Page 6 of 10

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:09
by maine18
მოკლედ რომელი ერთზე დავწერო აღარ ვიცი..
ძირითადი ინტერესი მაინც საყდართას ირგვლივ არის როგორც ვხედავ.
მაშ ასე სანამ ამ საყდართას მნიშვნელობას ავხსნიდე მინდა ვთქვა რომ შუასაუკუნეებში პეტრე იბერის თაოსნობით ნეოპლატონიზმი შეერწყა მართლმადიდებლობას.ნეოპლატინიზმის მიმდევრები კი ალქიმიკოსები არიან და აგრეთვე გნოსტიკებიც.
აქედან გამომდინარე მათი უძველესი სიმბოლოები ბევრ ჩვენს უძველეს ტაძარს ამშვენებს,განსაკუთრებით იმ ტაძრებს რომლებიც აღაშენა ვახტანგ გორგსლანმა,მიაქციეთ ყურადღება გორგ ნიშნავს მგელს,ხოლო ასლან-ლომს,და ზუსტად ასეთი ცხოველი კი მის მიერ აშენებულ სიონის ტაძარზეა გამოკვეთილი ბერილიეფად,იხილეთ:
Image
იგივე ცხოველი კი ალხიმიკოსებშიც გვხვდება,იხილეთ:
Image
რას ნიშნავს ეს? იმას რომ ნეოპლატინიზმი და ალქიმიკოსების ფილოსოფია ძალიან ახლოს დგას უფროსწორედ იდგა ერთმანეთთან,სანამ ყველაფერს არ აურევდნენ:) გორგასლანის მიერ აშენებულ ტაძრებზე კი ეს სიმბოლოები თუ ბარელიეფები შემთხვევით არ უნდა გვხვდებოდეს,ეს იმას მიანიშნებს რომ ცოდნა რომლის რუქაც დატანილია სვეტიცხოველზე ოდითგანვე ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს ჰქონდა..
აი ახლა უკვე ახლოს ვართ საყდართას მნიშვნელობის გაშიფვრასთან..
საყდართა ასევე ალხიმიკოსების და გნოსტიკების სიმბოლოა,რომელიც მაინცდამაინც მამაკაცური სქესის მთვარის (რომელსაც ქალის სახე აქვს გამოზრდილი) ზევითაა მოთავსებული,ნიშნავს ქალისა და მამაკაცის სულიერ საკრალურ კავშირს!!
უხეშად რომ ავხსნა: 2 სქესის არასქესობას ანუ მათ საკრალურ სულიერ კავშირს,რომელთა შეერთებითაც ხდება ცოდნის გადმოდინება.
სხვანაირად რომ ავხსნათ: ანგელოზებს ხომ არ აქვთ სქესი? ჩვენ ადამიანებს კი გაგვაჩნია..საყდარტა ესაა ანგელოზთა იერარქიის მე-7 საფეხური მაგრამ ადამიანთათვის:)
ეს საკრალური კავშირი კი მიანიშნებს სქესის დუალიზმის გადალახვას და ცოდნაში შესვლას-რაც ახსნილია გნოსტიკურ წერილებში.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:13
by Tamari-ch.
უხეშად რომ ავხსნა: 2 სქესის არასქესობას ანუ მათ საკრალურ სულიერ კავშირს,რომელტა შეერთებიტაც ხდება ცოდნის გადმოდინება.
სხვანაირად რომ ავხსნათ: ანგელოზებს ხომ არ აქვსთ სქესი? ჩვენ ადამიანებს კი გაგვაჩნია..საყდარტა ესაა ანგელოზტა იერარქიის მ7 საფეხური მაგრამ ადამიანთათვის
ეს საკრალური კი კავშირი მიანიშნებს სქესის დუალიზმის გადალახვას და ცოდნაში შესვლას-რაც ახსნილია გნოსტიკურ წერილებში.
ეს გნოსტიკების აზრით...
საინტერესოა როგორია ჩვენი ეკლესიის ახსნა...

