ფოტოაპარატები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფოტოაპარატები

Post by navigator » 19 თებ 2010, 09:58

Tamari-ch.
ეგ არის ფუჯის მოდელები რომლების დასახელება მთავრდება EXR-ით და ასევე მონაცემებში უწერიათ რომ აქვთ Super CCD with extended dinamic range.
მიაქციე ყურადღება მატრიცის ზომასაც და არის ასეთი საიტი რომელიც ძაან მოხერხებულია ფოტოაპარატის შესარჩევად
http://www.dpreview.com/
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფოტოაპარატები

Post by navigator » 19 თებ 2010, 10:03

აი მაგალითად ერთი
http://www.amazon.com/Fujifilm-Finepix- ... 541&sr=8-4
აცხა ღორებო Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ფოტოაპარატები

Post by keto » 19 თებ 2010, 17:38

GAMARJOBA SAKARTVELO

ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ კლასის აპარატებს, რომლებზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით, მაღალ ISO-ზე გემრიელი ხმაურიც (noise) აქვთ. ეგ ცალკე პრობლემას შეუქმნის კიდევ.
Keep Smiling...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ფოტოაპარატები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 თებ 2010, 17:48

navigator wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ბევრ აპარატს უწერია 3200 და მეტი მარა ეს რეალურად ხშირად სარეკლამო ტყუილია და მეტი არაფერი, ხელოვნურად მომატებული ISO იწვევს ხმაურის ისეთ მატებას რომ გადაღება აზრს კარგავს, ჩემი ძველი ოლიმპუსი 400-ით უკეთესად (ნაკლები ხმაურით) იღებს ვიდრე ზოგი თანამედროვე 200-ით.
ამ შემთხვევაში რეალურად მნიშვნელობა აქვს მატრიცის ტიპს, ზომას და წერტილების სიმკვრივეს. ეს ბოლო პარამეტრი ბევრ აპარატს არ უწერია პირდაპირ მარა მისი გამოთვლა შეიძლება, უბრალოდ მატრიცის ზომა უნდა გაიყოს წერტილების რაოდენობაზე, წერტილის ზომა რაც მეტი გამოვა, მით ნაკლები იქნება ციფრული ხმაური, რაც თავის მხრივ ყველა დანარჩენ სიკეთეს ან პრობლემას განსაზღვრავს.
CCD მატრიცა ჯობია CMOS-ს ხარისხით, თუმცა CMOS უფრო იაფია და ელექტროენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს, ამიტომ ხშირად ბიუჯეტურ DSLR მოდელებში აყენია CMOS მატრიცა მაშინ როცა ე.წ. სასაპნეებში არის პატარა CCD, შეიძლება აღმოაჩინოთ რომ რომელიღაც სასაპნის მატრიცა ჯობია ბიუჯეტურ DSLR-ს.
კომპანია Fuji-მ შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია Super CCD EXR,
http://a.img-dpreview.com/news/0809/fuj ... XR/WDR.jpg
რომელიც თითქმის უახლოვდება ფირის ხარიხს ტონალობების დიაპაზონით ანუ გაზრდილია ექსპოზიციის დიაპაზონი. ამავე დროს ასეთი მატრიცით გამოშვებულია ძალიან ბევრი იაფიანი მოდელი ასე რომ მოყვარულებისთვის ეს არის იდეალური ვარიანტი.
Image
კვალიფიციური რჩევაა.
თავად ეს ფოტოები თურქეთში, პამუკალეზეა გადაღებული.

navigator
Keto


თუ დააკვირდებით, თამარიჩს ფრესკების გადასაღებად კგ ხარისხის აპარატის ყიდვას ვურჩევ.
ეს იმას გულისხმობს, რომ მგრძნობელობა 1600 ე.წ "ხმაურს" გადაღებისას არ გამოიწვევს.
ანუ, კგ აპარატი ფოტოს უხარისხოდ არ გადაიღებს.
დაბალი კლასის აპარატებით კი, მგრძნობელობა 800იც კი უკვე საშინელი ხარისხის ფოტოებს იღებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ფოტოაპარატები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 18:46

ბარემ ფოტოაპარატებზეა საუბარი და ჩემს გასაჭირს ავწერ მეც.

მთავარი პრობლემა მექმნება ხედების და პეიზაჟების გადაღებისას მზის შუქზე შუადღისას და ღრუბლიან ამინდში თითქმის ყოველთვის:

თუ ფოკუსირებას ვახდენ ზეცაზე - ზეცა გამოდის კარგი, სამაგიეროდ მიწა და მასზე არსებული ობიექტები მუქდება უსაშველოდ, თუ ფოკუსირებას ვახდენ მიწაზე და მასზე არსებულ ობიექტებზე - მაშინ ზეცა მეკარგება (თეთრდება).

არსებობს ამის წამალი რამე?

(ძალიან ჩაინიკური შეკიტხვაა ალბათ).

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფოტოაპარატები

Post by navigator » 19 თებ 2010, 22:48

UTUFURS
აი ზუსტად მაგაზე დავწერე მე, ციფრულ მატრიცებს აქვთ ვიწრო დიაპაზონი, უჭირთ ფართო დიაპაზონის ერთდროულად ექსპოზიციის ფარგლებში მოქცევა, ის მოდელები რაც მე დავწერე მაგ პრობლემას ნაწილობრივ წყვეტენ, სურათზეც ჩანს ეგ, მარცხნივ არის ჩვეულებრივი მატრიცით გადაღებული და მარჯვნივ supe ccd-ით გადაღებული.
შენ შემთხვევაში ეცადე სადღაც შუაში მოახვედრო ექსპოზიცია. არის კიდე ერთი ეშმაკური ტრიუკი, იღებენ ორ კადრს, ერთს მიწის სწორი ექსპოზიციით, მეორეს ცის ექსპოზიციით და შემდეგ ფოტოშოპით აერთიანებენ ნახევნახევარს :)
აცხა ღორებო Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ფოტოაპარატები

Post by Makena » 20 თებ 2010, 00:48

UTUFURS
რა აპარატით იღებ?
ამ შემთხვევაში აპარატი არაფერ შუაშია, ამ პრობლემის მოსახსნელად უნდა გამოიყენო პარამეტრების ხელით გასწორება, ანუ ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის გექნება ეს პრობლემა, შეხედე რა მონაცემებს გიწერს კამერა გადაღების დროს, შემდეგ დაარეგულირე ეს მონაცემები მაგ: ყოვნის პრიორიტეტულ რეჟიმში და მიიღებ ნორმალურ ფოტოს :)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფოტოაპარატები

Post by navigator » 20 თებ 2010, 10:40

Makena
რამდენიც არ უნდა არეგულირო თუ ექსპოზიციის დიაპაზონი იმდენად ფართოა რომ მატრიცას არ ყოფნის საკუთარი დიაპაზონი, არაფერი არ გამოვა, ან ცა მოხვდება ექსპოზიციაში ან მიწა, ორივე ერთად ვერა, არის კიდე ერთი გამოსავალი, სპეციალური ფილტრები, მაგალითად პოლარიზატორები მარა იმანაც შეიძლება არ გიშველოს.
აცხა ღორებო Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ფოტოაპარატები

Post by pauna » 20 თებ 2010, 10:47

მაგ პრობლემას გადაჭირს ერთი მსუბუქი შტატივი... მგზნობიარობა დაბალი და დიდ დაყოვნება და ფოტოც იდალურია შუმებსი გარეშეა :)

სასურველია რათქმაუნდა კაი კამერაც იყოს, მაგრამ თუ ფრესკებსი გადაღება პროფესონალურ დონეზე გვინდა შტატივი სასურველია :)
ImageImage

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ფოტოაპარატები

Post by UTUFURS » 20 თებ 2010, 12:32

Makena

ნიკონ D60


აგერ ტიპიური მაგალითი

კარგი ცა ჩაშავებული ობიექტი:
Image

კარგი ობიექტი გადათეთრებული ცა
Image

ანუ ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის გექნება ეს პრობლემა
არ ვიღებ ავტომატურ რეჟიმში :)


navigator
იღებენ ორ კადრს, ერთს მიწის სწორი ექსპოზიციით, მეორეს ცის ექსპოზიციით და შემდეგ ფოტოშოპით აერთიანებენ ნახევნახევარს
კი ხშირად მინახია ეგეთი ინეტში. :)

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ფოტოაპარატები

Post by gadmovcurav_zgvas » 20 თებ 2010, 12:35

UTUFURS wrote:Makena

ნიკონ D60


აგერ ტიპიური მაგალითი

კარგი ცა ჩაშავებული ობიექტი:
Image

კარგი ობიექტი გადათეთრებული ცა
Image

ანუ ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის გექნება ეს პრობლემა
არ ვიღებ ავტომატურ რეჟიმში :)


navigator
იღებენ ორ კადრს, ერთს მიწის სწორი ექსპოზიციით, მეორეს ცის ექსპოზიციით და შემდეგ ფოტოშოპით აერთიანებენ ნახევნახევარს
კი ხშირად მინახია ეგეთი ინეტში. :)
ვაახ ეგრე რატო მოსდის ტო? :? აბა ავტომატურზე დააყენე და ისე გადაიღე, შანსი არაა რომ არ იღებდეს შენ ვერ შვება რაღაცას... თორე დ60-ით გადაღებული ფოტოები მინახია გაგიჟდები :)

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ფოტოაპარატები

Post by UTUFURS » 20 თებ 2010, 12:49

gadmovcurav_zgvas
ვაახ ეგრე რატო მოსდის ტო?
რაღაცას ვერ ვაკეთებ სწორად.

ყოველთვის კი არ მოსდის ასე.
ბევრი კარგი ფოტოებიც გამომსვლია :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ფოტოაპარატები

Post by keto » 20 თებ 2010, 13:14

UTUFURS
უმეტეს შემთხვევაში მოგივა მასე, როცა ასე ვთქვათ, მუქ და ღია საგნებს ერთად იღებ - ცა და მუქი შენობა, ხე და ცა, ქორწილის ფოტოები (ან სიძის შავი კოსტუმის ფაქტურა იკარგება და ან პატარძლის თეთრი კაბა გადაგეწვება).
მაგ დროს ექსპო კორექცია გჭირდება აუცილებლად.
Keep Smiling...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ფოტოაპარატები

Post by navigator » 20 თებ 2010, 16:17

UTUFURS
ყველაფერს სწორედ აკეთებ, რატომ არ გინდა დამიჯერო :)
ეგ არის ფართო სპექტრიანი კადრის პრობლემა. ზოგჯერ გამოგდის იმიტომ რომ მზე უფრო "ნაზია" ანუ უფრო დაბლაა ან ღრულებშია ან პოზიცია აქვს მომგებიანი.
აცხა ღორებო Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფოტოაპარატები

Post by Giorgi Bagrationi » 20 თებ 2010, 16:55

იგივე ფოტო ფოტოშოპის მერე
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]