Page 1 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 22 ნოე 2009, 12:22
by Makena
ეს თემა ეხება მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რითი ვიკვებებით??
რა პროდუქციას გვთავაზობს დღეს საქართველოში ესა თუ ის კომპანია?
რა ღვინოს ვსვამთ, რა პურს მივირთმევთ?
რითი ვკვებავთ ჩვენს შვილებს?
რა არის კონსერვანტები და სტაბილიზატორები?
რა სახის იმპორტირებულ პროდუქციას მივირთმევთ?
რა არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან მიღებული პროდუქცია რომელსაც საკვებად ვიყენებთ?
რატომ არის საქართველოში წარმოებული რძის პროდუქცია ასეთი უგემური?
რატომ ვსვამთ შრი-ლანკადან შემოტანილ ჩაის მაშინ როცა გურია-აჭარა-სამეგრელოში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებაა შესაძლებელი?
ამ კითხვების გაგრძელება თქვენ არ გაგიჭირდებათ, შევეცადოთ პასუხები და ახსნა მოვუძებნოთ ამ ყოველივეს 8)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 22 ნოე 2009, 16:07
by Moqandake
მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა

მეტი ინფორმაციაა საჭირო ალბათ მომხმარებლისთვის რომ იცოდეს რას მიირთმევს.
ძალისხმევა და ხელშეწყობა მთავრობისაგან რომ, მაგალითად ჩაის დაფასოებული მტვერის ნაცვლად ჩვენი ქართული ჩაი დავლიოთ და ბევრი რამ კიდევ MAKENAS ეცოდინება ჩემზე უკეთ

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 22 ნოე 2009, 19:14
by lama
Makena
ძალიან საინტერესო და რაც მთავარია აუცილებელი თემაა

გავერკვევით თუ რომელი პროდუქტი უნდა შევიძინოთ

მე ამ თემიდან ველი კონკრეტულ რჩევებს სხვადასხვა პროდუქტზე :)

დიდი მადლობა თამაზს ასეთი საჭირო თემის გახსნისთვის :)

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 ნოე 2009, 01:19
by Makena
Moqandake
lama
მაინც რომელი პროდუქტით დავიწყოთ... პურით?
საერთოდ ჰქვია კი პური იმ გაურკვევლობას რასაც თბილისში პურად ჰყიდიან?რომელსაც არც სუნი აქვს, არც გემო, 2 დღეში ისეთი ხდება რომ ძაღლიც კი არ ჭამს :?
თურქეთიდან იმპორტირებული ფქვილისგან გამომცხვარმა პურმა ან კი როგორ შეიძლება რომ ივარგოს? :roll: და ეს ხდება საქართველოში რომელიც ხორბლის წარმოშობის ერთერთ სამშობლოდ ითვლება :?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 ნოე 2009, 12:52
by Naia
ძალიან საჭირო თემაა. განსაკუთრებით მადარდებს რძის პროდუქტების ხარისხი, ვინაიდან პატარებს ძირითადად ამით ვკვებავთ... მაინტერესებს, როგორ ხდება ხარისხის კონტროლი, ან საერთოდ თუ ხდება და რომელი სამსახურია ამაზე პასუხისმგებელი?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 ნოე 2009, 16:15
by Makena
Naia
სამწუხაროდ საქართველოში დღესდღეობით არ არის ძალაში შესული კანონი რომელიც სურსათის უვნებლობას გააკონტროლებს, სავარაუდოთ 2010 წლიდან ამ კანონის ამოქმედება იგეგმება.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ რძის პროდუქციას.... რძის გადამამუშავებელი კომპანიების უმეტესობა საქართველოში (სახელებს არ ჩამოვთვლი) რძის პროდუქტებს ამზადებს საკმაოდ მდარე ხარისხის იმპორტირებული რძის ფხვნილისაგან, რადგან რძის ფხვნილი გაცილებით იაფია ვიდრე ადგილზე ფერმერებისაგან რძის შესყიდვა.
შესაბამისად მდარე ხარისხის იმპორტირებული რძის ფხვნილისგან დამზადებული რძე და რძის პროდუქცია საკმაოდ დაბალი ხარისხის არის.
რაც შეეხება სოფლის რძეს და კარაქს, აქაც არსებობს გარკვეული რისკები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძროხა არ არის აცრილი, რადგან საკმაოდ გავრცელებულია ბრუცელოზი, ასევე შეიძლება ძროხისგან გადაგედოთ ტუბერკულოზი, განსაკუთრებით იმერული ყველის შემთხვევაში არსებობს დასნებოვნების დიდი რისკი რადგან იმერული ყველის დამზადების დროს რძის ადუღება არ ხდება.
სულგუნის შემთხვევაში რძე აუცილებლად უნდა ადუღდეს და შესაბამისად რისკები მინიმუმამდე მცირდება.
სოფეში ძროხის რძის ყიდვის შემთხვევასი რძე აუცილებლად უნდა აადუღოთ!

