ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე
Posted: 10 აპრ 2010, 15:50
სადღაც წამომეყვირა, აღარ შემიძლია ამდენი ავარიებში დაღუპული ახალგაზრდის გლოვა მეთქი და ბევრი ვყოფილვართ ამაზე დაფიქრებული გამოირკვა.
მას შემდეგ რამდენი ტელევიზორი ჩავრთე სულ ამაზე იყო საუბარი.
პარლამეტი კანონის მიღებას აპირებსო
ორგაციზაცია ყოფილა "უსაფრთხო მოძრაობისთვის" თუ რაღაც ასეთი
და სწორედ ამ დღეებში ფოტოგამოფენაც ყოფილა, რომელიც ამ თEმასთან დაკავშირებით http://forum.ge/?f=19&showtopic=34099807
მაგრამ მე მისვლა ვერ შევძელი
ძირითადი აქცენტი არის ღვედების შეკვრაზე
მაგრამ, მე ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ადამიანი იღუპება გზებზე.
ეს იცით რას მაგონებს? ველურ ტომებში დღესაც რომ იღუპებიან ადამიანები ფილტვების ანთებით, ანუ სიცოცხლის მნიშვნელობა თითქოს კარგად არ იციანო
სოფელში ქათამი რომ ცუდად გაუხდება ვინმეს და მოუკვდება, მოკვდა რა, არც იცოდა რომ ქათმის გადარჩენა შეიძლებოდა და თბილისში ძაღლი რომ ქიმიოთერაპიაზე დაყავთ ხოლმე ეს ბევრს გაგვიგონია.
ასეა ჩვენი სიცოცხლეც, ჩვენ ქვეყანაში და განვითარებულ ქვეყნებში, ოღონდ სამწუხაროდ ჩვენ ბებოს ქათმები ვართ და სახელმწიფო წესები ჩვენ ქიმიოთერაპიაზე არ ზრუნავენ.
ამის მიზეზი კი ალბათ ბევრი რამ არის:
დაბალი ჯარიმები წესების დარღვევაზე. ეს ჯარიმები რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით, ვინმეს რომ დააჯარიმებენ ის თუ მოგვიყვება. ხოდა ასე მომიყვნენ, რომ გზისპირა ბოძს შეეჯახა ჩემი ახლობელი და მანქანაში მის შვილს ფეხი მოტყდა. ჯარიმა გადაახდევინეს 200 ლარი. ძალიან მრცხვენია ვაღიარო, რომ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა. საკუთარ შვილს მოტყდა ფეხი, ჯარიმას ვის უხდის-მეთქი... ხოდა ეხლა მოვითხოვ ეს ჯარიმა 2.000 ლარი გახდეს!!! 10.000 ლარი გახდეს, ოღონდ იმას ნუღარ გავიგებთ რასაცვიგებთ ხოლმე.
ღვედების შეკვრა. ღვედების შეკვრა პატრულს რომ დავინახავთ მაშინ გვახსენდება, თვითონ არ გვესმის რომ ჩვენს სიცოცხლეს გაფრთხილება უნდა ელემენტარული ხელის გადაწოდებით და მარტივი ჩვევის დანერგვით. ეს არც ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და არც მანქანის მდგომარეობაზე. შეუკვრელი ღვედები ეს არის ჩვენი ველურობის და გაგრიაობის მაჩვენებელი.
დამცავი ბალიშები. ჩემი ნაცნობი მანქანას რომ ყიდულობდა ერთი საათი მიყვებოდა რომ ამ მოდელს 6 დამცავი ბალიში აქვს, იმას 8, და ძალიან ნერვიულობდა რომ სხვა რაღაც პარამეტრის გამო 6 ბალიშიანის ყიდვა უნდოდა. საქართველოში უმეტესად ნაავარიები, იაფი მანქანები შემოდის, რომლებშიც დამცავი ბალიშები უკვე გაიხსნა და იქაურმა სადაზღვეოებმა ეს მანქანები მოსაშორებლად ჩათვალეს. ჩვენ კიდევ, მეზობლების თვალის დასაფსებ ვყიდულობთ ამ "სუპერ" მოდელებს და გვიხარია რომ თვალდაფსებული მეზობლები ბალიშების არ ქონას ვერ გაიგებენ! და იმავე ფასად ბალიშებიანი ჩმორი მოდელი რომ გვეყიდა უბანში კაი ტიპები ვეღარ ვიქნებოდით. რადგან ჩვენ უმეტესობას ტვინი არ გვქვს, სახელმწიფომ უნდა გააძვიროს ამ მანქანების შემოტანაზე გადასახადი და მე რომ ვინმეს მანქანაში ჩავჯდები მეტი შანსი მექნება რომ იქედან ცოცხალი ჩამოვალ, ნუ ჩამომიღებენ მაინც ცოცხალს...
გზების მოწყობა. ბევრი ადგილია ჩვენს გზებზე, რომლის შესახებაც მიმდებარე ბცხოვრებები ან ამ ადგილს მიმაგრებული პატრული "იმ მოსახვევში" ან "იმ ხიდზე" მოიხსენიებს, ანუ ეს ადგილები არის სასაკლაოები, სადაც ავარიები ხშირად ხდება. ეს იცის ბევრმა. მაგრამ ხშირად არ იცის იმან ვინც იქ პირველად გაივლის... და ვითომც არაფერი. "იმ ადგილას კიდე ავარიაა, მოდით" გადასცემენ სასწრაფოს ან პატრულს და მერე ინიშნება პანაშვიდის და გასვენები დღეები. ეჰ, რას იზამ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ... იტყვის ვინმე ბრძენი მოხუცი პანაშვიდზე, ჩვენც ცოტას წავუტირებთ და დავიშლებით. წაიღებს ბებო მკვდარ ქათამს და ხევში გადააგდებს... არა?
რატო ვწერე ამდენი არ ვიცი და რა აქცია უშველის ამას არც ეგ ვიცი, მაგრამ უბედურება რომაა ეს ნამდვილად ვიცი!