რა არის ეს?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რა არის ეს?

Post by QEBURIUS » 13 ივლ 2009, 11:43

სიკვდილი მატრიარქატს!
საქართველოში ამ ბოროტებამ რომ შემოდგა ფეხი მაშინდელი პოეტი დ.გურამიშვილი წერდა: "დადედლებულნი შიშითა აღარ ვარგოდნენ მამლადა-ო" რითი დამთავრდა ეს ყველაფერი იცით ალბათ... ესაა ჩემი კომენტარი! :twisted: :twisted: :twisted:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 11:57

კარგი თამარ, მოდი მთელი შენი "მოძღვრების" , აქ ცხადად ნათქვამის და არც ისე ან სულაც ჯერ არ ნათქვამის რეზუმირებაგავაკეთოთ:
ჩემი მოძღვრება არაა ეს -
ისტორიაში ეს ცნობილია.
კი უნდა იცოდეთ თქვენც.
1. პატრიარქალურ ცივილიზაციებამდე დედამიწაზე გაბატონებული იყო მატრარქატი და დიდი დედის კულტი;
კი ასეა -
პირველი ასეთი ფიგურები 22 000 წლისაა
და განსაკუთრებით განვითარებული იყო ეს კულტი წინაინდოევროპულ ცივილიზაციებში
მათ შორის ქართველურ ტომებში.
მოგვიანებით ეს კულტი ტრანსფორმირდა ინდოევროპულ მითოლოგიაში დემეტრას, კიბელას, ჰერას და სხვა ქალღმერთების სახით

2. ამ, მატრიარქალურ ცივილიზაციაში უმაღლესი სასულიერო და შესაბამისად საერო ხელისუფლება ქალების ხელში იყო კონცენტრირებული;
არაა ეს ზუსტად ცნობილი
ქალი ქურუმები არსებობდა ელამურ და კრეტულ კუტურაში
თუმცა ამ ქვეყნებში უმაღლესი პირი მეფე იყო.
თუმცა არსებობდა ამორძალების სახელმწიფოც - თუმცა ზუსტად არ იციან
სად იყო ეს სახელმწიფო და იყო თუ არა დანამდვილებით.


3. მამკაცს მისთვის ბუნებრივი, მეორადი, დამხმარე და მდედრულს დაქვემდებარებული როლი ჰქონდა;
მხოლოდ ამორძალებში-
:D
დანარჩენს სახელმწიფოებში სადაც დედა ღვთაების კულტი იყო
ცნობილი იყო ადათი - მამაკაცები მიდიოდნენ ტაძრებში
და იქ ემსახურობდნენ ღვთაებას.
4. საკულტო თვალსაზრისით, მამრული საწყისი ფაქტიურად უხეში და ტლანქი ძალის განსახიერება, რომელიც მსხვერპლად ეწირება მდედრულ სასწყის როგორც სიცოცხლის მატრებელს (ხარისა და ლაბრისი არაკი);
ეს საინტერესო საკითხია
ვფიქრობ ამაზე დაზუსტებაა საჭირო
მთლად ზუსტად არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

5. შემდეგ მოხდა რაღაც რევოლუციიმაგრვარი (ლაბათ ასე იგუკისხმებმა) და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მამაკაცებმა;

ძალაუფლება არა მგონია,
უფრო რელიგიურ "რევოლუციაზეა" საუბარი
ეს მოხდა ინდოევროპელების გამოჩენის მერე
6. საკულტო და სოცილური მოწყობის პრინციპები ამიერიდან უხეშ ძალას, ძალმომრეობას ეფუძნება რაც გარდაუვალი განადგურებისაკენ მიაქანებს კაცობრიობას;

:lol: :lol: :lol:
აუფ!
7. ამიტომ აუცილებელია მატრარიარქატის დროული რესტავრიება, შესაბამისი იდეოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებების გატარება რელიგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.
:lol:
ეს ხომ საერთოდ.
ანეგტოდებში გადავიტანოთ?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 12:03

kurush wrote:სიკვდილი მატრიარქატს!
საქართველოში ამ ბოროტებამ რომ შემოდგა ფეხი მაშინდელი პოეტი დ.გურამიშვილი წერდა: "დადედლებულნი შიშითა აღარ ვარგოდნენ მამლადა-ო" რითი დამთავრდა ეს ყველაფერი იცით ალბათ... ესაა ჩემი კომენტარი! :twisted: :twisted: :twisted:
:lol: :lol: :lol:

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 13 ივლ 2009, 13:29

Tamari-ch. wrote: [
6. საკულტო და სოცილური მოწყობის პრინციპები ამიერიდან უხეშ ძალას, ძალმომრეობას ეფუძნება რაც გარდაუვალი განადგურებისაკენ მიაქანებს კაცობრიობას;

:lol: :lol: :lol:
აუფ!
7. ამიტომ აუცილებელია მატრარიარქატის დროული რესტავრიება, შესაბამისი იდეოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებების გატარება რელიგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.
:lol:
ეს ხომ საერთოდ.
ანეგტოდებში გადავიტანოთ?
რა, მატრიარქატის რესტავრირების იდეა? კი ბატონო. მე მგონი ხალისობა არ მოგვაკლდებ ამ თემაზე. :lol: :lol: :lol:

მართალია რომ მატრიარქალური საზოგადოებები არსებობდნენ დიდი ხნის წინ, ის დიდი დედის ამსახველი ფიგირებიც სწორედ ამ კულტურის ნაწილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მატრარქატი (კლასიკური გაგებით) კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან დგას. ბევრად უფრო ძველი ცივილიზაციები, რომელთა არსებობა ოფიცილაური მეცნიერების მიერ ჯე მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა დაშვებული (ვთქვათ ატლანტები, ლემურები და სხვა), ნამდვილად არ იყვნენ მატრიარქალურები. მაგრამ არც იმის თქმა არ შეიძლება რომ ეს ცივილიზაციები, და საერთოდ ყველა კულტურა, რომელიც მატრიარქალური არ იყო ავტომატურად პატრიარქალური იყო მისი დღევანდეელი (ნეგატიური) გაგებით. არც ის კრეტული და პროტოკოლხური ცივილიზაცია იყო "ცალსქესა". საერთოდაც, ყველა ძველი ცივილიზაცია დაბალანსებული იყო და ეფუძნებადა თანასწორულ თანაარსებობას ამ ორი ძირითადი პრინციპისა.
ჩემი აზრით სწორედ ასეთი ცივილიზაციები და კულტურები არიან ღველაზე წარმატებულიბი და "პროგრესულები" (ჩემი აზრით სამყარო ენტროპიული და პერმანენტულად დეგრადირებს ისე როგორც კაცობრიობა), შემდეგ ამ თვალსაზრისით პატრიარქალური კულტირები არიან და ყველაზე პრიმიტიული კი ტიპიური მატრიარიარქალური საზოგადოებები. დიდი დედის კულტის და შესაბამისი კულტურა ორიენტურებული და შეიძლება ითქვას რომ დაციკლუია ერთ მთვარ იდეაზე _ ფიზიკური სიცოცხლის შენარჩუნება =>გამრავლება და ნაყოფიერება, საკვები რესურსების სიმრევლე.
მოკლეთ ყველაფერი ეს ღრმა და ბნელი ინსტიქტების რელიგიური ფეტიში ფაქტიურად. უგულებელყოფილია პიროვნული ასპექტი, სულიერი განვითრება როგორც მიზანი . ვიმეორებ, საუბარია ტიპიურ მატრიარქალურ საზოგადოებებზე, დიდი დედის კულტით.
ხოლო, პარრიარქალურ კულტურებში გამოკვეთილია ბევრი ისეთი ღირებულება რომელიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ფიზიკური სიცოხლე და კეთილდღეობა, ამიტომ ამ უკანასკნელის შენარჩუნება არაა მისი მთვარი მიზანი. თუმცა პატრიარქალური ღირებულებების ფეტიშს თავისი მძიმე ნეგატიური შედეგები მოაქვს, რაც ასე თვალნათვლის იხილვება კაცობიობის, ჩვენთვის ცნობილ ისტორიაში.
გამოსავალი და სწორი გამოსავალი კი იმ პირვანდელ ჰარმონიაში რომელზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრე.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 14:10

