Page 46 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 17 დეკ 2012, 16:27
by G
Makena

გაუგებარი არაფერია. რადგან ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები წლების განმავლობაში უშვებენ აღნიშნულ პროდუქციას, რომელ წელს დაადგინა გრინპისმა მათში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმების არსებობა? მიმდინარე წელს, თუ ეს ადრეც იყო ცნობილი?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 17 დეკ 2012, 18:26
by Makena
G
რა მნიშვნელობა აქვს როდის დაადგინა, შარშან სხვა სია იყო ალბათ წელს უფრო გამდიდრებულია, მთავარია საზოგადოებამ იცოდეს თუ რომელ კომპანიების წარმოებულ პროდუქციას მოერიდოს. ამ სიაში ჩემთვის ახალი მხოლოდ კომპანია ჰიპია და დანონი, დანარჩენი ისედაც ცნობილი იყო.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 17 დეკ 2012, 18:35
by G
Makena

ცხადია, დროულად ინფორმირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან უამრავი მშობელი იყენებდა და იყენებს ზემოთ აღნიშნულ პროდუქციას. თუ რომელიმე კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ დაგვიანებით განაცხადა, ეს უკვე პასიური დანაშაულია. მით უფრო, როცა თვითონ მწარმოებლები მიუთითებენ თავიანთი პროდუქციის გარეკანზე, რომ ისინი არ შეიცავენ გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს.

საერთოდ კი, ასეთი სახის ინფორმაცია პირველ რიგში ცნობილი ხდება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსათვის და სწორედ იგია უფლებამოსილი გაავრცელოს ასეთი სახის ინფორმაცია (თუ კი ის სინამდვილეს შეესაბამება) სხვადასხვა ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 17 დეკ 2012, 19:20
by Makena
G
ევროპული კანონმდებლობა არეგულირებს ამ საკითხს, მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტზე დასვას ნიშანი და მიუთითოს რომ გამოყენებულია ტრანსგენური ორგანიზმები, საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს კანონი რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს, ამიტომ აქ შემოაქვთ არა მარტო ტრანსგენური არამედ ზოგადად ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია და ასაღებენ, განსაკუთრებით საშიშია ის რომ ბავშვთა კვებაშიც დაიწყეს გამოყენება.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 21 დეკ 2012, 22:17
by mariamooo
Makena

თუ შეგიძლია, ამ სიის ოფიციალური წყარო რომ გაგვიზიარო, დამაინტერესა

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 დეკ 2012, 23:34
by Makena
mariamooo
სია ყოველწლიურად ქვეყნდება გრინპისის მიერ.
ეს სია ახალი არ არის, რამდენიმე ახალი კომპანია შემატებული და სულ ეგ არის.
მე ელფოსტაზე მომივიდა შეტყობინება, ოფიციალურად სად გამოქვეყნდა არ ვიცი.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 25 მაი 2013, 10:53
by Makena
გაზაფხული მოვიდა მეგობრებო, ხილი შემოდის და ასევე ახალი ბოსტნეული, ძალიან ნუ მიეძალებით რადგან ქიმიურად არის დამუშავებული.
- ამ ეტაპზე პომიდორის ჭამა საერთოდ არ შეიძლება, თუ ვერ ითმენთ გათალეთ და ისე მიირთვით, ბავშვებს კი საერთოდ არ მისცეთ.
- კიტრი ინტენსიურად მუშავდება სათბურებში ქიმიური საშუალებებით ამიტომ გათლის გარეშე მისი ჭამა საკმაოდ სახიფათოა.
- ახალი კართოფილი რაც უფრო გაწმენდილი და გაპრიალებული მით უფრო უვარგისია საკვებად, შეიძინეთ მიწიანი და თვითონ გარეცხეთ დიდხანს გამდინარე წყალში.
- ბალი მართალია 9 ლარი ღირს მაგრამ არც ის არის უსაფრთხო, უკვე ბალიც იწამლება საქართველოში,ერთადერთი საშულება გამდინარე წყალში რეცხვაა.
- სალათები და ბოსტნეული აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში 20 წუთი რათა შეძლებისდაგვარად მოშორდეს ქიმია რომელიც შეწამვლის დროს გამოიყენეს.
- თუთა სრულიად უსაფრთხო ხილია, იგი არ იწამლება და ამიტომ თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და ბავშვებსაც მისცეთ.
- მარწყვში ინტენსიურად შეაქვთ ქიმიური სასუქები ამიტომ მისი მიღება დიდი რაოდენობით არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.
- მუშმალა არ მუშავდება ქიმიურად ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ და მისცეთ ბავშვებს.
- ალუჩა ასევე არ მუშავდება ქიმიურად, შესაბამისად უსაფრთხოა.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 14 იან 2014, 22:15
by Makena
ისევ გასკანდალდა საქართველოში ხორცპროდუქტები... რას გვაჭმევენ კაცმა არ იცის, იმ დასკვნამდე მივედი რომ ქართული ხორცპროდუქტებ არ იჭმება. ძეხვი და სოსისი გინდათ? გადაიხადეთ ორმაგი და იყიდეთ გერმანული, ფრანგული...

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 15 იან 2014, 03:31
by Tamari-ch.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/94256- ... uqtiq.html

რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 იან 2014, 00:12
by Makena
ვაჟა ფშაველას გამზირზე, მეტრო დელისამდე სანამ მიხვალთ გაიხსნა ჩეხური ხორცპროდუქტების მაღაზია - ბოჰემია, ნაირნაირი ძეხვეული აქვთ ჩეხეთიდან შემოტანილი, გავსინჯე ძალიან კარგია, უახლოეს მომავალში ჩეხური ლუდი გვექნებაო.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 19 მაი 2014, 10:36
by Makena
იფქლის შავი პური არ იჭმევა, საერთოდ შავი პური საქართველოში საღებავით მზადდება და ამიტომ საერთოდ ჯობია მოერიდოთ.

http://www.bpn.ge/biznesi/4174-thethri- ... g.comments

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 19 მაი 2014, 10:38
by Makena
აი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით რა სიტუაციაა!

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8220&lang=ge