ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ლობო » 25 აგვ 2009, 12:31

მოკლედ, ამ ადამაინს ზოგიერთი ჩვენგანი ალბათ იცნობს კიდეც... მე წელს ზაფხულში გავიცანი. გასვლა გვინდოდა ქალაქგარეთ და ჩარგალში აღმოვჩნდით. ჩავედით თუ არა ვაჟას მუზეუმში შევიარეთ. მუზეუმში ერთი იტალიელი ტურისტი და მისი გიდი იყვნენ მხოლოდ და ისინიც მალევე წავიდნენ. დავრჩით ჩვენ, მე, ნინო და მუზეუმის თანამშრომელი მოხუცი კაცი, რომელიც მუზეუმიდან გამოსვლისას თბილად მოგვესალმა და გამოგველაპარაკა..

შეშფოთებული იყო... იტალიელმა ხატისთვის შესაწირად ორი ლარი დამიტოვა და რადგან სხვა ორ ლარიანიც ჰქონდა, შფოთავდა არ ამერიოს ერთმანეთშიო.. ხატს რაღაც პერიოდამდე ვერ შევწირავო.. ამისმიზეზი კი ამიხსნა მაგრამ მე აღარ მახსოვს.. მოცდა მომიწევს და მისი შენახვაც მეშინიაო..

და ამას მოჰყვა ის რომ, ქრისტიანები კი ვართ მაგრამ ბევრი წარმართულიც გვაქვს შემორჩენილიო.. მათ შორის ისეთი რწმენებიც, რის გამოც ვერიდები და მეშინია ამ შესაწიროსო.. მოკლედ კონკრეტულად აღარ მახსოვს და არც აქვს მნიშვნელობა...

ასეა თუ ისე ჩარგალში გავიცანით 82 წლის პოეტი - ალექსი ხუცურაული; ადამაინი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა ბრწყინვალედ იცნობს მთის ტრადიციებს, წარმართული კულტურის გადმონაშთებს და მითოლოგიას და ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ჩვენც ისე თბილად და ღიმილიანად განგვაწყო რომ საუბარსაც შევყევით და დავუმეგობრდით...

ტრდიციებზე კი დაიწყო და ამითაც დაგვაინტერესა, მაგრამ საუბრისას ხანხახან თავად მთის ბუნებასა და ემოციებზეც გადართავდა ხოლმე და აი აქ გამაოცა კიდეც.. ამ ადამაინს ისე კარგად ესმოდა მთის, იქაური შეგრძნებების და სილაღის, ისე კარგად წვდებოდა ყოველივე საუკეთესოს რომ დღემდე არ მჯერა, არათუ ვინმემ ასე კარგად შეძლოს საუბარი იმ შეგრძნებებზე და თავისუფლებაზე, არამედ თავად მასაც თუ შეუძლია მეორედ ასეთი სიტყვების ისევე ემოციურად გამეორება... ერთადერთი რაც მაშინ მტკიოდა ჩაწერის საშუალების არქონა იყო.. თუმცა, მას შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და ამ კაცის საუბრისგან მიღებული ემოცია ჯერ ვერ გამიხუნდა.. თან მართლა ნამეტანი მოხიბლული უნდა ვიყო მე რომ ასე ვწერდე :)