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მატრარქატი (კლასიკური გაგებით) კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან დგას
კი სათავეებთან არის -
ამაზე მოწმობს ჩათალ ჰუიუკის და ნეოლითის გათხრები.
ეს ასოცირდებოდა ნაყოფიერებასთან -
და ზოგადად სიცოცხლესთან
ამაზე არ დავობენ ისტორიკოსები
:D
ბევრად უფრო ძველი ცივილიზაციები, რომელთა არსებობა ოფიცილაური მეცნიერების მიერ ჯე მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა დაშვებული (ვთქვათ ატლანტები, ლემურები და სხვა), ნამდვილად არ იყვნენ მატრიარქალურები
ეს ცივილიზაციები საერთოდ არებობდნენ თუ არა - ჯერ კიდევ საკითხავია
:D
და რა ვიცით, პატრიარქალურები იყვნენ თუ მატრიარქალურები?
როცა იპოვიან საკულტო ნივთებს-
სარიტუალო ტაძრებს -
მერე დაასკვნიან - როგორები იყვნენ ისინი./
მაგრამ არც იმის თქმა არ შეიძლება რომ ეს ცივილიზაციები, და საერთოდ ყველა კულტურა, რომელიც მატრიარქალური არ იყო ავტომატურად პატრიარქალური იყო მისი დღევანდეელი (ნეგატიური) გაგებით
შეიძლება ტოტემურიც იყოს.
ეს ძირითაადდ პალეოლითის ხანაში გვხდება
და ზოგიერთ აფრიკულ ტომებში.
არც ის კრეტული და პროტოკოლხური ცივილიზაცია იყო "ცალსქესა".
:shock:
რაიო?
:lol:
კრეტაზე იყო დედა ღვთაების კულტი მაგრამ მინოსელებს ჰყავდათ მეფე მინოსი
კოლხეთში კი აიეტი.
მე მგონი საერთოდ ვერ გაიგეთ რას ვწერ..
:lol:
ჩემი აზრით სწორედ ასეთი ცივილიზაციები და კულტურები არიან ღველაზე წარმატებულიბი და "პროგრესულები" (ჩემი აზრით სამყარო ენტროპიული და პერმანენტულად დეგრადირებს ისე როგორც კაცობრიობა), შემდეგ ამ თვალსაზრისით პატრიარქალური კულტირები არიან და ყველაზე პრიმიტიული კი ტიპიური მატრიარიარქალური საზოგადოებები. დიდი დედის კულტის და შესაბამისი კულტურა ორიენტურებული და შეიძლება ითქვას რომ დაციკლუია ერთ მთვარ იდეაზე _ ფიზიკური სიცოცხლის შენარჩუნება =>გამრავლება და ნაყოფიერება, საკვები რესურსების სიმრევლე.
მოკლეთ ყველაფერი ეს ღრმა და ბნელი ინსტიქტების რელიგიური ფეტიში ფაქტიურად. უგულებელყოფილია პიროვნული ასპექტი, სულიერი განვითრება როგორც მიზანი . ვიმეორებ, საუბარია ტიპიურ მატრიარქალურ საზოგადოებებზე, დიდი დედის კულტით.
საერთოდ, დედა ღვთაება იყო სიმბოლო ზოგადად სიცოცხლის
სიცოცხლე კი მთავარია ყველა ცივილიზაციისათვის


