რა არის ეს?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 03 ივნ 2009, 12:23

Makena
საღამომდე მოგცემ ერთ გამოცანას-

Image

როგორ ფიქრობ -
რაა აქ გამოსახული?
:wink:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 03 ივნ 2009, 22:45

Tamari-ch. wrote:Makena
ჰა!
იცი თუ არა, რომ ჰელიოცენტრული სისტემა კოპერნიკამდე 2000 წლით ადრე იცოდნენ უძველესი ცივილიზაციების ქურუმებმა?
უძველესმა ქურუმებმა გაცილებით მეტი იცოდნენ ვიდრე ჰელიოცენტრული სისტემის არსებობაა, რაც იცოდნენ დაცული და გასაიდუმლოებული იყო :wink:

User avatar
tsqnafunia
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 14 ივლ 2008, 17:20
Location: skami
რა არის ეს?

Post by tsqnafunia » 04 ივნ 2009, 09:22

გამარჯობათ :)

მოგეხსენებათ, ჩვენი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულს ზოდიაქთან დაკავშირებით ასეთია _ ესაა კალენდარი, კერძოდ აღდგომის (და შესაბამისად სხვა გარდამავალი) დღესაწაულების გამოსათვლელად.
და ეს აზრი არაა რეალობას მოკლებული. ალბათ იცით როგორ იანგარიშება აღდგომის დღესასწაული _ გაზაფხულის დღეღამტოლობიდან პირველი სავსე მთვარეობიდან მეორე კვირა დღე. ფრესკაზე ნათლად სჩან რომ მზე სწორედ იმ წაერტილშია სადაც გაზაფხილის დღეღამ ტოლობაა ანუ ვერძის დასაწყისში.
მთვარე კი მასთან ე.წ. "ოპოზიციაში" ანუ მის მოპიპირისპირე მხარეს, სასწორის დასაწყისში. მზისა და მთვარის ასეთი განლაგებაა სწორედ ის რასაც ჩვენ სავსე მთვარეობას ვეძახით. ანუ ფრესკაზე ასახულია მთვარი ასტრონიმიული მომენტი, რომლის საფუძვლეზეც იანგარისება აღდგომა და სხვა გარდამავალი დღესაწაულები.
მაგრამ არის თუ არა სავეტიცხოველის ტაძარში გამოსახული ზოდიაქის ერთადერთი დანიშნულება ეს და მხოლოდ ეს _ კალენდრის ფუნქცია?!
ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.
შუა საუკუნეებში, იმ დროინდელ მისტიკოს სწავლულებში, მეტად პოპულარული იყო სამყაროს შექმნის ან ადამიანის დაბადების მომენტისათვის კოსმოსის მდგომარეობის შესახებ თეორიები და ინსინუაციები. რამოდენიმე ასეთი "სურათია" მორწეული ჩვენამდე. ერთ-ერთ მათგანს კი ჰგავს რაღაცით
სვეტიცხოვლის ზოდიაქი, დანამდვილებით ვერ ვიტყვი რომ ფრესკის ავტორს სწორედ ეს აზრი და იდეა ამოძრავებდა.
:roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2009, 09:35

მეც მრჩება შთაბეჭდილება რომ საქმე გვაქვს კალენდართან და კერძოდ კი
ძველების ასტრონომიულ ცოდნასთან

მოგვიანებით დავწერ (ვერ მოვიცალე გუშინ)
მზის სისტემაზე, მზეზე და მთვარეზე, პლანეტებზე და ა შ. -
უძველეს კულტურებში.

საქართველოში შემონახული იყო ეს ცოდნა უძველესი დროიდან.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
რა არის ეს?

Post by ZVIOSULI » 04 ივნ 2009, 10:37

Tamari-ch.
დააკონკრეტო ხოლმე და ხანდახან რომ - დაწერ თანამედროვე ადამიანის შეხედულება/ვარაუდებს ისტორიაზე და არა რეალურ ფაქტებს :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2009, 11:21

ZVIOSULI wrote:Tamari-ch.
დააკონკრეტო ხოლმე და ხანდახან რომ - დაწერ თანამედროვე ადამიანის შეხედულება/ვარაუდებს ისტორიაზე და არა რეალურ ფაქტებს :)
ვერ გავიგე
რას მეუბნები..
:roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2009, 13:18

Tamari-ch. wrote:Makena
საღამომდე მოგცემ ერთ გამოცანას-

Image

როგორ ფიქრობ -
რაა აქ გამოსახული?
:wink:
ახლა რაა ეს –
ესაა კრეტული ლაბირინთი –
რომლის ცენტრში გამოსახულია ყვავილი.


Image
Лабиринт-«Иерихон» в форме месяца

Полихромная миниатюра на пергаменте: семикольцевой критский лабиринт (диам. 13 см) с входом справа, в центре изображение цветка. Рисунок окружен латинской надписью: «Urbs Iericho Lune Fuit Assimilata Figure> («Город Иерихон имел форму, подобную луне»). Первоначально миниатюра находилась в другом месте рукописи. На это указывают следы предыдущего шва, у правого края страницы; ныне лист подшит в кодекс с противоположной стороны и в сгиб уходит левый край рисунка. Тексты кодекса не имеют отношения к этому изображению. Книжная иллюстрация регенсбургско-прюфенингской школы из сборника конца XII в., монастырь Санкт-Эммерам, Регенсбург. Мюнхен, Баварская государственная библиотека, Clin 14731, fol. 83r. Источники: Meyer. S. 278—279; Bockler. S. 64-65; Grape. S. 199-200, 202; Batschelet-Massini, 1978. Nr. 6.

http://www.ankxara.com/znania/labirint_ierihon/

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2009, 18:57

tsqnafunia - ამაზე რას იტყვით?

Image

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი სვეტიცხოველზე -

აი ეს "ორნამენტები" გუმბათზე -

არაფერს გაგონებთ?


Image

Image

Image


უფრო ზუსტად კი მაინტერესებს -
არის თუ არა ეს მითიტებული ორნამენტები დამახასიათებელი ქართული არქიტექტურისათვის?

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2009, 22:41

ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელის სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.
Image
სვეტიცხოველი - ჩრდ ფასადი

7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:

მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91% ... A%E1%83%90



ახლა დააკვრიდით ერთ საინტერესო დეტალს -

ყველა ლაბირინთი, რომელიც კი არსებოსბ უძველეის დროიდან -

ყველგან შვიდი შრეა!!
http://www.labyrinthos.net/photo_library16.html
Image
Pontevedra, Spain, c.2000 BCE ?

Image

Image
Tragliatella Vase, Italy, c.650 BCE

Image
Pontevedra, Spain, c.2000 BCE ?

ლაბირნთებს აგებდნენ ძველ ეგვიპტეში და კრეტაზე.

ცენტრში ათავსებდნენ გოგონას -
ხოლო ლაბირინთის მოხვეულ გზებში უნდა ერბინათ ბიჭებს და უნდა მიეღწიათ გოგონამდე.

ეს თამაში-ტირუალი ასახავს გარკვეულ ალეგორიებს-

ცენტრში გოგონა იყო მზის განსახიერება??
ხოლო ბიჭუნები კი პლანეტები...???
:wink:

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 05 ივნ 2009, 00:10

Tamari-ch. wrote:Makena
საღამომდე მოგცემ ერთ გამოცანას-

Image

როგორ ფიქრობ -
რაა აქ გამოსახული?
:wink:
დღეს გაიხსნა ეს ფოტო, რატომღაც არ იხსნებოდა აქამდე, ლაბირინთი რომ არის ეს ფაქტია, საინტერესოა ცენტრში გამოსახული ყვავილის მნიშვნელობა?

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 05 ივნ 2009, 00:16

tsqnafunia wrote:გამარჯობათ :)

მოგეხსენებათ, ჩვენი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულს ზოდიაქთან დაკავშირებით ასეთია _ ესაა კალენდარი, კერძოდ აღდგომის (და შესაბამისად სხვა გარდამავალი) დღესაწაულების გამოსათვლელად.
და ეს აზრი არაა რეალობას მოკლებული. ალბათ იცით როგორ იანგარიშება აღდგომის დღესასწაული _ გაზაფხულის დღეღამტოლობიდან პირველი სავსე მთვარეობიდან მეორე კვირა დღე. ფრესკაზე ნათლად სჩან რომ მზე სწორედ იმ წაერტილშია სადაც გაზაფხილის დღეღამ ტოლობაა ანუ ვერძის დასაწყისში.
მთვარე კი მასთან ე.წ. "ოპოზიციაში" ანუ მის მოპიპირისპირე მხარეს, სასწორის დასაწყისში. მზისა და მთვარის ასეთი განლაგებაა სწორედ ის რასაც ჩვენ სავსე მთვარეობას ვეძახით. ანუ ფრესკაზე ასახულია მთვარი ასტრონიმიული მომენტი, რომლის საფუძვლეზეც იანგარისება აღდგომა და სხვა გარდამავალი დღესაწაულები.
მაგრამ არის თუ არა სავეტიცხოველის ტაძარში გამოსახული ზოდიაქის ერთადერთი დანიშნულება ეს და მხოლოდ ეს _ კალენდრის ფუნქცია?!
ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.
შუა საუკუნეებში, იმ დროინდელ მისტიკოს სწავლულებში, მეტად პოპულარული იყო სამყაროს შექმნის ან ადამიანის დაბადების მომენტისათვის კოსმოსის მდგომარეობის შესახებ თეორიები და ინსინუაციები. რამოდენიმე ასეთი "სურათია" მორწეული ჩვენამდე. ერთ-ერთ მათგანს კი ჰგავს რაღაცით
სვეტიცხოვლის ზოდიაქი, დანამდვილებით ვერ ვიტყვი რომ ფრესკის ავტორს სწორედ ეს აზრი და იდეა ამოძრავებდა.
:roll:
tsqnafunia
ოფიციალური პოზიცია უმეტეს შემთხვევაში შორს არის ჭეშმარიტებისაგან.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 05 ივნ 2009, 00:20

Makena
სწორედ მაგაშია მთელი "მარილი"

ყვავილის გარდა მანდ არის გამოსახული ასევე ოთკუთხედი...
არაფერს გაგონებს?
:wink:

რაც შეეხება ყვავილს...

ყვავილი გვაქვს ასევე ფესტოს დისკოს ცენტრში -
Image

რა სიმბოლიკა იყო ყვავილი ძველ ცივილიზაციებში?
ბაბილონელთა ღვთაება შამაშის სიმბოლო იყო ასევე ყვავილი (რვაფოთლიანი) ან რვაქიმიანი ვარსკვლავი -
შამაში კი მზის ღმერთია.
Image

აგერ ბატონო აღმოსავლეთ ფასადზე სვეტიცხოველზე
შენი სვასტიკაც (მზე) და რვაფოთლიანი ყვავილიც
მზე - აღმოსვლეთით
Image

ყვავილი გამოსახავს მზეს.
ანუ ეს მზის სიმბოლოა

უძველეს ლაბირინთებში იყო 7 შრე.
ცენტრში ყვავილი -


თუ ყვავილი მზის სიმბოლოა
ხოლო ძველად იცნობდნენ მხოლოდ 7 პლანეტას
მაშინ გამოდის , რომ
ლაბირინთი ყოფილა მზის სახლი
წრიული ხაზები კი - პლანეტების ორბიტები
ანუ ეს ჰელიოცენტრული სისტემა ყოფილა,
რომელიც დახატეს 2000 - 2500 წლით ადრე კოპერნიკამდე.
:wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 05 ივნ 2009, 00:30

აი კიდევ გაჩვენებთ საინტერესო დეტალებს...

Image

ესაა ყვავილის (რვაფოთლიანის) სიმბოლიკა

რვაფოთლიანი ყვავილი გვაქვს ძველ შუმერში -
ის იყო ინანას სიმბოლო

ასევე ის იყო მზეს სიმბოლო ძველ კრეტაზე -

და საინტერესო კიდევ ისაა, რომ კოლხებს უწოდებდნენ მზის შვილებს.
და მათ აიას შთამომავლებს უწოდებდნენ
კოლხეთში უძველეს დროიდან იყო მზის კულტი.
აია მზეს ნიშნავს
ძველ წყაროებზე დაყრდნობით K. Sprengel-ი (1792 წ.) "აზია"-ს (ქალღვთაება) აიგივებს "აია"-სთან (ქალღვთაება). მას მიაჩნია, რომ "კოლხეთს" ძველად ერქვა ამ ქალღვთაების სახელი "აია" (არქოლოგიური მასალების მიხედვით გამოიხატებოდა "ვარდულით").

აკად. ოთ. ლორთქიფანიძე (1986, გვ. 32) წერს: " პროფ. თ. ყაუხჩიშვილმა (1960, გვ. 48) ჰეროდოტეს ცნობების ყოველმხრივი ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ "აია"-ს სინონიმია კოლხეთის, ამასთან "აია" ამ ქვეყნის ძველი სახელწოდებაა, " კოლხიდა" _ შედარებით ახალი".


ხოლო სულხან საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში გვიწერს-
სადაც ასეთ ნიშანს ნახავ (ყვავილს) იცოდე მზეს ნისნავსო

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 05 ივნ 2009, 00:31

Tamari-ch.
რამდენიმე კითხვის ნიშანი ჩნდება
- ლაბირინთი მთვარის ფორმით თუ არის შექმნილი მაშინ იგი მთვარეს წარმოსახავს, თუ ასეა მის შიგნით მზის სიმბოლოს დასმა გაუგებარია.
- აქედან გამომდინარე ლაბირინთის ხაზები ვერ ასახავს ორბიტებს, მითუმეტეს რომ ორბიტები ასეთი ახლართული არ შეიძლება იყოს.
Last edited by Makena on 05 ივნ 2009, 00:39, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 05 ივნ 2009, 00:33

ეს არის ამონარიდი გ,კვაშილაავს ლექციიდან

αγια რათქმა უნდა ბერძნულში "წმინდას" ნიშნავს.

αια სხვაა.

"აია-ჟაშხა" ქრისტიანული ეპოქისაა (იხ. იოსებ ყიფშიძე 1914, გვ. 229 (433)).

ამ ნაწილში მოკლედ ვწერ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნის, მაგ., "აია-ვარდულის" პალეოგრაფიულ დახასიათებას და სემანტიკურ ახსნა-განმარტებას, აგრეთვე მის ტიპოლოგიურ პარალელებს და ნაწილობრივ კომენტარებს.

αια ბერძნულად იკითხება "ეა"ან "აია".

B-ხაზოვან დამწერლობით (ძვ.წ. აღ. 1500-1100 წწ.) შესრულებულ ერთ-ერთ ფირფიტაზე წერია a-wa-ja, რომელიც მიკენოლოგ
S. Hiller-ის მიხედვით გაიგივებულია "აია"-სთან ან "აიაია"-სთან.

"აია"-ზე ან "აიაია"-ზე დაწვრილებით იხ. აკ. ურუშაძე 1970, გვ. 350, 355.

აკად. თ. გამყრელიძე წერს: "უახლესი გამოკვლევების მიხედვით, კოლხური სახელმწიფოებრიობის არსებობა ჩვენ უკვე ძვ. წ. აღ.-ის XV საუკუნისთვის უნდა ვივარაუდოთ, რამდენადაც მიკენური ეპოქის ბერძნულ წარწერებში (ძვ.წ. აღ.-ის XV-XIV სს.) დოკუმენტურად დასტურდება მრავალი სახელი, რომლებიც "არგონავტების მითიდან" იყო ცნობილი, მათ შორის ისეთი სახელები, როგორიცაა "(ქვეყანა) აია", კოლხიდა" "იასონი" და სხვა (იხ. გაზეთ "ლიტ. გაზეთი", 18-25.06.1999).

ამ საკითხზე ასევე იხ. გამყრელიძის სტატია ჟურნალ "ენა და კულტურა"-ში (2002, #3, გვ. 45-46).

ს. ყაუხჩიშვილი (1936, III, გვ. 274) წერს: " ძვ. ბერძენი ავტორთა განმარტებით, ბერძნულ საკუთარ სახელთა წარმოების კანონების თანახმად აიეტი ნიშნავს აია მკვიდრს. მაგ., სტეფანე ბიზანტიელი ასეთ განმარტებას გვაძლევს: .... "აია": .... მისგანაა "აიეტეს", როგორც "აზია" _ "აზიატეს", ისე "აია" _ "აიატეს" და "აიეტეს"

ასევე იხ. აკ. ურუშაძე 1964, გვ. 230; ოთ. ლორთქიფანიძე 1986, გვ. 30, 32.

აი კიდევ მაგალითი.
ევსტათეოს თესალონიკელი "ოდისეის" განმარტებაში წერს: "აიეტმა სახელი აიადან აიღო, ამას ძველი [მწერლები] ცხადყოფენ".

აკ. ურუშაძე (1964, გვ. 6) წერს: "[ბერძნულ] წყაროების მიხედვით "აია" კოლხეთის უძველესი სახელი ჩანს".

ჰეროდოტე (I, 2; VII, 193, 197) წერს: "აია კოლხის" ან "აია კოლხიდოს".

როგორც ვიცით "აია" აქადური მითოლოგიის (ძვ. წ. აღ. XX ს.) მიხედვით მზის ღვთაება "შამაშის" ცოლია, რომელიც უკავშიდება ნაყოფიერების ძველ კულტს, მაგ., შუმერულ "ინანა"-ს და სემიტურ ან მესოპოტამიურ "იშთარს", ანუ "ვენუსს"/"ვენერას" ("დილის ვარსკვლავი").

"აია" - მზე-ქალღვთაება (იხ.: ვ. ბარდაველიძე 1941, 2006, გვ. 131; ბ. ტურაევი, I, გვ. 20).
დიდი დედა "ნანა" მზე-ღვთაების ჰიპოსტასია (იხ. ვ. ბარდაველიძე 1957, გვ. 75-77, 81-83, 94-98 და სხვა).

შუმერული ფირფიტების მიხედვით ამ ღვთაების ("ინანა", შემდეგი "აია", "იშთარი", "ვენუსი") სიბოლო გამოიხატებოდა "რვაფოთლიანი როზეტით" ანუ "რვაფოთლიანი ვარდულით". მაგ. ურის დინასტიის დროს (ძვ.წ. 2350 წ.).

სულხან-საბა (1191, გვ. 26; 1993, 335, 336) წერს: "სადა ესე [ვარდული] ჯდეს, მზეა".
ფესტოსის დისკოს ცნობილი გერმანელი მკვლევარის ვ. კეანის (1995, გვ. 17, 30-32) მიხედვით დამტკიცებულია, რომ "ვარდული" არის მზის ან მზის ცოლის სიმბოლო.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]