აქედან გამომდინარე მათი უზველესი სიმბოლოები ბევრ ჩვენს უზველეს ტაძარს ამშვენებს,განსაკუთრებით იმ ტაძრებს რომლებიც აღაშენა ვახტანგ გორგსლანმა,მიაქციეთ ყურადღება გორგ ნიშნავს მგელს,ხოლო ასლან-ლომს,რადგან ზუსტად ასეთი ცხოველი კი მის მიერ აშენებულ სიონის ტაძარზეა გამოკვეთილი
ერთი დეტალი -
მართალია სიონის ტაძრის საძირკველი გორგასლის დროს აშენდა
მაგრამ ეს ბარელიეფი გვიანდელი უნდა იყოს.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1% ... %E1%83%98)
ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:15
by lama
maine18
რაღაც ეს უფრო ადამიანის სახეს მაგონებს ვიდრე მგლისას :)

ზოომორფული და კიდევ რარაცაო ხომ?

ნაჯვარიაო :D:D:D:

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:34
by maine18
ეს გნოსტიკების აზრით...
საინტერესოა როგორია ჩვენი ეკლესიის ახსნა...

ჩვენი ეკლესია უარყოფს გნოსტიციზმს საერთოდ და აპოკრიფულ სახარებებსაც..მიზეზი მათი ბიზანტიური დოგმატიზმის წარმომავლობაა.

ერთი დეტალი -
მართალია სიონის ტაძრის საძირკველი გორგასლის დროს აშენდა
მაგრამ ეს ბარელიეფი გვიანდელი უნდა იყოს.

ბარელიეფს რომ დააკვირდე ერთ ბლოკზეა მთლიანად მოთავსებული და შეუძლებელია იგი გვიანდელ ხანაში დაესვათ..ისევე როგორც გონიოა თავიდანვე ქვაზე გამოთლილი სვეტიცხოვლის ბლოკზე..მხოლოდ 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით..

[/quote]

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:36
by Tamari-ch.
Tamari-ch. wrote:ორ ფორუმზე გავხსენი ეს თემა -
და ჯერ ჯერობით ვერავინ მიპასუხა -
არადა დიდი ხანია მაინტერესებს
რაა გამოსახული ბიბლიაზე -
რომელიც უჭირავს მაცხოვარს -
ეს ბარელიეფი სვეტიცხოველზეა -
ჩრდილო ფასადი

Image

Image

Image

იქნებ აქ იცოდეს ვინმემ - რას ნიშნავს ეს სიმბოლიკა..
:roll:
ამ სიმბოლოზე რას იტყვი?
არის ცენტრში დავითის ვარსკვლავი?

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 00:50
by lama
maine18 wrote:..

ჩვენი ეკლესია უარყოფსგნოსტიციზმს საერთოდ და აპოკრიფულ სახარებებსაც..მიზეზი მათი ბიზანტიური დოგმატიზმის წარმომავლობაა.
გაუგებარი ფრაზაა :(

ვერ ვხვდები და იქნება არმიხსნათ?

რას ნიშნავს?

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 01:27
by maine18
Tamari-ch.
მაცხოვრის ხელში წიგნი,ეს მაინცდამაინც ბიბლიად არ აღიქმება,რაც შეეხება წრეებს და შიგნით ჩახატულ ვარსკვლავს ნამდვილად დავითის ვარსკვლავია, წრე კი მარადიულობის სიმბოლოა და ასევე დასასრულისა და დასაწყისის გაერთიანების ანუ შერწყმის სიმბოლო..დავითის ვარსკვლავი კი მარადიულობაში დევს რაც მიგვანიშნებს ბაგრატიონთა უპირატესობას წარმომავლობისა და ცოდნის დაცვის საკითხში..
განაპირა წრეები ცალცალკე დასაწყისს და დასასრულს აღნიშნავს,ხოლო მე-2 შიდა წრე დროის მსვლელობას..უხეშად რომ ავხსნა შეკრულ წრეში საათის ისრების მოძრაობას ხომ არ აქვს დასაწყისი და დასასრული? ნახევარწრეებში კი რომლებიც დასაწყისს და დასასრულს აღნიშნავენ საათის ისრები მოძრაობას დაიწყებენ და დაასრულებენ კიდეც-ზუსტად ეს მოძრაობაა აღნიშნული,რაც მეორედ მოსვლის კალენდარს უკავშირდება..

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 01:30
by maine18
lama
ჩვენი ეკლესია რომელიც ბიზანტიური დოგმატიზმზეა დაფუძნებული თუ აღმოცენებული,უარყოფს გნოსტიკურ და აპოკრიფულ სახარებებს,რადგან ამ სახარებებში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი რაც შეიძლება ნეოპლატონიზმში და საერთოდ ფილოსფიაში იპოვოთ..თუნდაც შოთა რუსთველის პოემაშიც:)

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 12:16
by Tamari-ch.
რადგან ამ სახარებებში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი რაც შეიძლება ნეოპლატონიზმში და საერთოდ ფილოსფიაში იპოვოთ..თუნდაც შოთა რუსთველის პოემაშიც
მაგალითად?

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 19:44
by Makena
Tamari-ch. wrote:
Makena wrote:ანუ დასკვნა რა არის ამ ყველაფრიდან გამომდინარე?
ჰელიოცენტრულ სისტემას იცნობდნენ დიდი ხნით ადრე კოპერნიკამდე.
მერე ეს ცოდნა დაიკარგა
და შემორჩა ასეთი დეტალებში.

სხვათაშორის ბერძნებს შორისაც იყვნენ ასტრონომები,
ვინც ამტკიცებდა რომ მზის გარშემო მოძრაობენო პლანეტები
ესენი იყვნენ პითაგორიელები.
(ჰერაკლიდე პონტოელი, ფილოლუსი კროტონიდან, არისტარქე სამოსელი)

პითაგორა კი იცნობდა აღმოსავლურ (ეგვიპტურ და ბაბილონურ) მეცნიერებას.

და კიდევ ერთ საინტერესო დასკვნა
სავარაუდოდ,
საქართველოშიც უძველესი დროიდან არსებობდა ეს ცოდნა.
კოლხები მზის შვილები იყვნენ -
მზე იყო ჩვენთვის ცენტრალური მნათობი
და სავარაუდოდ ჰელიოცენტრული სისტემაც ცნობილი იქნებოდა ჩვენთვის ოდესღაც.

სამწუხაროდ ეს ცოდნაც დაიკარგა
და შემორჩა დეტალებში -
ანუ ჩუქურთმებში
და სხვადასხვა სიმბოლოებში.

ასტრონომიაა ეს ყველაფერი -
რასაც ვხედავთ სვეტიცხოველზე
Tamari-ch
მე მაინც ვერ მივხვდი რა არის აქ აღსაფრთოვანებელი? ის რომ კოლხებმა ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა იცოდნენ? მე მგონი მათ უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ.

რაც შეეხება ლაბრისს და ლაბირინთს, თუ კარგად დააკვირდებით ლაბრისის ფორმა და ლაბირინთში ჩასმული ფორმა ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 19:52
by Makena
maine18 wrote:Tamari-ch.
მაცხოვრის ხელში წიგნი,ეს მაინცდამაინც ბიბლიად არ აღიქმება,რაც შეეხება წრეებს და შიგნით ჩახატულ ვარსკვლავს ნამდვილად დავითის ვარსკვლავია, წრე კი მარადიულობის სიმბოლოა და ასევე დასასრულისა და დასაწყისის გაერთიანების ანუ შერწყმის სიმბოლო..დავითის ვარსკვლავი კი მარადიულობაში დევს რაც მიგვანიშნებს ბაგრატიონთა უპირატესობას წარმომავლობისა და ცოდნის დაცვის საკითხში..
განაპირა წრეები ცალცალკე დასაწყისს და დასასრულს აღნიშნავს,ხოლო მე-2 შიდა წრე დროის მსვლელობას..უხეშად რომ ავხსნა შეკრულ წრეში საათის ისრების მოძრაობას ხომ არ აქვს დასაწყისი და დასასრული? ნახევარწრეებში კი რომლებიც დასაწყისს და დასასრულს აღნიშნავენ საათის ისრები მოძრაობას დაიწყებენ და დაასრულებენ კიდეც-ზუსტად ეს მოძრაობაა აღნიშნული,რაც მეორედ მოსვლის კალენდარს უკავშირდება..
maine18
ისე ახსენი ამ წიგნის რაობა თითქოს შენი დაწერილი იყოს.
წიგნზე არსებული სიმბოლოები ვფიქრობ არასწორად ახსენი, ბაგრატიონები საერთოდ რა შუაშია? აქ ძალზედ ზოგად და ყოვლისმომცველ სიმბოლიკასთან გვაქვს საქმე.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 20:20
by Tamari-ch.
მე მაინც ვერ მივხვდი რა არის აქ აღსაფრთოვანებელი? ის რომ კოლხებმა ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა იცოდნენ? მე მგონი მათ უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ.

რაც შეეხება ლაბრისს და ლაბირინთს, თუ კარგად დააკვირდებით ლაბრისის ფორმა და ლაბირინთში ჩასმული ფორმა ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ჰელიოცენტრული სისტემის ცოდნა 4000 წლის წინ რბილად რომ ვთქვათ გაოცებას იწვევს.,
ნუ გავიწყდებათ, რომ ევროპაში ამაზე მხოლოდ 400 წლის წინ შეიტყვეს.
ლაბრისი და ლაბირინთში ჩახატული ფორმა ერთი და იგივეა
როგორც აზრობრივად
ისე ფორმით.

ლაბირნთში ჩასმული ფორმა "იცავს ლაბირინთის ცენტრში შესასვლელს" .
სწორედ ასეთი ლაბრისებით "იცავდნენ" ქურუმები შესასვლელს ტაძარში.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 23:02
by maine18
Makena
მე როგორც ავხსენი ისე ვიცი და გამიგია,შეიძლება კანონიკური არ არის,მაგრამ ასეა..მთელი სვეტიცხოველი ტავისი სიმბოლოებით მეორედ მოსვლის თარიღის კალენდარზეა აგებული!

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 23:31
by Makena
Tamari-ch. wrote:
მე მაინც ვერ მივხვდი რა არის აქ აღსაფრთოვანებელი? ის რომ კოლხებმა ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა იცოდნენ? მე მგონი მათ უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ.

რაც შეეხება ლაბრისს და ლაბირინთს, თუ კარგად დააკვირდებით ლაბრისის ფორმა და ლაბირინთში ჩასმული ფორმა ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ჰელიოცენტრული სისტემის ცოდნა 4000 წლის წინ რბილად რომ ვთქვათ გაოცებას იწვევს.,
ნუ გავიწყდებათ, რომ ევროპაში ამაზე მხოლოდ 400 წლის წინ შეიტყვეს.
ლაბრისი და ლაბირინთში ჩახატული ფორმა ერთი და იგივეა
როგორც აზრობრივად
ისე ფორმით.

ლაბირნთში ჩასმული ფორმა "იცავს ლაბირინთის ცენტრში შესასვლელს" .
სწორედ ასეთი ლაბრისებით "იცავდნენ" ქურუმები შესასვლელს ტაძარში.
Tamari-ch
ევროპელი ადეპტებისათვის, არათუ ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა არამედ სამყაროს წარმოშობა და მისი იერარქია იყო ცნობილი, და თანაც არა 400 წლის წინ არამედ გაცილებით ადრე!
რაც შეეხება ლაბირინთს, ქურუმებს სხვა დანიშნულება ჰქონდათ ვიდრე ლაბრისებით ლაბირინთის შესასვლელების დაცვა იყო.

რა არის ეს?

Posted: 03 ივლ 2009, 23:35
by Makena
maine18 wrote:Makena
მე როგორც ავხსენი ისე ვიცი და გამიგია,შეიძლება კანონიკური არ არის,მაგრამ ასეა..მთელი სვეტიცხოველი ტავისი სიმბოლოებით მეორედ მოსვლის თარიღის კალენდარზეა აგებული!
maine18
კანონიკურობა არც მიგულისხმია, კანონიკურობა არ ნიშნავს ჭეშმარიტებას.
რაც შეეხება სვეტიცხოვლის სიმბოლიკას, თუ შეგიძლია რომ უფრო დაწვრილებით დაწერო სიამოვნებით გავეცნობი.
მეორედ მოსვლის კალენდარში რას გულისხმობ? ასეთი კალენდარი არსებობს?