ხოლო, პარრიარქალურ კულტურებში გამოკვეთილია ბევრი ისეთი ღირებულება რომელიც უფრო მაღლა დგას ვიდრე ფიზიკური სიცოხლე და კეთილდღეობა, ამიტომ ამ უკანასკნელის შენარჩუნება არაა მისი მთვარი მიზანი. თუმცა პატრიარქალური ღირებულებების ფეტიშს თავისი მძიმე ნეგატიური შედეგები მოაქვს, რაც ასე თვალნათვლის იხილვება კაცობიობის, ჩვენთვის ცნობილ ისტორიაში.
გამოსავალი და სწორი გამოსავალი კი იმ პირვანდელ ჰარმონიაში რომელზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრე.
პატრირქალური კულტის ეპოქა იწყება 4000 წლის წინ
როცა გამოჩნდნენ ინდოევროპელები-
მამაკაცმა დაიკავა მთავარი ადგილი თავისი ფიზიკური სიძლიერის წყალობით.
მარტივადაა ყველაფერი -
და რაღაც სხვა სურეალურ მიზეზს რად ვეძებთ?
:)

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 13 ივლ 2009, 14:23

Tamari-ch. wrote:
მარტივადაა ყველაფერი -
და რაღაც სხვა სურეალურ მიზეზს რად ვეძებთ?
:)
ჰო, ძალიან ნმიშვნელოვანუი რამ აღნიშნე. გამარტივებისაკენ მიდრეკლება და შესაბამისი მსჯელობები სწორედ რომ ნიშანდობლივია თანბამედროვე "ფემინისტური" თეორიებისათვის.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 14:36

masai11 wrote:
Tamari-ch. wrote:
მარტივადაა ყველაფერი -
და რაღაც სხვა სურეალურ მიზეზს რად ვეძებთ?
:)
ჰო, ძალიან ნმიშვნელოვანუი რამ აღნიშნე. გამარტივებისაკენ მიდრეკლება და შესაბამისი მსჯელობები სწორედ რომ ნიშანდობლივია თანბამედროვე "ფემინისტური" თეორიებისათვის.
:roll:
ნდააა.....

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
რა არის ეს?

Post by maine18 » 13 ივლ 2009, 21:06

იმის თქმა არ შეიძლება რომ ეს ცივილიზაციები, და საერთოდ ყველა კულტურა, რომელიც მატრიარქალური არ იყო ავტომატურად პატრიარქალური იყო მისი დღევანდეელი (ნეგატიური) გაგებით. არც ის კრეტული და პროტოკოლხური ცივილიზაცია იყო "ცალსქესა"

გეთანხმები..იქ სადაც უკვე მატრიარქატი პატრიარქატში გადავიდა ქურუმებთან ტაძრებში დარჩა დუალიზმის ცოდნა..მაგალითად ეგვიპტეში.
კაცობრიობამ ერთდროულად უნდა გადალახოს დუალიზმი და მიაღწევს ცივილიზიაციის უმაღლესს საფეხურს.
მატრიარქატშიც და პატრიარქატშიც ცალცალკე სქესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ და მიენიჭება მომავალშიც,უბრალოდ ეხლა ეს ყველაფერი არეულია:D

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 26 ნოე 2009, 16:01

Tamari-ch. wrote:
ჰოდა ვისაც "ეგ" არა აქვს საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია?!
მატრიარქატი უნდა დავაბრუნოთ -
სხვა გზა არაა -

ჩვენს გარეშე ატომურ ბომბამდე მიიყვანეს ამ კაცებმა საქმე და...
მერე სალათები ვეღარ გიშველით...
ჰე ახალ რას შვებით , მმ?!
ირანის ბირთვული პროგრამა არ შეჩერდა რეალურად, არც ჩრდილო კორეის.
აგერ რუსეთმა სამხედრო დოქტრინა შეცვალა და ლოკალურ კონფლიქტებში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება მისცა საკუთარ თავს.
კიმარა, აბა რას მიკეთებთ ეს ფემინისტები ვერ გავიგე ერთი :roll:
დავაი ახალ "ქუხნაში"! სოუზი გააცხელა, სალათა დაჭრა, მერე ბოვშებს მიხედა და "პა ხოდუ" ნასკებიც გარეცხა!!!

:lol: :lol: :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რა არის ეს?

Post by Mta Mkvarebia » 26 ნოე 2009, 16:19

masai11
ეჰჰ, ჩემო მასაი,თამთა იმნაირი ყოჩაღი ქალია, სოუზიც გაცხელებული აქვს, სალათაც დაჭრილი აქვს, ბავშვებიც მიხედილი ყავს (მთელი არმია თან :) ), ლაშქრობებისთვისაც რჩება დრო და "ფემინიზმის" შესახებ პოლემიკისთვისაც :D
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 26 ნოე 2009, 16:41

Tamari-ch.
maine18
მანამდე არაფერი გეტკინოთ სანამ მატრიარქატი არ დაბრუნდეს :lol: :lol: :lol:
აი ,,მატრიქუხნაში" დაბრუნება კი ნამდვილად მოგიწვთ ქალებს
აი ასე დიდიხანია არ მიხალისია, მუეჰეჰეჰეჰე :lol: :lol:
ჯერ კიდევ ვარსებობთ ნამდვილი მამაკაცები რომელთა შეცვლა ქალებს არ შეუძლიათ და მადლობა ღმერთს ვერც ვერასოდეს შეძლებენ !
კაცების მიმართ ასეთი აგრესია ნეტა რისი ნიშანია 8)

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
რა არის ეს?

Post by bambina » 26 ნოე 2009, 20:10

ვაიმე რა სასაცილო თემა კი არადაა ბოლო რამდენიმე პოსტი აღმოვაჩინე (კერძოდ, ბოლო 2 გვერდის თვალშევლება მოვასწარი მხოლოდ) :mrgreen:
განსაკუთრებით სასაცილო იყო განცადება "სიკვდილი მატრიარქატსო" და შეკითხვა "საიდან კაცების მიმართ ასეთი აგრესიაო" :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
რა არის ეს?

Post by bambina » 26 ნოე 2009, 20:13

სხვათაშორის, ე.წ. "კუხნაში" მამაკაცი მართლაც რომ შეუცვლელია, ყველაზე ცნობილი შეფპოვარები ხომ თქვენ ხართ, საყვარლებო :mrgreen:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
რა არის ეს?

Post by Tamusia » 26 ნოე 2009, 20:22

ვეთანხმები დასკვნებს ჰარმონიაზე

ვარგისი და უვარგისი, მაშენებელი და დამანგრეველი ორივე შეიძლება იყოს, მამაკაციც და დედაკაციც
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
რა არის ეს?

Post by bambina » 26 ნოე 2009, 21:27

ჰო, ისა..

გამოვნახე (ზედმეტი კი არასდროს არ არის, მაგრამ..) 2 წუთი და ახლა გადავურბინე წინა გვერდებსაც.. ძალიან საინტერესო თემა ყოფილა, ვგიჟდები სიმბოლოების გაშიფვრაზე, თუმცა უფრო ლიტერატურაში მქონია მათთან შეხება და არა არქიტექტურაში. მოკლედ ყველაფერი ეს ძალიან ფრიადი იყო, სანამ ყველაფერი ბანალურ ( :roll: ) მამაკცსა და დედაკაცს ( :mrgreen: ) შორის მარადიულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდა, ვინ უფრო მთავარია..
მაგრამ სადაც კამათია, იქ ინტერესია, სადაც ინტერესია, იქ სიყვარულიც არაა ძალიან შორს, ხოდა მე იმას ვგულისხმობ რომ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე :oops: ხოდა თუ მკითხავთ, რა შუაშია აქ სიყვარულიო, უბრალოდ ლოგიკური ჯაჭვიდან რამოდენიმე რგოლს გადავახტი და შედეგი დავწერე პირდაპირ :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]