Page 1 of 2

სადაა ეს მთები????????

Posted: 17 დეკ 2005, 11:18
by Duckling
ეხლა გამარკვიეთ რაღაცაში სადაა ეს მთები? საქართველოში? თუ კი კერძოდ სად სვანეთში? რუსულ საიტებზე ვნახე და ვერაფერ გავიგე :shock:

1. ნაყრა (ნაკრა?)
2. შტავლერი
3.დონგუზ-ორუნი
4. ბეზენგის კედელი
:lol:
ეს რუსული დასახელებებია და შეიძლება რომელიმეს არასწორედ გამოვთქვამ!!!
:oops:

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 11:50
by ჩიტ+
Duckling
ოთხივე საქართველოშია და ოთხივე სვანეთშია.... :)

აი ეს ნახე

http://prielbrusie.narod.ru/library/svanetia/index.html


ეს ბეზენგის კედელია :)


Image

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 13:03
by გვალდა
Duckling wrote:ეხლა გამარკვიეთ რაღაცაში სადაა ეს მთები? საქართველოში? თუ კი კერძოდ სად სვანეთში? რუსულ საიტებზე ვნახე და ვერაფერ გავიგე :shock:

1. ნაყრა (ნაკრა?)
2. შტავლერი
3.დონგუზ-ორუნი
4. ბეზენგის კედელი
:lol:
ეს რუსული დასახელებებია და შეიძლება რომელიმეს არასწორედ გამოვთქვამ!!!
:oops:
ნამდვილად სვანეთია :) :)
ნაკრა არის სოფელი სვანეთში -მოკლეთ, ეს ყველა მთა სვანეთის კავკასიონია. თუმცა რომ ახვიდე და გადახვიდე იქეთ, აღმოჩნდები "სავებში", როგორც სვანები უწოდებდნენ ჩრდ. ოსებს და ყაბარდოელებს.

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 18:51
by Gvalva
ჩიტუციო

კარგად მოხვედი და მაგარი შთამბეჭდავი რამეც მოიტანე!!
რესპექტები გადამღებს!

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 19:06
by Duckling
ხო აი მაგას ვერ ვარკვევდი სვანეთია თუ ყაბარდო,
დიდი მადლობა რომ გამარკვიეთ თორემ ამ ცენტრალურმა კავკასიონმა სულ დამაბნია :lol: :lol: :)

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 19:10
by Gvalva
Duckling

და რა ხდება, ასეტი სიზუსტიტ რატო სწავლობ მაგ ადგილებს?

სადაა ეს მთები????????

Posted: 19 დეკ 2005, 20:21
by Duckling
წასლვა მინდა, და ეგ მთები და ყაბარდოში იყო მაშIნ ვერ წავიდოდი იქ საშინელი სიტუაციაა, და საერთოდ სვანეთი ძალიან მიყვარს,
და ნეტა აი ეს სურათი სადაა? ეს არის ნაკრა და დონგუზ ორუნი , ეს ნეტა სვანეთის მხრიდანაა გადაღებული თუ მეორე მხრიდან...საინტერესოა

სადაა ეს მთები????????

Posted: 20 დეკ 2005, 13:25
by გვალდა
Duckling
ეს ნეტა სვანეთის მხრიდანაა გადაღებული თუ მეორე მხრიდან
ვეჭვობ რომ სვანეთის მხრიდანაა... 8) ასე მგონია რაღაც.

ვიზიტის მიზნები და მარშრუტები იქნებ დააკონკრეტო? ;)

პ.ს. დროც! :)

სადაა ეს მთები????????

Posted: 20 დეკ 2005, 13:55
by Duckling
ზაფხულში მინდა, და მიზანი ერთია : მთების უზომო სიყვარული :wink:
კიდე ხევსურეთში და თუშეთშიც მინდა მაგრამ სვანეთისადმი რაღაც განსაკუთებით მიმიწევს გული, ძალიან მინდა ძალიან

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქობულეთში მინდა რაა... :D :D
(ეს ვიხუმრე :))

სადაა ეს მთები????????

Posted: 30 დეკ 2005, 11:57
by Giorgi Bagrationi
პირველი ფოტო დონღუზ ორუნის კედლისა და მყინვარის რუსეთის მხრიდანაა გადაღებული.

სადაა ეს მთები????????

Posted: 30 დეკ 2005, 12:00
by Giorgi Bagrationi
წინა წერილში ამერია დონგუზ ორუნი კი არა ბეზინგი უნდა დამეწერა

სადაა ეს მთები????????

Posted: 30 დეკ 2005, 18:06
by Kakha
Giorgi Bagrationi
მოგესალმები - გამიხარდა შენი კარავში სრულფასოვანად გაწევრიანება - როგორც ვხედავ ახლა პოსტინგებსაც აკეთებ.

ვიცი ოფ-ტოპიკია, მაგრამ... ვინც არ იცნობთ - გიორგი ბაგრატიონი, მოლაშქრე კარგა ხნის სტაჟით. მისგან ველით შეპირებულ აღმოსავლეთ საქართველოს ელექტრონულ გზამკვლევს. აბა ვისაც ჯპს-ები გაქვთ მოემზადეთ. იმედია მალე იქნება მზად და გაზაფხულიდან განვაახლოთ სიარული.

გიორგი, ისე სიტყვამ მოიტანა და როდის იქნება ხელმისაწვდომი თქვენი გზამკვლევი?

სადაა ეს მთები????????

Posted: 31 დეკ 2005, 00:45
by Gvalva
Giorgi Bagrationi

ბევრი მსმენია თქვენს შესახებ!!

დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთდით!!

კიდევ მიტრიალებს თავში ასეთი სიტყვები "დიდი პატივი"... "ნამდვილი მოლაშქრე"... მაგრამ არ გამოვიყენებ, ვვარაუდობ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენებენ :)

სადაა ეს მთები????????

Posted: 31 დეკ 2005, 01:36
by ilia
აუ რა მთებია, კარგი იქნება ჩვენც თუ მოვახერხეთ მანდ წასვლა.

სადაა ეს მთები????????

Posted: 03 იან 2006, 17:51
by Druides
Giorgi Bagrationi
welcome