Page 21 of 25

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 19 აგვ 2010, 20:37
by Makena
zloibeka
საინტერესო უღელტეხილი ჩანს, კი გაივლიდა კაცი მაგ გზას, ალბათ ტიბეტისკენ მიმავალი გზაა, ერთი განსხვავებაა ოღონდ, მე გზის გარეშე ავედი, იქ სადაც ვიარე არანაერი ურელტეხილი არ არის, უბრალოდ მთაა :)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 27 დეკ 2010, 00:51
by Makena
პაჯერო იოს მფლობელებთან მაქვს შეკითხვა, თბილისში სად შეიძლება იაპონური მოტორის კბილებიანი რემენის ყიდვა?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 27 დეკ 2010, 09:34
by Naia
Makena
თამაზ, ოფროუდერ ლევანის (რომელიც კარავზეც არის დარეგისტრირებული) ქუთაისის ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია აქვს გახსნილი. იქნებ იმას მიაკითხო. თვითონ თუ არ ექნა დაგაკვალიანებს მაინც.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 13 იან 2011, 16:27
by Makena
Naia
გმადლობ ნაია, თეოს მანქანას ვაწესრიგებ :)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 თებ 2011, 16:47
by Holden
ხალხნო, მოგესალმებით (ბევრ თქვენთაგანს ვიცნობ, დანარჩენს აწი გავიცნობ ალბათ :D

მეტად საჭირო თეამაა დილეტანტი მძღოლებისათვის, აი, ისეთებისათვის როგორიც მე ვარ (მანქანი მართვის 4 თვიანი სტაჟი მაქვს მხოლოდ).

იქიდან გამომდინარე, რომ გული სულ მთისკენ მიწევს, მაღალი გამავლობის მანქანა ვიყიდე და თქვენი რჩევები მისი სწორი მოხმარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის.

მანქანა: სუძუკი გრანდ ვიტარა, ავტომატიკა, ამერიკული, 2002 წლის, 2,5 მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით. მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ, ფოლომდე იღებს თავისუფლად და ლაღად.

საწვავი: მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით იტანს ნებისმიერ "ნაგავს", პირდაპირ ასე უწერია: რაც გინდათ ის ჩაასხით, უბრალოდ ეკოლოგიაზე იფიქრეთო. ამიტომაც არ ვიკლავ თავს და ლუკოილის რეგულარს ვაყლაპებ, თუმცა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს პრემიუმ ავანგარდზე. საწვავის ხარჯი ადის მაქსიმუმ 12 ლიტრზე, თუმცა ვინაიდან ძირითადად ტრასაზე მიწევს მოძრაობა, როგორც წესი 10-11 ლიტრს მიწვავს, განსაკუთრებით უყვარს 80-90 კმ-სთ სიჩქარე (საწვავის ოპტიმალურად ხარჯვისათვის)

ზეთისა და საბურავების შესახებ მჭირდება თქვენი რჩევა.

ჯერჯერობით ჩემს მანქანას მხოლოდ ორი ნაკლი აქვს: 1. შედარებით დაბალია და მუცლით ხოხვა უყვარს; 2. დილეტანტი მძღოლი ყავს :D

ხო, და კიდევ, ძალიან მინდა, რომ P-დან D-ში გადატანის შემდეგ დავუშვა ხოლმე ხელის მუხრუჭის ბერკეტი, მაგრამ ფარებს მიტოვებს ანთებულს (ამერიკულ მოდელებზე მასეაო, მითხრეს) და ვინმემ თუ იცის ამ სულელი ფარების გამორთვის რაიმე სხვა მეთოდი (მე პირადად ასე ვიქცევი: დავქოქავ, ხელის მუხრუჭს ვწევ დაბლა, ვაჩერებ ერთ კბილზე ამოწეულს და ასე დამყავს მანქანა)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 თებ 2011, 17:41
by ლეონტი
Holden
აბა რით განუგეშო?
ასფალტის ჯიპი ქვა ლოდიანში მუცლის ხახუნს ვინ ჩივის? შემოგემტვრევა.
მოკლედ გეგმა ასეთია: აგრძელებ ფულის გროვებას, ამ ჯიპუნას ზოგავ, რომ კაი ვიდზე იყოს, მერე ყიდი და ყიდულობ მიწიდან აცილებულ, აუცილებლად მექანიკა, კმაყოფილს რომ დაგტოვებს ჯიპს. აი მდინარეში რომ შევარდები და წელამდე ტალახში გახვალ და ლოდებზე გადახტები ისეთს.
ყიდვის წინ რჩევისთვის მოგვმართეთ.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 თებ 2011, 18:11
by keto
Holden

