ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Gvalva » 10 აპრ 2010, 15:50

სადღაც წამომეყვირა, აღარ შემიძლია ამდენი ავარიებში დაღუპული ახალგაზრდის გლოვა მეთქი და ბევრი ვყოფილვართ ამაზე დაფიქრებული გამოირკვა.

მას შემდეგ რამდენი ტელევიზორი ჩავრთე სულ ამაზე იყო საუბარი.

პარლამეტი კანონის მიღებას აპირებსო
ორგაციზაცია ყოფილა "უსაფრთხო მოძრაობისთვის" თუ რაღაც ასეთი
და სწორედ ამ დღეებში ფოტოგამოფენაც ყოფილა, რომელიც ამ თEმასთან დაკავშირებით http://forum.ge/?f=19&showtopic=34099807
მაგრამ მე მისვლა ვერ შევძელი

ძირითადი აქცენტი არის ღვედების შეკვრაზე

მაგრამ, მე ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ადამიანი იღუპება გზებზე.

ეს იცით რას მაგონებს? ველურ ტომებში დღესაც რომ იღუპებიან ადამიანები ფილტვების ანთებით, ანუ სიცოცხლის მნიშვნელობა თითქოს კარგად არ იციანო

სოფელში ქათამი რომ ცუდად გაუხდება ვინმეს და მოუკვდება, მოკვდა რა, არც იცოდა რომ ქათმის გადარჩენა შეიძლებოდა და თბილისში ძაღლი რომ ქიმიოთერაპიაზე დაყავთ ხოლმე ეს ბევრს გაგვიგონია.

ასეა ჩვენი სიცოცხლეც, ჩვენ ქვეყანაში და განვითარებულ ქვეყნებში, ოღონდ სამწუხაროდ ჩვენ ბებოს ქათმები ვართ და სახელმწიფო წესები ჩვენ ქიმიოთერაპიაზე არ ზრუნავენ.

ამის მიზეზი კი ალბათ ბევრი რამ არის:

დაბალი ჯარიმები წესების დარღვევაზე. ეს ჯარიმები რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით, ვინმეს რომ დააჯარიმებენ ის თუ მოგვიყვება. ხოდა ასე მომიყვნენ, რომ გზისპირა ბოძს შეეჯახა ჩემი ახლობელი და მანქანაში მის შვილს ფეხი მოტყდა. ჯარიმა გადაახდევინეს 200 ლარი. ძალიან მრცხვენია ვაღიარო, რომ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ქონდა. საკუთარ შვილს მოტყდა ფეხი, ჯარიმას ვის უხდის-მეთქი... ხოდა ეხლა მოვითხოვ ეს ჯარიმა 2.000 ლარი გახდეს!!! 10.000 ლარი გახდეს, ოღონდ იმას ნუღარ გავიგებთ რასაცვიგებთ ხოლმე.

ღვედების შეკვრა. ღვედების შეკვრა პატრულს რომ დავინახავთ მაშინ გვახსენდება, თვითონ არ გვესმის რომ ჩვენს სიცოცხლეს გაფრთხილება უნდა ელემენტარული ხელის გადაწოდებით და მარტივი ჩვევის დანერგვით. ეს არც ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და არც მანქანის მდგომარეობაზე. შეუკვრელი ღვედები ეს არის ჩვენი ველურობის და გაგრიაობის მაჩვენებელი.

დამცავი ბალიშები. ჩემი ნაცნობი მანქანას რომ ყიდულობდა ერთი საათი მიყვებოდა რომ ამ მოდელს 6 დამცავი ბალიში აქვს, იმას 8, და ძალიან ნერვიულობდა რომ სხვა რაღაც პარამეტრის გამო 6 ბალიშიანის ყიდვა უნდოდა. საქართველოში უმეტესად ნაავარიები, იაფი მანქანები შემოდის, რომლებშიც დამცავი ბალიშები უკვე გაიხსნა და იქაურმა სადაზღვეოებმა ეს მანქანები მოსაშორებლად ჩათვალეს. ჩვენ კიდევ, მეზობლების თვალის დასაფსებ ვყიდულობთ ამ "სუპერ" მოდელებს და გვიხარია რომ თვალდაფსებული მეზობლები ბალიშების არ ქონას ვერ გაიგებენ! და იმავე ფასად ბალიშებიანი ჩმორი მოდელი რომ გვეყიდა უბანში კაი ტიპები ვეღარ ვიქნებოდით. რადგან ჩვენ უმეტესობას ტვინი არ გვქვს, სახელმწიფომ უნდა გააძვიროს ამ მანქანების შემოტანაზე გადასახადი და მე რომ ვინმეს მანქანაში ჩავჯდები მეტი შანსი მექნება რომ იქედან ცოცხალი ჩამოვალ, ნუ ჩამომიღებენ მაინც ცოცხალს...

გზების მოწყობა. ბევრი ადგილია ჩვენს გზებზე, რომლის შესახებაც მიმდებარე ბცხოვრებები ან ამ ადგილს მიმაგრებული პატრული "იმ მოსახვევში" ან "იმ ხიდზე" მოიხსენიებს, ანუ ეს ადგილები არის სასაკლაოები, სადაც ავარიები ხშირად ხდება. ეს იცის ბევრმა. მაგრამ ხშირად არ იცის იმან ვინც იქ პირველად გაივლის... და ვითომც არაფერი. "იმ ადგილას კიდე ავარიაა, მოდით" გადასცემენ სასწრაფოს ან პატრულს და მერე ინიშნება პანაშვიდის და გასვენები დღეები. ეჰ, რას იზამ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ... იტყვის ვინმე ბრძენი მოხუცი პანაშვიდზე, ჩვენც ცოტას წავუტირებთ და დავიშლებით. წაიღებს ბებო მკვდარ ქათამს და ხევში გადააგდებს... არა?

რატო ვწერე ამდენი არ ვიცი და რა აქცია უშველის ამას არც ეგ ვიცი, მაგრამ უბედურება რომაა ეს ნამდვილად ვიცი!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 15:54

ღვედის გაკეთება ქალაქშიც სავალდებულო უნდა იყოს, ასე მგონია მე, ჯარიმა უნდა დანიშნოს 50 ლარი მაინც და ისწავლიან ჭკუას, ქალაქში უფრო საშიშია მგონი ვიდრე ქალაქგარეთ

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ნიმფა » 10 აპრ 2010, 17:53

მე ღვედების შეკვრის გარეშე მანქანას არ ვძრავ, მნიშვნელობა არ აქვს რა მანძილზე მივდივარ, გამოვიმუშავე უკვე და ყველა ჩემი მგზავრი, წინ მიზის თუ უკან ასევე შეჩვეულია, რომ ჩემს მანქანაში თუ ჯდება ღვედი უნდა შეიკრას.


ქალაქშიც სავალდებულო უნდა გახდეს ღვედი!

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ნიმფა » 10 აპრ 2010, 17:55

ფაცებოოკ-ზე დავდე (სხვისგან გავიზიარე) ღვედების ძალიან კარგი რეკლამა, ცრემლი მოგადგებათ ისეთი შთამბეჭდავია, სამწუხაროდ აქ ვერ ვდებ.

შემოდით ჩემს გვერდზე , ნახეთ.


anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by anano » 10 აპრ 2010, 18:17

ვეთანხმები გვალვას.....

მხოლოდ ერთს დავამატებ, ნასვამობაზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს! მაგალითად ისრაელში ნასვამობაზე, პირველი შემთხვევისთანავე ართმევენ მძღოლს მართვის მოწმობას 1 წლით, 3 შემთხვევის შემდეგ კი სამუდამოდ!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ARCHILI » 11 აპრ 2010, 20:33

როდის იყო სანქციები სტრატეგიულ მიზნებს ემსახურებოდა...

მაგ ლოგიკით "მშრალ პერიოდში" ამერიკაში სასმელი აღარ უნდა ყოფილიყო, სხვა ქვეყნებში აბორტი აღარ უნდა კეთდებოდეს და მთელი მსოფლიო შორს უნდა იყოს ნარკოტიკისაგან...

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by anano » 11 აპრ 2010, 23:58

რატომ არ აქვს ამ თემას გამოხმაურება??

იქნებ დაიძრას ეს საქმე...

ხალხო, 2009 წელს მხოლოდ ავარიში 1200 ადამიანი გარდაიცვალა, თქვენც ხომ გესმით, მათი დიდ უმრავლესობას ახალგაზრდა ადამიანები წარმოადგენენ!

ერი, რომელიც ლამის 3 მილიონი გახდა , 1200ს ავარიაში არ უნდა კარგავდეს!!!

გამოვფხიზლდეთ!
იქნებ მართლაც გადავარჩინოთ თუნდაც ერთი სიცოცხლით მეტი?
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by keto » 12 აპრ 2010, 01:05

გვალვას ჩამოთვლილ მიზეზებს ერთს დავამატებ კიდევ. პატრული ცოტა გამოფხიზლდებოდეს, უკეთესი იქნება. ქალაქში ყველა ისე დადის, როგორც მოესურვება. ამ ბოლო დროს მაინც შუქნიშნის წითელზე ისე გადი-გამოდიან მანქანები, თითქოს არაფერი. ამ და ძალიან ბევრ დარღვევაზე ხუჭავენ თვალს. ცოტა გაამკაცრებდნენ კონტროლს, არ იქნება ურიგო!
Keep Smiling...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Wanderer » 12 აპრ 2010, 14:15

აქ რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ახსენეთ უკვე, მაგრამ გამოგრჩათ ერთი მათგანი. ესაა ქვეითები ანუ ფეხით მოსიარულეები. ყველა მძღოლმა ასე თუ ისე მაინც იცის საგზაო წესები, აზრზე მაინცაა და რაღაცნაირად მაინც იცავს მას. სიტუაცია გაცილებით მძიმეა ქვეითების შემთხვევაში. მძღოლებისგან განსხვავებით ისინი არ არიან ვალდებული რომ ისწავლონ საგზაო წესები და ალბათ ამიტომ მოძრაობენ არასწორად, რაც ძალიან ხშირად ხდება ავარიების მიზეზი.

რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით არ ვიცი. ალბათ უფრო საგანმანათლებლო კუთხით. მაგალითად, სკოლაში რომ ისწავლებოდეს საგზაო წესები ბაზისურ დონეზე ცუდი არ იქნებოდა. ასევე მე მახსოვს, რომ 2-3 წლის წინ მოქმედებდა ჯარიმა უადგილო ადგილას გზის გადაკვეთისთვის. ჩემ თვალწინ დააჯარიმეს დამრღვევები რამოდენიმეჯერ, მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს აღარ მოქმედებს ეს აკრძალვა...


keto
+1. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მწარედ დავარღვიე(უცოდინრობის თუ გაუფრთხილებლობის გამო). მართალია ეს დარღვევები ჩემთვის ერთგვარი გაკვეთილი იყო და იგივე აღარ გამიმეორებია შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ პატრულისგან რეაქცია იყო 0. ძალიან ლოიალუირები გახდნენ. ასეც არ შეიძლება... შეიძლება არჩევნები რომ მოახლოვდა იმიტომ ხდება ეს? :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by MIRANDA » 13 აპრ 2010, 07:53

სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდი ჩემს აქაურ თანამშრომელთან გუშინ. ყველა ისე მშვიდად ატარებს აქ. ღვედსაც ყველა ავტომატურად იკრავს, როგორც კი მანქანაში ჩაჯდება. ყველა თავის კუთვნილ ზოლში დადის და ზოლიდან ზოლში გაფრთხილების გარეშე არ გადადიან. ყველა STOP ნიშანზე აჩერებენ, იქაც კი, სადაც ერთი მანქანაც კი არ ჭაჭანებს და შეგიძლია 200 მეტრზე დაინახო არის თუ არა მანქანა ან ფეხით მოსიარულე ირგვლივ. აქ ტარება გაცილებით უსაფრთხო და მარტივია!!!

რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მართვას. აქ ძალიან სერიოზული ჯარიმებია.. ძააააალიან ჩახლართული სისტემაა, ამიტომ მინიმუმსა და მაქსიმუმს დავწერ:

I შემთხვევა: ციხე - 2-180 დღე; ჯარიმა - $200-500; საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა - 24-48 საათი. მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ 3-9 თვე;

II შემთხვევა: ციხე - 45 დღე - 1 წელი; ჯარიმა - $600-1000; საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა - 48-96 საათი. მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ - 12 თვე;

III შემთხვევა: ციხე - 60 დღე - 1 წელი; ჯარიმა - $800-1200; საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა - 52-104 საათი. მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ - 24 თვე;

გზაზე რომ დადიხართ წააწყდებით ნიშნებს: "Don't drink and drive"; "Think before you act"; და ა.შ.

ტელევიზიით გადის ხოლმე რეკლამები. განსაკუთრებით ხშირდება რეკლამები დღესასწაულების დროს ტელევიზიით.

წვეულებების მოსაწვევებზე აქვთ ხოლმე დაწერილი "წვეულებაზე იქნება ალკოჰოლური სასმელი; გთხოვთ, მანქანა სახლში დატოვოთ და ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით"... ზოგჯერ თვითონ მასპინძელი უზრუნველყოფს უფასო ტაქსის სტუმრებისთვის, ეს უფრო ხშირად როცა კორპორატიული საღამოა და მასპინძელი არის კომპანია ან ორგანიზაცია.

პ.ს. როცა ვამბობ აქ - ვგულისხმობ კოლორადოს შტატს.. ეს შტატის კანონია და არა ფედერალური.. სხვა შტატებში არ ვიცი როგორ არის.. შეიძლება უფრო მკაცრად იყოს, ან პირიქით.

ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან რბილი ჯარიმებია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჯარიმებიც უნდა გამკაცრდეს და ამას გარდა სხვა ზომებიც უნდა იქნას მიღებული - თუნდაც საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელი და ა.შ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Makena » 13 აპრ 2010, 15:56

MIRANDA
აბა ნევადა ნახე, ყველაფერი შეიძლება, წითელზე გავლაც კი !
მართვის მოწმობას საერთოდ განცხადების საფუზველზე იღებენ, ანუ ფაქტიურად შეზღუდვები არ არსებობს.

ჩემის აზრით მხოლოდ სანქციები საქმეს ვერ გამოასწორებს, საზოგადოებაში თვითშეგნება უნდა გაიზარდოს, ანუ აზროვნების დეფიციტია, ადამიანებს სხვისი სიცოცხლე არ ანაღვლებთ, საკუთარი სიცოცხლისათვის საფრთხე არა აქვთ გაცნობიერებული, ყველა სადღაც გარბის, დიდი ნაწილი ღვედს არ იკეთებს, წითელზე არ აჩერებს, მთვრალია, ანუ საზოგადოება არის ყოვლად არეული და დაულაგებელი, ამ ყოველივეს დალაგებს ალბათ ასე 10 წელი დასჭირდება კიდე.... :wink:

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by likakoo » 13 აპრ 2010, 17:25

თქვენს მიერ წამოყენებულ ყველა პუნქტს ვეთანხმები!
Image
ისწავლეთ ცხოვრება სხვის შეცდომებზე!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by MIRANDA » 13 აპრ 2010, 19:25

Makena wrote:MIRANDA
აბა ნევადა ნახე, ყველაფერი შეიძლება, წითელზე გავლაც კი !
მართვის მოწმობას საერთოდ განცხადების საფუზველზე იღებენ, ანუ ფაქტიურად შეზღუდვები არ არსებობს.
ნევადაში შეიძლება რეალურად მასეც იყოს. ყველა შტატი რადიკალურად განსხვავდება... თუმცა კანონის მიხედვით ნასვამ მდგომარეობაში ტარებაზე კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები აქვთ ნევადაში :roll: http://dui.drivinglaws.org/nevada.php
(DUI - Driving Under Influence).

რა თქმა უნდა მხოლოდ შეზღუდვები და ჯარიმის გაზრდა საქმეს არ უშველის. პირველ რიგში ყველა მძღოლმა და ფეხით მოსიარულემ უნდა გაიაზროს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი. მაგრამ დამეთანხმე, ის ჯარიმები რაც ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ან თუნდაც ნებისმიერ სხვა დარღვევაზეა, ძალიან რბილია ანუ მცირეა. მთელი საზოგადოების თვითშეგნების გაზრდა ხანგრძლივი პროცესია, ბევრზე ჯარიმის შიშის ფაქტორიც მოქმედებს და გარკვეულწილად ამის გამო ემორჩილება წესებს. თვითშეგნების ამაღლების პარალელურად, ალბათ ჯარიმების გამკაცრებაც არ იქნებოდა ურიგო... არ მეთანხმები? უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ ამდენ ადამიანს უშვებენ ციხეში, როცა თავისუფლად შეიძლება პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების გამოყენება, მე მომხრე ვიქნები, თუ მეორე შემთხვევაზე მაინც, აღნიშნული კანონის დამრღვევს რამდენიმე დღით გაუშვებენ საპყრობილეში.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by namcecuna » 13 აპრ 2010, 23:55

ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა იგრძნონ?

იქნებ მართლა ან გამოფენა, ან აქცია თუ მსვლელობა გავმართოთ და ჩვენის მხრივ მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ნებისმერს შეიძლება მოულოდნელად ეს უბედურება დაატყდეს თავს... თუკი არ იქნება ფხიზლად, დაცული, მობილიზებული .... :(

http://www.youtube.com/watch?v=nI9_BTm41MI
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]