მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
tamunik0
ასფალტზე მოარული
Posts: 12
Joined: 18 იან 2010, 20:38
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by tamunik0 » 26 იან 2010, 19:19

გამარჯობათ
საკმაოდ აქტუალური თემაა,და მთელს მსიფლიოში მიმდინარეობს პროპაგანდა რომ არც პოლიეთილენი და არც ქაღალდის პარკები არამედ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები გამოვიყენოთ.არ მოვყვები პოლიეთილენის გავლენას ატმოსფეროზე,პოლიეთილენთან მიმართებაში, ქაღალდი მართლაც რომ მრავალი უპირატესობით სარგებლობს. იგი ეკოლოგიურად სუფთაა და არატოქსიკური. ალბათ მრავალი მომხმარებლისათვის უფრო მოსახერხებელიც და კომფორტულიც... ასევე უსაფრთხოა მისი განადგურებაც. მას ადვილად შლის სინესტე და კიდევ უფრო სწრაფად ნადგურდება ნიადაგში. ასე, რომ მისი უკონტროლოდ მიმოფანტვა არ იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას.
თუმცა მაღალ ტემპერატურაზე ქაღალდის ქიმიური გადამუშავებისას, საწარმო გამოყოფს იმდენივე მავნე ნივთიერებას, რამდენსაც პოლიეთილენის წარმოებისას.
ერთი ქაღალდის პარკის წარმოებას ჭირდება 13% ით მეტი ენერგია ვიდრე 2 პო. მხოლოდ 20 % ქაღალდისა განიცდის გადამუშავებას.დანარჩენი იზიარებს მისი მეგობრის, პოლიეთილენის ბედს.მარტო აშშ ჭრის 14 მილიონ ხეს წლიურად მხოლოდ სურსათის პარკებისთვის.
ეს ორივე მოიხმარს უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივ რესურსს,რის აღდგენასაც ასობით წელიწადი ჭირდება.

tamunik0
ასფალტზე მოარული
Posts: 12
Joined: 18 იან 2010, 20:38
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by tamunik0 » 26 იან 2010, 19:24

მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები მზადდება მეორადი გადამუშავებული მასალით. ზოგიერთი კი ბამბის ან ტილოს მასალით.
1ც. კარგი ხარისხის მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა თავისი გამოყენების პერიოდში 15 000 პოლიეთილენის და ამავე რაოდენობით ქაღალდის პარკს უდრის. ასევე იგი გაცილებით ტევადი და მოხერხებულია.
მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთის მოხმარება თავიდან აგაცილებდათ 30 000 პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკის შეძენას წელიწადში .
მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების გამოყენება ერთგვარ კარგ ტონადაც კი ითვლება საზგვარგარეთ.სად აღარ ნახავთ მათ,სუპერმარკეტებში,ბიბლიოთეკებში,ტანსაცმის მაღაზიებში...
გამოდის სხვადასხვა ფერის,ფორმის..
მე პირადად გუდვილში შევიძინე მწვანე ფერის.სულ 6 ლარად.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by teo- » 26 იან 2010, 20:24

ზიარებს მისი მეგობრის, პოლიეთილენის ბედს.მარტო აშშ ჭრის 14 მილიონ ხეს წლიურად მხოლოდ სურსათის პარკებისთვის.
ეს ორივე მოიხმარს უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივ რესურსს,რის აღდგენასაც ასობით წელიწადი ჭირდება.

ამას ისევ პოლიეთილინის პარკები ჯობია და ხალხს ასწავლოთ ქცევა :twisted:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by VANO » 26 იან 2010, 20:31

teo-

+1, გეთანხმები.

კარგია თუ არ გამოიყენებენ, მაგრამ თუ გამოიყენებენ გამოიყენონ ეს ერთჯერადი ჭურჭელი, მაგრამ ნუ გადაყრიან გარეთ და ნუ დატოვებენ ბუნებაში იქ სადაც კარგი დრო ატარეს და სამშობლოს და ბუნების სადღეგრძელო დალიეს!!!


მიუჩინონ ადგილი ნაგვის ურნაში.
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 თებ 2010, 02:26

tamuniko1980
ძნ სასარგებლო ცნობებია.
დიდი მადლობა შენ ამისთვის და კიდევ იმიტომ, რომ ნაჭრის ჩანთით სარგებლობ.
ყველა უნდა მიხვდეს, რომ პოლიეთილენს გარემოსთვის უსაფრთხო საშუალებები ჩაანაცვლოს.
პარკები ნაგავში რომც ჩაყარო, ის შემდეგ ისევ გარეთ ხვდება.
ჩვენი ნაგავსაყრელები ღიაა და ქარი მთ აქეთ-იქით აფრიალებს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by arcivi9 » 04 თებ 2010, 12:34

ვინც ქიმიაში კარგად ერკვევით იქნებ ამ საკითხში გამარკვიოთ: რატომ არ შეიძლება მაგალითად ცელოფნის დაწვა? ცელოფანი ხომ შედგება პოლიეთილენისგან რომელიც მგონი ისევე იწვის როგორც ეთილენი (C2H2), ასე არაა? ეთილენის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნახშირწყალბადის დაწვის შედეგად წარმოიშვება ნახშირორჟანგი და წყალი, მაშ რა პრობლემაა?
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 თებ 2010, 09:11

arcivi9 wrote:ვინც ქიმიაში კარგად ერკვევით იქნებ ამ საკითხში გამარკვიოთ: რატომ არ შეიძლება მაგალითად ცელოფნის დაწვა? ცელოფანი ხომ შედგება პოლიეთილენისგან რომელიც მგონი ისევე იწვის როგორც ეთილენი (C2H2), ასე არაა? ეთილენის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნახშირწყალბადის დაწვის შედეგად წარმოიშვება ნახშირორჟანგი და წყალი, მაშ რა პრობლემაა?
ესე საბურავიც პოლიმერია, მაგრამ მოგეხსენება, წვა რა ზიანს ყენებს გარემოს.
ეს კი არა, ჩვეულებრივი ფოთლის გროვაც რომ დაწვა, გარემოს ზიანს აყენებს.
ზოგადად, პოიმერების თემა ძნ საინტერესოა.
გვხდება როგორც ხელოვნური პოლიმერი, როგორიცაა ე.წ პლასტმასის ბოთლი,
ასევე ბუნებრივიც, მაგალითად, კაუჩუკი ან აზბესტი.
პოლიეთილენის თვისება ნიადაგში მისი ხანგრძლივი მდგრადობა და სიმკვრივეა.
შეიძლება, 200-300 წლის მანძილზე ე.წ ცელოფნის პარკი უვნებელი ან დაფლეთილი იდოს მიწაში.
იმ ადგილას კი, სადაც პლასტმასია, აღარაფერი ხარობს.
პოლიეთილენის ხელახალი დამუშავება შესაძლებელია. ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუკი პლასტმასის
ნაგავს კი არ დავწვათ, არამედ, სპეციალური ქარხნები გადაამუშავებენ და ვთქვათ, სამშენებლო მასალას დაამზადებენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by L-O-M-I » 09 თებ 2010, 16:00

Vanski
კარგია თუ არ გამოიყენებენ, მაგრამ თუ გამოიყენებენ გამოიყენონ ეს ერთჯერადი ჭურჭელი, მაგრამ ნუ გადაყრიან გარეთ და ნუ დატოვებენ ბუნებაში იქ სადაც კარგი დრო ატარეს და სამშობლოს და ბუნების სადღეგრძელო დალიეს!!!

ბიჯო რომ არ დატოვონდა თან წაიღონ მერე ვინ შეაგროვებს 100 კაციანი ქორწილისთვის ჭურჭელს და და საერტოდ რა საჭირო გახდება დასუფთავების აქციების მოწყობა რომელიც ასე სახალისოა და ამავდროულად სასარგებლო :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Makena » 10 თებ 2010, 13:48

ჩვენ კი ვცდილობთ და ვაგროვებთ პლასტმასსა თუ რეზინას მაგრამ ამით მხოლოდ სანახევროდ ვაკეთებთ საქმეს რადგან სანაგვე ყუთში ჩაყრილი პლასტმასი ისევ მიწაში ხვდება რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პლასტმასისა და რეზინის გადამამუშავებელი საწარმოები.
ქსნის ქარხანა მინას ამუშავებდა და საკმაოდ ნორმალურ ღვინის ბოთლებს ასხავდა და ეხლა როგორც გავიგე ეგეც გაჩერებულია თურმე, ასერომ ამიერიდან ქართველ მეღვინეებს ზომხეთში მოუწევთ ბოთლების შეძენა. :twisted:
Last edited by Makena on 03 მაი 2010, 13:10, edited 1 time in total.

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by optimisti » 11 თებ 2010, 12:42

Makena wrote:ჩვენ კი ვცდილობთ და ვაგროვებთ პლასტმასსა თუ რეზინას მაგრამ ამით მხოლოდ სანახევროდ ვაკეთებთ საქმეს რადგან სანაგვე ყუთში ჩაყრილი პლასტმასი ისევ მიწაში ხვდება რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პლასტმასისა და რეზინის გადამამუშავებელი საწარმოები.
:twisted:
ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას უკვე აშენებენ და ამით ბუნებისადმი მიყენებული ზიანი შემცირდება. ალბათ პლასტმასისა და ქაღალდების გადამუშავებასაც დაადგება საშველი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 თებ 2010, 05:26

ახალი ამბების ქართული წყაროები ამ ცნობას ავრცელებენ:

ახალი კანონპროექტი, პოლიეთილენის პარკების ბიზნესს
დამატებით გადასახადს დაუწესებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეგრეთ წოდებული ერთჯერადი პარკების ჩანაცვლების მიზნით, მეწარმეებს დამატებით მოსაკრებელს დაუწესებს. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში საწარმოები გაძვირებულ პროდუქციას ქაღალდის პარკებით ჩაანაცვლებენ. ცვლილების მიზანი, ეკოლოგიური საფრთხეა, რომელსაც პოლიეთილენის პარკები, გარემოს აყენებენ.



ძნ გამიხარდება, თუ ყინული გალღვება.
და კიდევ, როგორც ვატყობ, მოსახლეობისთვის უნდა გაიმართოს ფართო საგანმანათლებლო
შეხვედრები პოლიეთილენის მავნებლობაზე.
ძნ ბევრს გაცნობიერებული არ აქვს, პარკები თუ პლასტმასის ბოთლები გარემოსთვის რა მავნებელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by arcivi9 » 25 თებ 2010, 12:29

ახალი კანონპროექტი, პოლიეთილენის პარკების ბიზნესს
დამატებით გადასახადს დაუწესებს.
მშვენიერია

ისე რა მინდოდა მეკითხა: კარავზე დასუფთავების აქციებზე დადიხართ ხოლმე? მსმენია რომ ადრე იყავით და ბოლო ხანებში თითქოს არაფერი მსმენია............
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by tamuna_gudarexi » 25 თებ 2010, 12:51

arcivi9
ბოლო ხანებში არ ვყოფილვართ, უკანასკნელად, თუ სწორად მახსოვს, უფლისციხის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ ნოემბრის დასაწყისში.

GAMARJOBA SAKARTVELOს თაოსნობა მოგვაკლდა :roll:

როდის ბრუნდები, გოგა?
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 თებ 2010, 05:45

tamuna_gudarexi wrote:arcivi9
ბოლო ხანებში არ ვყოფილვართ, უკანასკნელად, თუ სწორად მახსოვს, უფლისციხის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ ნოემბრის დასაწყისში.

GAMARJOBA SAKARTVELOს თაოსნობა მოგვაკლდა :roll:

როდის ბრუნდები, გოგა?
მირკანში მცხეთის ჯვრის დასუფთავების აქცია მოეწყობა.
ჩვეულებისამებრ, :კარავი: სწორედ აქედან იწყებს წლის დასუფთავების აქციებს.
შემდეგ ხეების დარგვასაც მივხედავთ.
რამენაირად მაინც შევეწიოთ ჩვენს გარემოს.

გეგმა უახლოეს მომავალში გაიხსნება.
მადლობა ყურადღებისთვის

arcivi9
თუ დასუფთავების აქციებზე შემო1ების სურვილი გაქვს, თვალი ადევნე ფორუმს ან
შენი ტელეფონი დამიPირადე და თარიღს შეგატყობინებ.
გამახარებს შენი შემო1ება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]