მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by qvevri » 05 ნოე 2009, 10:10

ბრძნული აზრებიო???
ჰოი მექანიკავ, შენა ხარ საწინდარი ავტომატიკისა.
როგორია? ხო არი ლოზუნგი?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by ლეონტი » 05 ნოე 2009, 10:13

qvevri wrote: ჰოი მექანიკავ, შენა ხარ საწინდარი ავტომატიკისა.
როგორია? ხო არი ლოზუნგი?
ნამდვილად ბრძნული ლოზუნგია.
მე კი დავამატებდი მეგობრობა გზად და ხიდად(პანიჟენნი)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 05 ნოე 2009, 11:15

ლეონტი
მყავდა არ ნიშნავს მექანიკის პროფესიონალურ ცოდნას.
ნამდვილად - დაშლა, აწყობა არ ვიცი :lol:

ცუდი შედარება გააკეთე სიმართლე გითხრა, ძალიან ცუდი. რბილად, რომ ვთქვა - არაპროფესიონალური :wink:
"შენ აზზე არა ხარ" ,"მაიცა რა მექანიკა დაგავიწყდება"და ასე შემდეგ.
ზუსტად ასეთი ტიპები იძახიან მერე: ავტომატი არ ვარგა ოფროდზე და თოვლ-ყინულზეოოოოოოო.
იმიტომ, რომ არ იციან და არც სწავლა უნდათ.
იმისი არ იყოს, რამოდენიმე დღის წინ გლაზასტის კუპე მერსოთი მემარიაჟა ტიპი: ჩემსას 4.3 მატორი აქვს და შენსას ამოისვავსო, პროსტო ჩემსას სუსტი ავტომატიკა აქვს, ორჯერ გავაკეთეოოოოოოოოოო.
მე ვუთხარი, აბა მანახე მეთქი და ორი ხელით დავცინე სალონში, რომ ჩავიხედე............
ტიპს გადართული ჰქონდა W პოზიციაზე და იმით დადიოდა თურმე, რომ ვკითხე, ამ პოზიციით, რატომ დადიხარ მეთქი? ტიპმა მიპასუხა: S პოზიციაში, რომ გადავრთო სპორტულია და ბევრს წვავსო :lol: :lol: :lol:
არ იცის ბევრმა, რომ W თოვლ-ყინულზე სიარულისთვის არსებობს და S სტანდარტული პოზიციაა!
ხოდა, მერე იძახიან ავტომატი არ ვარგაო, ფუჭდებაო, მექანიკა ჯობიაო და ასე შემდეგ.....................





პ.ს. ნუ დაუწყებთ თქვენს ავტომატზე იგივე პოზიციების ძებნას, რადგან ყველა ავტომატს არ აქვს ეგეთი პოზიციები. სხვებს, სხვანაირად აქვს და აწერია სხვანაირადაც.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Archil » 05 ნოე 2009, 12:01

დაკოტაში თოვლ-ყინულზე ავტომატიკით დავდიოდი, ტრასაზე 120-ით, (მილებში 75 გამოდის მაგი, სიჩქარის შეზღუდვა იყო მასეთი). წინები იყო წამყვანი და პრობლემა არ შემქმნია (ნუ, პირველ არიფულ გასვლას თუ არ ჩავთვლით, როცა 120-ით მიმავალი 360 გრადუსით დამაბზრიალა).

ქალაქში მექანიკა დამღლელია. ეხლა რაც მყავს მექანიკაა და თბილისში სიარულისას მოვკვდი ჩართვა-გამორთვით, მანქანა ფაქტიურად მარცხენა ხელით დამყავს, მარჯვენა გადართვის კოლოფის სახელურზე მიდევს უმეტესწილად. მომენატრა ორივე ხელით მანქანის მართვა :lol: :lol: :lol:

მექანიკა უფრო გამძლეა და არ უნდა ამას ქილიკი. ანუ მექანიკა უფრო მეტს გაატარებს კილომეტრაჟს, ვიდრე ავტომატიკა, მოხმარების ერთნაირ პირობებს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. ამერიკის გამოცდილებიდან ვამბობ, იქაური ხელოსნები მასე იძახიან და ... გინდ დაუჯერეთ და გინდ იძახეთ გორის ციხე ზესტაფონშიაო :P

ავტომატიკას სწავლა უნდა, გირას ვეთანხმები მაგაში, საქართველოში ხომ მანქანის ტარება მხოლოდ ერთეულებმა იციან. საჭის ტრიალი კი ბევრმა. ისე, მანქანის სწავლა შიგნიდან უფრო მიყვარს, რომ იცი რისგან შედგება და რა შესაძლებლობებს მოგცემს, რას გაუძლებს და რას ვერა მანქანის რკინა. ამიტომ უნდა დაშალო, ან სხვის დაშლილს შეხედო.

მძღოლზე ბევრია დამოკიდებული. ამაზე მგონი ყველა დამეთანხმება.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Wanderer » 05 ნოე 2009, 16:44

Makena
ავტომატი არც ისეთი მარტივად სამართავია როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ.
კონკრეტულად რა არის სირთულეები ავტომატის მართვის დროს?

GIRA-მ კი დაწერა ზემოთ ნაწილობრივ, მაგრამ მაგას ცოდნა უნდა უბრალოდ.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 05 ნოე 2009, 23:44

სერიოზული საკითხია... ავტომატს ცოდნა სჭირდება, მითუმეტეს თუ ჯიპი გყავს და ქალაქგარეთ ტალახსა და თოვლში გიწევს სიარული.
თუ ქალაქში დადიხარ მაშინ ავტომატის მართვას არ ჭირდება ბრძენთა ხმობა, ჩართავ D პოზიციაზე და იარე მთელი დღე.
Wanderer
რაც შეეხება სირთულეებს...ძირითადი სირთულე არის ,,თავის ჭკუაზე" მომუშავე ავტომატის სწორად და დროულად გაკონტროლება შესაბამის სიტუაციაში, ანუ ტალახსა და თოვლში, ყინულზე დაშვებასა და ასვლის დროს,თოვლში, სწორად შერჩევა შესაბამისი გადაცემისა და ბლოკირების.

მაგალითს მოვიყვან: თუ გაყინულ ზედაპირზე დაშვების დროს იმის ნაცვლად რომ 4L და 1 პოზიცია ჩავრთოთ, ავტომატს A პოზიციაში დავტოვებთ აუცილებლად დავიმტვრევით.

ავტომატის ერთი დიდი პრობლემა მისი ბუქსირების საკითხია, ანუ ძრავის ვერ დაქოქვის შემთხვევაში, მისი ბუქსირება პრობლემაა, გადამყვანი სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებში ეს ალბათ პრობლემად არ ჩაითვლება რადგან ნებისმიერ წერთილში მოგაკითხავს გადამყვანი დარეკვის შემთხვევაში, აი საქართველოში კი წარმოიდგინეთ ჯიპი რომელსაც ,,სტარტერი" გაუფუჭდა სადმე ომალოს მიდამოებში.
Last edited by Makena on 06 ნოე 2009, 10:50, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Naia » 06 ნოე 2009, 00:10

ყინულზე მართვის რჩევებს ხომ ვერ მომცემდით?

შარშან კახეთში მოულოდნელად ყინულზე შევდექი და მანქანას ვეღარ ვიმორჩილებდი. მერე ვიღაცამ მითხრა, ასეთ დროს გაზი უნდა მისცე და მანქანაც გასწორდებაო. მართალია?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by lama » 06 ნოე 2009, 02:22

Naia
თან "რუჩნოი" უნდა ამოუწიო :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by likakoo » 06 ნოე 2009, 03:29

მაღალი გამავლობის მანქანები საშიშია, თუ დაგეჯახა ვერ გადარჩები!!! :D :D :D :D :D :D :D

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 06 ნოე 2009, 05:34

Makena
თუ ქალაქში დადიხარ მაშინ ავტომატის მართვას არ ჭირდება ბრძენთა ხმობა, ჩართავ A პოზიციაზე და იარე მთელი დღე.
:shock:
საოცარია ანუ სა20არია ანუ სა-ოცი-არია..... ეგ A სად არის?
ანუ ტალახსა და თოვლში, ყინულზე დაშვებასა და ასვლის დროს,თოვლში, სწორად შერჩევა შესაბამისი გადაცემისა და ბლოკირების.
აააააააააააა ბლოკირება Image აღმოჩენა ქართულ სივრცეში Image Image
ავტომატის ერთი დიდი პრობლემა მისი ბუქსირების საკითხია, ანუ ძრავის ვერ დაქოქვის შემთხვევაში, მისი ბუქსირება პრობლემაა, გადამყვანი სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებში ეს ალბათ პრობლემად არ ჩაითვლება რადგან ნებისმიერ წერთილში მოგაკითხავს გადამყვანი დარეკვის შემთხვევაში, აი საქართველოში კი წარმოიდგინეთ ჯიპი რომელსაც ,,სტარტერი" გაუფუჭდა სადმე ომალოს მიდამოებში.
ეგ პრობლემა დღეს, სულ რაღაც 100 მეეთი ღირს, დატენილია და პერემიჩკებით გაუკეთებ შიგ ქოქვაში Image
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by GIRA » 06 ნოე 2009, 05:39

ყინულზე მართვის ჩვევებს, დიდი გამ 20 დილება სჭირდება ანუ გამ-ოცი-დილება.
გამოცდილება.
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Naia » 06 ნოე 2009, 09:22

GIRA
მერე, გაგვიზიარე ეგ გამ20დილება :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 06 ნოე 2009, 10:49

GIRA
მართალი ხარ მექანიკურად A დავწერე D ს მაგივრად, ხდება ხოლმე :wink:
Last edited by Makena on 08 ნოე 2009, 00:38, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Makena » 06 ნოე 2009, 10:52

GIRA
ეგ სტარტერის ამბავი ძალიან საინტერესოა, თუ შეგიძლია დეტალურად დაწერე, სად შეიძლება შეძენა და როგორ უნდა იქნას გამოყენებული.
მგონი ასეთი კონკრეტული საკითხების განხილვა ძალიან წაადგებათ ჯიპტურების მოყვარულებს კარავზე :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Post by Wanderer » 06 ნოე 2009, 13:57

Makena
მადლობა. :)


Naia
ყინულზე მართვის რჩევებს ხომ ვერ მომცემდით?
ჩემი მწირი ინფორმაციით(პრაქტიკაში არ მომისინჯავს): როცა მოცურდები ყინულზე მუხრუჭი არ უნდა გამოიყენო და საჭე უნდა მიატრიალო
- უკანა წამყვანი თვლების შემთხვევაში იმ მხარეს საითაც ცურდები
- წინა წამყვანი თვლების შემთხვევაში მოცურების საწინააღმდეგო მხარეს

თუ ვცდები რამეში - გამისწორეთ. გამიხარდება პირიქით. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]