SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 18 სექ 2009, 01:48

GAMARJOBA SAKARTVELO
აკი ინგლისურის ვიპოვეთო?

Peace Corp-ს ხომ არ შეეხმიანა ვინმე? მაგათ ჰყავთ მოხალისე ამერიკელი სტუდენტები. ქართულიც იციან და სიხარულითაც წავლენ ყველაზე მიყრუებულ კუთხეშიც კი... აბა, ხვალ დავრეკავ...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 სექ 2009, 02:18

Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აკი ინგლისურის ვიპოვეთო?

Peace Corp-ს ხომ არ შეეხმიანა ვინმე? მაგათ ჰყავთ მოხალისე ამერიკელი სტუდენტები. ქართულიც იციან და სიხარულითაც წავლენ ყველაზე მიყრუებულ კუთხეშიც კი... აბა, ხვალ დავრეკავ...
პაატამ მითხრა, 1მა უკვე დამირეკაო მაგრამ როგორც ვატყობ, დარეკვის იქით საქმე არ წასულა.
მშვიდობის კორპუსში თუ დარეკავ, მართლა კგ იქნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 18 სექ 2009, 16:50

Naia
Peace Corp-ს ხომ არ შეეხმიანა ვინმე? მაგათ ჰყავთ მოხალისე ამერიკელი სტუდენტები. ქართულიც იციან და სიხარულითაც წავლენ ყველაზე მიყრუებულ კუთხეშიც კი... აბა, ხვალ დავრეკავ...

ეს ყველაზე კარგი იდეაა. ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები რამდენი არიან ახალციხეში, სამეგრელოში... ზუსტად მიყრუებულ კუთხეებში.

მეც ველოდები რამოდენიმე გამოხმაურებას.
სვანეთოლოგი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by Naia » 18 სექ 2009, 16:53

გვალდა
დღეს დავრეკე და ვესაუბრე სკოლების პროგრამის კოორდინატორს.

ავუხსენი შატილის სკოლის სპეციფიკა და სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებითო. ჩვენი პოლიტიკის თანახმად, მოხალისეებს ისეთ სოფელში არ ვუშვებთ სადაც გზის ჩაკეტვის ალბათობა 4 დღეზე მეტიაო. თან თვეში 1-ხელ მაინც უნდა ჩამოვიდნენ თბილისშიო. ვუთხარი შვეულმფრენი იფრენს თვეში 1ხელ-თო, მაგრამ ეტყობა მაინცდამაინც ვერ დაიჯერა...

მოკლედ, კიდევ გადავამოწმებ უფროსობასთან და დაგირეკავო. თუმცამეეჭვება რამე შეცვალონო

პს. ჩვენი მოხალისეები უსასყიდლოდ მუშაობენო, მთავარია მასპინძელ ოჯახში იცხოვრონ და კვებით უზრუნველყოფილნი იყვნენო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by ARCHILI » 18 სექ 2009, 16:54

მე ვიცნობ ერთ კარგ სპეციალისტს, ჩვენი თანატოლია - ინგლისურის და რუსულის სპეციალისტია...

ჩემი სახელით დაურეკეთ თქვენ და გაესაუბრეთ, აბა... თქვენ უკეთ დაელაპარაკებით, ვიდრე მე...

899901738

ლერი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 18 სექ 2009, 17:52

Naia
ხო, ეს გზის ჩაკეტვა აფერხებთ.

ელ ფოსტაზე მივიღე, შეიძლება თქვენც მიიღეთ?:

gamarjobat,

cavikitxe xevsuretshi rom mascavlebels ezebt http://karavi.ge/viewtopic.php?t=3723&p ... c&start=15 da fondic shegiqmniat damatebit gasamrjeloze, ra tqma unda dadebitad vafaseb amas, ragac stimulia ufro. gulit minda dagexmarot da velaparake ert-ors amis taobaze ukve, erti davitanxme kidec, magram rogorc ki gaigo gzebi iketeba oqtomber-maisis bolomde uari tqva, gasagebia exla upatrono aravinaa, qvelas ojaxi aqvs da 8 tve ojaxs kaci ver mocqdeba, xoda rogor gadacqdeba eg ambavi? vertmrfeni ariso tveshi ertxel dadiso tqves magram exla im maaacvleblis 1 tvis xelfasi ar eqofa casvla-camosvlas xom asea? tu mascavelebels ufasod gadaiqva-gadmoiqvanen? eg rogoraa?

aseve vfiqrob mogizebnot ucxoeli moxalise, vincnob erts afrikashi apirebda casvlas moxalised, kidev movzbeni netze uamravi sitebia naxe aba, http://www.google.com/search?hl=en&ei=c ... rs&spell=1
ubrlaod mozebna unda da minda dro da energia davxarjo da ert ert siteze gamovaqveqno gancxadeba
magram cota dacvrilebit informacia mchirdeba ra tqma unda

kerzod
1.shuqi, cqali tu aris? riti tbebian
2.ras cgamen ziritad xalxi iq? mogxsneba zogi veterinaria, zogs diabeti aqvs da setebi, qvelaferi unda gavitvaslicnot, anu menu s tu momacodeb shevitan radgan mainc mkitxaven
3.telefoni ar ariso gavige, mara intereneti kio! anu rogoraa zustad
4.ra saxis transportia, gansakutrebit roca iketeba vertmfrens ra sixshirit gadaqavs xalxi da ra fasi girs (nu exla unda qondes fuli gadaixados gza, vfuiqrob amatvis ufaso iqneba, aba is xelfasi ert gzaze eqofa,
5.skola ra dashorebitaa misi saxlidan (zogs exla siaruli ar sheuzlia shors
)

mokled es rac aucilebeli informacia rom mivacodo xalxs, tu rame sxva shekitxva iqna mogcer kiodev, jer es momcere

გოგა და პაატა, წერილის ავტორი, როგორც საფოსტო მისამარით მივხვდი, ჰოლანდიიდან იწერება. რაღაც დეტალებია რაც მე ზუსტად არ ვიცი და თქვენი დახმარებაა საჭირო პასუხის დაწერისას. კითხვები გავამუქე.
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 სექ 2009, 18:54

გვალდა
წავიკითხე წერილი.
ჩემი აზრით, იმათ, ვინც ამ წერილში დასმული პირობების დაკმაყოფილებას ელის,
დიდად არც უნდა აინტერესებდეს სოფელში წასვლა.
თუ გაიგო, რომ გარკვეული პერიოდი გზები იკეტება, ესე იგი, სხვა მოულოდნელობებისთვისაც
მზად უნდა იყოს.
ეგეთი ადამიანი, ვინც მზად არ არის, მიუხედავავდ იმისა, რომ მისი სამართლიანი უფლებაა,
ჰქონდეს კომფორტი, უბრალოდ, ამ პროექტს არ გამოადგება.
შუა თვეში ფეხი რომ დაჰკრას და გამოიქცეს, იმის გამო, 1 დღე შუქი არ ჰქონდა ან უტელეფონობა მოსწყინდა,
თავიდან უნდა დავიწყოთ სხვა მასწავლბელის ძებნა.

გარკვეული მიზეზების გამო, ამ თემაში მხოლოდ კვება, ბინა და ხელფასი მივუთითე.
თან, გვარიანი ხელფასი - 550 ლარი.
ეს საკმაო პირობები იყო იმისთვის, რომ გულით მოხალისე დაინტერესებულიყო.
რა ვიცი, აბა.
თუმცა, ჩემი ეს წერილი ბრაზიანი ჩანს, მაგრამ ოდნავადაც არ გავბრაზებულვარ.
შესაძლოა, ვცდები კიდეც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 სექ 2009, 18:56

ხვალ შატილში სკოლის დირექტორს ვნახავ.
ვთხოვ, დამიზუსტოს ის დღე, როდის აწყობს, რომ თბილისში შატილში წამსვლელ მოხალისეებს შეხვდეს.
შეხვედრა განათლების სამინისტროში გაიმართება.
აქ ძნ გულიანად მოეკიდნენ შატილის სკოლის პრობლემას.
დეტალებს მას შემდეგ დავწერ, რაც საქმე გაირკვევა.
შეხვედრის თარიღს აქაც დავწერ თუ მოხალისე კანდიდატები თუ გეგულებათ, დაიბარეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by meore monadire » 18 სექ 2009, 19:40

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვიშოვე ფონდი, რომელიც მათემატიკია და ინგლისურის მოხალისე მასწავლებლებს
დამატებით 250 ლარს გადაუხდის.
ანუ, თითო თვეში 550 ლარს აიღებს.
ოღონდ, ეს მასწავლებელი ენკენისთვის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფონდი ფულს სხვაგან გადაამისამართებს
გოგა ამ თანხას დაამატე რასაც ჩვენი საიტები ააგროვებს ანუ დაახლოებით 50 ლარამდე თითოს ...

600 ლარი სულაც არაა ცოტა და ნუ გავამახვილებთ ყურადღებას გზების ჩაკეტვაზე, რადგან ტრანსპორტი სულ მოძრაობს ..თუ რამდენიმე გამოჩნდა, მაშინ ცოტ ცოტა ხნით რომ წავიდეს სმენებად ანუ ... მე ბევრი ვიცი მასეა ჯარში ერთი თვე იქით არიან და ერთი თვე ბარში ...


ჰვალდა შესანიშნავია რომ გამოგეხმაურნენ, მაგრამ მაგაში უფრო მეტი დავინახე, თუ მოვიძევთ შესაძლოა სახსრებიც მოვიპოვოთ უცხოეთში მცხოვრებ ქართულ სათვისტომოებს შორის ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by ARCHILI » 18 სექ 2009, 22:11

ARCHILI wrote:მე ვიცნობ ერთ კარგ სპეციალისტს, ჩვენი თანატოლია - ინგლისურის და რუსულის სპეციალისტია...

ჩემი სახელით დაურეკეთ თქვენ და გაესაუბრეთ, აბა... თქვენ უკეთ დაელაპარაკებით, ვიდრე მე...

899901738

ლერი
მე დავურეკე ამ სპეციალისტს და ვკითხე, ხომ არ შეგხმიანებიან-თქო, არავინო მიპასუხა...

მე ვერ ავუხსენი ხეირიანად რა როგორ არის...

თუ მართლა ეძებთ, დაურეკეთ და აუხსენით ამ ადამიანს, კი დაფიქრდა, მაგრამ ნორმალურად სჭირდება ახსნა.

ისე, კი გამიკვირდა აქამდე რომ არავინ შეხმიანებიხართ, ეძებთ, კონტაქტი მოგეცით და არც დანტერესებულხართ...


:roll:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 სექ 2009, 00:13

meore monadire
550 ლრი საკმაო თანხა იმისთვის, ვისაც მუშაობა ნამდვილად სურს.
არ მინდა, რომ მასწავლებლების ხელფასზე კარაველები შეწუხდნენ.
ვფიქრობ, რომ ჩვენი შემოწირულობით სხვა საქმის გაკეთება უფრო შეიძლება.
ARCHILI wrote:
ARCHILI wrote:მე ვიცნობ ერთ კარგ სპეციალისტს, ჩვენი თანატოლია - ინგლისურის და რუსულის სპეციალისტია...

ჩემი სახელით დაურეკეთ თქვენ და გაესაუბრეთ, აბა... თქვენ უკეთ დაელაპარაკებით, ვიდრე მე...

899901738

ლერი
მე დავურეკე ამ სპეციალისტს და ვკითხე, ხომ არ შეგხმიანებიან-თქო, არავინო მიპასუხა...

მე ვერ ავუხსენი ხეირიანად რა როგორ არის...

თუ მართლა ეძებთ, დაურეკეთ და აუხსენით ამ ადამიანს, კი დაფიქრდა, მაგრამ ნორმალურად სჭირდება ახსნა.

ისე, კი გამიკვირდა აქამდე რომ არავინ შეხმიანებიხართ, ეძებთ, კონტაქტი მოგეცით და არც დანტერესებულხართ...


