Page 1 of 25

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 02 ნოე 2009, 13:42
by Makena
კარველებს ხშირად გვიწევს მაღალი გამავლობისნ მანქანებით ანუ ჯიპებით სიარული, მგონი ურიგო არ იქნება მეტი ვიცოდეთ მაღალი გამავლობის მაქანების შესახებ :)
ფორუმზე საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს ასეთი მანქანების არჩევის, შენახვისა და სწორად გამოყენების, ჰოდა გავუზიაროთ ერთმანეთს ეს ცოდნა-გამოცდილება :wink:
ასევე შეგვიძლია დავდოთ საინტერესო ფოტოები ჩვენი ლაშქრობებიდან რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებშია გადაღებული 8)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 ნოე 2009, 15:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena
საჭირო თემაა.
1 კიტხვა მაქვს, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის მექანიკური სიჩქარეთა კოლოფი უფრო კგია თუ ავტომატური?
ბევრისგან გამიგია, რომ მექანიკური სჯობს.
თუ ასეა, ეს ცნობილი ფირმები რატომღა აწარმოებენ ავტომატურზე მომუშავე ჯიპებს?

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 ნოე 2009, 18:03
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
ორივე გადაცემათა კოლოფს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია.
ჯიპების მწარმოებლები როგორც წესი ორივე ვარიანტს უშვებენ, მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, ამერიკაში მომხმარებელი ავტომატურ კოლოფს ამჯობინებს, ევროპაში კი ორივე ვარიანტია გავრცელებული.
ავტომატური გადაცემათა კოლოფი უფრო კომფორტულია თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ხშირ შემთხვევაში ჯიპს ქალაქის მაცხოვრებლები ყიდულობენ, რომელთაც ამ მანქანის გამოყენება ცუდ გზებზე შეიძლება წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე დასჭირდეთ გასაგები ხდება რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფი მათთვის უფრო მიმზიდველია.
სხვა საკითხია ექსტრემის მოყვარულთა ხედვა და არჩევანი, ბუნებრივია ისინი უმეტეს შემთხვევაში მექანიკურ გადაცემათა კოლოფს არჩევენ რადგან ამ შემთხვევაში მძღოლი უშუალოდ არის ჩართული მანქანის მართვის პროცესში და გაცილებით უკეთ აკონტროლებს მას. :) თუმცა ესეც გემოვნებისა და ცოდნის ამბავია, ავტომატი არც ისეთი მარტივად სამართავია როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 ნოე 2009, 23:10
by LEVANIKO
მეც მირჩწევნია ჯიპი ავტომატიკა მყოლია და ნისან პატრული დიზელზე 3.0 იანი და მაგრად დადიოდა ძალიან ასევე პაჯერო 3.0 ახალი თაობის მატორითდა ისიც კარგი იყო

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 03 ნოე 2009, 23:52
by GIRA
Makena wrote:კარველებს ხშირად გვიწევს მაღალი გამავლობისნ მანქანებით ანუ ჯიპებით სიარული, მგონი ურიგო არ იქნება მეტი ვიცოდეთ მაღალი გამავლობის მაქანების შესახებ :)
ფორუმზე საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს ასეთი მანქანების არჩევის, შენახვისა და სწორად გამოყენების, ჰოდა გავუზიაროთ ერთმანეთს ეს ცოდნა-გამოცდილება :wink:
ასევე შეგვიძლია დავდოთ საინტერესო ფოტოები ჩვენი ლაშქრობებიდან რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებშია გადაღებული 8)
ამ ყველაფრისთვის არსებობს http://off-road.ge/forum/index.php?act=home
შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და სრულ, ამომწურავ ინფოს აიღებთ ჯიპებზე, თანაც კომპეტენტური ხალხისგან :wink:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 14:59
by LEVANIKO
GIRA
რომ ვერ ვრეგისტრირდები უკვე 5 თვეა

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 15:01
by qvevri
LEVANIKO
ეტყობა მეორეთი ან მესამეთი შედიხარ და თუ დარეგისტრირება გინდა უნდა გაახალასტოვო და თავისუფლად შეხვალ :wink:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 15:03
by LEVANIKO
qvevri
მაგალი გამოვლობისა და 1 არვაძლევ :D

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 19:20
by Makena
GIRA
სიამოვნებით მოვისმენთ ჩვენი მეგობარი ოფროუდერბის რჩევებს და კომენტარებს.
ვისაც მათი ფორუმი აინტერესებს მათ ფორუმს მიაკითხავს.
ჩვენ კარველები კი აქ ვისაუბრებთ, მითუმეტეს რომ კარავზე ძალიან ბევრი გამოცდილი მძღოლია და ბევრი საინტერესო რჩევის დაწერა შეუძლია :)
პროფესიონალებად არ იბადებიან, ყველაფერს სწავლა სჭირდება 8)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 22:04
by GIRA
Makena
ისაუბრეთ ბატონო. რა გამოვა, ვნახოთ :wink: :)

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 22:22
by ლეონტი
ჩამოვყალიბდეთ ეხლა... ტოიოტა ჯობია თუ ნისანი.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 04 ნოე 2009, 23:48
by LEVANIKO
გააჩნია ტოიოტას და ნისანს

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 05 ნოე 2009, 00:03
by Archil
ჩამოვყალიბდეთ ეხლა... ტოიოტა ჯობია თუ ნისანი.
GIRA

რეებს ამბობენ კაცოოო....

მექანიკა - ავტომატიკასთან დაკავშირებით

გააჩნია პირობებს სადაც მანქანას უწევს სიარული. ძირითადად მექანიკას აძლევენ უპირატესობას, რადგანაც მისი მართვა შესაძლებელია, ხოლო ავტომატიკა თავის დაპროგრამებული წესის მიხედვით მუშაობს და ზოგჯერ სჯობს სხვა წესი იყოს გამოყენებული. თუმცა უცხოურ ფორუმებზე წამიკითხავს, რომ ზღვის სანაპიროზე, ქვიშაში ავტმატიკა უპრობლემოდ დადიოდა, როცა მექანიკა ეფლობოდა. ანუ მექანიკას გადართვის დროს ბრუნვის მომენტი ეთიშებოდა, როცა ავტომატიკა ბორბლების ბრუნვს აგრძელებდა, ასე რომ ცალსახად ვერ იტყვი.

საქართველოს შემთხვევაში მექანიკას აძლევენ უპირატესობას, თუმცა ავტომატიკის შესწავლის ეტაპი იწყება და შეიძლება საინტერესო რამეებიც გამოჩნდეს, ანუ მაგასაც თავისი დამუღამება და ოსტატობა უნდა.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 05 ნოე 2009, 00:13
by GIRA
წევიდა მიზომება Image

მანქანის ოფროუდზე ტარებას ცოდნა უნდა.
განსხვავებული ცოდნა უნდა მექანიკური და ავტომატური კოლოფებით მართვას, მაგრამ დამიჯერეთ ჯერ იმ დონის გოიმები ვართ ქართველები, მასაში, რომ დიდი დრო გავა სანამ ავტომატის სწორად ხმარებას ისწავლიან Image
მე მესამე ჯიპი მყავს ავტომატიკით და ვერავინ დამაჯერებს, რომ მექანიკით ჩემზე უკეთესად ივლის სადმე. მანამდე მექანიკები მყავდა და ვიცი რასაც ვამბობ. თუ ავტომატის ხმარება იცის ადამიანმა, ბევრ შეცდომას გპატიობს, სხვა რამეს, რომ თავი დავანებოთ.
ახლა არ დაიწყოს ვინმემ, მექანიკა უფრო გამძლეაოოო Image

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 05 ნოე 2009, 09:48
by ლეონტი
GIRA wrote: მანამდე მექანიკები მყავდა და ვიცი რასაც ვამბობ.
მყავდა არ ნიშნავს მექანიკის პროფესიონალურ ცოდნას.
ვისაც ჰქონდა მექანიკის გამოცდილება და ავტომატზე გადაჯდა, ბრძნული იერით იძლევიან რჩევას "დაისვენებ",
"შენ აზზე არა ხარ" ,"მაიცა რა მექანიკა დაგავიწყდება"და ასე შემდეგ.
ის პერიოდი გამახსენდა ავტომატი ფოტოაფარატები რო გაიჩითა, დებილების აპარატს რომ ეძახოდნენ თავიდან, იმიტომ რომ დაჩხაკუნების გარდა სხვა ფუნქცია არაფერი ქონდა , რისი შეცვლაც შეიძლებოდა საბჭოური აპარატების ფონზე.
:P
აბა წავიდა ბრძნული აზრები.