Page 1 of 14

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:06
by qvevri
ახალგაზრდებო ეს თემა დიდი ხანია მიტრიალებს გონებაში და აი ვხსნი კიდეც. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი ტაძარ-მონასტერის კედელზე ბევრჯერ ძალზედ საინტერესო წარწერა შემიმჩნევია, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვასურათებ ხომლე. ამჯერად მოდით ამ თემაში დავაწყოთ და ვიმსჯელოთ ეკლესია მონასტრების ფასადებზე გაკეთებულ წარწერებზე. არსებობს სპეციალური ლიტერატურაც, სადაც მოცემულია აღნიშნულ წარწერათა "გაშიფვრა" და თუ თქვენ ასეთი წიგნები მოგეძებნებათ მაშინ საქმეს უფრო წინ წავიყვანთ. ვიმედოვნებ, რომ გიორგი ბაგრატიონი, ლეონტი, კახა, ლამა, მაკენა, გოგა, ჩიტუციო, თამარიჩი და ასევე სხვებიც დიდათ გაამდიდრებენ აქაურობას. დავიწყებ "აბელიანის" ტაძრის წარწერიდან, რომელშიც მოხსენიებულნი არან დავით ულუ და დავით ნარინი. ეს მეტად საინტერესო ტაძარი გასულ წელს ვნახეთ და დიდათაც ვისიამოვნეტ ნანახით.
თავად ტაძარი. სურათი გოგას მიერაა გადაღებული.
Image
ცნობილი ლაპიდარული წარწერა ტაძრის სამხრეთის ფასადზე
Image
ეს კი ჩემო კეთილებო ამავე წარწერის გაშიფრული ვერსიაა
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:17
by qvevri
შემდეგი წარწერა არის სოფელი ენისელიდან. ამას წინათ გახლდით და ამ ტაძრის გუმბათის წვერი შორიდან დავინახე, დავინტერესედი და ვნახე კიდეც. არც მინანია, ასეთი ტაძარი თუ იყო გრემისან სულ რაღაც 2 კილომეტრში ვერც კი წარმომედგინა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ტაძარი თავად გრემზე მაღალია, მაგრამ ხეევშია დაფარული და არა ჩანს.
აგერ ისიც, ტაძარი მაცხოვრის აღდგომის სახელობისაა(აქ კიდევ ბევრი საინტერესო რამაა, მაგრამ ამაზე სხვა დროს...)
Image
Image

ჯერ-ჯერობით ვერსად წავაწყდი ამ წარწერის თანამედროვე ქართულ ვარიანტს და შევეცადეთ საკუთარი ძლებით გაგვეშიფრა. წარწერა ერთობ საინტერესო აღმოჩნდა, მასში საუბარია ალექსანდრე კახთა მეფეზე და მის პირველ ცოლზე თინათინზე. როგორც ვიცი დედოფალი თინათინი მალევე გარდაიცვალა და მეფე ალექსანდრემ მეორე მეუღლე შეირთო. ის თუ როგორ განვითარდა მოვლენები შეგიძლიათ "გმირთა ვარამიდან" შეიტყოთ

ჰოი აღდგომაო ქრისტესო თაყვანისგცემ
ვითარ პეტრე და მოწაფენი ქრისტესნი აღდგომილი
რა გიხილეს გალილეას კურთხევა მათი ეგრეთ იყავნ ჩვენ
ზედა აწ მეცა მეფე ალექსანდრე გევედრები
მეცხედრე ჩვენი დედოფალი თინათინ მცველ და
მფარველ გვექმენ ორსავე ცხოვრებასა P(აქ მაცხოვრის ნიშანია, რომლის შესატყვისი ნიშანი სამწუხაროდ არ მომეპოვებოდა. გ.ბ.) ჩვენ ღვთივ გვირგვინოსანმან
მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩვენმან
დედოფალმან პატრონმან თინათინ აღვაშენეთ ტაძარი ესე აღდგომისა ?
? ჩვენდა სადღეგრძელოდ და გასამარჯვებლად და მეფობისა ჩვენისა
წარსამართებელად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად ამინ

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:20
by qvevri
ხვალ გავაგრძელებ...

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:23
by lama
qvevri
შენ გაიხარე :)

ძალიან მაგარო ადამიანო :)

ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა

მეც შემოვუერთდები ამ თემას :)

ძალიან საინტერესო წარწერებით :)

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:23
by qvevri
lama wrote:qvevri
შენ გაიხარე :)

ძალიან მაგარო ადამიანო :)

ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა

მეც შემოვუერთდები ამ თემას :)

ძალიან საინტერესო წარწერებით :)
ეჭვი არ მეპარება, რომ ნაღდ მარგალიტებს დააწყობ... 8)

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:33
by qvevri
მოკლედ კიდევ ერთს დავდებ და მერე გავალ...
ეს ტაძარი გორთანაა, სამწუხაროდ არ ვიცი რა ქვია ამ ტაძარს. სოფლის სახელიც დამავიწყდა :( , მაგრამ აქედან რომ მივდივართ ქალაქ გორში შესასვლელი გზა და მთავარი ტრასა რომ იყოფა იქვეა...
Image
Image
ესეც ამავე ტაძრის წარწერა, რომელიც იუწყება:
მოგვიხსენე ჩვენ უფალო ეკლესიისა ამის აღმშენებელნი მონანი შენნი სამნი ძმანი გრიგოლი დავითი და იოსებ გიგაურნი და შეიწირე ძღვნად ესე შრომა ჩვენი საუფლო სახლისა შენისა ჩყლგ-სა წელსა მაისისა ა(*ანუ პირველ მაისს) დღესა.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:36
by lama
qvevri
გიორგი

ეს ტაძარი ბერბუკში, ხომ არ დგას?

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:44
by qvevri
ეს ტაძარი ქვემო ნიჩბისშია, ციციშვილების სასახლესთან. თუ არ ვცდები ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა უნდა იყოს.
Image
ეს კი მისი წარწერრიანი ქვა დასავლეთ ფასადზე, რომელიც დაზიანებულია.
Image
აქვე ვკითხულოვთ:
ჩყიზ
ეს ეკლესია ავაშენეთ (*არ იკითხება) მამაჩვენისა ვუთრი შიშვითა....
წარწერა დაზიანებულია და ძირითადი აზრი დაკარგულია...

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:45
by lama
qvevri wrote: ეს კი მისი წარწერრიანი ქვა დასავლეთ ფასადზე, რომელიც დაზიანებულია.
Image
ისე წარწერას აშკარად ეტყობა, რომ მიზანმიმართულად არის დაზიანებული
ერთი კონკრეტული სტრიქონი :(

ნეტა, რატომ ? :cry:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:45
by qvevri
lama wrote:qvevri
გიორგი

ეს ტაძარი ბერბუკში, ხომ არ დგას?
ეგ სადღაა? მოკლედ ქალაქ გორიდან რომ გამოვდიოვართ თბილისისკენ მომავლები და მთავარ ტრასას ვუერთდებით იქაა.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:47
by qvevri
lama
სწორედ მაგ სტრიქონშია მოხსენიებული ქტიტორი და ალბათ ამის კვალის დასაფარად... ეს ტაძარი გარკვეული პერიოდი გასომხებული იყო და როგორც მითხრეს სომხებმა სწორედ ის ადგილი ამოშალეს სადაც ქართველი ქტიტორი იყო მოხსენიებული, ტიპიური პედარასტობაა ტერტერების მხრიდან, რას იზავ, როცა თავიანთი არაფერი შეუქმნიათ და აუშენებიათ იძულებულები არიან იქურდონ...

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:48
by lama
qvevri wrote:
lama wrote:qvevri
გიორგი

ეს ტაძარი ბერბუკში, ხომ არ დგას?
ეგ სადღაა? მოკლედ ქალაქ გორიდან რომ გამოვდიოვართ თბილისისკენ მომავლები და მთავარ ტრასას ვუერთდებით იქაა.
ხო, ეგ სოფელიც სწორედ იქ მდებარეობს :)

და სავარაუდოდ ეგ უნდა იყოს :?

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:49
by lama
qvevri wrote:lama
სწორედ მაგ სტრიქონშია მოხსენიებული ქტიტორი და ალბათ ამის კვალის დასაფარად...
საინტერესოა :)

მართალია

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2009, 23:57
by Giorgi Bagrationi
ბერბუკის "მთავარანგელოზია"
გიორგი, საინტერესო თემა გაგიხსნია :wink:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 08:46
by qvevri
Giorgi Bagrationi wrote:ბერბუკის "მთავარანგელოზია"
გიორგი, საინტერესო თემა გაგიხსნია :wink:
ველოდებით თქვენეულ სურათებს...