რა ვქნა, ვაჟას არ ვადარებ, მაგრამ იმ მომენტში ვაჟა მახსენდებოდა და გაოცებული ვფიქრობდი ეს ადამიანიც ჩარგალში რამ დაბადა თქო.. მოკლედ შევყევით საუბარს, მოგვიყვა ბევრი დაკარგული ტრადიციის შესახებ, სოციალურ წყობაზე, ოჯახის სტრუქტურაზე.. ბავშობიდანაც ბევრი ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიცია ახსენდებოდა; ექიმბაშები, ქალის და კაცის როლი ოჯახში, ოჯახების ერთ ფუძეზე ცხოვრების ტრადიცია რამდენიმე თაობის მანზილზე შტოებად დაშლის მიუხედავად და ასეთ ოჯახებში ფუნქციების განაწილების სქემა. შიგადაშიგ ხალხურ ლექსებსაც ურთავდა ისტორიას და კიდევ უფრო ლამაზდებოდა ჩვენი საუბარიც.. დედა, რომელსაც აკვნით ხელში მთების ფერდობებძე მუშაობა უწევდა და ზოგჯერ ბავშვი არწივსაც მოუტაცია.. დედის ვედრება არწივისადმი შვილის ძვლები მაინც დამიბრუნეო.. მოკლედ ბევრი იყო საინტერესო რისი მოყოლაც მიტუმეტეს ლექსებით დეტალურად არ შემიძლია... აღმოჩნდა რომ წიგნიც გამოუცია ამ თემაზე ოდესღაც.. ერთი პირობა ვიფიქრე ეს ყველაფერი ნუთუ იმიტომ იყო რომ წიგნი ვიყიდით თქო.. და ცუდი ადამაინი აღმოვჩნდი.. ადრე მქონდაო მაგრამ ახლა აღარ მაქვს ყველა წაიღესო..

მოკლედ ამ ყველაფერს ალექსი ხუცირაულის გასაცნობად კი აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდა.. :)

ლაპარაკში, რამდენჯერმე სხვადასხვა ამბის მოსაყოლად თავისი ხალხურთან ერთად საკუთარი ლექსებიც გამოიყენა და გამომაშტერა კიდეც :) უკვე ვთქვი ვაჟას არ ვადრებ მეთქი, მაგრამ, მაშინ როცა ხან რომელ და ხან რომელ თანამედროვე "ნიჭგაფურჩქნულ" პოეტს გვაჩეჩებენ ხელში გამომცემლობები, ალექსი ხუცურაულის სახელის დაკარგვა საცოდაობად მომეჩვენა უბრალოდ..

ვკითხე, ტრადიციებზე კი გამოეცით წიგნი, მაგრამ თქვენი ლექსები თუ გამოგიციათ თქო.. არა მაგრამ მინდაო, ეხლა ვაგროვებ წიგნად, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა გამომივა, რომელიმე ლიტერატორს მინდა წავაკითხო რომ ენობრივადაც გამისწოროსო.. თუმცაღა ეტყობოდა რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ამას როგორ გააკეთებდა... ძალაინ მომხვდა გულზე ამ კაცის მდგომარეობა.. თავადაც შეამჩნია, რომ დავინტერესდი ლექსებით და თავადაც უფრო გულმოდგინედ გადაუხვია პოეზიისკენ :)

აღმოჩნდა რომ ეხლაც ახალ პოემაზე მუშაობს.. ფშაველი ქალის ნანას ცხოვრების შესახებ... პოემა ქალზეა, რომლის ძმაც ბავშვობაში ლეკებმა მოიტაცეს და ჩრდილო კავკასიაში გაიზარდა.. უკვე მოზრდილი ძმა ახერხებს გამოქცევას და ბრუნდება ფშავში, სადაც ძმის მოტაცების შემდეგ თავად ნანაც მოუტაციათ ლეკებს, მაგრამ მოახერხა და მოტყუებით მოკლა თავისი გამტაცებელი და დაბრუნდა უკან.. ამის შემდეგ დიდი ხანი გასულა და ერთ დღესაც ნანას ლეკურ სამოსში ჩაცმული კაცი შეხვდება, გამოელეპარაკება და რაღაცას უხსნის.. თუ სწორედ მახსოვს ენის გამო ვერ უგებენ ერთმანეთს.. ნანას კი ძველი ამბავი ახსენდება და შეშინებული თავს ესხმის მისი აზრით მორიგ გამტაცებელს და კლავს.. ალბათ მიხვდით მოკლული ნანას ლეკეთიდან დაბრუნებული ძმა აღმოჩნდება... ამ ტრაგუკული ისტორიის დეტლები მეც არ ვიცი კარგად, მაგრამ ალექსის თქმით ფაქტი რეალურია და დღემდე არსებობს ნანას წყარო (თუ არ ვცდები ამ წყაროსთან კლავს ძმას) და ალექსიმ მგონი მათი ნასახლარიც ახსენა წყაროსთან..

ხო კიდევ რა მახსენდება.. გაკვირვება გამოთქვა იმის გამო რომ ვაჟას ეს ამბავი გამორჩა რადგან მგონი მის პერიოდს ემთხვევა მოვლენები.. მართალია სხვა პოემაზე ამბობენ რომ ვაჟამ იქ გადაიტანა ეს ისტორია მაგრამ ის სრულიად სხვა ამბავიაო..

მეტი არაფერი მაქვს მგონი სათქმელი და არც ისე მჭერმეტყველი ვარ ამ ადამაინის ან ემოციები ან ლექსები აქ მოყოლით ავხსნა.. ცუდია რომ არცერთი ლექსი არ შემიძლია ნინუშად დავდო.. არ მითხოვია რომ მოეცა რაიმე..

ჰოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი :) მაშინ გადავწყვიტე რაც არ უნდა დამიჯდეს ამ კაცს ლექსებს არ დავკარგავ თქო.. და ალექსისთან დაბრუნება გადავწყვიტე სპეციალურად ლექსების ამოსაწერად და გამოქვეყნებაში დასახმარებლად.. ვუთხარი კიდეც შევეცდები დაგეხმაროთ თქო.. გაუხარდა, ეამა და მოლოდინით დამემშვიდობა.... ჰოდა, მაშინაც კარვის იმედი მქონდა, მაგრამ თემა არ გავხსენი, ვიფიქრე ლექსებს წამოვიღებ და მერე გავაკეთებ თქო მაგრამ, მარტო მე რაღაც მეორედ ჩასვლასაც ვეღარ მოვაბი თავი... სულ ესაა, მგონი მეც და მითუმეტეს ჩვენ ყველას ერთად ბევრად მეტი რესურსები გვაქვს, ვიდრე თავად მას იმისთვის რომ ეს კარგი საქმე გავაკეთოთ და 82 წლის მოხუც პოეტს სურვილი ავუსრულოთ...

არ ვიცი დაამთავრა თუ არა პოემა, რაც მაშინ მოვისმინე მშვენიერი ფშავური კილოთი და ნიჭით დაწერილი ლამაზი ისტორიაა.. პოემის გარდა სხვა ლექსებიც, ისე სიტყვას მოყოლებული მართლა ძალიან კარგი იყო... მოკლედ ქებას აღარ დავიწყებ და მოდით მივეხმაროთ ამ ადამაინს, ჯერ თავად გავეცნოთ, ამოვიწეროთ ლექსები, მოვძებნოთ საჭირო კონტაქტები და ფინანსები..

გავაკეთოთ სია ვინც წამოხვალთ ერთი ან რამდენიმე დღით და გადავიწერთ ამ ადამაინის ლექსებს, არ მინდა წამოღება რამე რომ არ დავუკარგოთ.. და მეც შევეცდები ნაცნობ მეგობრების, თუ კარავის, ან fეისბუქის და სოციალური ქსელების მეშვეობით ხალხის შემოკრებას და იქნებ ამ კაცის ლექსებს შესაფერისი ადგილი მოვუპოვოთ..

პირველ რიგში ერთი ან ორი ადამაინი რომ წავიდეთ და გადავამოწმოთ არის თუ არა ისევ ჩარგალში.. შევუთანხმდეთ და მერე იქნებ დიდი ჯგუფიც ვეწვიოთ ერთ შაბათ კვირას..

მოკლედ ჯერჯერობით ლექსების დადება ვერ მოვახერხე მაგრამ ალექსი ხუცურუალის მხარდამჭერების შეგროვების დაწყებას მაინც გავბედავ :)


ალექსი ხუცურაული

Image

1) ლობო.
2)
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by paata_ » 25 აგვ 2009, 12:44

ლობო

5-6 სექტემბერს ვაჟაობაა და მაშინ ავიდეთ,

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by kotetbeli » 25 აგვ 2009, 12:57

ძალიან მინდა მაგ კაცის ნახვა!

ვაჟაობაზეც შეიძლება, მაგრამ საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ მყუდრო სიტუაციაში ვნახავთ...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...


User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ლობო » 25 აგვ 2009, 13:19

გმადლობთ ყველას გამოხმაურებისთვის!

პაატა ვაჯაობაზეც ვნახოთ, მეც სიამოვნებით წამოვალ მაგ დღეს მაგრამ როგორც კოტემ თქვა მგონი ჯობია შედარებით მყუდრო გარემოშიც ვნახოთ...

არჩილ მანდაც დავდებ ინფოს და მაქსიმალურად ყველგან სადაც შეიძლება, უბრალოდ ჯერ მინდა (სანამ კამპანიაზე გადავალ :D ), თავი მოვაბათ რამოდენიმე ნამუშევრის წამოღებას და შემდეგ უკეთესი საფუძველი გვექნება გახმაურებისთვის...
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by kotetbeli » 25 აგვ 2009, 13:26

ლობო
როგორც იტყვი!

პირველ რიგში, მისი ნამუშევრები გამოვამზეუროთ და ამასთან, რადგან ტრადიციების, მითების და იქაურობის კარგი მცოდნეა, მაგ კაცისგან ბევრი რამის ჩაწერა მინდა, ვეძებ ეგეთ ადამიანებს... მე ტექნიკურად ყველანაირად აღჭურვილი მოვდივარ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ARCHILI » 25 აგვ 2009, 13:26

ლობო wrote:
არჩილ მანდაც დავდებ ინფოს და მაქსიმალურად ყველგან სადაც შეიძლება, უბრალოდ ჯერ მინდა (სანამ კამპანიაზე გადავალ :D ), თავი მოვაბათ რამოდენიმე ნამუშევრის წამოღებას და შემდეგ უკეთესი საფუძველი გვექნება გახმაურებისთვის...
მაგ საიტი ჩვენი ბექსია და მანდ ნახავ სწორედ ისეთ ადამიანებს, რომელიც ახლაც დაგეხნარება და მერეც (ჩემი აზრით)...

მაგიტომ დაგიწერე...

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ლობო » 25 აგვ 2009, 13:46

kotetbeli
არის უმფროსო, მეც აღჭურვილი ვიქნები და მითხარი როდის გცალია : ) მოკლედ როცა მეტყვი წავიდეთ!

ARCHILI
მადლობა არჩილ! დარეგისტრირებული ხომ არ ხარ მანდ? სჰეგიზლია სჰენი სალელით გადაიტანო? :)
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ARCHILI » 26 აგვ 2009, 00:25

ლობო

შევასრულე ჩემი ინიცირებული შენი თხოვნა

http://www.xevsureti.ge/forum/viewtopic ... p=899#p899

:)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 აგვ 2009, 03:04

საინტერესო კაცია.
2004 წელს, მგონი ეს კაცი ვნახე და
მუზეუმი დამათვალიერებინა.
რაც შეეხება ლექსების ჩასაწერად ასვლას, ლობო, ვფიქრობ, საამისოდ შენი მისვლაც საკმარისი იქნება.
ჩამწერი წაიღე და ეგაა.
ჩვენ იმაში დაგეხმარებით, სად და რა საშუალებებით გამოვაქვეყნოთ მისი ლექსები.

ჯგუფური გასვლა კგ იქნებოდა ამ კაცის ამბების მოსასმენად და არა ლექსების ჩასაწერად.
ბევრნი რომ მივიდეთ, შესაძლოა, კიდევ მორიდებული გახდეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by ლობო » 26 აგვ 2009, 13:26

GAMARJOBA SAKARTVELO
კი გოგა გეთანხმები, თემის მიზანი არც არის ჯგუფური ცასვლა ლექსების ჩასაწერად..

მე და კოტე წავალთ სექტემბრის დასაწყისში და საკმარისია... უბრალოდ მინდოდა ვინმე გამომყოლოდა თორემ მარტო ვერ მოვაბი თავი...

კარავის დახმარება უკვე ამ მისი ლექსების გამოსაცემად და ხალხის მოსაძიებლად მჭირდება... ამას მოგვიანებით კარავის გარდა სხვა ადგილებშიც გავახმაურებ და შევეცდები რაღაც თანხა შეგროვდეს..

ARCHILI
გაიხარე არჩილ! :)
"ETOT QABAB NASH!!!"

sanata
ასფალტზე მოარული
Posts: 5
Joined: 16 ოქტ 2007, 14:33
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by sanata » 01 სექ 2009, 09:02

გამარჯობა კარაველებო!

აქ ძია ალექსიზე თემის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა მინდია გოგოჭურმა. მინდა გაცნობოთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ უნივერსიტეტის პროფესორის, ტრისტან მახაურის რედაქციით გამოიცა ძია ალექსის მშვენიერი ეთნოგრაფიული ჩანაწერები. რაც შეეხება პოეზიას, ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. არადა, ნამდვილად საინტერესოა.

პატივისცემით,
მარიამ ხუცურაული

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 სექ 2009, 23:37

sanata wrote:გამარჯობა კარაველებო!

აქ ძია ალექსიზე თემის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა მინდია გოგოჭურმა. მინდა გაცნობოთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ უნივერსიტეტის პროფესორის, ტრისტან მახაურის რედაქციით გამოიცა ძია ალექსის მშვენიერი ეთნოგრაფიული ჩანაწერები. რაც შეეხება პოეზიას, ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. არადა, ნამდვილად საინტერესოა.

პატივისცემით,
მარიამ ხუცურაული
გამარჯობა.
ძლივს არ ვნახე, რომ სწორად წერია "გამარჯობა" და არა "გამარჯობათ".
მაგ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს რა ჰქვია?
სად ვნახოთ?
რაზე საუბრობს ალექსი, 2ოდ სიტყვას ვერ გვეტყვი?
გმადლობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

sanata
ასფალტზე მოარული
Posts: 5
Joined: 16 ოქტ 2007, 14:33
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by sanata » 03 სექ 2009, 23:05

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: გამარჯობა.
ძლივს არ ვნახე, რომ სწორად წერია "გამარჯობა" და არა "გამარჯობათ".
მაგ ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს რა ჰქვია?
სად ვნახოთ?
რაზე საუბრობს ალექსი, 2ოდ სიტყვას ვერ გვეტყვი?
გმადლობ
საღამო მშვიდობისა!

"მთის ეთნოგრაფიული ყოფის სურათები
და
ვაჟა-ფშაველა მოგონებათა
ფურცლებზე"

ასე ჰქვია ძია ალექსის წიგნს, რომელიც გამომცემლობა "უნივერსალმა" გამოსცა ძალიან მცირე ტირაჟით(თუ არ ვცდები 150 ცალი) და სავარაუდოდ თბილისში გასაყიდად არ გაუტანიათ. შეიძლება ჩარგალში აქვს გასაყიდი თავად ძია ალექსის. შემიძლია უახლოეს დღეებში დაგიზუსტოთ.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ალექსი ხუცურაული - პოეტი რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს

Post by lama » 03 სექ 2009, 23:27

მე ვიცნობ ამ ძალიან მაგარ ადამიანს

გაიხაროს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]