Page 43 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 13 ივნ 2011, 11:38
by Makena
პარკოსნებს მიაწექით :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 13 ივნ 2011, 12:18
by guruli
Makena wrote:
guruli wrote:ლეონტი
ყურადღება მიაქციეთ ტექსტში ნახსენებია ჰიბრიდული სიმინდი და არა ტრანსგენური.
გამაგებინეთ, ეგ სათესლე მასალა არაგენურია ანუ ხარისხიანია? ელკანას წევრებო, თქვენ რა ინფო გაქვთ ამაზე?
გურული, ჩემი ინფორმაციით ეგ სიმინდი არ არის გენური, არამედ არის ჰიბრიდული, საკმაოდ მაღალხარისხიანია და მაღალმოსავლიანი, მისი ერთადერთი ნეგატიური მხარე ის არის რომ მომავალ წელს სათესლედ არ ვარგა.
ანუ უვნებელია, ხომ? ძალიან კარგი. ჰიბრიდული სულაც არ ნიშნავს ცუდს, მაგრამ ჩვენთან გენურში აურიეს და მაგასაც ალმაცერად უყურებენ. ოღონდ სათესლედ თუ არ ვარგა, რა გამოდის - გაისად ისევ უნდა აყიდინონ იმ საწყალ გლეხს? ესაა გლეხზე ზრუნვა?
მოკლედ, რამხელა ფულს ატრიალებენ და როგორ აძღებიან საწყალ ხალხს ზურგზე. წესით, გლეხი უნდა გააფრთხილონ, გაისად სატესლედ თუ არ ვარგა ანუ ინფორმაცია არ უნდა დაუმალონ, მაგრამ რაღაც არ მომისმენია მსგავსი რამეები არც მაღალის, არც იმ ჩიფჩიკა მინისტრის და არც სხვების მაღალპათოსურ გამოსვლებში. :cry:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 14 ივნ 2011, 16:43
by Makena
guruli
ამ სიმინდისგან ჭადი არ ცხვება, ძირითადი დანიშნულება ფრინველის და პირუტყვის გამოკვებაა.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 14 ივნ 2011, 16:54
by Makena
ზაფხული მოდის... ადამიანები დახარბებული არიან ხილს და ბოსტნეულს, თუმცა სიფრთხილეა საჭირო... რამდენიმე რჩევა..
-გაითვალისწინეთ ის რომ სალათები საქართველოში თურქეთიდან შემოდის, დამუშავებულია პესტიციდებით და გაჟიჟინებულია სასუქებით ამიტომ ნუ მიეძალებით.
-უკვე საზამთრო გამოჩნდა, არ გირჩევთ ჯერ შეძენას, სასუქებით არის გაჯერებული... ივლისის ბოლომდე საზამთროს ყიდვა არ ღირს.
-საერთოდ ახლად შემოსული ხილი და ბოსტნეული მიირთვით მცირე პორციებით რათა ორგანიზმმა მოასწროს ნიტრატების და სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებების გამოდევნა.
-მწვანილი და ბოსტნეული გამდინარე წყალში დატოვეთ 20 წთ მაინც რადგან ასეთი გარეცხვის დროს წყალს მიაქვს გარკვეული ნაწილი შხამებისა და ნიტრატებისა..

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 17 ივნ 2011, 09:29
by აცაბაცა
Makena wrote: -მწვანილი და ბოსტნეული გამდინარე წყალში დატოვეთ 20 წთ მაინც რადგან ასეთი გარეცხვის დროს წყალს მიაქვს გარკვეული ნაწილი შხამებისა და ნიტრატებისა..
და ასევე ჯადოც!

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 20 ივნ 2011, 18:41
by Makena
აცაბაცა
ჰაერში ნამწვი და ტყვია, საკვებში კანცეროგენები, ნიტრატები და პესტიციდები... ჯადოზე უარესია :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 06 სექ 2011, 16:06
by Ketevan Guliashvili
არა მარტო ლაშქრობაში არამედ სახლშიც ხშირად იყენებენ პაკეტში დაფასოვებულ მშრალ სუპებს, ამის ამოკითხვის მერე ლაშქრობაში მისი წაღების სურვილი გამიქრა.

"Чтобы сэкономить время, завхозы приобретают в магазинах пакетные супы. Туристы между собой называют это блюдо "блевантином". После нескольких дней употребления такого супа у большинства путешественников появляется изжога или стойкое отвращение к этой пище. Виновником подобного состояния является усилитель вкуса и аромата глутомат натрия однозамещенный - пищевая добавка искусственного происхождения Е621. По последним данным, это, пока еще разрешенное вещество, вызывает глаукому. Пакетные супы можно брать в поход лишь в качестве резервного питания."

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 07 სექ 2011, 23:31
by Makena
ჩაი - შავი და მწვანე.
ერთჯერად პაკეტებში დაფასოვებული ჩაის დალევა ძალზედ მავნეა, შეიცავს ქიმიურ საღებავებს, ამავდროულად დამზადებულია ყველაზე უხარისხო და უვარგისი ჩაის ნარჩენისაგან, ქაღალდის პაკეტში მოთავსების გამო ჩაის ქაღალდის და წებოს გემო უჩნდება, ამიტომ მიირთვით მხოლოდ დასაყენებელი ჩაი და თანაც ახალი, შეამოწმეთ თარიღი თუ ჩაი 1 წელზე მეტ ხანს არის შენახული ჯობს ასეთი ჩაი არ შეიძინოთ რადგან მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი აორთქლებულია.

უმჯობესია ქართული, მაღალხარისხიანი ჩაის გამოყენება რადგან შემოტანილი ჩაის უმეტესობა უხარისხოა.

მწვანე ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 3-7 ჯერ.. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის გონებრივ დაღლილობას, ამხნევებს.
შავი ჩაი შეიცავს ტეინს, ამიტომ ვისაც გულის აჩქარება ან წნევა აწუხებს შავი ჩაის დალევა რეკომებდებული არ არის, სხვა შემთხვევაში 2- 3 ჯერ დღის განმავლობაში დასაშვებია.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 22 სექ 2011, 20:55
by Ketevan Guliashvili
გაზიანი სასმელების ზიანზე დიდი ხანია საუბრობენ. შეიცავს რა კონსერვანტებს (E211 ბენზოიდის მჟავას), არომატიზატორებს (რომლების მუთავრესად სინთეტურია და არა ნატურალური) და სახამებლებს. ასეთი წყალი კუtჩნაწლავის სისტემის მუშაობაზე ცუდად მოქმედებს. ბავშვებისათვის ის განსაკუთრებით სახიფათოა, ბავშვის კუჭის სეკრეცია ისედაც დაბალია და გაზიანი სასმელი კი უფრო აქვეითებს სიმჟავის წარმოქმნას.

მეორე პრობლემაა შაქარი - რომელსაც გაზიანი სასმელები შეიცავენ - ხელს უწყობს გასუქებას, ცუდად მოქმედებს ღვიძლზე, და ბოლოს იწვევს კარიესს.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 სექ 2011, 14:31
by Makena
შემოდგომა მოვიდა და კარტოფილის შეძენის დრო დგება.
რამდენიმე რჩევა:
-შეიძინეთ მაღალმთიანი ზონაში (ახალქალაქი, ახალციხე, სვანეთი, მთიულეთი, რაჭა..)მოწეული კარტოფილი.
-სასურველია გაარკვიოთ გამოიყენა თუ არა ფერმერმა სასუქი რადგან როგორც წესი კარტოფილის მოსაწევად დიდი რაოდენობიტ ქიმიურ სასუქებს იყენებენ რაც ზოგადად მავნეა ხოლო კონკრეტულად ღვიძლისათვის არის განსაკუთრებით მავნე.
-გარეგნულად კარტოფილი სასურველია იყოს ერტგვაროვანი, გრეხილების, ლაქების, დაზიანებების გარეშე, ეს ნიშნავს რომ დანაკარგი ნაკლები გექნებათ.
-თუ გინდათ რომ დიდხანს შეინახოს და არ დაიწყოს დალპობა, ერთი დღით გაშალეთ და გააშრეთ ხოლო შემდეგ ჩაყარეთ ტომარაში და შეინახეთ ბნელ ადგილას.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 სექ 2011, 15:10
by Naia
Makena
სიმინდზე რას გვეტყვი? მახსოვს, ადრე დიდი პრობლემა იყო უაზოტო სიმინდის შოვნა...

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 26 სექ 2011, 15:06
by Makena
Naia
უსასუქო სიმინდის შოვნა მართლაც პრობლემაა.
როგორც წესი დასავლეთ საქართველოში მოწეული სიმინდის 80% სასუქიანია.
სასუქი იყო თუ არა გამოყენებული ერთი შეხედვიტ ამის დადგენა ჩვენ სპეციალისტებსაც კი გვიჭირს, ამიტომ ჯობია სიმინდის ფქვილი და ღერღილი ისეთი ადამიანისგან შეიძინო ვისაც ნამდვილად ენდობი.

ზოგადად კი სიმინდის ყიდვისას დასათვალისწინებელია, მარცვლის სისავსე და ზრდასრულობა, მარცვალი კარგად უნდა იყოს გამშრალი, არ უნდა იყოს უფორმო, დაზიანებული, ზედმეტად წვრილი და უმწიფარი.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 26 სექ 2011, 16:31
by tiko_r
ძალიან გთხოვთ ვინმემ ყველაზე დამაფრთოხბელი და გულის გასახეთქი სიტყვებით ამიღწერეთ და დამისაბუთეთ თუ რაოდენ მავნებელია გაზიანი (და არაგაზიანიც) შხამ-წვენების სმა და მითუმეტეს ყოველ დღე!!!
მე კი ვიცი, მაგრამ ბევრ ჩემ ახლობელს ვერ გავაგებინე :))) :D მადლობა

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 სექ 2011, 15:02
by Makena
tiko_r
წვენების უმეტესობა რომელიც იყიდება მაღაზიებში შეიცავს რამდენიმე სახის კონსერვანტს, საღებავებს და ამათუ იმ ხილის გემოს მიმცემ ქიმიურ დანამატს, აბა წარმოიდგინეთ სად იწარმოება ამდენი ფორთოხალი რომ ამდენი 100% იანი ფორთოხლის წვენი ჩამოასხან, ამიტომ თუ ნამდვილი წვენის დალევა გინდათ წვენსაწური უნდა იყიდოთ და თვითონ გამოწუროთ :)
საქართველოში წარმოებულ წვენთაგან კულას წვენები არის ხარისხიანი, მინის ბოთლში ჩამოსხმული შაქრის გამოყენებით კონსერვირებულია და არ აქვთ გამოყენებული ქიმიური კონსერვანტი.
რაც შეეხება გაზირებულ სასმელს, კოკა-კოლა, პეპსი, ლიმონათები და სხვა მისთანა... შხამია, ტკბილი შხამი...

აბა გამოიცანით რამდენ კოვზ შაქარს შეიცავს 1 ჭიქა სპრაიტი? :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 სექ 2011, 15:17
by domciko
არადა კოლა მიყვარს :( მაგრამ ჟანგის მოსაშორებლად ხმარობენ... ამასთანავე არაფრით არ შეიძლება ბავშვებისთვის,რამეთუ ძვლებს შლის... ოღონდ მართლა!!!!!!!