Page 1 of 6

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 30 ოქტ 2009, 21:45
by Archil
საქართველოში გადმოცემით წმინდა გიორგის 365 ეკლესიაა.

ყველას ჩამონათვალი არსად არ მინახია და ...

სიონის შესახებ ერთხელ გავხსენი თემა "სიონი"

ბევრი ინფორმაცია დაგროვდა სიონებზე ერთიანი ძალისხმევით. არც მეგონა ამდენი სიონი თუ იყო საქართველოში.

დაახლოებით იგივე მინდა წმინდა გიორგის ეკლესიებზეც გავაკეთოთ.
ლაშქრობებში სიარულისას გვხვდებიან ეს ეკლესიები და დავაფიქსიროთ, დავდოთ სურათი და ინფორმაცია, მდებარეობა, მდგომარეობა, ისტორია და მაგდაგვარი. მე რამდენი შემხვედრია და ეხლა არც კი მახსოვს.

ნუმებრივია ერთი და იგივე ეკლესიაზე მონაცემების დადების ალბათობაც არის, მაგრამ სჯობია მეტი იყოს, ვიდრე შევზღუდოთ


რა თანმიმდევრობით გავაკეთოთ.

1. დასახელება,
2. მდებარეობა, საქართველოს მხარე, ახლომდებარე დასახლებული პუნქტების დასახელება, მანძილი მანამდე მისასვლელი. სასურველია რუქაც.
3. ისტორიული მონაცემები (როდისაა აშენებული და მაგგვარები)
4. სურათი, ექსტერიერი და ინტერიერი.
5. ბმული იმ ლაშქრობის აღწერაზე, რომლის დროსაც მოხდა ამ ძეგლის ნახვა.
6. აღწერა მდგომარების
7. სხვა სასარგებლო ბმულები ამ ძეგლთან დაკავშირებით.

ნიმუშისათვის ალავერდის შესახებ დავდებ

1. ალავერდის წმინდა გიორგი
2. კახეთი, მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე

Image

Image

3. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი

4. ექსტერიერი

Image

ინტერიერი

Image

5. ლაშქრობის ბმულები:

პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

ჩემი შემოდგომის შემოდგომა (2008)

ასურელი მამების კვალდაკვალ (ალავერდი) 6.10.08.

თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი (ალავერდი)

კვეტერა, ალავერდი, გრემი
2 დღე კახეთში (ალავერდი)

6. შიგნით დაზიანებულია ფრესკები. მოქმედი მამათა მონასტრერია და უვლიან. ამასთან მიმდინარეობს რეკონსტრუქცია.

7. სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 1%83%98%29


აბა გვეწეოდეს წმინდა გიორგი :)

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 30 ოქტ 2009, 21:48
by Archil
ბმულები წმინდა გიორგის ეკლესიებზე :

http://eklesiebigiorgi.blogspot.com/

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99% ... 1%E1%83%98

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 01 ნოე 2009, 13:31
by Tamari-ch.
იდეა დამებადა

23-ში გიორგობაზე

რამდენიმე ასეთი ეკლესია მოლოცოთ....
შევარჩიოთ წინასწარ ერთმანეთთან შედარებით

ახლოს მდებარე რამდენიმე ასეთი ეკლესია....

კახეთი ან ქართლი...

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 01 ნოე 2009, 13:34
by Tamari-ch.
აჭი მაინტერესებს ძალიან - მარა შორსაა...
:?

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 8%E1%83%90

ქართლის ეკლესიები შეიძლება ამოვირჩიოთ...

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 05 დეკ 2009, 13:25
by Archil
Tamari-ch.

აჭიში ვიყავით გურიის გასვლიდან. მოვიცლი და გადმოვიტან იქაურ სურათებს. ბმულებსაც ბუნებრივია. ისტროაი მაინტერესებს მაგისი უფრო, თორემ სურათები გვაქვსთქვა ;)

სარკის წმინდა გიორგი

ქარელი, სოფელი ლეთეთი, 8 კმ სოფლიდან

კარვული გასვლიდან:

სარკის წმინდა გიორგი, 11.10.09

რამოდენიმე სურათსაც დავდებ ამ გასვლიდან. ისტორია თუ ვინმემ იცით, შემომაშველეთ.