ფარებს რაც შეეხება, კი, ამერიკულ მანქანებს გაბარიტები მუდმივათ უნთიათ. გამოსავალი: ქართველი ხელოსნები, როგორც ყველაფერს, მაგასაც შველიან.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 05 თებ 2011, 17:54
by Makena
Holden
სუძუკი გრანდ ვიტარა კარგი გამავლობის ჯიპია, აქვს ხიდების ბლოკირების სისტემა რაც მანქანას სერიოზულ ჯიპად აქცევს, იგი არ მიეკუთვნება პარკეტის ჯიპებს, მოყინულზეც კარგად დადის და ტალახშიც. 2 კარიანი მოდელები საუკეთესო გამავლობით გამოირჩევიან.
რა ვუშველოთ სიდაბლეს... უპირველეს ყოვლისა მანქანას ახალი საბურავები უნდა დაუყენო, რაც უყენია იმაზე ოდნავ მაღალი, თუნდაც 5 მილიმეტრი სხვაობაც კი მანქანას სიმაღლეს უმატებს, ქვიან გზებზე უნდა იმოძრაო მაღალ ჯიპებთან შედარებით ნელა და პრაქტიკულად უმეტეს წინაარმდეგობებს უპრობლემოდ გადალახავ.
ავტომატური სიჩქარის კოლოფი ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესიც კია ვიდრე მექანიკური, ასერომ მთავარია მისი სწორად გამოყენება ისწავლო უგზოობის დროს.
ასერომ მაგ მანქანის გაყიდვას არ გირჩევ.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 07 მარ 2011, 18:38
by Makena
სოკარის საწვავი ხომ არ მოგისინჯიათ ვინმეს?
ვარგა რამედ თუ ჩვეულებრივი აზერბაიჯანული გაუგებრობაა?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 07 მარ 2011, 22:03
by nagli33
Makena wrote:სოკარის საწვავი ხომ არ მოგისინჯიათ ვინმეს?
ვარგა რამედ თუ ჩვეულებრივი აზერბაიჯანული გაუგებრობაა?

თევზის სუნი აქვს, და შავად ბოლავს, 10 ლიტრაში 9.2 ლიტრს გისხამენ როგორც უმეტეს ბენზო-გასამართ სადგურებზე ხდება ხოლმე. დიზელსა და ბენზინს ერთ რეზერვუარში ინახავნე, და ერთი და იგივე "ფისტალეტი"დან ასხავენ. საკვებს რომ შეადარო თივაა :D მაგას რომ ჩაასხავ, კლაპნები ალიევი ფანდარასტს მღერიან, ტალკატელები მრავალჟამიერს.....


უცხო სიტყვათა განმარტებანი... კლაპანი- სარქველი, ტალკატელი-აღმძრავი


PS რაც ზემოთ დავწერე ნახევრად ხუმრობაა :D[/b]

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 09 მარ 2011, 21:18
by Holden
სოკარს ვერაფერი შვილი საწვავი აქვს და არც ვისოლი უქნია ღმერთს. ამ ბოლო დროს ლუკოილის პრემიუმ ავანგარდს შევეჩვიე, კარგია, ან მეჩვენება რომ კარგია :D

ხო, რაც შეეხება მანქანას, გაყიდვას ნამდვილად არ ვაპირებ, თანაც დიდი ხანი არ გავყიდი, დარწმუნებული ვარ.

ზეთზე მჭირდება თქვენი რჩევა, უახლოეს ერთ კვირაში ვაპირებ გამოცვლას. უკვე გამოვცადე შელი და მობილი, განსხვავება ვერ დავინახე ვერანაირი, ორივე ზეთი მალე "გაიცვითა". თქვენ რომელ ბრენდს მირჩევდით ზემოთაღნიშნული ავტომობილისათვის?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 12 მარ 2011, 11:25
by Makena
Holden
მე არალს გირჩევ. ნამდვილი გერმანული ხარსიხია.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 12 აპრ 2011, 13:40
by Makena
იაპონიიდან ავტომობილების ექსპორტის შესახებ ხომ არაფერი იცით? გრძელდება?
ამოწმებს ვინმე ამ ავომობილების რადიოაქტიური დაბინძურების ხარისხს?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 12 აპრ 2011, 15:19
by ლეონტი
გუშინ დაიჭირეს რუსეთში, იაპონურები, დასაშვებს 8 ჯერ აღემატებოდა.
აქ არავინ შეამოწმებს , ასე რომ ფრთხილად.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 12 აპრ 2011, 17:02
by Holden
ლეონტი


ამოწმებენ, საბოჟოზე შემოსავლისას ნებისმიერი ტვირთი მოწმდება რადიაციაზე :wink: