Page 4 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 12:28
by Tamusia
Ochokochi

პრინციპში მართალი ხარ, ქართველი გლეხი არათანაბარი კონკურენციის პირობებში ჯახირობს, მაგრამ შენ თვითონ რატომ არ იღებ ხმას იქ, სადაც საჭიროა?

თუ იღებ და, ამაოა, სხვას რატომღა აქეზებ?


ერთხელ, ასე 5-6 წლის წინ, კასპის პამიდორს მივირთმევდი და სიამოვნებისგან თავი ამტკივდა, აზზე ხართ?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 12:40
by ARCHILI
Tamusia wrote:

ერთხელ, ასე 5-6 წლის წინ, კასპის პამიდორს მივირთმევდი და თავი ამტკივდა, აზზე ხართ?
თამუსია, ხომ გეუბნები სულ, ნუ ჭამ გაურეცხავ ბოსტნეულს მეთქი...

ვაახ.


!

;)


პ.ს. ისე, ბოლო წლებში ქართველი გლეხების სოლიდური ნაწილი ისე გულიანად ეშურება ათასგვარ შხამქიმიკატს, არაქართულ, მაგრამ კარგად გაყიდვად თესლს და ა.შ. და ა.შ. რომ არა მგონია, ბევრი მათგანი უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე თურქული ან სხვა ნაგავი...

ასე, რომ ქართველი გლეხებისაგან ფრთიანი ანგელოზების შექმნაც არ არის მთლად სწორი, ისინიც კარგად მიჰქარავენ ხოლმე...

პროდუქტი რომ მხოლოდ წარმოშობის ადგილიდან არ იზომება (იმ მაგალითისა არ იყოს ;) ), ფაქტია...

ეს ქართველი გლეხი, აქაოდა სამამულო პროდუქტიაო, იყიდის თესლს რომელიღაც გენმოდიფიცირებულ თუ სხვაგვარ კარგად დაფასოებულ პაკეტში, მერე ჩააგდებს ამ მადლიან ქართულ მიწაში, მერე მიაყოლებს მთელი სეზონი ათასგვარ საშინელ შხამს, მერე კიდევ მკვახეს წამოიღებს გზაზე, რომ ტრანსპორტირება კარგად აიტანოს, მერე კიდევ წონის მოტყუებით მოგვაყიდის ან ეგ ან გადამყიდველი და... ა.შ.

ჰოდა... მოკლედ, არც ეს ამბავი გამიოგვრჩეს, რომ ნაწარმის მხოლოდ "ქართულობა" მის უსაფრთხოებასა და ხარისხზე არ მეტყველებს, ბატონო...

:)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 14:04
by Tamusia
ARCHILI

ზუსტად ეგ არის ჯახირი და ჯანდაბა

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 16:19
by Ochokochi
GAMARJOBA SAKARTVELO


სანამ ვინმეს უტაქტობას და ნერვების აშლას დააბრალებ, ჯერ შენი პირველი პოსტი გადაიკითხე, სადაც უწყინარ კითხვას, თუ რატომ შემოაქვთ უხარისხო პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას უშლის ხელს,მოჰყვა სწორედაც რომ უტაქტო და პირადული ხასიათის პასუხი შენი მხრიდან. ჩემი შეკითხვა კი განაპირობა შენმა უსამართლო მტკიცებამ, პირველ რიგში ხალხია დამნაშავეო. რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასევე, შენი მხრიდან წამოვიდა უსაფუძვლო და უსამართლო "მტკიცებები" ლაპარაკსა და საქმის კეთება არ კეთებასთან დაკავშირებით. შენ არ იცი, შენთვის უცნობი ადამიანები რას ფიქრობენ, აკეთებენ, რას ყიდლობენ და რას მიირთმევენ........

ვინც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს იმას გაუმარჯოს!

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 16:28
by Ochokochi
ARCHILI

ხალხი თავისით ვერას გახდება. კაცობრიობის არსებობის მთელი დროის განმავლობაში არსებობს ისეთი საკვანძო ცნება როგორიცაა მეთაური, ხელმძღვანელი, წარმმართველი..... როგორც ადამიანთა ასევე ცხოველთა სამყაროში. ყველა სფეროს სათანადო ორგანიზაცია და კონტროლი ესაჭიროება. გაჭირვებაში მყოფ გლეხს რას სთხოვთ.....

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 17:28
by lama
ARCHILI
არა მხოლოდ "ქართულობაა" განმსაზღვრელი

ნატურალურობა და არაგენმოდიფიცირებულობა, თუ როგორაა არ ვიცი :D,

უფრო მნიშვნელოვანია

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 23:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote: პ.ს. ისე, ბოლო წლებში ქართველი გლეხების სოლიდური ნაწილი ისე გულიანად ეშურება ათასგვარ შხამქიმიკატს, არაქართულ, მაგრამ კარგად გაყიდვად თესლს და ა.შ. და ა.შ. რომ არა მგონია, ბევრი მათგანი უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე თურქული ან სხვა ნაგავი...

ასე, რომ ქართველი გლეხებისაგან ფრთიანი ანგელოზების შექმნაც არ არის მთლად სწორი, ისინიც კარგად მიჰქარავენ ხოლმე...

პროდუქტი რომ მხოლოდ წარმოშობის ადგილიდან არ იზომება (იმ მაგალითისა არ იყოს ;) ), ფაქტია...

ეს ქართველი გლეხი, აქაოდა სამამულო პროდუქტიაო, იყიდის თესლს რომელიღაც გენმოდიფიცირებულ თუ სხვაგვარ კარგად დაფასოებულ პაკეტში, მერე ჩააგდებს ამ მადლიან ქართულ მიწაში, მერე მიაყოლებს მთელი სეზონი ათასგვარ საშინელ შხამს, მერე კიდევ მკვახეს წამოიღებს გზაზე, რომ ტრანსპორტირება კარგად აიტანოს, მერე კიდევ წონის მოტყუებით მოგვაყიდის ან ეგ ან გადამყიდველი და... ა.შ.

ჰოდა... მოკლედ, არც ეს ამბავი გამიოგვრჩეს, რომ ნაწარმის მხოლოდ "ქართულობა" მის უსაფრთხოებასა და ხარისხზე არ მეტყველებს, ბატონო...

:)
მომწონს შენი ეს აზრი.
მეც იგივეს ვფიქრობ.
მთავრი პრობლემა ხარისხის შემოწმებაა.
გინდა ქართული საკვები იყოს, გინდა - შემოტანილი

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 23:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ochokochi wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


სანამ ვინმეს უტაქტობას და ნერვების აშლას დააბრალებ, ჯერ შენი პირველი პოსტი გადაიკითხე, სადაც უწყინარ კითხვას, თუ რატომ შემოაქვთ უხარისხო პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას უშლის ხელს,მოჰყვა სწორედაც რომ უტაქტო და პირადული ხასიათის პასუხი შენი მხრიდან. ჩემი შეკითხვა კი განაპირობა შენმა უსამართლო მტკიცებამ, პირველ რიგში ხალხია დამნაშავეო. რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასევე, შენი მხრიდან წამოვიდა უსაფუძვლო და უსამართლო "მტკიცებები" ლაპარაკსა და საქმის კეთება არ კეთებასთან დაკავშირებით. შენ არ იცი, შენთვის უცნობი ადამიანები რას ფიქრობენ, აკეთებენ, რას ყიდლობენ და რას მიირთმევენ........

ვინც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს იმას გაუმარჯოს!

ეს არის ამ თემაში ცემი 1ლი წერილი:

"ვაჰ, სრულიად საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხია.
რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს ხარისხის შემმოწმებელი 3სახური.
დღეს საქართველოში გავრცელებული ბევრი დაავადება სწორედ უხარისხო საკვებითაა გამოწვეული"


ვინმეს ბრალდება და შეურაცხყოფა ჩემი სტილი არ არის.
ეს იმან იკითხოს,
ვისაც ჰოლანდიური "ყველი" ელანდება.

ის, რომ უხარიხოს საკვებს მივირთმევთ, სისუფთავის ნორმები დაცული არ არის, გლეხს
რომ უჭირს, ჩემი ბრალიც არის, შენიც, და სხვა ბევრი თანამემულის.

უბრალოდ, მოითხოვე ყველგან ქართული...

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 00:24
by ლეონტი
მოდი რა ნუ გადაიხდი 1 ლარს ქიმიურ შოკოლადში და იყიდე გლეხის ხარისხიანი ჩურჩხელა, ნუ დალევ ქიმიურ კოკა კოლას და დალიე ნატურალური თაფლიანი წყალი.
ჯერ ადამიანმა საკუთარი თავის მოვლა უნდა ისწავლო.
რაც კულტურაა სხვათა შორის.
უმრავლესობას სიგარეტი აქვს გარჭობილი და რას ჭამს და სვამს ნაკლებად ადარდებს. ოღონდ გემრიელად დანაყრდეს.
და მაღალ მატერიებზე და უნატიფეს სფეროებზე მსჯელობს.
საქმე საქმეო რო იძახით აი საქმე:
დაიწყე სამყაროს მოწესრიგება საკუთარი თავიდან და მერე გლეხსაც დაუფასდება შრომა, გარწმუნებთ.
(თუნდაც ეს იოლი მოგების მადევარ ხელისუფალს არ აწყობდეს.)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 00:33
by bambina
ამერიკელებზე კარგ საკვებს რომ ვჭამთ (ჯერ-ჯერობით მაინც) ეგ ვიცი დაა ისე რას ვჭამთ, კაცმა არ იცის :mrgreen:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 00:46
by Shanshika
bambina

+1...

და ისე ამ ბოლო დროს მართლა ვერ გავიგე რას მივირთმევთ...

:roll: :roll: :roll:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 00:51
by ARCHILI
რას მიუთითებთ, ვინ რა ჭამოს ან მოითხოვოს???




თუ ურჩევნია ვინმეს შოკოლადი, შეჭამოს შოკოლადი, თუ ურჩევნია ჩურჩხელა -შეჭამოს ჩურჩხელა...



ვისთან რა საქმე გვაქვს?..



მიყვარს ბატონო სნიკერსი და ეროვნული მოტივების გამო რეზინის მსგავსი დამპალნიგვზიანი ჩურჩხელა უნდა ვიყიდო მაინცდამაინც?

:?: :?: :?:

ჰოლანდიიური ყველიც შეიძლება მეტად გემრიელი იყოს, ვიდრე კონცენტრირებული მარილით ჩაწყობილი ერთჯერად პარკებში გაურკვეველი თეთრი საგანი, რომელიც თურმე მხოლოდ იმიტომ უნდა ვიყიდო, რომ ქართული ქიმიაა...

:!: :!: :!:

ისე მოგვდის რა, ადრე რომ იყო გამოთქმა "საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელიაო"... იმიტომ არსებობს არჩევანი და სხვადასხვა წარმოება, რომ ნებელობით გადავწყვიტოთ...

აქეთ, შესაბამისმა წყაროებმა ინებოს კეთილი და შეეწიოს გლეხს, უკეთესი ხარისხის და ფასის საუკეთესო შესაბამისობა მოატანინოს მყიდველამდე და იქით კიდევ სხვამ სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებელს თავად გაუწიოს კონკურენცია...

მომხმარებლის შეზღუდვაზე რატიომ აკეთებთ აქვენტს?

მწარმოებლების თავნებობის შეზღუდვაზე გააკეთეთ აქცენტი და არა მომხმარებელზე, თორემ ჩვენი ნებაა, რომელი ქვეყნის პროდუქტს მივირთმევთ და რომლისას არა და ზოგადად, რომელ პროდუქტს მივირთმევთ და რომელს არა... რადგან რაღაც პროდუქტს ვირჩევთ ამა თუ იმ მიზეზით, ხარისხი იქნება ეს, ფასი, სხვა ტიპის შესაძლებლობა თუ ა.შ.

და არაფერ შუაშია აქ პატრიოტიზმი და სხვა ბლაბლა...

ქართულ პროდუქტზეა საუბარი? - კი, ბატონო, მოიყვანონ ნაწარმი, გაუწიონ სხვას კონკურენცია ხარისხით, ფასით, იმიჯით, ცნობადობით და ა.შ. და შესაბამისი მყიდველიც მას არჩევს...

მაშ...

:)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 00:52
by bambina
Shanshika

მე პირადად, ჩემი რეჟიმიდან (კი არადა, ურეჟიმობიდან) გამომდინარე, რაც ხელში მომხვდება. :mrgreen:

ისე, ძირითადად იმერული ყველით ვსაზრდოობ (გულიანისმაილი) :mrgreen:

ეგ რომ არ იყოს, მეც არ ვიქნებოდი :roll:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 01:06
by Shanshika
bambina

მეც ეგეთ დღეში ვარ :? ... ამ გადარბენების და სამსახურის გადამკიდე ჩამოვხმი და გავყვითლდი :shock: :D ...
ასე ცოტა და ასე ერთფეროვნად არ მიჭამია კაი ხანია ...

:roll: :roll: :roll:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 29 ნოე 2009, 01:08
by Naia
აქ იმაზე კი არაა საუბარი ვინ რა უნდა ჭამოს, არამედ იმაზე თუ რამდენად ხარისხიანია ის, რასაც მივირთმევთ...

ჩემს გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც სულ ერთია რას შეჭამს, მთავარია გემრიელი იყოს და სულ არ ადარდებს ძეხვი ძაღლის ხორცითაა გაკეთებული თუ მკვდარი ცხენის

მე კი მადარდებს. განსაკუთრებით კი იმ დროს როდესაც ბავშვისთვის საუკეთესო ხარისხის პროდუქტს ვეძებ. ეს ასევე მნიშვნელოვანია მძიმე ავადმყოფებისთვის. ჩემი მეგობარი ლამის ბაზრის კვლევას ატარებდა თავისი საიქიოდან მობრუნებული, დასუსტებული და ნაოპერაციევი ბიძისთვის პროდუქტის ყიდვის დროს. ნორმალურ ქვეყანაში მყიდველს ასეთი საკითხი ნაკლებად უნდა აწუხებდეს.

ხოლო თუ მომხმარებელი ხმას ამოიღებს ან რამე ზომას მიიღებს, რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, რაღაც მაინც შეიცვლება დადებითისკენ. რომ დაინახავენ ქართველი მწარმოებლები, რომ მათი კლიენტები პრეტენზიულები არიან და ხარისხის ფასიც იციან, ბაზრის შენარჩუნების მიზნით იძულებულნი იქნებიან დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნილებები.