მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by CheLo » 23 ივნ 2011, 17:57

ნაგვის ურნაში პარკის მაგივრად ქაღალდები ჩავაფინო?? : )))
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივნ 2011, 18:06

Makena

როგორც საინფორმაციოში მოვისმინე 50 -250 წელი ყოფილა პოლიეთილენის პარკის გახრწნის ვადა. ამიტომ შედეგსაც, ანუ სრულად მათგან გასუფთავებას მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ იგრძნობენ იტალიელებიო (თუმცა პარალელურად თუ გადაამუშავებენ, ეგებ უფრო ადრეც).

ქარხანა თუ აიგება საქართველოში ჩვენც მალე ვიგრძნობთ შვებას. მე დიდი სიამოვნებით წამოვიწყებდი ამ ბიზნესს საწყისი კაპიტალი რომ მქონოდა:D

მუყაოს პაკეტების გამოყენებაზე რა გითხრათ, ხე-ტყე იჭრება მეთქი კიდევ ზედმეტად და რაღაც არ მომწონს ამიტომ.

მეც მსმენია, სინათლის შუქრზე ანდა 5 წელიწადში რომ იხრწნება ისეთი პარკების არსებობის შესახებ, ეგეც კარგი იქნებოდა შემოეტანათ. მაგრამ აბა სადაა.

სამხრეთ კორეაში საინტერესო გამოცდილება ჰქონიათ. პარკი ფასიანია, მიუხედავად ამისა სთხოვენ მყიდველს უკვე გამოყენებული თავისივე პარკით მივიდეს სავაჭროდ. მეც აე ვაკეთებ.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივნ 2011, 18:19

QEBURIUS
წარმოების შემცირების შესაცებ სტატისტიკა თუ პირდაპირპროპორციულია მოხმარებულის შემცირების პროცენტის მაშინ 5 ცელოფნის პარკით ნაკლები დღეში 9 კლასიდან მოყოლებული, ჩემი მხრიდან, ამას დაუმატე გაზიან გამაგრილებელ სასმელებზე უარის თქმა თავისი 1 ერთჯერადი ბოლთლით დღეში გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ესეც 2 კურსიდან მოყოლებული. გამოითვალე მართლა საინტერესო იქნება, ერთ ადამიანზე რა გამოდის;)

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივნ 2011, 18:20

თამარ, აკრძალვებს არ ვართ:D ვენტო ქაღალდს ვაფენდით სანამ შენ გაჩნდებოდი იმ წლებში:D

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by CheLo » 23 ივნ 2011, 18:34

და ახლა რამდენი წლის ხარ : ))) შენ რას აფენდი აკვანში გაკატავებდნენ ალბათ :) :) :) :) ან საბავშვო ბაღში დაყავდით : )) ისე რომ იცოდე იმ წლებში უფრო უარესი ხდებოდა.. ფანჯრებიდან ისროდნენ ნაგავს...
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Tamari-ch. » 23 ივნ 2011, 20:05

WenTTo wrote:და ახლა რამდენი წლის ხარ : ))) შენ რას აფენდი აკვანში გაკატავებდნენ ალბათ :) :) :) :) ან საბავშვო ბაღში დაყავდით : )) ისე რომ იცოდე იმ წლებში უფრო უარესი ხდებოდა.. ფანჯრებიდან ისროდნენ ნაგავს...
ან მდინარეში..
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Wanderer » 23 ივნ 2011, 21:15

Tamari-ch.
პარკების წარმოებას ვერ აკრძალავენ
მე პირადად მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
დიასახლისი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ- ვისაც ოჯახი აქვს -ისიც გაიგებს...
რომ აკრძალონ - ხალხი გადაირევა...
აკრძალვას ჯობია გადამუშავება ისწავლონ.
ბევრი მიფიქრია ამაზე და 100%–ით ვეთანხმები.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივნ 2011, 21:38

ეს ფოტო საქართველოშია გადაღებული, ჩემს მიერ.

Image

პარკის წარმოება აკრძალულია ზოგიერთ ქვეყანაში და შემოტანაც. "Ð’ Латвии был введен налог на полиэтиленовые пакеты, который высчитывается, исходя из веса покупок. А в Эстонии все чаще в супермаркетах можно выбрать, какой пакет использовать для продуктов, а для стимулирования покупателей пользоваться экологически чистыми упаковками, бумажные пакеты продают по более низкой цене.

Жестче всего отказ от полиэтиленовых пакетов был проведен на Тайване, где начиная с 2003 года они были изъяты из всех государственных и частных торговых центров. Теперь покупатели должны приходить за покупками со своей тарой. "

ჯერჯერობით საქართველოში ცელოფანზე უარს ვერ ვამბობთ, არც გადასამუშავებელი ქარხანა გვაქვს თუ არ ვცდები, არც ისეთი მასალისაგან დამზადებული პარკი რომ მალე გაიხრწნას. პრობლემა კვლავ გახსნილია, სახელმწიფო არ დაგვეხმარება, მოხმარების შემცირება (და არა სრულიად უარის თქმა, არამედ რაციონალურად ხარჯვა) ჩვეს ხელთაა. მე ასე ვფიქრობ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 03:20

Tamari-ch. wrote:პოლიეთილენის წინააღმდეგ ბრძოლას მე მგონი აზრი არ აქვს -
არის პროდუქტები, რომლებსაც ქაღალდის პარკში ვერ ჩადებ -
მაგალითად ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ. პოლიეთილენი პრაქტიკულია და ბევრი არ იტყვის უარს მის გამოყენებაზე..
პოლიეთილენის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი ყოველთვის ექნება, თუ მოვინდომებთ.
პოლიეთილენი საჭიროა ადამიანისთვის, მაგრამ მისი გადამეტებული მოხმარება კი გარემოსთვის ვერ არის კგ რამე.
ამ თემის სათაურსა და 1ლ წერილშიც წერია, რომ პოლიეთილენი და არა სრულად ავკრძალოთ.
არ არის აუცილებელი, ყველაფერი პოლიეთილენის პარკში ჩავაწყოთ, როცა შეგვიძლია, ბადე თუ ნაჭრის ჩანთა, კალათი ან აბგა გამოვიყენოთ.
თევზი როდესაც მიყიდია, პოლიეთილენის პარკში ჩამიდია, მაგრამ, როდესაც პურს ვყიდულობ, ბოთლიან ნაწარმს, შოკოლადსა და ა.შ, ზურგჩანთა გამომიყენებია ან შინამდე ხელით მიმიტანია.
პლასტმასის ბოთლიან სასმელს კი, იქ, სადაც ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოები არ არის, თითქმის, აღარ ვყიდულობ.
უფრო სწორი იქნებოდა ამ პარკების გადამუშავების მეთოდი გამოეგონათ
და ზოგადად ნაგვის გადამუშავების რაღაც მეთოდი შეექმნათ გლობალური მაშტაბით - მარტო პოლიეთილენი ხომ არ აბინძურებს გარემოს - ყველაფერს მოევლებოდა მაშინ და არც ალმებივით აღარ იქნებოდა ცელოფნები წამოკონწიალებული ხეებზე და ბუჩქებზე.
დადგინდა, რომ საქართველოში ნარჩენების გადამამუშავება სარფიანი საქმე ვერ არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში მომგებიანი
წარმოებისთვის საჭირო რაოდენობის ნაგავი არ გროვდება.
ამასთან, საყოფაცხოვრებო დონეზე ნარჩენი არ ხარისხდება - პლასტმასი პლასტმასთან, ქაღალდი - ქაღალდთთან, თუნუქი - თუნუქთან, მინა-მინასთან და ა.შ არ გროვდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 03:42

Ketevan Guliashvili wrote:ხო, თამარ, პოლიეთილენთან ბრძოლა სისულელეა.
სისულელე უბრძოლობაა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
(ნაგვის) გადამუშავებაა საჭირო, დანადგარები თურმე არსებობს და მეზობელ თემაში ვიკითხე კიდეც საქართველოში თუ არის პოლიმერებისა და პლასტიკის გადასამუშავებელი ქარხნები მეთქი ( ჯერ ყველა სდუმს:) ) როგორც ეწერა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, საერთო მასშტაბით მილიარდებზეა საუბარი.
საქართველო, აღმოჩნდა, რომ ნაგვითაც კი ღარიბია და ამის გამო, მომგებიან წარმოებას მეწარმე ვერ ააწყობს.
ამიტომ, ისეც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დოტაციით ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობა.
ხო, კიდევ ის გავიგე, რომ ტყეში დაგდებული ბოთლი ჯერ ადგილობრივ მდინარეში , იქიდან კი საბოლოოდ ოკეანეში ხვდება. ხმელეთზე რაც რჩება ისიც ზოგიერთ ცხოველს შეჰყვება ხოლმე ჭამისას, ამ მიზეზით ცხოველი შესაძლოა დაიღუპს კიდეცო, საუბარი ძროხაზე იყო, თუ არ ვცდები. დიდი ციფრი იყო დასახელებული, ზღვაში პარკი ზოგიერთ თევზს მედუზას აგონებსო და უკვე გასაგებია რაც ხდება. :)
ჩვენი ნაგავის ალბათ, 2% თუ ხვდება ოკეანეში. დანაღცენი, 3წუხაროდ, საქართველოს მთა-ბარში რჩება.
ძროხები მინდვრებში :ბალახობენ: პოლიეთილენით, ტყეებში კი გარეული ცხოველები - ირემი, შველი, ტახი, არჩვი და ა.შ.

პარკსაც მოვიხმარ და წყალსაც ყიდულობ პლასტმასის ბოთლში, სოსისიც და ძეხვეულიც ლაშქრობაში რომ მომაქვს ცელოფანშია ქარხნულად გახვეული, მაგრამ როდესაც ერთ ფილა შოკოლადს ერთჯერად პარკში მიდებენ ვეუბნები -რად მინდა, სად წავიღო ამდენი პარკი მეთქი
ის, რომ შოკოლადის ფილას პარკში არ დებ, გარემოს გაჯანსაღებისთვი 1 კგ ნაბიჯი გადაგიგამს.
ყოჩაღი გოგო ხარ.
შენ შეგიძლია, კიდევ უფრო მეტი გააკეთო და პოლიეთილენის პარკი, თუ გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ხმარებიდან სა1ოდ ამოიღო. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ნაგვის გადამამუშავებელლი საწარმო არ ამუშავდება.
მგონი, მას წინათ შენც ნახე ბორჯომთან, მტკვრის პირას მდებარე ნაგავსაყრელის პირობები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 03:57

WenTTo wrote:ნაგვის ურნაში პარკის მაგივრად ქაღალდები ჩავაფინო?? : )))
უწინ ნაგავს სათლში ისე ყრიდნენ, რომ პარკებს არ ფენდნენ.
კგდ მესმის, რომ დღეს ასე ძნ ცოტა იქცევა, რადგან პარკით ნაგვის გადაყრა მოხერხებულია და
დიასახლისი არც სათლს რეცხავს ყოველდღიურად, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა საქმეში თავისუფლად შეიძლება
პოლიეთილენის შემცირება, ვთქვათ, იმავე ბაზარში საყიდლებზე ყოფნისას

WenTTo wrote: გაკატავებდნენ
ეგეთ სიტყვებს არ ვიყოთ.
:კატაობას: ქართულში ბევრი შესატყვისი აქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 26 ივნ 2011, 21:39

გოგა, მგონი ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ , მაგრამ სიტყვა ბრძოლა არ მომწონს და ეგაა. სრულად უარის თქმის მომხრე არ ვარ, მერე სხვა რესურსის გადახარჯვას გამოიწვევს, მალ ხრწნადი მასალისაგან იყოს ან მუშავდებოდეს ქარხნულად და ნაკლები მოვიხმაროთ. ესაა ჩემი აზრი.

ქმედითი რაც შემიძლია გავაკეთო და ვაკეთებ კიდეც ესაა: საყიდლებზე დავდივარ ჩემივე პარკით თუ ჩანთით. შამპუნს, კბ. პასტას და მისთანებს ვყიდულობ დიდ ფლაკონში ან ტუბში ( 2-3 პატარა ფლაკონის ნაცვლად ერთი მოხვდეს ნაგავსაყრელზე), დროის ეკონომიაცაა და სახრებისაც ;) რეკომენდაციას ვუწევ :) როდესაც წვრილმან ნივთს პარკში მიხვევენ, ვუღიმი და ვუტოვებ, როგორც ვთქვი, მადლობაც უთქვამთ.

მართალია, საქართველოს ტყეები სავალალო მდგომარეობაშია, სოფლის განაპირად უამრავი პარკი და ბოთლია ღობეზე.

გაეროს გარემოს დაცვის კომიტეტის ცნობით ყოველწლიურად 1 მილიონი ჩიტი, 100 ათასი ზღვის ბინადარი და უთვალავი რაოდენობით თევზი იღუპება პლასტიკის ნარჩენებით. ძროხაც დიდი ოდენობით.

14 მილიარდი ფუნტი ნაგავი, რომლის დიდი ნაწილი პლასტიკია, ხვდება ოკეანეში.

აშშ-ს წყნარი ოკეანის ინსტიტუტის გამოკვლევით, 2006 წელს 31,2 მილიარდ ტონა წყლის ჩამოსასხმელად წარმოებულ იქნა 900 ათასი ტონა პლასტმასის ბოთლი, ამ ბოთლიბის წარმოებას თავის მხრივ 17, 6 ბარელი ნავთობი მოხმარდა. (ცნობისათვის ეს ოდენობა 1,5 მილიონ ამერიკელს მანქანით სასიარულოდ ეყოფოდა).

თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ეს გარკვეულ ასახვას ჰპოვებს, წვისას კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. ამითომ ჩემს წილს მეც ვმცდელობ.

აი ფოტო ბორჯომის მახლობლად არსებული ნაგავსაყრელიდან, მართლაც, თვალით ნახული უფრო მეტყველია.

Image

ესეც ტურქეთში საქართველოს საზღვართან ახლოსაა გადაღებული, ჩემი ამხანაგის მიერ.

Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by arcivi9 » 13 ივლ 2011, 19:58

ვინმე ქიმიკოსი არ ხართ აქ? იქნებ ზუსტად მითხრათ პოლიეთილენის დაწვა რატომ უნდა იყოს მავნებელი? იგი ხომ წყალბადის და ნახშირბადისგან შედგება:
Image
და ნახშირორჟანგი და წყალი უნდა გამოიყოფოდეს წვის დროს (როგორც ჩვეულებრივი საწვავის დაწვის დროს), მაშ რითია იგი მავნებელი? :roll:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Ketevan Guliashvili » 13 ივლ 2011, 20:34

.


При сжигании любого органического мусора (растения, кости и др.) при достаточно высокой температуре и достаточном количестве кислорода должны образовываться: водяной пар, углекислый газ, окислы азота (в небольших количествах, из-за содержания азота в белках и нуклеиновых кислотах).

Однако даже при небольшой влажности мусора температура резко понижается. Например, при сжигании кучи прошлогодних листьев и травы горит лишь верхняя часть кучи, в то время как нижняя тлеет. Получается, что верх мусорной кучи горит, а средняя и нижняя части кучи тлеют, дымят и при недостаточном количестве кислорода выделяя в атмосферу множество опасных для здоровья человека веществ.

Основным компонентом дыма является угарный газ, или монооксид углерода (СО). Причем концентрация СО при сжигании бытового мусора может быть равнозначна концентрации на улице областного центра с интенсивным движением.

Как известно угарный газ (СО) крайне химически активное и опасное для человека соединение. Максимально-разовая ПДК (предельно-допустимая концентрация) для оксида углерода для атмосферного воздуха населенных мест - 5 мг/м3, среднесуточная норма - 3 мг/м3, в рабочей зоне необходим постоянный контроль за содержанием СО в воздухе, ПДК в рабочей зоне составляет 20 мг/м3. Отмечено, что СО, очень легко связываясь с гемоглобином крови, блокирует доставку кислорода к тканям, вследствие чего наступает отравление.

Кроме того, в туманные дни костры создают своего рода "смог", (микрочастицы, выделяющиеся при неполном сгорании мусора, связываяются с водяными парами) вредный для организма человека. Чем мельче частица тем быстрее она проникает в легкие и соответственно больший вред может нанести. При сжигании тонны растительных отходов, открытым способом, в атмосферу выделяется более 9 килограммов подобных частиц... Даже при сжигании простой целлюлозы (природного полимера) выделяются полициклические соединения, обладающие очевидно мутагенным и канцерогенным эффектами. Наиболее заметными для человека являются ирританты - раздражающие вещества, которые наиболее опасны для людей с ОРЗ, астмой, хроническим бронхитом. Ирританты раздражают нервные окончания в бронхах, вызывая удушье.

Одними из наиболее мощнейших ирритантов являются уксусная кислота и акролеин, выделяющиеся при горении костра. Именно из-за них краснеют и слезятся глаза, бывают мучительные приступы кашля. Но самыми опасными из продуктов открытого горения органических отходов являются ПАУ (полиароматические углеводороды) к ним относят бенз[a]пирены, ПДК с/с которых для населенных мест должны составлять не более 0,1мкг/100м3, причем принадлежат они к наивысшему - I классу опасности, и обладают наибольшей по сравнению с другими родственными веществами канцерогенностью. К ПАУ относят и бензантрацены, также канцерогенные, бензофторантрацены и инденопирены. Учеными доказано, что в дыму костра, содержится в 350 раз (!) больше бен[a]пиренов, чем в сигаретном дыму (содержащем 70 частей вредных частиц на миллион)...

Однако наиболее вредным дым костра бывает, когда в него попадают отходы ПВХ (поливинилхлорида) - это отходы пластмасс, линолеума, кожзаменитель, оплетка электрического кабеля, пластмассовые игрушки, упаковка, парниковая пленка и др.

Как правило, эти отходы сгорают в пламени костра при температуре не более 1100 градусов, причем большинство из них именно тлеет в костре, при самой "приемлемой" для образования диоксинов температуре в 850-900 градусов. Причем, как показали исследования, при сжигании ПВХ, (вспомните про парниковую пленку), при температуре в 600 градусов, при отсутствии воздуха (в небольшой куче мусора или на большой свалке именно так и происходит) создаются "идеальные" условия для возникновения таких наиболее опасных токсичных веществ как ДИОКСИНЫ. Диоксины известны своим сильным токсическим воздействием, практически на все органы жизнедеятельности человека. Кроме того, при этих условиях в атмосферу выделяется еще и карбонилхлорид (COCl2), известный нам как фосген, применявшийся в годы первой мировой войны как химическое оружие.

Крайне опасно сжигать всевозможные пленки, синтетические материалы (поролон, используемый для набивки матрацев, диванов, кресел, изготовления ковриков, пенопласт) при сгорании которых выделяются цианиды (CN), являющиеся причиной множества смертельных случаев во время бытовых пожаров. В кострах в большинстве случаев из-за недостатка кислорода цианиды не разрушаются, попадая в окружающую среду. При низких температурах горения (ниже 600 градусов) полиуретановые пены не выделяют цианидов, но образуют плотный, желтого цвета удушающий дым, содержащий изоцианаты, включая сильнейший аллерген и раздражитель диизоцианат толуола
В 1984 г. в Бхопале (Индия) в результате утечки метилизоцианата на заводе американской транснациональной компании "Юнион Карбайд" произошла самая крупная в истории химической промышленности авария, унесшая 3 тысячи жизней и приведшая к отравлению более 200 тысяч человек. Метилизоцианат оказывает влияние на кожу, глаза, желудочно-кишечный тракт.

При горении полиэтилена, полистирола, полипропилена, самых распространенных бутылок для напитков из полиэтилентерефталата при высокой температуре вредных веществ в атмосферу почти не выделяется - они просто сгорают, превращаясь в углекислый газ и водяной пар. Но, как правило, температура костра бывает для этого недостаточной, так что в атмосферу попадают канцерогенные ароматические углеводороды, акролеин и др.

Когда же в огонь попадают обломки фанеры, ДВП, ДСП, содержащие фенолформальдегидные смолы, в атмосферу выделяются цианиды и формальдегид. При сжигании древесины, окрашенной краской, содержащей соединения свинца, эти соединения попадают в организм через легкие.
http://my.samara.ru/~15mkr/mysor/67828/

Горит мусор? Зовите на помощь!

დრო რომ მექნება ვთარგმნი;)



.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Giorgi Bagrationi » 22 ივლ 2011, 17:33

დღეს "ევროპის სახლიდან" მივიღე პრეს-რელიზი რომელიც "კარვისთვის" ყურადსაღებად წარმომიდგენია და ამ თემას უშუალოდ ეხმაურება.
აი ისიც:

პრესრელიზი

მოხალისეობის ხელშეწყობა საქართველოში. შევიტანოთ წვლილი საერთო საქმეში!

თბილისი, 21.07.2011. მოხალისეობის ხელშეწყობა საქართველოში ევროპის სახლის ახალი პროექტია, რომელიც განხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (CENN).
 პროექტი წარიმართება მოხალისეობის ევროპული წლის ეგიდით და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ევროპელი მოხალისეები.
ეს არის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც მოწოდებულია გამოავლინოს, გამოიკვლიოს და განავითაროს მოხალისეობის ცნება საქართველოში. მისი ძირითადი მიზანია მოხალისეობასა და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტის ამოცანას შეადგენს აგრეთვე ურთიერთდახმარების, ნებაყოფლობითი მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის - ნადის გაგრძელება და დღევანდელი ყოფისათვის მისი მიზანშეწონილობისა და ღირებულების წარმოჩენა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასუფთავების აქციების სერია ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე (ხევში, ქართლსა და კახეთში) და პოლიეთილენის პარკების მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია თბილისში. პარალელურად გათვალისწინებულია გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება სკოლის მოსწავლეებისათვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით.

დასუფთავების პირველი ღონისძიება გაიმართება 30 ივლისს, სოფელ გერგეტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობას მიიღებენ გერგეტისა და სტეფანწმინდას მკვიდრნი და მოხალისეები თბილისიდან. მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ საკუთარი ძალებით ჩავიდნენ სტეფანწმინდაში დღის 12 საათისთვის და შეიკრიბონ სასტუმრო სტეფანწმინდას წინ.

საკონტაქტო პირი:
რუსუდან ძიგრაშვილი
ევროპის სახლი
თავისუფლების მოედანი 1
ტელ: +995 32 247 03 11
მობ: +995 599 24 39 49
rusiko@europehousegeorgia.org

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]