ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Makena » 14 აპრ 2010, 01:06

MIRANDA
ჯარიმები და წესების დაცვა ნამდვილად საჭიროა.
ჯარიმები დღეს საკმაოდ გაზრდილია საქართველოში, სიმთვრალის პირველი შემთხვევა 150ლ, მეორე 800ლ, მაგრამ სამწუხაროდ ამით სიტუაცია დიდად არ გამოსწორდა როგორც ჩანს..
გამოსავალი სხვაგან არის მოსაძებნი, განა მარტო მძღოლები არღვევენ? ფეხით მოსიარულეებიც უაზროდ გადადიან გზაჯვარედინებზე, ტრასებზე, ხალხი საკუთარ სიცოცხლეს არ აფასებს და სხვისას როგორ დააფასებს?
ერთი კათხა ლუდისთვის ციხეში რომ მოინდომო ამ ხალხის ჩასმა, დამიჯერე მირანდა ზაფხულში ნახევარი თბილისი ციხეში აღმოჩნდება :)
ბრძენი ლაო ძი ამბობს - რაც მეტია კანონი და აკრძალვა, მით მეტია ქურდი და ავაზაკი... :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Archil » 14 აპრ 2010, 02:59

კანონის ცვლილებას იმდენი შედეგი ვერ ექნება, რამდენიც თვით მოქალაქეების დამოკიდებულების ცვლილებას გზაზე მოძრაობის წესების დაცვის მიმართ.

დღემდე არ მავიწყდება, ზამთარში, თოვლსა და სიცივეში ქალაქ ვენაში ღამის 2 საათზე მეტრანახევრიანი ქუჩის გადასაასვლელად ერთი იქაური შუქნიშნის მწვანეს რომ ელოდებოდა, ათოვდა, ციოდა, ქუჩაში არავინ იყო, მაგრამ მაინც ელოდებოდა.

დაკოტაში, მძღოლები ერთმანეთს უთმობდნენ გზას, არა შენ გაიარე პირველმა, არა შენო... ქვეითის გვერდით კი ისეთი სიფრთხილით დადიოდნენ... თანამოქალაქე იყო მათი და მაგიტომ.

სანამ ლიხაჩობა კარგ ტონად ითვლება, მანამდე ავარიები საკმარისზე მეტი იქნება. სანამ ვერ მივხვდებით რომ ვინმესთვის წინ გასწრებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა სხვებს და საკუთარ თავსაც, მხოლოდ რამოდენიმე წუთის მოგებას ვახერხებთ და მერე (საუკეთესო შემთხვევაში) საათებს და დღეებს ვხარჯავთ პროფილაქტიკებში, არაფერი გვეშველება.

ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი ისაა, რომელსაც ჭკვიანი და ფრთხილი მძღოლი მართავს. საქართველოში კი ჭკვიანების დეფიციტია. მანქანით მოძრაობისას არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის შესახებ ვფიქრობ, არამედ სხვები როგორ შეიძლება მოიქცნენ ჩემს გარშემო, მაგაზე ვფიქრობ.

ერთი ჩემი ძმაკაცი კაიფობდა, ქართველები პილოტებივით არიანო, წყვეტილი ხაზი ასაფრენ ბილიკზე რომაა, მასე ბორბლებს შორის უნდა ჰქონდეთო, მანქანა წყვეტილ ხაზებს შორის რომ უნდა ატარონო, ვერ ხვდებიანო...

სანამ ლიხაჩებს დებილებს და მკვლელებს არ დავუძახებთ, სანამ ამგვარი აზრი არ დამკვიდრდება საზოგადოებაში, მანამდე არაფერი გვეშველება. შუქნიშანი საახალწლო განათება კი არაა, არამედ საზოგადოების მიერ მოგონილი საშვალებაა რიგითობის განსასაზღვრავად და სანამ რიგიანობას არ ვისწავლით, რიგიანად ვერ ვიქნებით.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Int3lig3nt » 17 აპრ 2010, 00:18

თემის შესაფერისი, ძალიან ლამაზი ვიდეო.
http://www.youtube.com/watch?v=h-8PBx7isoM

კარგი იქნებოდა, დღის საათებში ეჩვენებინათ მსგავსი ვიდეოები.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Katy » 21 აპრ 2010, 14:21

იმდენი ადამიანი იღუპება ავტო-საგზაო შემთხვევების დროს საქართველოში, რომ შეიძლება სტატისტიკური მონაცემებით და მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზეც ვიყოთ რა...

რატომ გვაქვს თავში ჩადებული აზრი, რომ რაც უფრო სწრაფად ვიმოძრავებთ, მით უფრო კარგი ტარება შეგვიძლია?

უყურებენ ამ ტაქსის, ფორსაჟს და სხვა მსგავსი ჟანრის ფილმებს და ჰგონიათ, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი შესაძლებელია და ფილმში ასახული სინამდვილეა..

გაუფრთხილდით სიცოცხლეს! აქ ხომ დროებით ვართ და კიდევ უფრო რატომ ვიმოკლებთ ცხოვრებას...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივლ 2010, 02:47

ეს აზრი და თემა არსებობოს.
ვიმოქმედოთ...
სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავტოკატასტროფით.
ადამიანებს გონებაში, ფიქრში, ჩვევაში უნდა გაუჯდეთ, რომ საჭიროა უსაფრთხოების ღვედები
და ნასვამი საჭესთან არ უნდა დაჯდე.
ხდები მოსიარულე სიკვდილი...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by ნიმფა » 24 ივლ 2010, 09:13

ერთია , რომ ნასვამი მძღოლი საჭეს არ უნდა მიუჯდეს და მეორე, რომ ნასვამ მძღოლს შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე არ უნდა ანდო!

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by arcivi9 » 24 ივლ 2010, 12:26

anano wrote:ვეთანხმები გვალვას.....

მხოლოდ ერთს დავამატებ, ნასვამობაზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს! მაგალითად ისრაელში ნასვამობაზე, პირველი შემთხვევისთანავე ართმევენ მძღოლს მართვის მოწმობას 1 წლით, 3 შემთხვევის შემდეგ კი სამუდამოდ!
ზუსტად ასე უნდა იყოს აქაც!
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by navigator » 24 ივლ 2010, 13:18

სამწუხაროდ მორიგმა უბედურებამ კიდევ შეგვახსენა ეს თემა.
ჯარიმები აუცილებელი და საჭიროა მარა კიდე უფრო საჭიროა საზოგადოებრივი აქტიურობა, აქციები და პროექტები.
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მარა ჩემი აზრით ჩემ თაობას და ჩემზე უფროსებს არაფერი და ვერაფერი ვერ შეცვლის აწი, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე, აქციების სუბიექტი ძირითადად უნდა იყოს სკოლის მოსწავლე, სკოლაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი ლექციები, სასურველია დაზარალებულის მონაწილეობით რომელიც მოყვება თავის ამბავს და ბავშვებს აუხსნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვედის შეკვრა, სიჩქარის ლიმიტის დაცვა, ფხიზელი მართვა, წინა სკამზე ბავშვის არ დასმა და ასე შემდეგ.
ეს წესები უნდა იქცეს ჩვევად, როგორც კბილების გამოხეხვაა ან ხელების დაბანა.
აცხა ღორებო Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Makena » 24 ივლ 2010, 13:43

ადამიანებში შინაგანი პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მიმართ, გამოსავალი ვგონებ ეს არის და არა სანქციების და ჯარიმების შემოღება.
ჯარიმები უკვე საკმაოდ მკაცრია, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.
ქართული რეალობაც გასათვალისწინებელია, ჩვენ არ ვართ არც ამერიკა და არც ისრაელი, ჩვენ საქართველო ვართ და ძალიან მეეჭვება რომ სვანეთში, ხესვურეთში, თუშეთში და სხვა კუთხეებში, რელიგიური დღესასწაულების დროს სასმელის დალევა აკრძალოს ვუნმემ, წარმოგიდგენიათ რომ სვანეთში ხატობიდან მომავალი ხალხი პატრულმა გააჩეროს და ნასვამობაზე შემოწმება დაუწყოს? სიცოცხლის დაფასება უნდა ისწავლოს ხალხმა. ასევე ისიც სასწავლია რომ ნასვამ მძღოლს არ უნდა ჩაუჯდე მანქანაში და არ უნდა ჩაიგდო თავი საფრთხეში.

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Katy » 26 ივლ 2010, 11:24

მე სიმართლე თუ გინდათ, თუ მანქანაში მგზავრები მყავს, უფალს იმას ვევედრები, ეს ხალხი მშვიდობიანად მიმაყვანინე, არაფერი დავუშავო.. და ეს იმაზე არაა დამოკიდებული,მძღოლი კარგად ატარებს თუ არა.. ფაქტია, რომ გზა მოულოდნელობებითაა სავსე და მგზავრების უსაფრთხოება ამ შემთხვევაში მხოლოდ შენზეა დამოკიდებული..

უფალმა დაიფაროს ყველა მგზავრობაში მყოფი ადამიანი!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Archil » 26 ივლ 2010, 11:52

ხევსურეთში რა ტრაგედიაც დატრიალდა წესების უხეში დარღვევების გამო მოხდა... ხატობას ნასვამი კაცი იჯდა საჭესთან

ეგ წესი როგორ გამოვცვალოთ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by del » 26 ივლ 2010, 12:04

პირადად მე ქალაქშიც ვიკეთებ ღვედს. 2-3 თვეა უკვე რაც ჩვევაში ჩამიჯდა
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by Naia » 26 ივლ 2010, 12:31

del wrote:პირადად მე ქალაქშიც ვიკეთებ ღვედს. 2-3 თვეა უკვე რაც ჩვევაში ჩამიჯდა
რამდენიმე წელია უკვე მეც ეგრე დავდივარ

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by GT.ge » 26 ივლ 2010, 13:22

ჯარიმებს მოუმატეს... მაინც არამგონია საკმარისი იყოს... მთვრალი 200 ლარსაც გადაიხდის. :(
პირველი შემთხვევისას, ფულად ჯარიმასთან ერთად 1 წელი აუცილებელია რომ ჩამოერთვას მართვის მოწმობა.
მესამე შემთხვევისას სამუდამოდ.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Post by GT.ge » 26 ივლ 2010, 13:24

და საერთოდ, ხალხის აზროვნებაა შესაცვლელი. მხოლოდ სანქციებით დიდი შედეგი არ იქნება... ნასვამს არ უნდა ჩაუჯდე!
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]