:roll:
საღამოს პირს ვნახე შენი ეს წერილი და ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე დარეკვა საჭირო არ იყო.
ის რაც ამ თემაში წერია, შენ ჰომ უთხარი?
დანარჩენს შატილის სკოლის დირექტორი ეტყვის.
როგორც კი ის თბილისში იქნება, ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება.
მაღალი კონკურსის შემთხვევაში, ცხადია, გასაუბრება იქნება.
უპირატესობა მოტივირებულ მასწავლებლებს მიენიჭებათ.
მადლობა იმ ახალგაზრდის კოორდინატებისთვის.
თუ შეიძლება, ამ უქმეებზე შემოახედე თემაში და განწყობასა და მნიშვნელოვან საკითხებს ამოიკითხავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by ARCHILI » 19 სექ 2009, 00:30

GAMARJOBA SAKARTVELO


ჩემს რეკომენდებულ ადამიანს გასაუბრებები და კონკურსზე გასვლები არ ესაჭიროება... და აქეთ შესახვეწად ნუ გაუხდით საქმეს ;) ჩემს რეკომენდებულ სპეციალისტებს კი ბევრად უფრო სოლიდური ორგანიზაციები ენდობიან ხოლმე...

თუ უკვე გამოჩნდა ან გამოჩნდება კვალიფიციური და სასურველი პედაგოგები, ძალიან გავიხარებ ამით...

ხომ იცი, მსგავს საკითხებში, როგორც წესი, არ ვერთვები ხოლმე, მაგრამ შატილის სკოლას კი ვგულშემატკივრობ და ჩავთვალე, თუნდაც ამ მცირე დოზით ჩავრთულიყავი...

მე ძალიან აბდაუბდად ავუხსენი, უფრო იმაზე გავამახვილე ყურადღება, რომ საშუალო ხელფასი ექნება და თავის მხრიდან კარგი საქმეც იქნება და მეტ-ნაკლებად დაფასებულიც... მოკლედ ავუხსები და უფრო დადებითი თვალით შევახედე, ვიდრე არის რეალურად, ამიტომ ჩემს ახსნილში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ...

ისიც არ ვიცი, თუ დათანხმდება, ცხადია... ამიტომ მოგმართეთ, თავად აუხსენოთ-თქო...

ისე, ისიც გასარკვევიაია, ხელშეკრულებას როგორ და რანაირად აფორმებენ...

სავარაუდოდ, თავიდანვე უნდა გაფირმდეს, სადაც მითითებული იქნება სრული ხელფასი - 550 თუ ხელზე ასაღები თანხაა, მაშინ მეტი უნდა გაფირმდეს, რომ დაქვითვიდან მიღებულ იქნას ეს თანხა... და უნდა ჰქონდეს გარანტიები პედაგოგს, რომ "არ გადაადგდებენ" რომელიმე თვეში (ფონდებს ეგ ახასიათებთ ხოლმე, თორემ სამინისტროს დანიშნულ კაპიკებს არ ვგულისხმობ)...

მოკლედ, ეგაა რა...

მე მეტის ჩართვას არ ვაპირებ...

მოცემული კანდიდატი საკმაოდ გამოცდილი რეპეტიტორია, რამდენიმე ტრენინგ ცენტრში კითხულობდა და ა.შ. თუ არ თვლით საჭიროდ შეხმიანებას, ეგ თქვენი საქმა...

წარმატებებს კი ნამდვილად გისურვებთ...

შატილში რომ კაცი წავიდეს მასწავლებლად, მას 600 კი არა 1000 და 1500 უნდა გადაუხადონ...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 სექ 2009, 00:47

ARCHILI
მადლობა გულისხმიერებისთვის.
ხელშეკრულება და სხვა სამართლებრივი მხარეები, ცხადია, მოგვარებული იქნება.
შენს რეკომენდირებულ მასწავლებლებსაც ვენდობი და სულ უცნობ მოხალისეებსაც, რომლებიც ვაკანსიაზე რეკავენ.
უფრო მეტის საშუალება რომ იყოს, მხოლოდ შატილის კი არა, ყველას სკოლის მასწავლებელს უნდა
ჰქონდეს კიდევ უფრო დიდი ხელფასი.
სამწუხაროდ, დღეს სინამდვილე სხვაა და გულითადი ადამიანი იმ პირობებითაც დაინტერესდება, რასაც
სკოლა და ფონდი სთავაზობს.
ისე, ვიდრე მაგ მასწავლებლის კოორდინატებს აქ დაწერდი, ნეტავ დაგერეკა ჩემთან. ახლა გაცილებით მეტი მეცოდინებოდა
და ისევე როგორც სხვა მოხალისეს, მასაც შევთავაზებდი შატილობაზე წამოსვლას.
ადგილზე ნახავდა სკოლასაც და მასწავლებელსაც.
თუ პირობები არ მოეწონებოდა, შატილის ნახვა მაინც შერჩებოდა.
შენი წერილი კი ნაჩქარევად ვნახე ამ საღამოს და ნაია დამემოწმება, სხვა ათასი სამით ვიყვი დაკავებული.
შატილობის თემა რომ არა, გვიანობამდე "კარავზე" ვერც შემოვიხედავდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 19 სექ 2009, 22:44

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გვალდა
წავიკითხე წერილი.
ჩემი აზრით, იმათ, ვინც ამ წერილში დასმული პირობების დაკმაყოფილებას ელის,
დიდად არც უნდა აინტერესებდეს სოფელში წასვლა.
თუ გაიგო, რომ გარკვეული პერიოდი გზები იკეტება, ესე იგი, სხვა მოულოდნელობებისთვისაც
მზად უნდა იყოს.
ეგეთი ადამიანი, ვინც მზად არ არის, მიუხედავავდ იმისა, რომ მისი სამართლიანი უფლებაა,
ჰქონდეს კომფორტი, უბრალოდ, ამ პროექტს არ გამოადგება.
შუა თვეში ფეხი რომ დაჰკრას და გამოიქცეს, იმის გამო, 1 დღე შუქი არ ჰქონდა ან უტელეფონობა მოსწყინდა,
თავიდან უნდა დავიწყოთ სხვა მასწავლბელის ძებნა.

გარკვეული მიზეზების გამო, ამ თემაში მხოლოდ კვება, ბინა და ხელფასი მივუთითე.
თან, გვარიანი ხელფასი - 550 ლარი.
ეს საკმაო პირობები იყო იმისთვის, რომ გულით მოხალისე დაინტერესებულიყო.
რა ვიცი, აბა.
თუმცა, ჩემი ეს წერილი ბრაზიანი ჩანს, მაგრამ ოდნავადაც არ გავბრაზებულვარ.
შესაძლოა, ვცდები კიდეც
კი, მცირედით ცდები და გაბრაზებაც უადგილოა, მგონი ზუსტად იმის გამო, რომ დაკავებული იყავი და წერილი გულისყურით არ წაგიკითხავს :wink: :)
ანა, ვინც ეს წერილი მომწერა, უცხოეთშია და რადგანაც გული შესტკივა სურს, რომ უცხოელი მოხალისეები მოიზიდოს (როგორც მოგეხსენება, საქართველოში არის იმის პრაქტიკა, რომ უცხოელი მოხალისეები სხვადასხვა მიყრუებულ სოფელში მასწავლებელ-მოხალისეობენ, ზუსტად ისე, როგორც ნაიამ დაწერა) მაგრამ მოხალისეობა სრულებით არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ადამიანს სურს პოტენციურ მოხალისე-მასწავლებელს მიაწოდოს ასე-თუ ისე დეტალური/სპეციფიკური ინფორმაცია და დასვას ძალიან ჩვეულებრივი კითხვები ელემენტარული პირობების შესახებ :)
სვანეთოლოგი

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Post by გვალდა » 20 სექ 2009, 21:36

ასე მგონი შატილიდან ჩამოსულები კარგ ამბავს ჩამოიტანთ მასწავლებლების შესახებ :)

ერთი წერილი კიდევ მოვიდა. ფეისბუქზე გამომეხმაურა ქართულის მასწავლებელი ამერიკელი გოგო, რომელიც მწერს, რომ თავისი ყოფილი მოსწავლე ეძებს მასწავლებლის სამსახურს საქართველოში. თან ახლავს CV. ვფიქრობ ეს გოგო ზოგადად, განათლების სამინისტროს დავაკავშირო.
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]