Page 1 of 7

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 12:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
შატილის სკოლა საფრთხეშია -
იმის გამო, რომ სკოლას არ ჰყავს მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები,
შეიძლება, მშობლებმა ბავშვები ბარში ჩამოიყვანონ.
როგორი მოსაწონია, განათლება ამ დარგების გარეშე, მით უფრო, უმათემატიკოდ?
საგანგაშო ვითარებაა.

ვესაუბრე შატილის სკოლის დირექტორს, აგრეთვე, გამგებელს, ყველასთვის ნაცნობ გელა დაიაურს.
მოხალისე მასწავლებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით, კვებით, 300ლარიანი ხელფასით.
ხელფასის თაობაზე, იეტ ვარდანაულს რაღაც აზრიც აქვს და იმედია, გაგვაცნობს.

ვიცი, უმრავლესობა იტყვის, ნეტავ მე მაინც ვიყო ამ დარგის მასწავლებელი, წავიდოდიო.
ცხადია, ეს გულიანი და მადლიანი ფიქრია, მაგრამ რადგან მასწავლებლები არ ვართ და შესაბამისად,
შატილში ამ მიზნით ვერ მივდივართ, ეგებ ძალისხმევა გამოვიჩინოთ და საახლობლოში მოხალისეები მოვიძიოთ.
რამდენი ადამიანია უმუშევარი და შატილში წამსვლელი აუცილებლად გამოჩნდება

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 12:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქვე დავძენ, რომ ამ ეტაპზე მასწავლებელი 1 სასწავლო წლისთვის არის საჭირო.
დანარჩენს დრო აჩვენებს.
გავიკითხოთ, ხალხ, რა

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 12:49
by ARCHILI
აღნიშნული განცხადება http://www.pedagogi.ge/ დადე, უმჯობესი იქნება, რადგან ეს საიტი მასწავლებლებისათვის არის განკუთვნილი. ამ ვაკანსიის მაძიებლები კი ამ საიტის მომხმარებლები არიან (უნდა იყვნენ ყოველ შემთხვევაში).

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 12:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI
მადლობა.
ვაკანსიის თემაზე ცნობების გაამოქვეყნება მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია.
3წუხაროდ, ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას ვერ ვახერხებ.
შატილს კი უტელეფონობის გამო, ვერ ვუკავშირდები.
სხვანაირად უნდა ვიზრუნოთ

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 13:16
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
მაგ ინფოს კი გავავრცელებ, და საკონტაქტოთ შენი და პაატას ნომრები რომ დავდო შეიძლება?

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 15 სექ 2009, 13:26
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა ჰო ვიქნებით სავარაუდოთ შატილში, ჰო და ვუთხრათ მაგ საიტზე, ინტერნეტი კი აქვთ

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 00:09
by გვალდა
ვახ, ტკივილად მექცა ეს საკითხი. ჩემი 8-წლიანი სტაჟი როგორ დახატავდა შატილს :D და მეც დამხატავდა 1 წლით მანდ ცხოვრება 8) ... მაგრამ ეხლა ჩემთვის მოხალისეობა ძალიან დიდი ფუფუნება, როგორც ვატყობ.

ერთი გოგო მეგულება, ცაგერში აგზავნიდა განათლების სამინისტრო ინგლისურის მასწავლებლად, ნეტა თუ წავიდა?? ძალიან კი ეზარებოდა. დავურეკო უნდა :)

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 00:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა wrote:
ერთი გოგო მეგულება, ცაგერში აგზავნიდა განათლების სამინისტრო ინგლისურის მასწავლებლად, ნეტა თუ წავიდა?? ძალიან კი ეზარებოდა. დავურეკო უნდა :)
აბა, დააზუსტე. ნეტავ წავიდოდეს შატილში.
დღეს მთელი დღე ამ მასწავლებლებს ვეძებდი.
ხვალ ამ საკითხზე შეხვედრა მაქვს.
ეგებ, რამე გამოვიდეს.

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 00:26
by გვალდა
GAMARJOBA SAKARTVELO
დავაზუსტებ როგორც კი ინათებს. ხვალ.

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 00:44
by paata_
Truli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მაგ ინფოს კი გავავრცელებ, და საკონტაქტოთ შენი და პაატას ნომრები რომ დავდო შეიძლება?
დადე ჩემი ნომერი, შატილთანაც მაქვს კონტაქტი და ინფორმაციაც მაქვს

ისე უნდა იცოდეს მსურველმა, რომ საკვები და ადგილი ექნება, ინტერნეტით ექნება მარტო საშუალება გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად, იმედი გვაქვს ვერტმფრენი დაინიშნება და საახალწლოდ გამოვა სახლში

კარგი იქნება ფონდის მაგვარი რამის შექმნა, სადაც თანხებს შევაგროვებთ და ხელფასის გარდა კიდევ რაღაც თანხას დავუმატებთ ვინც წავა შატილში - ეს ბექა ფიცხელაურის იდეაა, რომელიც ძალიან მომეწონა და მხარში დავუდგები

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 00:48
by გვალდა
paata_
იქნებ აქაც დასწერო რაიმე, მცირედით განანათლო ხალხი თორემ დახოცეს ერთმანეთი და პრუტუნობენ რაცხას

http://forum.ge/?showtopic=34013387&vie ... p=15535087

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 13:30
by გვალდა
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
გვალდა wrote:
ერთი გოგო მეგულება, ცაგერში აგზავნიდა განათლების სამინისტრო ინგლისურის მასწავლებლად, ნეტა თუ წავიდა?? ძალიან კი ეზარებოდა. დავურეკო უნდა :)
აბა, დააზუსტე. ნეტავ წავიდოდეს შატილში.
დღეს მთელი დღე ამ მასწავლებლებს ვეძებდი.
ხვალ ამ საკითხზე შეხვედრა მაქვს.
ეგებ, რამე გამოვიდეს.
ცაგერშია უკვე ის გოგო. ველაპარაკე დღეს. :(

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 13:42

არა უშავს. ის გოგო იქაც კგ საქმეს აკეთებს.
ეგებ სხვები ვნახოთ

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 14:20
by QEBURIUS
ბრიგადირ

ინგლისურის მასწავლებლად რეკომენდაციას ვუწევ კარველ ნაიას! :twisted:

SOS! მათემატიკა-ინგლისურის მასწავლებლები შატილის სკოლისთვის

Posted: 16 სექ 2009, 15:36
by Makarenko
paata,GAMARJOBA SAKARTVELO

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?
სტაჟი..
განათლება..
რეკომენდაცია..

ესენიც რომ დაწეროთ რა :roll: