეტროშია, რესპუბლიკა ბანკიც არაა პრობლემა, უბრალოდ შედარებიტ ადვილი ის იყო :wink: :wink: :wink:

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by anano » 04 ივნ 2010, 19:45

ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ, მთავარია ეს თემა არ დაიკარგოს, არ ვიცი როგორ ქვია ამას, მაგრამ მთავარ თემად მოინიშნოს... თუ როგორც არის:)


მივესალმები წამოწყებას!

ჰო და რაც შეეხება ნომრებს, აზრს ვერ ვხედავ... იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პროცენტი ოპერატორებს მიაქვს!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by Hereti » 06 ივნ 2010, 08:43

ვიაქტიუროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოთთთთ

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by teo- » 06 ივნ 2010, 15:12

MIRANDA wrote:t.d
არის ასეთი იდეაც, რომ სპეციალური სატელეფონო ნომერიც ავიღოთ (ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის), რომ ტელეფონიდანაც შეიძლებოდეს მცირე თანხის გადარიცხვა... თუმცა უფრო გარკვეული ვინც არის ამ საკითხში ამ საქმეს მას მივანდობ.

ამას არ გირჩევ
მინიმუმ 40 % კომპანიებს მიაქვთ

ჯობია ნელნელა დაგროვდეს და ერთად სევიტანოთ

ასეთი იდეა მაქვს
კარგი იქნებოდა ყოველი ლაშქრობისას აკრეფილი მგზავრობის საფასურზე+1 ლარი დაემატებინა ყოველ ადამიანს და ყოველ კვირას უკვე საკმაოდ დიდი თანხა აგროვდებოდა..
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by Tamari-ch. » 06 ივნ 2010, 15:18

MIRANDA
კარგი წამოწყებაა
მაგრამ ბანკში მისვლა ამისათვის საგანგებოდ ცოტა პრობლემაა
ყველას დროის დეფიციტი აქვს სამსახურის გამო

ამიტომ ჯობია ან მართლა ლაშქრობებიდან აიკრიბოს ხოლმე ფული
ან ტელეფონების ზარებით -
ან ორივე ერთად რომ იყოს - ესეც შეიძლება
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by MIRANDA » 06 ივნ 2010, 16:55

teo-
მომწონს შენი იდეა.. დამატებითი თითო ლარი არავის დააზარალებს, სამაგიეროდ ჯამში შეიძლება სერიოზული თანხა შეიკრიბოს :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by ARCHILI » 06 ივნ 2010, 17:04

ლაშქრობებიდან აიკრიბოს ხოლმე ფული
მსგავსი მცდელობა იძულებას უფრო დაემგვანება ხოლმე და უხერხულობებს შექმნის.
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by teo- » 06 ივნ 2010, 17:10

რა საოცრებას გაიგებს კაცი


ვისაც არ უნდა არ დადებს უბრალოდ შევახსენებთ ორგანიზატორებს რო არ დაივიწყონ და ლაშქრობის მონაწილეებს შეახსენონხოლმე ფულის აკრებისას 1ლარით მეტი დადონ თუ შეუძლიათ ..ლარს არ შეუძლია იძულება დ ა მითუმეტეს ადამიანის უხერხულობაში ჩაგდება (ნუ იშვიათი გამონაკლისი თუ იქნება არვიცი) იმიტომ ვთქვი ყველაზე დაბალი თანხა რომ სწორეთ ზემოთთქმულისგან დაგვეზღვია თავი.
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by ARCHILI » 06 ივნ 2010, 17:17

მე ჩემ მიერ ორგანიზებულ გასვლებში ვერავის ვაკადრებ და სხვისი არ ვიცი...

ვერც თავად დავემსგავსები მინიბუღალტერს. მგზავრობის საფასურზეა ხოლმე სიკვდილი ფულის აგროვება.

თუ ადამიან დახმარება უნდა - აგერაა თემა და აგერაა მირანდა. პირადად, მე, მირანდას თვალდახუჭული ვენდობი.

მაგრამ... ლაშქრობის დროს ხალხში ფულის აგროვებას ნებისმიერი სხვა მიზეზით - ლაშქრობის მიზეზის გარდა, მე ვერ დავიწყებ და ვეცდები სხვასაც არ შევაქმნევინო მსგავსი უხერხულობები.

გასვლებს თავისი მიზნები აქვს და სხვა მიზნებზე ზეწოლა არ მიმაჩნია მართებულად.

სხვისი ნებაა, სხვა შემთხვევაში რას იზამს, მაგრამ ამ იდეას, მიუხედავად თავისი კეთილშობილური მოტივაციისა, მხარს ვერ დავუჭერ და ვერც მონაწილე გავხდები ამგვარი ფორმით მოქმედებისა...
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კარ(ა)ვის საბავშვო ფონდი

Post by Tamari-ch. » 06 ივნ 2010, 17:29

ARCHILI
მეც მქონია შემთხვევა
რომ ლაშქრობაში გათვლილზე მეტი თანხა დაგვჭირვებია
და ამის გამო შევატყვე რამდენიმე ადამიანს რომ მეტი არც ჰქონდათ ხოლმე ჯიბეში -ასეთ დროს ადამიანს ეუხერხულება ხოლმე უარის თქმა, მაგრამ გულში უკმაყოფილო რჩება.
მე მგონი ჯობია - ზედმეტი თუ მორჩება (ასეც ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში - და მძღოლს ვჩუქნით ხოლმე)
ის გადავდოთ ხოლმე და ისიც ყველას თანხმობით.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]