Page 41 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 21 თებ 2011, 19:14
by ლეონტი
პრეზიდენტი სოფელ ეწერის მოსახლეობას შეხვდა
21.02.11 15:27
მსოფლიოში მარცვლეულზე ფასების მატების ფონზე სასურსათო პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ადგილობრივი წარმოების ეფექტურობის გაზრდაა. ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონის სოფელ ეწერში ალექსანდრე ტაბიძის ოჯახს ესტუმრა და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის დარიგება მოსახლეობისათვის მარტიდან დაიწყება.
პრეზიდენტი ტაბიძეების ოჯახში სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან და იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან ერთად მივიდა.
’ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს სოფლის მეურნეობაში. საქართველოში არის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ კარგი აგროსამრეწველო კომპლექსი. თუ ჩვენ ვერ გამოვკვებეთ ჩვენი თავი, მუდმივად სხვა ქვეყნებზე ვიქნებით დამოკიდებული,’ - განაცხადა....



ყურადღება მიაქციეთ ტექსტში ნახსენებია ჰიბრიდული სიმინდი და არა ტრანსგენური.
15 ათასი გლეხი უკვე რიგშია და ელოდება ამერიკულ თესლს. რომელიც შეუდარებლად დიდ მოსავალს ჰპირდებათ. და შედეგად, თანხას.
?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 22 თებ 2011, 20:22
by perwkli
კარგია მერე

არა? :roll:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 თებ 2011, 21:02
by Tamusia
"შირაქის ეკო პროდუქტებზე" კომპეტენტური აზრი მაინტერესებს

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 01 მარ 2011, 09:16
by qvevri
Tamusia
ოფიციალურად ეს არ არის არავითარი ეკო პროდუქრი, მაგრამ რადგან კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობს ვისაც არ ეზარება თავის პროდუქტს ეკოს აწერს. თუმცა ამ კომპანიის პროდუქცია ნამდვილად ხარისხიანია.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 01 მარ 2011, 21:51
by Tamusia
qvevri

მადლობა :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 01 მარ 2011, 22:57
by teo-
კარტოფილზე გავიგე
გენმოდიფიცირებული თურქეთიდან შემოდისო
ჩვენი არაგენური კიდე თურქეთში გადისო

ეს თუ მართალია არ მენანება ამის მაკონტროლებელი ციხისთვის :!: :twisted:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 მარ 2011, 00:00
by ლეონტი
teo- wrote:კარტოფილზე გავიგე
გენმოდიფიცირებული თურქეთიდან შემოდისო
ჩვენი არაგენური კიდე თურქეთში გადისო

ეს თუ მართალია არ მენანება ამის მაკონტროლებელი ციხისთვის :!: :twisted:
მაშინ შეკითხვა :
ამ საკითხებში მჩხრეკავი შენი თავი ციხისთვის არ გენანება?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 მარ 2011, 00:26
by guruli
ლეონტი
ყურადღება მიაქციეთ ტექსტში ნახსენებია ჰიბრიდული სიმინდი და არა ტრანსგენური.
გამაგებინეთ, ეგ სათესლე მასალა არაგენურია ანუ ხარისხიანია? ელკანას წევრებო, თქვენ რა ინფო გაქვთ ამაზე?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 მარ 2011, 10:04
by Tami
"ლიტვური საცხობის" პროდუქციის ხარისხიანობა-არხარისხიანობის შესახებ ფლობს ვინმე რამე ინფორმაციას??? :roll: :oops:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 01 აპრ 2011, 11:27
by Nephros
გამოვრიცხოთ რადიაქტივობა მენიუდან

რადიაქტიური საფრთხის გაზრდასთან ერთად, სპეციალისტები მომეტებული ყურადღებით იკვლევენ საკვები პროდუქციის ხარისხს, რადგანაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შედეგად რადიაქტიური ნივთიერებები საკვებშიც შეიძლება მოხვდეს. საკითხავია, რა კეთდება საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო პროდუქტების გამოსავლენად?
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენლის ვერიკო გულუას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ხარისხის რეგულარულ, ლაბორატორიულ კვლევას აწარმოებს:

„ამას აქვს გეგმიური ხასიათი: გაწერილია წლის განმავლობაში როდის რა პროდუქტი შეიძლება შევამოწმოთ ლაბორატორიულად. ეს კეთდება რისკის ანალიზისა და კომუნიკაციის საფუძველზე და ამით სპეციალური სამმართველოა დაკავებული. გარდა ამისა, ჩართული ვართ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაში, რომლის საშუალებითაც ყველა ქვეყანას ეცნობება, თუ სად რა რისკი არსებობს. შესაბამისად, ამ შეტყობინებების გათვალისწინებით ხდება ლაბორატორიული კვლევა. ჯერ არ მიგვიღია შეტყობინება, რომლითაც გაგვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენთან რადიაციით დაბინძურებული სურსათი მოხვდა.“


ვერიკო გულუას თქმით, საბოლოო პასუხს, ჯანმრთელობისთვის სახიფათო რა ნივთიერებებს შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, ლიცენზირებული ლაბორატორიები იძლევიან. რადიო თავისუფლება ერთ-ერთი ლაბორატორიის - „ეტალონის“ - ხელმძღვანელს თემურ ფილიშვილს დაუკავშირდა:

„ჩვენთან კვების პროდუქტებში ხდება ორი ტიპის რადიაქტიური ნივთიერების - ცეზიუმისა და სტრონციუმის - ანალიზი. ორივე სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, იმიტომ რომ, როცა ხვდება ორგანიზმში (კალციუმსა და მაგნიუმთან მსგავსების გამო), ჩაენაცვლება ძვალში და სამუდამოდ რჩება იქ. ამგვარი კვლევა სავალდებულოა და ჩვენი ლაბორატორია აკეთებს კიდეც, მაგრამ დღეს ლაპარაკია რადიაქტიურ იოდზე, რომელიც საშიშია პირველი 70 დღე, რადგანაც მისი ნახევარდაშლის პერიოდი ძალიან მცირეა და სწრაფად იშლება.“

ამასთან, ქართველი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პირდაპირი რადიაციული საფრთხე მინიმალურია. უბრალოდ, საჭიროა მეტი ყურადღება და კონტროლი, როცა საქმე ეხება იაპონიიდან და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციას - იქნება ეს საკვები პროდუქტი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 აპრ 2011, 13:50
by Makena
Tamusia wrote:"შირაქის ეკო პროდუქტებზე" კომპეტენტური აზრი მაინტერესებს
ეკოა პროდუქტი რომელიც სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტის ისო - 65 ის მიხედვით, დანარჩენ შემთხვევაში პროდუქტს ეკო, ბიო ან ორგანული მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს. მაგ: საქართველოში ეკო ამონიუმის გვარჯილას, ეკო საბურავებს და მენზინსაც კი ეკოს ყიდიან რაც ამ სფეროში სრულ უვიცობაზე მიანიშნებს.
ეს სფერო კანონით რეგულირდება რომელიც პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ მიიღო.

პროდუქტის ხარისხზე და ვარგისიანობაზე ძნელია ვიმსჯელო, რადგან არ ვიცი რა პირობებში მზადდება ეს პროდუქცია, დაცული აქვთ თუ არა სანიტარულ-ჰგიენური ნორმები, აცრილია თუ არა პირუტყვი და ა.შ.

რზის პროდუქტები ზოგადად ძალიან საშიშია, რადგან ბრუცელიოზი, თურქული, ტუბერკულოზი და ათასი სხვა დაავადებაა გავრცელებული ამიტომ სტერილიზებული რძის გარდა არაფრის დალევა არ შეიზლება, ხოლო იმერული ყველის ჭამა საერთოდ დაუშვებელია რადგან მომზადების პროცესში რძე არ დუღდება.
სანტემ გამოუშვა რამდენადაც ვიცი ნამდვილი რძისაგან დამზადებული რძის პროდუქტები სანტინოს სახელით, ხომ არ გაგისინჯავს?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 02 აპრ 2011, 16:04
by lama
Makena
ბიზაჩემის თაფლს არ აქვს ისო - 65 -ის სტანდარტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეკო პროდუქტია. აქ მხოლოდ ისო 65 -ის სტანდარტით ვერ იხელმძღვანელებ

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 03 აპრ 2011, 01:57
by Makena
lama
საქართველოში ბევრი ფერმერი აწარმოებს ეკოპროდუქციას, მათ შორის ბიძაშენის წარმოებული თაფლიც ეკოა, თუმცა კანონის მიხედვით ოფიციალურად ეკოა მხოლოდ ის პროდუქტი რომელიც სერტიფიცირებულია, სერტიფიცირება კი საკმაოდ ძვირია, ამიტომ ფერმერთა უმეტესობისათვის ხელმიუწვდომელია, არადა საქართველოს სწორედ ეკოპროდუქციით შეუძლია ევროპა დააინტერესოს თორემ ჩვეულებრივი და ქიმიურად დამუშავებული იქ ისედაც ბევრია.

აი ეხლა იაპონიაში ატომური სადგურის ავარიის გამო იაპონურმა ჩაიმ ბაზარი დაკარგა, ეს სავარაუდოთ ჩინური ჩაის ნაწილსაც შეეხება, სწორად მოქმედების შემთხვევაში, საქართველოს შანსი უჩნდება ეს სეგმენტი ნაწილობრივ შეავსოს, ვნახოთ თუ გამოიყენებს ჩვენი ქვეყანა ამ შანსს.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 03 აპრ 2011, 14:33
by lama
Makena wrote: სერტიფიცირება კი საკმაოდ ძვირია,
ესაა მთავარი პრობლემა. ძვირიცაა და ძნელიც !!!

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 03 აპრ 2011, 14:41
by guruli
Makena
სწორად მოქმედების შემთხვევაში, საქართველოს შანსი უჩნდება ეს სეგმენტი ნაწილობრივ შეავსოს, ვნახოთ თუ გამოიყენებს ჩვენი ქვეყანა ამ შანსს.
ზოგადად, შანსი კი უჩნდება, მაგრამ მეეჭვება, ნამგლებით და ცელით მოცელილ პროდუქციას ეგ შანსი პრაქტიკულად ჰქონდეს.