Image

Image

Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 05 დეკ 2009, 13:49
by Archil
Toma wrote:სარკის წმინდა გიორგის მონასტერი
ეს არის ქარელის რაიონში, მე ვიყავი ყინწვისიდან.

მოკლედ ჩადიხარ ყინწვისში და შემდეგ მარცხნივ გადაუხვევ ტყეში შემავალ ბილიკზე, რომელიც მიდის სულზემოთ მთისკენ, თუ გზა არ იცით ჯობია მონასტერში ვინმეს სთხოვოთ და გამოგყვებათ დაახლოებით 2 სთ-ი ივლით ტყეში მშვენიერი სასიარულოა და შემდეგ ერთ პატარა მდელოზე აღმოაჩენთ სარკის წმ. გიორგის მონასტერს რომელიც არის მე-6-ე საუკუნის ბაზილიკა რომელიც შემდეგ გადააკეთეს გუმბათოვან ეკლესიად მე-12-ე საუკუვეში თუ არ ვცდები ზაზა ფანაცკერტელის მეოხებით
Kakha wrote:აი აქ http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/sarkis/sarkis.htm

ეს ვნახე: ლეგენდა - ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულად დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.
Kakha wrote:ახლა რაშია საქმე, დედოფლის მინდორზე მეც მიმუშავია. იქ მართლაც იყო გვიან შუა საუკუნეების წმ. გიორგის სტელა რომელიც როგორც ადგილობრვები ჰყვებიან (განსხვავებით ზემოთ მოყვანილი ლეგენდისაგან) პირიქით სარკის წნ. გიორგის სალოცავიდან იყო მოსული. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას აქვს რომ ყველა ვარიანტში ეს სტელა სარკის წმ. გიორგის უკავშირდება.

მნიშვნელოვანი კი ისაა რომ დედოფლის მინდორზე არსებული სტელა, რომლის გარშემოც მიწა არ იხვნებოდა და გარკვეული უცნარუი წეს ჩვეულებებიც იყო შემოჩენილი აღმოჩნდა ზუსტად წარმართული ტაძრის საკურთხევლის ზემოთ, მის თავზე. ამასთან ზარმართული ტაძარი განადგურდა ქრისტიანობის შემოსვლამდე საქარველოში, სადღაც ქრისტეს შემდეგ პირველ-მეორე საუკუნეში. სტელასა და ზარმართულ ტაძარს შორის ე.წ. სტერიული შრე იყო ანუ სტელა ვინც დადო არაფრით არ შეეძლო სცოდნოდა წარმართული ტაძრის შესახებ. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეეძლო დაენახა ნანგრევები, რადგან იმ დროს ყოველივე უკვე დიდი ხნით ადრე მიწით იყო დაფარული. ერთადერთი ალბათ არსებობდა ისტორიული მეხსიერება, რომ ამ ადგილას რაღაც მძლავრი რელიგიური ადგილი იყო.

გათხრების შემდეგ აღმოჩნდა რომ დედოფლის მინდორზე ალბათ მცირე აზიაში ყველაზე დიდი ფართობის საკულტო კომპლექსია, ე.წ. ტემენოსი, რაც ბერძნულად წმინდა ადგილს ნიშნავს. იგი შემოსაზღვრულია გალავნით, რომელშიც ცხრა ტაძარი დგას. ტაძრები ყველა ნიშნით ზოროასტურლი ანუ ცეცხთაყვანისმცემლებისა იყო. ეტყობა იმ დროს ეს საქართველოს მეფეთა სალოცავს წარმოდგენდა.

ისევ სარკის წმ. გიორგის სტელას რომ დავუბრუნდეთ - სტელა მთავარი ტაძრის ცენტრში მდებარე ცეცსლის საკურთხევლის თავზე იდგა.

ხანდახან მართლა გასაოცარია ხოლმე ისტორიული მეხსიერების მდგრადობა....
Kakha wrote:ჩემი ძველი პოსტი ვიპოვე სარკის წმ. გიორგისთან დაკავშირებით - რაც დავწერე იგივე თემის ვარიაციაა, მაგრამ მაინც ვისაც აინტერესებს

Giorgi Bagrationi
ვაა, მაშ ეგაა სარკის ჭმინდა გიორგი. ბევრჯერ გამიგია მისი სახელი, აი ნახვით კი არ მინახავს. სხვათა შორის დედეფლის მინდვრზე, წარმაღთული ტაძრის საკურთხევლი თავზე წმ. გიორგის საკმაოდ გვიანდელი სტელა იყო და ადგილობრივები დიდი კრძალვით ექცეოდნენ (მაგან გადაარჩინა წარმართული ტაძრის ცენტრი - არ იხვნებოდა). ჰოდა ადგილობრივებში ლეგენდა იყო - ეგო სარკის წმინდა გიორგიდან აროსო გამოტყორცნილიო და აქ დავარდაო. ვინც არ იცით დედოფლის მინდორიც ქარელის რაიონშია, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან სოფელ საღოლაშნთან ახლოს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში, მაგრამ ახლა სანახავი არაფერია, ვინაიდან კედელბი ალიზით ანუ გამოუწვარი თიხის აგურით იყო ნაშენი ახლა რომ გადახედო იმ ადგილს პრაქტიკულად მხოლოდ მინდორს დაინახავთ.

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 12 დეკ 2009, 11:51
by Archil
წუღრუღაშენი

ბოლნისის სიონის მახლობლად

Image

Image

ესეც რუქა

Image

დამატებითი ინფორმაცია და სურათები გასვლის შესახებ

06.12.09 დმანისი - წუღრუღაშენი - ბოლნისის სიონი – ცურტავი

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 09 იან 2010, 19:23
by Archil
წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისადმი მიძღვნილი მონეტა გამოვიდა სიახლე

21-11-2009, 21:36

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მუზეუმში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად მოჭრილი ვერცხლის მონეტების პრეზენტაცია გამართა. 10 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მიეძღვნა.
ვერცხლის მონეტა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა წარადგინა.
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, სოფ. ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, შესრულებული სხვადასხვა თაობის მართლმორწმუნე ქართველების მიერ.
10-ლარიანი ნომინალის ვერცხლის მონეტები საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ფინეთის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის დიზაინის ავტორები არიან მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი). მონეტის ავერსის დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები - ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის დიზაინის დაბალ მარჯვენა კუთხეში განთავსებულია წარწერა “საქართველო" და გამოშვების წელი “2009". მონეტის რევერსზე, შუაგულში, გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში _ ეკლესიის აშენების თარიღი _ XI-ს. მონეტის წრის მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 10 და წარწერა “ლარი", ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა “ილორი".
ამ ეტაპზე მოჭრილია 1500 ცალი ვერცხლის მონეტა, რომლის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში.
1995 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სულ 8 სახის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, მათ შორისაა “ოქროს საწმისის" საინვესტიცო დანიშნულების მონეტა.


წყარო: http://news.gtu.ge/index.php?newsid=140

ავერსი

Image

რევერსი

Image

მონეტის სურათები ეროვნული ბანკის გვერდიდან.

10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა

2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, სოფ. ილორის (ოჩამჩირის რაიონი) შუაგულში XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, შესრულებული სხვადასხვა თაობის მართლმორწმუნე ქართველების მიერ.

ნომინალი: 10 ლარი
წონა: 28.28 გრ,დიამეტრი: 38.61მმ,
შემადგენლობა: Ag.925 ,
ხარისხი: უმაღლესი –„ფრუფი“,
რაოდენობა: 1500 ცალი.
მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში.
გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 09 იან 2010, 20:41
by generouslady
თემა გვიან ვნახე .საინტერესოა.

სარყის წმინდა გიორგის ეკლესია ნანახი მაქვს კარვული გასვლის წყალობით.
შემოდგომით.ულამაზესი ადგილია.

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 09 იან 2010, 22:11
by Archil
ამას შევხვდი ინტერნეტში შემთხვევით. თუ ვინმემ რამე იცის, ან სურათი აქვს, დაამატოს.

თუმცა ბმულში მითითებულ სიტზე არის სურათების და ბერების სურათებიც.

VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრი ქალაქ ზესტაფონიდან 8 კილომეტრის დაშორებით, მდინარე აჯამურის ხეობაში მდებარეობს. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ზემო იმერეთის სულიერებისა და კულტურის ძლიერ ცენტრს. 1992 წელს მონასტერში აღდგა წირვა-ლოცვა, შეიკრიბა ძმობა, რომელთა შრომითა და მრავალი ადამიანის დახმარებით მოხერხდა 12 მოციქულის სახელობის მცირე ტაძრის, ხის სენაკების, სატრაპეზოს და დამხამერე ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა.

VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იაკობი (ჭოხონელიძე) საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, მონასტერს ესაჭიროება საკვები პროდუქტისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა.
მონასტრის წინამძღვარი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. "ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, მონასტერს ესაჭიროება საკვები პროდუქტისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა. მოკრძალებით გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და შემოგვწიროთ თანხა შეძლებისდაგვარად. მიუთითეთ იმ პიროვნებების სახელები, რომელთა მოხსენიებაც გსურთ მონასტერში აღვლენილ ლოცვებში", _

რეკვიზიტები: ს.ს. "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალი (კოდი 220101502); მიმღების დასახელება: ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი; მიმღების ანგარიშის ნომერი: 150822800; ; www.tabakini.ge E-mail: tabakini@gmail.com ; საკონტაქტო ტელეფონები: 899 50-48-61; 893 66-31-77.

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 09 იან 2010, 23:34
by qvevri
ეგ მონეტა მეცა მაქვს :)

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 10 იან 2010, 11:35
by Tamari-ch.
ეს ხომ არაა?

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2% ... 0%E1%83%98

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის ლამაზ ხეობაში, ქ. ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა.

კომუნისტური ათეიზმის პერიოდში მონასტერი გაპარტახდა.




წავიდეთ - ვნახოთ!

Image

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 17 იან 2010, 15:14
by Archil
qvevri wrote:
ესაა ნატახტარის წმ. გიორგის ეკლესია. თუმცა მეორე მხრის აქაურობა მართლაც წააგავს ალაზნის ველს.
qvevri wrote: ტაძრის ეზოში
Image
Image
Image
მიდი აბა???
იმედია ქვევრი შეგვეწევა და უფრო მეტ ინფორმაციას დადებს ამ ეკლესიის (მათ შორის ზუსტი მდებარეობის) შესახებ

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 18 ივლ 2010, 20:41
by ARCHILI
სუჯუნის წმინდა გიორგი არ დაგავიწყდეს

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=42 ... sc&start=0

წმინდა გიორგი გეწეოდეთ - 365 წმინდა გიორგის ეკლესია

Posted: 20 აგვ 2010, 09:09
by Archil
ანაგის წმინდა გიორგი (ქიზიყი)

წყარო: http://dzeglebi-anaga.blogspot.com/

სოფელში წმ. გიორგის სახელობის ორი ეკლესიაა. პირველს, რომელიც სოფლის რკინიგზასთან ნანგრევების სახით შემორჩენილა, მგზავრის საყდარსაც უწოდებენ, ხოლო მეორეს, სოფლის ბოლოს, დაბალი ბუჩქებით დაფარულ, ვაკე ადგილზე აგებულს- ჯაგის წმინდა გიორგის. აქ წელიწადში ორჯერ აღინიშნება გიორგობა და წირვა-ლოცვა აღესრულება.

Image