Page 22 of 25

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 17 აპრ 2011, 21:53
by Ivane Goliadze
აქაც ყოფილა თემა :)
ეს ისე
ეყაროს მაინც ჩემი კია
კუს ტბის სვანური კოშკის გზა :)
Image

Image

Image

Image

Image

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 16 ივნ 2011, 11:56
by Holden
საბურავები მინდა კარგი. რას მირჩევთ? ყველა სეზონის ყიდვას ვაპირებ და რომელია ისეთი საბურავი, თოვლში და ტალახშიც რომ არ შეგარცხვენს ადამიანს?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 16 ივნ 2011, 14:51
by Nika
1) ეგეთები არ არსებობს რომ ტალახშიც კაი იყოს და თოვლშიც.
2) თოვლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალნაირი სუბსტანციაა. უნდა დააკონკრეტო როგორ თოვლზე გაქვს საუბარი.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 16 ივნ 2011, 15:13
by Holden
ანუ რა ხდება იცი? ტალახისთვის რომ კარგი იყოს, იმიტომ მინდა, რომ მთაში სიარულისას ნაწვიამრი ნიადაგის არ შემეშინდეს და ნებისმიერი სირთულის ტალახს გაუმკლავდეს.

ხოლო, რაც შეეხება თოვლს, თოვლიან გაუკვალავ გზებს ნაკლებად ვეტანები, უბრალოდ მოცემულმა საბურევებმა, გუდაურში და ბაკურიანში საიმედოდ უნდა ამიყვან-ჩამომიყვანოს და წელიწადში ერთი-ორჯერ ძლივსდათოვლილი რუსთავ-თბილისის ტრასაზე მატაროს :D

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 17 ივნ 2011, 12:52
by Makena
Holden
,,ოლ ტერრეინ" ნიშანდებით უნდა შეიძინო საბურავი.
იოკოჰამა, კუპერი, ბრიჯსტოუნი...
პრაქტიკულად ყველგან ივლის.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 17 ივნ 2011, 15:47
by Holden
Makena

ბრიჯსტოუნის დუალერები მიყენია ეხლა და ყველაზე ცუდი საბურავია, რაც შეიძლება, რომ ადამიანს მანქანაზე ეყენოს. თოვლში ციგაობას იწყებს და წვიმაში კიდე ავარიაშიც მოვყევი, ნაწვიმარ ასფალტზე 80–90 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა მუხრუჭვს რომ ფეხი დავადგი, მთელი მსაკარადი მომიწყო მაქანამ. ხოდა, ეგეთი საბურავი აღარ მინდა და მაგიტომ მჭირდება თქვენი რჩევა.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 17 ივნ 2011, 16:04
by Nika
Holden
All Terrain საბურავები ყველგან კარგი უნდა იყოს თითქოს. რეალურად კიდე ვერსად ვერ დადის.
მთაში ნაწვიმარი ნიადაგის თუ არ გინდა რომ შეგეშინდეს M/T საბურავები უნდა დააყენო. ხოლო დატკეპნილ თოვლზე ზამთრის საბურავებია კარგი. Bridgestone Blizzak, Tokohama Ice Terrain და ანალოგიურები (ფიფქი ახატიათ).

ისე კი ყველაზე კარგია რომ ჯაჭვები იქონიო თან. ტალახშიც და თოვლშიც შეუდარებელ ეფექტს იძლევა.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 20 ივნ 2011, 15:46
by Makena
Holden
როგორც ზემოთ წერ საშუალო სირთულის გზებზე გიწევს სიარული და ასევე გუდაურსა და ბაკურიანში გინდა შეუფერხებლად იარო...
საერთოდ რათქმაუნდა ჯობს რომ საბურავების რამდენიმე კომპლექტი გქონდეს თოვლისთვი ცალკე, ტალახისთვის ცალკე, ტრასისთვის ცალკე....მაგრამ ყოველივე ეს საკმოად ძვირია, თან ამდენი საბურავების ცვლაც დამღლელია..
მე პირადად კუპერის ა/ტრ მიყენია და ყველგან დავდივარ, ტალახშიც თოვლშიც და ტრასაზეც, ჯავახეთში ურთულეს მონაკვეთზე 2800 მეტრზე ტალახში და ქვებში მივლია, უპრობლემოდ, თოვლშიც ნორმალურად დადის, თუმცა თოვლისთვის რათქმაუნდა ზამთრის საბურავები ჯობია.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 20 ივნ 2011, 15:59
by Naia
Holden wrote:Makena

ბრიჯსტოუნის დუალერები მიყენია ეხლა და ყველაზე ცუდი საბურავია, რაც შეიძლება, რომ ადამიანს მანქანაზე ეყენოს. თოვლში ციგაობას იწყებს და წვიმაში კიდე ავარიაშიც მოვყევი, ნაწვიმარ ასფალტზე 80–90 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა მუხრუჭვს რომ ფეხი დავადგი, მთელი მსაკარადი მომიწყო მაქანამ. ხოდა, ეგეთი საბურავი აღარ მინდა და მაგიტომ მჭირდება თქვენი რჩევა.
მეც ეგ საბურავები მაქვს, მაგრამ ჩემები კარგად იქცევიან :) ტალახშიც კარგად დადიან და ნაწვიმარზეც (თან გაითვალისწინე, რომ სწრაფად სიარული მიყვარს)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 20 ივნ 2011, 16:11
by keto
დუელერების მე ტალახში კმაყოფილი ვარ, მაგრამ თოვლზე საშინელებაა, გინდ ციგაზე მჯდარხარ მართლა და გინდ მაგ საბურავიან მანქანაზე რა :(

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 20 ივნ 2011, 23:13
by Holden
keto

ქვიან ტალახში ნამდვილად არ ქმნის პრობლემებს, აი, ლაფში კი იწყებს უკვე ცეკვას, თუმცა ეს დიდი პრობლემა არც არის, ჩართავ ხიდებს და თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან ამოძვრები.

მოკლედ, ბრიჯსტოუნ დუალერებს მე ასე დავახასიათებდი:

დადებითი - ბენზინის ხარჯი (ეკონომიურია საკმაოდ), ხმაური (გზატკეცილზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას საბურავი სასიამოვნოდ და შეუმჩნევლად ღუღუნებს თავისთვის), გამძლეობა (ძალიან გამძლეა, ბოლოს გაცვდება, მაგრამ მაინც არაფერი არ მოუვა, თამამად შეგიძლია იარო წვეტიან ქვებზეც :)).

ტალახი, ეს ის კონდიციაა, სადაც გადაჭრით ვერ იტყვი ეს საბურავი ცუდია, თუ კარგი. თალახის ტიპზეა დამოკიდებული.

უარყოფითი - პირველ რიგში თოვლი და კიდევ ერთხელ თოვლი (მითუმეტეს სველ თოვლზე ჩათვალე, რომ ციგურებზე გიდგას მანქანა), სველ გზატკეცილზე მანევრირებადობა, თუ უხვადაა გუბეები.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 22 ივნ 2011, 07:40
by Archil
თოვლზე ჯაჭვები. ლაფშიც სახიფათოა. მეც მაგენი მიყენია, გადაცვეთილები საკმაოდ. ქვიან ადგილებში კარგად დადის. თოვლში კი ყოფილა მომისრიალა ერთხელ, მაგრეამ ჩემი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მანქანა-საბურავების.

მე მანქანის სიმძიმე მშველის, მაგი ეხმარება რომ დაბრკოლებები გადალახოს და ადვილად არ მოაბუქსაოს.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 22 ივნ 2011, 11:02
by keto
Holden wrote:keto

ქვიან ტალახში ნამდვილად არ ქმნის პრობლემებს, აი, ლაფში კი იწყებს უკვე ცეკვას, თუმცა ეს დიდი პრობლემა არც არის, ჩართავ ხიდებს და თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან ამოძვრები.
მე მართალი გითხრა "გაუჭირდება და ხიდებს ჩავრთავს" არ ვშვები, ხიდს ვრთავ და ისე შევდივარ ტალახში ;) ნუ თუ საოცარი ტალახია, ბლოკირებასაც ზედ ვაყოლებ :)

Archil

მე რომ მაციგავა მანქანამ, მეგონა ჩემი მძღოლობის ამბავი იყო, თოვლზე დიდ გამოცდილებას ვერ დავიკვეხნი, თუმცა ფრთხილი კი ვარ. მაგრამ ჩემმა ძმამ, მამაჩემმაც რომ იგივე მითრეს, საშინლად სრიალებსო, მანდ უკვე გამოცდილების და ცოდნა-არცონდის საკითხი აღარ დგას :) თან ჰო, ჩემი მანქანა მსუბუქია

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 23 ივნ 2011, 10:32
by Makena
თოვლზე და ყინულზე სიარულს ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მითუმეტეს როცა ზამთრის საბურავები არ გიყენია, ხიდი კი გაჭირვებამდე უნდა ჩართოს კაცმა თორემ რომ გაგიჭირდება უკვე შეიძლება ბაგირი დაგჭირდეს :wink:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 21 სექ 2011, 16:44
by Makena
ზამთარი მოდის და საბურავებზე ზრუნვაა საჭირო, ადრე აქციები ეწყობოდა ხოლმე, თუ 3 საბურავს იყიდდი მეოთხეს გჩუქნიდნენ, თუ სადმე წააწყდით მსგავს აქციას დაწერეთ :)