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 23 ნოე 2009, 18:01
by Moqandake
Makena
მოდი პურით დავიწყოთ, გამიგონია რომ ადრე საქართველოში ხორბლის დიდი კულტურა არსებობდა, სხვადასხვა ჯიშის და ა.შ. დგეს გასაგებია რაც ხდება, შემოდის თურქული ფქვილი და პური დაძველების მერე სასწაულ ფერებს იღებს და მართალია ძაღლიც კი პირს არ აკარებს.

როგორ მოვიქცეთ ამ რეალობიდან გამომდინარე..?

ყველზე გასაგებია, მივეძალოთ სულგუნს :lol:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 08:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, სრულიად საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხია.
რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს ხარისხის შემმოწმებელი 3სახური.
დღეს საქართველოში გავრცელებული ბევრი დაავადება სწორედ უხარისხო საკვებითაა გამოწვეული

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 09:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჰომ გაგიგიათ?
მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის ბაზარზე უხარისხობის მიზეზით ქართული სასმელების გაყიდვა აკრძალა,
ჩვენი კომპანიები გამოფხიზლდნენ და ნაწარმის გაუმჯობესება დაიწყეს.
დღეს გაცილებით ხარისხიანი სასმელი იყიდება საქართველოშიც და მის გარეთაც

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 10:00
by qvevri
რატოა, რომ საქართველოს ღვინის ქარხანათა აბსოლიტური უმრავლესობა ღვინის მაგივრად ვირის შარდს აწარმოებს?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 10:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
qvevri wrote:რატოა, რომ საქართველოს ღვინის ქარხანათა აბსოლიტური უმრავლესობა ღვინის მაგივრად ვირის შარდს აწარმოებს?
კიდევ ხდება მსგავსი რამე?
რომელი ქარხნების ღვინოები ვარგა და რომელი არ შევიძინოთ?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 10:05
by ლეონტი
თითქოს ძროხის ხორცი რომელიც ადგილზეა წარმოებული შედარებით ჯანსაღი პროდუქტი უნდა იყოს რადგან ძროხა ჭამს თივას და ეკოლოგიურად სუფთაა, თუ ქალაქის ძროხებს არ ჩავთვლით.
მაგრამ ნაჯახიან ყასბებს თურმე ხშირად ინდოეთისნ ან არგენტინის ხორცი აქვთო.
მართალია?

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 10:08
by ლეონტი
qvevri wrote:რატოა, რომ საქართველოს ღვინის ქარხანათა აბსოლიტური უმრავლესობა ღვინის მაგივრად ვირის შარდს აწარმოებს?
გიპასუხებ:
ვირის შარდი და საერთოდ შარდი უფრო მოთხოვნადია ბაზარზე.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რას ჭამს არ აინტერესებს.
მთავარია გემრიელად მიირთვას.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 12:40
by Makena
Moqandake wrote:Makena
მოდი პურით დავიწყოთ, გამიგონია რომ ადრე საქართველოში ხორბლის დიდი კულტურა არსებობდა, სხვადასხვა ჯიშის და ა.შ. დგეს გასაგებია რაც ხდება, შემოდის თურქული ფქვილი და პური დაძველების მერე სასწაულ ფერებს იღებს და მართალია ძაღლიც კი პირს არ აკარებს.

როგორ მოვიქცეთ ამ რეალობიდან გამომდინარე..?

ყველზე გასაგებია, მივეძალოთ სულგუნს :lol:
Moqandake
პური... საქართველოში დღესდღეობით ძალიან რომ მოინდომოთ, ბევრი ეძებოთ და ძვირიც გადაიხადოთ მაინც ვერ შეიძენთ კარგი ხარისხუის ხორბლის პურს, რაც იყიდება უმეტესობა იმპორტირებული ფქვილით არის გამომცხვარი.
საფუარები რომლეიც გამოყენებულია ცომის ასფუებლად გაურკვეველი წარმომავლობის არის ან თურქულია, შესაბამისად პური რამდენიმე დღეში ისეთ ობს იკიდებს რომ მისი ჭამა არათუ არ შეიძკლება არამედ საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ჭვავის პური - ჭვავი საქართველოში არ იწარმოება, მაინც აცხობენ, ათასნაერ საღებავებს იყენებენ, თეთრ ფქვილში დაფქვილ ნახშირს ურევენ და შემდეგ ჭვავის პურად ასაღებენ... ამ პროცესის კონტროლი ჯერჯერობით შეუძლებელია.
რაც შეეხება ქართულ ხორბლებს, ქართული ხორბლების უმეტესი ნაწილი მხოლოდ გენბანკებშია შენახული, მათ დიდი ხანია აღარ თესავენ პურის საცხობად, რადგან დაბალმოსავლიანია, იმას კია არვინ ფიქრობს რომ გემრიელია, ყუათიანი, სასარგებლო, კარგი სუნი აქვს....
ასერომ დღესდღეობით კარგი ხარისხის პურს ნუ ეძებთ, მაინც ვერ იპოვით.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 12:50
by Makena
ლეონტი wrote:თითქოს ძროხის ხორცი რომელიც ადგილზეა წარმოებული შედარებით ჯანსაღი პროდუქტი უნდა იყოს რადგან ძროხა ჭამს თივას და ეკოლოგიურად სუფთაა, თუ ქალაქის ძროხებს არ ჩავთვლით.
მაგრამ ნაჯახიან ყასბებს თურმე ხშირად ინდოეთისნ ან არგენტინის ხორცი აქვთო.
მართალია?
ლეონტი
საქართველოში სახორცე ჯიშის პირუტყვის წარმოების კულტურა ფაქტიურად არ არსებობს, როგორც წესი გლეხები ავადმყოფ ან ბებერ ძროხას კლავენ და ყიდიან, ამიტომ ნამდვილად ძნელია კარგი ხარისხის ხორცის შეზენა. ხორცი აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული, ასეთ შემოწმებებს წესით ყველა მაღაზია უნდა აკეთებდეს, თუმცა არ ვიცი ასეა თუ არა, ყველას ჯობია ხორცი სერიოზულ სუპერმარკეთში შეიძინოთ, მაგ: გუდვილში რადგან ისინი ნამდვილად ამოწმებენ.
რაც შეეხება ეკოლოგიურ ანუ ორგანულ ანუ ბიო პროდუქციას (ეკოლოგიურად სუფთა არასწორი ტერმინია) ასეთი ხორცის პროდუქტი საქართველოში არ იწარმოება.
ეკოლოგიური ხორცის საწარმოებლად, საჭიროა ეკოლოგიური თივა,ეკოლოგიური თივუის საწარმოებლად კი საჭირიოა ეკოლოგიური მიწათმოქმედების სისტემის დანერგვა და განვითარება 3 წლის განმავლობაში, აქამდე ძალიან შორს ვართ, ჯერჯერობით ისიც კი დიდი მიღწევა იქნება თუ ბრუცელიოზს, ტუბერკულოზს და მზგავს დაავადებებს არ დაგვმართებს საქართველოში წარმოებული ხორცი და ყველი.