ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by legenda » 18 ივნ 2011, 23:50

პორტუგალიაში ყოფნის დროს, ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ქართველი ადამიანი გვიხსნიდა გზაზე მოძრაობის წესებს, ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.

ვაღიარებ რომ არც ერთი მანქანა არ გავატარე იმ გზაზე დავბრბოდით ქუჩიდან ქუჩაზე, საოცარი შეგრძნებაა საქართველოდან წასული, იქ სადაც არავინ არ გითმობს გზას, აქ კიდევ ყველა მანქანა შენს ნებაზე დადის.:shock: :wink:

თბილისში გზაჯვარედინებზე შუქნიშანი აწესრიგებს ნამქანების მოძრაობას და არა ფეხითმოსიარულეების. უნდა მოასწრო და მოახერხო რომ გადახვიდე გზის მეორე მხარეს.


რაღაც ბევრი ვიწუწუნე ხომ :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by guruli » 19 ივნ 2011, 00:05

legenda
ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნებისმიერ მონაკვეთსი ნამდვილად არ ვჭრი გზას, მხოლოდ შუქნიშანზე, მაგრამ პირველ ევროპულ გასვლაზე, პარიზში მძროლმა მანქანა რომ გააჩერა, გამიკვირდა, ასეთ მოქცევას მიუჩვეველი დავიბენი და ვერ მივხვდი, რატომ დაამუხრუჭა. :D :D არადა, წითელი ენთო და მწვანეს ველოდებოდი, თუმცა მაინც გავხედე შუქნიშანს, ხომ არ მეშლება-მეტქი. :) ბოლოს მძღოლმა ხელით მანიშნა, გადადიო. :lol: :lol:
ნუ, მერე აღარ მეუცხოებოდა უკვე. :)

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by legenda » 19 ივნ 2011, 00:50

guruli
ალბათ მოვა დრო და ჩვენს ქალაქშიც აყვავდება ნუში,
აი თუნდაც მე რომ საჭესთან დავჯდები დავუთმობ გზას ფეხითმოსიარულეს
(იმედია უკან მომავალი მანქანის რისხვას არ დავიმსახურებ) :wink:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Wanderer » 19 ივნ 2011, 00:54

legenda
თბილისში გზაჯვარედინებზე შუქნიშანი აწესრიგებს ნამქანების მოძრაობას და არა ფეხითმოსიარულეების.
რას ამბობ. :shock: უამრავი ქვეითების შუქნიშანია. :)

მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა: როცა არ არის ქვეითების შუქნიშანი და არის ზებრა, რომელზეც ქვეითი გადადის მძღოლი უნდა გაჩერდეს და დაუთმოს გზა.

თუ არ არის ზებრა მძღოლი არაა ვალდებული რომ გზა დაუთმოს ქვეითს. თუმცა რა თქმა უნდა შეუძლია კეთილი ნება გამოიჩინოს და დაუთმოს მაინც. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by arcivi9 » 19 ივნ 2011, 14:34

ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნამდვილად საოცარია და არცაა საჭირო როცა მანქანა მიდის თავის გზაზე და ამ დროს ქვეითი რომ გზას გადაუჭრის ამ დროს მანქანამ დაუთმოს გზა. ელემენტარულად, ქვეითისათვის უფრო იოლია ან არ გადავიდეს გზაზე ან თავის დროს დაელოდოს ვიდრე მანქანისათვის-უცებ დაამუხრუჭოს :)
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by perwkli » 19 ივნ 2011, 18:40

arcivi9 wrote:
ჩემდა გასაოცრად მძღოლი რომელიც მართავდა ავტომობილს ამუხრუჭებდა და გზას უთმობდა ფეხითმოსიარულეს ქუჩის ნებისმიერი მონაკვეთის გადაჭრის დროს.
ნამდვილად საოცარია და არცაა საჭირო როცა მანქანა მიდის თავის გზაზე და ამ დროს ქვეითი რომ გზას გადაუჭრის ამ დროს მანქანამ დაუთმოს გზა. ელემენტარულად, ქვეითისათვის უფრო იოლია ან არ გადავიდეს გზაზე ან თავის დროს დაელოდოს ვიდრე მანქანისათვის-უცებ დაამუხრუჭოს :)
ქვეითად მოსიარულეების გადასასვლელები იგულისხმება მანდ, ანუ "ზებრები", უშუქნიშნო.


აქ ზებრაზე კისრისტეხით უნდა გადაირბინო და მადლიერი დარჩე რომ არ გაგიტანეს და მხოლოდ გაგინეს :D
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by legenda » 19 ივნ 2011, 21:01

Wanderer

მე პირადად მიწისქვეშა გადასასვლელის და ხიდების დიდი მოყვარული ვარ, ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნოს თავს.
ერთხელ გადავდიოდი წერეთელზე ზებრაზე და ისე "გიჟი"-ვით გამოვარდა მანქანა ლამის დამეჯახა....

arcivi9

რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მანქანით სიარული უპირატესია ვიდრე ფეხით სიარული, ყოველშემთხვევაში მე ყოველთვის ვუთმობ მანქანას გზას... :)

maikomaiko

გეთანხმები
:)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by CheLo » 19 ივნ 2011, 21:14

მიწისქვეშა გადასასვლელებით ვსარგებლობ და განსაკუთრებით მაშინ მეზარება სარგებლობა თუ თავისუფლების მოედანზე ვარ და კინოთეატრ რუსთაველში მივდივარ... : )) გზაზე გადასვლა ცოტა საშიშია და მიწევს პარლამენტამდე მისვლა რომ მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლო.. აი ხიდებზე კი თუ ძმა ხარ ნუ ამიყვანთ : )))) უაზრობაა იმდენი კიბე აქვს 9 სართულიან კორპუს ეყოფა.. მანდ მაინც შესაბამის მომენტს ველოდები ხოლმე ; ))
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by arcivi9 » 20 ივნ 2011, 01:49

legenda wrote:arcivi9

რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მანქანით სიარული უპირატესია ვიდრე ფეხით სიარული, ყოველშემთხვევაში მე ყოველთვის ვუთმობ მანქანას გზას... :)
ჯობია დაუთმო, რადგან ავარიის შემთხვევაში ქვეითი ან დასახიჩრდება ან ღმერთმა დაიფაროს და მოკვდება, ხოლო მძღოლს ციხეში ჩასვამენ :) ან შეიძლება არც ჩასვან.....

მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ჩვენთან ძალიან ხშირად უკიდურესაც დაუდევრად იქცევიან თვითონ ქვეითები, მე ამის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ და ამაზე თემაც გავხსენი ადრე:
http://forum.ge/?showtopic=34081650&hl=
განა ასეთ შემთხვევებში მძღოლია დამნაშავე? :roll:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Wanderer » 20 ივნ 2011, 10:04

legenda
მე პირადად მიწისქვეშა გადასასვლელის და ხიდების დიდი მოყვარული ვარ, ბევრად უსაფრთხოდ ვგრძნოს თავს.
ერთხელ გადავდიოდი წერეთელზე ზებრაზე და ისე "გიჟი"-ვით გამოვარდა მანქანა ლამის დამეჯახა....
აქოთებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა დიდად მსიამოვნებს მეთქი რომ გითხრა მოგატყუებ... :D :D

აი ხიდებს რაც შეეხება მეც ჩამწერე მოყვარულთა სიაში. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by CheLo » 20 ივნ 2011, 12:15

ერთი პერიოდი მიწისქვეშა გადასასვლელებში გოგირდი დაყარეს რომ შარდის სუნი აღარ ყოფილიყო და ახლა ისევ იგივე სიტოაციაა?? ყველაზე ცუდი სიტოაცია როგორც მახსოვს ვაკის პარკის მიწისქვეშეთში იყო :roll: :roll: ხოლო ერთი 5 წლის წინ როდესაც პირველ კურსზე ვიყავი მახსოვს ვაჟა-ფშაველას ერთ ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში გავჩითე ხალათიანი ბაბუ.. ხოდა დრო ბევრი მქონდა ლექციას ვაცდენდი და ზემოთ ცამოვჯექი და ვერთობოდი, როგორც კი ქალი ან ახალგაზრდა მანდილოსანი ჩავიდოდა შემდეგ უცებ ან ლანძღვის ხმა ან კივილი მომესმოდა და აჩქარებული ნაბიჯი : )) ეგ კაცი შემდეგ როგორც ვიცი ასათიანზე წაიყვანეს... კიდე ერთი მახსენდება ეს მიწისქვეშას არ ეხება.. მე ნუცუბიძეზე ვცხოვრობ და ხშირად გადავდიოდი ლისის ტბაზე ხოდა ონკოლოგიურის გზაზეა და ერთხელ 4 სართულიდან სულ შიშველი კიბოიანი ავანტყოფი იღიმებოდა და პოზებს ქმნიდა : )
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by perwkli » 21 ივნ 2011, 18:56

ერთი მხრივ, მძღოლების უმეტესობა თვითკმაყოფილი იდიოტებივით დაქრის და წესების აზრზე არ არის

მეორე მხრივ, ფეხითმოსიარულეები დახტიან კალიებივით უადგილო ადგილას უადგილო დროს

ხოდა ისა


ორივე ღირსია :roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by LEVANIKO » 21 ივნ 2011, 19:59

legenda
რო დამინახავ უეჩველი დამითმობ ხო გზას :D :D :D :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by legenda » 21 ივნ 2011, 21:02

Wanderer

თითქოს ამ ბოლო დროს მოწესრიგდა სისუფთავის მხრივ მიწისქვეშა გადასასვლელები, თითქოს!


LEVANIKO

შენ არსად გადამეყარო! :evil: :lol:

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by LEVANIKO » 22 ივნ 2011, 00:23

legenda
ლეგენდ ამასწინათ მცხეთაში დაგინახე სახინკლეში და გზა არ დამითმე :D :D :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]