Page 2 of 6

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 20 აგვ 2010, 09:24
by Archil
ARCHILI wrote:სუჯუნის წმინდა გიორგი არ დაგავიწყდეს

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=42 ... sc&start=0
რა ხარ გამზარდია, თვითონ კი არ დადო ინფორმაცია, ზუსტადაც კი არ მიმითითა ადგილი. თავისი მეგრული გასვლის მთელი თემა გადამაკითხინა :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
ninola wrote:Image
წმ.გიორგის სახელობის ულამაზესი ტაძარი სოფ. სუჯუნაში
ninola wrote:ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი ამავე ტაძარში
Image
ninola wrote:Image
არჩილ, ინფორმაცია თუ იცი დამატებითი სუჯუნაზე, დაწერე

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 20 აგვ 2010, 11:10
by Tamari-ch.

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 07 სექ 2010, 21:28
by Archil
თბილისში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები:

წმ. გიორგის სახელობის (ქაშვეთი)
რუსთაველის გამზირისა და ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთა. ტელ: 99-01-12

წმ. გიორგის სახელობის (კარის)
ერეკლე II მოედანი â„–1, ტელ: 92-22-81

წმ. გიორგის სახელობის
საბურთალოს საძმო სასაფლაოსთან, ტელ: 30-22-22

წმ. გიორგის სახელობის
გლდანის რ-ნი, ქერჩის ქ. â„–22 (უშიშროების აკადემიის ტერიტორია)

ლომისის წმ. გიორგის სახელობის
გლდანის რ-ნი, III და IV მიკრორაიონებს შორის, ტელ: 24-67-76

კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის
ბეთლემის ქ. â„–7

წმ. გიორგის სახელობის
თემქის დასახლება, IX კვარტალი

წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო
ვარკეთილი-3, ტელ: 79-04-40

წმ. გიორგის სახელობის
ნორიოს აღმართის დასაწყისი, სამხედრო ნაწილის ტერიტორია

წმ. გიორგის სახელობის
ჭავჭავაძის გამზირი â„–75, ვაკის სასაფლაოსთან

წმ. გიორგის სახელობის (მშენებარე)
ვაკე, მარაბდის ქუჩა

წმ. გიორგის სახელობის
სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. â„–7

წმ. გიორგის სახელობის
სოფ. დიღომი (მაღლივ საცხოვრებელ კორპუსთან)

ნაქულბაქევის წმ. გიორგის სახელობის
დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია

წმ. გიორგის სახელობის
ვეძისი, ოსეთის ქუჩა (მთაზე)

წმ. გიორგის სახელობის
ავჭალის კოლონიის ტერიტორია

წყარო: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/tbtadzrebi.htm

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 ოქტ 2010, 12:10
by Archil
khrukhuna wrote:ჭერემის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
Image
Image
Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 ოქტ 2010, 12:13
by Archil
khrukhuna wrote:წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ჭერემი
Image

Image
Image
ბმული ლაშქრობის თემიდან:

ჭერემი__ზეგაანის ყველაწმინდა . . . 16.10.2010

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 ოქტ 2010, 21:22
by Mariam
ილორის წმ. გიორგის ეკლესია

ოჩამჩირის რაიონში, შავი ზღვის პირას, მდებარეობს ქრისტიანული კულტურის ძეგლი - ილორის წმიდა გიორგის ეკლესია. ეს ეკლესია, აგებული XI ს. პირეელ მეოთხედში, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. ილორი მთელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი იყო, სადაც ყოველწლიურად 20 ნოემბერს იმართებოდა წმიდა გიორგის დღესასწაული - ილორობა.
შუა საუკუნეების ილორი ოდიშის სამთავროს ფარგლებში შედიოდა, ილორის ტაძრის დაცვაზე სამეგრელოს მთავრები ზრუნავდნენ. ასე შეაკეთა ილორის ტაძარი ლევან II დადიანმა XVII საუკუნეში. 1736 წ. თურქების მიერ გადამწვარი ილორი ისევ ოდიშის მთავრებმა აღადგინეს. დასასრულ, ძეგლი საფუძვლიანად იქნა რესტავრირებული XIX ს. 40-იან წლებში.
ჩვენ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რას ნიშნავს ილორი, როგორია მისი მეცნიერული ეტიმოლოგია, მაგრამ თავისი ფორმით (კერძოდ, ორი სუფიქსით) ის ქართული ჩანს. (შეადარეთ: სხვიტორი, გომბორი, მანდიკორი, შაორი, ჯეჯორი და სხვ.) რაც მთავარია, აშკარად ქართულია, აგრეთვე, ილორის მიმდებარე მიდამოების ტოპონიმია: ოხურეი, ღალიძგა, ზენი, ნაგვალოუ, სუკი და სხვ.

სამწუხარდ, აქ ლაშქრობას ვერ მოვახერხებთ. ღმერთმა ინებოს, რომ მალე შევძლოთ.

Image

Image

Image

Image

Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 ოქტ 2010, 21:32
by Mariam
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.



ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით - მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები (ჯვრები), ვერცხლით მოჭედილი და უბრალო ფერადი ქვებით შემკული (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.



ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

მეხატენი ამ ჯაჭვს ასე უმღეროდნენ:

„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.



მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:

„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,
ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი - წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, - დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, - უპასუხებენ ისინი... შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.

ამინ!
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm


Image

Image

Image

Image

Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 ოქტ 2010, 21:38
by Mariam
ჩხარის წმიდა გიორგის მონასტერი

დეტალები იხ. http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/chkhari/chkharis.htm


შეიძლება, ზოგმა არ იცოდეს, რომ ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მთავარი ტაძარი (http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/bodbe/bodbe.htm) წმ. გიორგის სახელობისაა.

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 25 ოქტ 2010, 09:10
by Archil
Mariam

გაიხარე მარიამ, ძვირფასი ინფოარმაცია შემატე ამ თემას.

ქართლში გასვლის თემიდან:

ქვემო ქართლი - 24.10.10

karavi87 wrote:ესეც რატევანის წმინდა გიორგის ეკლესია


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
თუ ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ შეავსოთ

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 13 ნოე 2010, 08:36
by chuna
"-მეუფეო! ეს წმ.გიორგის ხატი ცოტა დაბლა დაკიდეთ, რა! 5 წელია გველეშაპს ვეამბორებიო"!


:lol: :lol: :lol: :lol:

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 07 აგვ 2011, 07:05
by Archil
აფნიის „წმინდა გიორგის“ ეკლესია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში

ჭულევის წმ. გიორგის ეკლესია

ჭულევი ახალციხის რაიონში, ადიგენიდან დაახლოებით ხუთიოდე კილომეტრის მანძილზე, მდ. ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, კლდეების ძირში მდებარეობს. სახელი ჭულე, ანუ ჭულევი ახლა მარტო ეკლესიას შემორჩა. ამ სახელწოდების სოფელი აღარ არსებობს. სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი“.
რაიონის ცენტრიდან გზა ჩრდილოეთით მიემართება. სოფელ ადიგენამდე ძლიერი აღმართია გზის მარჯვნივ ციცაბო კლდეზე კოშკივით აღმართული. აგრეთვე გზის მარჯვნივ, კარგად ჩანს ოქროს ციხე. ამ პლატოდან ფართო და მრავალფეროვანი სივრცე იშლება. უკან, სამხრეთისკენ, ქვაბლიანს გაღმა, ამწვანებულ კალთებზე სოფლებია გაბნეული. წინ კლდოვანი, დაღარული ქედია, რომლისკენაც ჭულევის გზა მიემართება. ტაძრამდის დაახლოებით ერთი კილომეტრი გზა წიწვიანი ტყით დაფარულ ვიწრო კლდოვან ხეობაში შედის და მცირე კლდეკარს მიადგება. აქ ყველაფერი სახეს იცვლის. ხეობა კვლავ იშლება და უზარმაზარი კლდეებით გარშემორტყმულ, ყოველმხრივ შემოზღუდულ, სივრცვს ქმნის. ეკლესია ამ ამფითეატრის შუაგულში დგას.
ეკლესიასთან ახლოს მისული ადამიანი ადვილად შენიშნავს, რომ წინათ ეს მყუდრო ადგილი არც ისე ჩუმი და უდაბური უნდა ყოფილიყო. ეკლესიის გარშემო მრავალი ნანგრევია.
ჯერ კიდევ XX საუკუნუს 30-იან წლებში ეკლესიის გვერდით მდიდრულად მოჩუქურთმებული სამრეკლო იდგა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიგნი თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა. აქვე, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, დგას მცირე, მთლიანად პერანგშემოძარცული, კამარაჩაქცეული სამლოცველო. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლებიდან დღეისათვის ტაძრის ჩრდილოეთით სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი. თვით ჭულევის ეკლესია დღეს რესტავრირებული და აღდგენილია, მაგრამ აქაურობა დიდი ხნის განმავლობაში უპატრონოდ იყო და გამაჰმადიანებული მოსახლეობა გამუდმებით ძარცვავდა ტაძარს.
ჭულევის წმ. გიორგის ეკლესია (აქ ადრეც მდგარა ეკლესია) XIV საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ეს თლილი ქვით ნაშენი გუმბათიანი ეკლესიაა. გეგმითა და ხუროთმოძღვრული ფორმებით იგი საფარის წმ. საბასა და ზარზმის ეკლესიებს ენათესავება, მაგრამ ბევრად უფრო მცირეა. მნახველი ადვილად შენიშნავს, რომ მისი კედლების წყობა გარედან ერთგვაროვანი არ არის. კედლის პერანგის ნაწილი (უფრო წვრილია ქვა) ახალია.
ჭულევის ტაძარი არა მარტო სიდიდით ჩამოუვარდება საფარასა და ზარზმას, არამედ მხატვრული ღირსებითაც. მისი მოჩუქურთმება, მთლიანად ვერ მოუსწრიათ (გუმბათის სარკმლები მოუჩუქურთმებელია), მაგრამ რაც არის გაკეთებული მოწმობს, რომ ჩუქურთმის სახეები აქ ნაკლებ მრავალფეროვანია, ვიდრე ხსენებულ ორ დიდ ძეგლში. ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთის ფასადი. მთავარი სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ გაკეთებულია სამკუთხა ნიშები, რომელთა მსგავსი არც საფარასა და არც ზარზმაში არ არის. ნიშები პატარაა, მცირე სიღრმისა, ისინი ვეღარ თამაშობენ ისეთ არსებით როლს, როგორსაც X-XIII საუკუნეთა ძეგლებში. იგრძნობა, რომ ჭულევის მშენებელი აქ მხოლოდ ოდესღაც გავრცელებულ, მის დროს კი მივიწყებულ, ხერხს იმეორებს.
შუა სარკმელი ფართო მოჩუქურთმებულ არშიაშია ჩასმული.
როგორი იყო ამ კედლის სხვა ნაწილთა მორთულობა, დღეს აღარ ჩანს, რადგან ძველი პერანგის დიდი ნაწილი დაღუპულია.
ეკლესიის შინაგანი სივრცე, საფარისა და ზარზმის შემდეგ, ძალიან ვიწრო და აზიდული ჩანს. მხატვრობა ჭულევში ისე გარკვევით აღარ ჩანს, როგორც საფარასა და ზარზმაში.
ჩრდილო-დასავლეთ ბურჯის სამხრეთის პირზე დარჩენილია საღებავით შესრულებული წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ ჭულევის ეკლესია მხატვარ არსენის მოუხატავს. მოხატვა „სრულ იქმნა“ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, ირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა, სარგის II, ყუარყუარე, მაგრამ აქ მეხუთე პირიც არის ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემული.
წმინდა გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი, აშენებული უნდა იყოს სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.
მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს, რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. სწორედ ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა ის სამრეკლო, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ასევე ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია და სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი. 1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები, რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.
XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა.


საფარის წმ. გიორგის ეკლესია

ეკლესიას (მიძინების ტაძრის გვერდით) შერჩენილი აქვს საინტერესო წარწერა შესასვლელის თავზე. იგი მოგვითხრობს. რომ ეს "მცირედი ეგუტერი" (სამლოცველო) აუშენებია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშვენისძეს, საფარაში დამკვიდრებულ ,,წმინდა მამათათვის". აქედან აშკარაა, რომ საფარაში იმ დროს მონასტერი არსებობდა.
XVI საუკუნე საფარას ისტორიაში უკანასკნელ მიჯნას წარმოადგენს. სამცხის გათურქებასთან ერთად, დაიწყო საფარის თანდათანობით დაცარიელება. ეს პროცესი XVII საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე გრძელდებოდა. ისევე, როგორც მესხეთის სხვა ეკლესია-მონასტრებიდან, საფარიდანაც გახიზნეს ხატები და სხვა განძეულობა.
წმ. საბას უმთავრესი ხატი, იმერეთში წაუღიათ და ჩხარის ეკლესიაში დაუსვენებიათ. განძის ნაწილი ქართლშიც მოხვედრილა, სოფელ არადეთში.

http://forum.inadire.ge/index.php?showt ... &#entry742

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 07 აგვ 2011, 07:11
by Archil
chuna wrote:"-მეუფეო! ეს წმ.გიორგის ხატი ცოტა დაბლა დაკიდეთ, რა! 5 წელია გველეშაპს ვეამბორებიო"!


:lol: :lol: :lol: :lol:
ჯონიმ მოგვიყვა ნინოსხევის ჩანჩერზე გასვლისას

დიაკვანი დამთვრალა და წმინდა გიორგის ხატთან დაჩოქილია და თავი აქვს მიდებული ხატს (ეტყობა მინა ცივია და სიამოვნებს)

მღვდელი გამოდის საკურთხეველიდან და სტიქაროსანს ეკითხება, საკმეველს რატომ არ აკმევს დიაკვანიო

სტიქაროსანი - ლოცვითაა დაღლილი და აღარ შეუძლიაო

მღვდელი - თუ დაღლილია, წავიდეს სახლში (ეტყობა მიხვდა დაღლის მიზეზს) ;)

სტიქაროსანი - ისეთი დაღლილია, წმინდა გიორგის ეხვეწება, ცხენი მათხოვე, თორემ ფეხით ჩამსვლელი იქ არა ვარო


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 07 აგვ 2011, 07:45
by Archil
ბორჯომის მუნიციალიტეტი


სოფელ სადგერის მახლობლად შემონახულია XV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია.


სოფელ ყვიბისის ტერიტორიაზე შემონახულია IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

Image

http://forum.inadire.ge/index.php?showt ... &#entry742

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 23 აგვ 2011, 12:27
by Archil
პატარა ონის წმინდა გიორგი, რაჭა (აღდგენილია)

გასვლისდან "რაჭა მყვარებია"

Tamari-ch. wrote:Image

ეს წმ. გიორგის ეკლესია

Image

Image



Image


Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 23 აგვ 2011, 14:24
by Archil
doroTea wrote: ხონჭიორის წმ. გიორგის ეკლესიას მივადექით :)


Image

Image