ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Naia » 26 სექ 2010, 23:24

Wanderer
გეთანხმები ზურა. სწორედ მაგიტომ დღემდე არ ვაკრავ ჩემს მანქანაზე ამ ნიშანს.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by keto » 26 სექ 2010, 23:39

Wanderer

ვერ ვხვდები და ცხოვრებაში ალბათ ვერასდროს მივხვდები, რატომ უნდა მივაკრა ჩემს მანქანას ეს ნიშანი :roll:
Keep Smiling...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by anano » 27 სექ 2010, 02:10

არც მე მივაკრავ!!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ლეონტი » 27 სექ 2010, 15:37

ეგ ნიშანი არ ვიცი მაგრამ თუ გზაზე მოძრაობისას რომელიმე ავტომობილი უაზროდ მოძრაობს და საფრთხეს მიქმნის ვეწევი და ვუყურებ ვინარი:
ქალია.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Wanderer » 27 სექ 2010, 17:08

Naia
keto
anano
დარწმუნებული ვარ თქვენ ისე კარგად ატარებთ რომ მაგ ნიშნის მიკრობა არც დაგჭირდებათ არასდროს კაცების გასაფრთხილებლად... :)


ლეონტი
ხანდახან ქალია, მაგრამ ხანდახან იმისთანა მურთაზი ტიპი ზის ხოლმე... :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Makena » 27 სექ 2010, 17:11

anano
ავტომობილი შეიძინე?

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Makena » 27 სექ 2010, 17:12

Wanderer
ქეთო და ნაია პროფესიონალები არიან, ქოზიფაში სულ გრიალით ამოვიდნენ შუა ზამთარში :)

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by leo1 » 28 სექ 2010, 23:41

ამ უსაფრტხოების ენჯეოს დეტალები ხომ არა აკვს ვინმეს????

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Archil » 29 სექ 2010, 06:07

Wanderer wrote:რაც შეეხება ამ ნიშანს:
Image

ყველა ვიღიმით და მოგვწონს ეს ნიშანი, მაგრამ ჩემი მოკრძლებული აზრით ქალები ამ ნიშნის მანქანაზე გამოკვრით ერთგვარ თვითდისკრიმინაციას ეწევიან. ;)
რატო? მაგი გაფრთხილების ნიშანია, ვერ ხედავ სამკუთხედშია ჩასმული?

ქალი და თვითდისკრიმინაცია სად გაგონილა? უბრალოდ გაფრთხილებენ ქალი ვარ და უნდა გამატაროო, არ უნდა შემაგინოო (მხოლოდ ინატროო, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ ;) ), უცებ წინ რომ დაგიმუხრუჭო, რამე უაზრობა რომ გავაკეთო, ნერვი არ უნდა აიშალოო... ქალი ვარო :)

ჰოდა ვინ გამოდის დისკრიმინირებული?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Wanderer » 29 სექ 2010, 20:46

Archil
შენ შეგიძლია ეგ ნიშანი შეატრიალო, შემოატრიალო და სხვა ინტერპრეტაციებიც შემოგვთავაზო. ;) ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by anano » 29 სექ 2010, 21:21

Makena wrote:anano
ავტომობილი შეიძინე?
ჯერჯერობით არა:)
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by anano » 29 სექ 2010, 21:22

Wanderer wrote:Naia
keto
anano
დარწმუნებული ვარ თქვენ ისე კარგად ატარებთ რომ მაგ ნიშნის მიკრობა არც დაგჭირდებათ არასდროს კაცების გასაფრთხილებლად... :)


ლეონტი
ხანდახან ქალია, მაგრამ ხანდახან იმისთანა მურთაზი ტიპი ზის ხოლმე... :D
ნამდვილად არ გვჭIრდება არცერთს!!! :)

მურთაზებთან დაკავშირებითაც გეთანხმები!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ლეონტი » 30 სექ 2010, 10:19

მურთაზის ყავს უაზი ან ლუაზი.
ძირითადად ქალები ურევენ, ასევე მცირეწლოვანი სავარძელში წაწოლილი ტიპები.
და მურთხი როჟები , მაგარ ჯიპებზე რო ზიან უბრალოდ იგნორს გიკეთებენ, მართო თვითონ არიან გზაზე, სხავ ყველა ტარაკანაა.
მაგათ ადვილად ვანერვიულებ.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Katy » 04 ოქტ 2010, 11:07

არა, კაცი რომ აკეთებს უაზრობებს, კარგი ტარება იცის და თავის თავში დარწმუნებულიაო იტყვიან.. როდესაც კაცი ორ ხაზიან გზაზე მესამე ძვრება, ან ხიდზე ფარებს გინათებს გამატარეო, ან ყვითელზე უკვე გისიგნალებს წადიო, ეს არაფერი! და ქალს ერთ ციცქნა რაღაცას არ პატიობენ..
ვეთანხმები, ბევრ გოგოს ნამდვილად უაზროდ დაყავს მანქანა, მაგრამ არც კაცები ჩამოუვარდებიან..
და სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტად არღვევენ კაცები, სახიფათო სიტუაციას გზაზე ქმნიან კაცები და ავტოკატასტროფაში ხვდებიან კაცები..

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ლეონტი » 04 იან 2011, 10:51

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო პირველია ევროპულ ქვეყნებში

შინაგან საქმეთა სამინისტოს მიხედვით, 2010 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა 706 – ს გაუტოლდა, მაშინ როცა 2009 წელს მთელი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებისას სულ 1,044 ადამიანი დაიღუპა.



2008 წელი ყველაზე ცუდი წელი იყო ამ მხრივ, ამ წელს 1, 213 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ FINANCIAL - თან საუბარში თქვა, რომ 2009 წელს 5482 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად კი 8324 ადამიანი დაშავდა. ამ ავტოსაგზაო შემთხვევების 80 % საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოხდა. პოლიციამ გასულ წელს 430040 ჯარიმა გამოწერა.

უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) პატრულმა 169,914 მძღოლი დააჯარიმა. აქედან 7, 655 ღვედის გამოუყენებლობისათვის დაჯარიმდა ( 153, 100 ლარი – ძველი ტარიფებით). სიჩქარის გადაჭარბებისათვის 6, 321 ადამიანი (126,420 ლარი), მართვის დროს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისათვის – 12,366( 2,473,200 ლარი - ძველი ტარიფით), ხოლო დანარჩენი სხვა დარღვევების გამო (წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).

გასულ თვეს ჯარიმები ყველა დარღვევაზე გაორმაგდა.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვით, ქალაქებში ავტომობილ ის მართვისას უსაფრთხოების ღვედის ტარება სავალდებულო ხდება.



დამატებით, ქუჩის დანაგვიანებისთვის მოქალაქეს 200 ლარს გადაახდევინებენ.


"სითი პარკმა" თბილისში პარკირების საფასური გააორმაგა . თუ აქამდე პარკინგის წლიური ბარათი 25 ლარი ღირდა, ახლა უკვე 50 ლარია.


„ავტოსაგზაო შემთხევების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზებია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა და სიჩქარის გადაჭარბება,“ გვითხრა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ლალიაშვილმა.


ლალიშვილის თქმით, 2007 წელს მძღოლთა უმრავლესობა ღვედის ტარების შესახებ კანონს არ ემორჩილებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საგზაო პატრულმა გზებზე სიტუაციის მკაცრი კონტროლი დაიწყო ( ხოლო, ჯარიმები გაიზარდა) გარდაცვლილთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო.


ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სა ავტომობილ ო ფონდის, ბრიტანეთის საბჭოს და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ (FIA Foundation) დაფუძნდა.

„ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაციას და მისი ეფექტურობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მთლიანი მონაცემების თითქმის 30% შეადგენს სიჩქარის გადაჭარბების მიზეზის გამო მომხდარი ფატალური შემთხვევები. უსაფრთხოების ღვედი არის დაცვის მეორადი მექანიზმი, რომელიც უკვე შექმნილი საგზაო შემთხვევის დროს იცავს ადამიანს მანქანიდან გადმოვარდნისგან, მანქანის სალონის შეჯახებისგან და ზოგადად დაზიანებისგან,“ ამბობს ეკატერინე.

„მძღოლებმა და მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რომ 30კმ/სთ შეჯახეების დროსაც კი ღვედი დაგვიცავს დაზიანებებისგან. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება,“ გვითხრა ლალიაშვილმა.


2010 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ჯარიმა თითქმის ყველა დარღვევაზე გაორმაგდა: წითელ შუქზე გავლისას 50 ლარით დაჯარიმდებით, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილ ის მართვისას – 500 ლარით, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ავტომაგისტრალზე 40 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


გლობალურად, ავტოსაგზაო შემთხევების შედეგად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე მალარიით.


საქართველოში მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის სპეციალისტის ნინო მოროშკინას თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების წესების დახვეწაში ყოველნაირად მხარს დაუჭერს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მსოფლიო ს ბანკმა თბილისში 2008 –9 წლებში საგზაო უსაფრთხოების სემინარს უმასპინძლა. სემინარის მიზანი გახლდათ საერთაშორისო გამოცდილებების და იდეების გაზიარება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]