რა არის ეს?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 04 ივლ 2009, 11:20

Makena wrote:
Tamari-ch. wrote:
მე მაინც ვერ მივხვდი რა არის აქ აღსაფრთოვანებელი? ის რომ კოლხებმა ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა იცოდნენ? მე მგონი მათ უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ.

რაც შეეხება ლაბრისს და ლაბირინთს, თუ კარგად დააკვირდებით ლაბრისის ფორმა და ლაბირინთში ჩასმული ფორმა ძალზედ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ჰელიოცენტრული სისტემის ცოდნა 4000 წლის წინ რბილად რომ ვთქვათ გაოცებას იწვევს.,
ნუ გავიწყდებათ, რომ ევროპაში ამაზე მხოლოდ 400 წლის წინ შეიტყვეს.
ლაბრისი და ლაბირინთში ჩახატული ფორმა ერთი და იგივეა
როგორც აზრობრივად
ისე ფორმით.

ლაბირნთში ჩასმული ფორმა "იცავს ლაბირინთის ცენტრში შესასვლელს" .
სწორედ ასეთი ლაბრისებით "იცავდნენ" ქურუმები შესასვლელს ტაძარში.
Tamari-ch
ევროპელი ადეპტებისათვის, არათუ ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა არამედ სამყაროს წარმოშობა და მისი იერარქია იყო ცნობილი, და თანაც არა 400 წლის წინ არამედ გაცილებით ადრე!
რაც შეეხება ლაბირინთს, ქურუმებს სხვა დანიშნულება ჰქონდათ ვიდრე ლაბრისებით ლაბირინთის შესასვლელების დაცვა იყო.
ლაბრისზე ორიოდე სიტყვით -

Лабрис был широко распространён в раннегреческой минойской цивилизации. При раскопках критских дворцов были обнаружены гигантские лабрисы, выше человеческого роста. Сугубая симметричность лабриса делает его мало пригодным в качестве боевого орудия и выдаёт его сакральное предназначение. В отличие от Ближнего Востока, носительницами минойских лабрисов были не боги и жрецы, а исключительно богини и их жрицы. Распространено воззрение, что этот самый священный из религиозных символов критской цивилизации использовался жрицами при жертвоприношениях быков. Кроме того, поверхностное сходство слов «лабрис» и «лабиринт» породило устойчивую ассоциацию двухстороннего топора с Кносским лабиринтом и с Минотавром.

Американский археолог Мария Гимбутас видела в греческих лабрисах отголосок доиндоевропейского матриархального культа Великой Богини. С точки зрения Гимбутас и её последователей, критский лабрис, повторяя форму бабочки, символизирует материнское начало. Этим объясняется популярность лабриса в викканских церемониях

ანუ ლაბრისი დაკავშირებული იყო დედა ღვთაების კულტთან.
და უძველეს ანატოლიურ ცივილიზაციასთან.

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
რა არის ეს?

Post by maine18 » 08 ივლ 2009, 02:58

Tamari-ch. wrote:
რადგან ამ სახარებებში ძალიან ბევრი რამ არის ისეთი რაც შეიძლება ნეოპლატონიზმში და საერთოდ ფილოსფიაში იპოვოთ..თუნდაც შოთა რუსთველის პოემაშიც
მაგალითად?
შოთა რუსთაველით დავიწყებ:ანტიკური ფილოსოფია, ქრისტიანული მოძღვრება, ნეოპლატონიზმი, აღმოსავლური მწერლობა - ეს არის რუსთაველის აზროვნების საფუძველი, მაგრამ არც ერთს დოგმატურად არ მიჰყვება. სამყაროს შემოქმედის მსგავსად, ამ სიბრძნის ზღვიდან სხვადასხვა ფერს, სხვადასხვა ტონს იღებს, ახამებს და ჰუმანიზმზე დაფუძნებულ ახალ მსოფლმხედველობას, სამყაროს ახლებურ ხედვას ქმნის.
"ვეფსხისტყაოსანში სიყვარული იღებს მეტნაკლებ სეკულარიზებულ ხასიათს: სიყვარული სეკულარიზებულია, გასაეროებულია, ერთგვარად ემანსიპირებულია კლერიკალურ-სქოლასტიკურ პირობითობათაგან და ფორმალობათაგან. ეს არის ერთგვარი პრერენესანსული სეკულარიზაცია. პოეტს ახასიათებს ამქვეყნიურობა და სიცოცხლით ტკბობა."

როგორც ცნობილია, და ამ საკითხს აქვე უნდა შევეხოთ, შუა საუკუნების ქრისტიანული კულტურისა და ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი იყო ერთგვარი დუალიზმი, წინააღმდეგობა-დაძაბულობა ამქვეყნიურობასა და იმქვეყნიურობას, ქვეყნით ტკბობასა და ასკეზას, საეროსა და სასულიეროს, მატერიალურსა და სულიერს, სენსუალისტურსა და სპირიტუალისტურს, მშვენიერებასა და ცოდვილებას შორის.
შოთას სუბსტანციური, არსობრივი ქრისტიანობის მიუხედავად, მათი რელიგიური რწმენა საეკლესიო რიტუალების, ქრისტიანული ინსტიტუტების გარეშეა წარმოდგენილი. გაურბის საეკლესიო სიმბოლიკას. არსად არ ჩანს, თქვენ წარმოიდგინეთ, მინიშნება ჯვარზეც კი, ამ მთავარ ქრისტიანულ სიმბოლოზე, არც ღვთისმშობლის კულტი არ ფიგურირებს. და ეს ყველაფერი ხდება ღვთისმშობლის საყოველთაო განდიდების ეპოქაში და ჯვაროსნულ ლაშქრობათა ხანაში. ერთი სიტყვით, ხაზგასმით და კატეგორიულად შეიძლება განვაცხადოთ, რომ შოთა რუსთველის სიღრმისეული, არსობრივი ქრისტიანული რწმენა არ არის გამოხატული ეკლესიური და რიტუალური ფორმალობების დონეზე.
ამგვარად აშკარაა პოეტის კავშირი ქრისტიანულ მისტიკასთან: "ვეფხისტყაოსანში" ფსევდო-დიონისე არეოპაგელის გავლენას ადასტურებენ, რომელიც მიჩნეულია ევროპული ქრისტიანული მისტიკის ფუძემდებლად,ცენტრში დგას ადამიანი, ადამიანური, ჰუმანუმი და ნაკლებად დივინუმი.
ფსევდო-დიონისე არეოპაგელი -პეტრე იბერია!!

აგრეთვე ნიშანდობლივია უდიდესი რჯულთშემწყნარებლობა, ტოლერანცია. მთლიანად თავისუფალია ეროვნული, ეთნიური, რასიული და რელიგიური ცრურწმენები¬საგან.პოეტი თავის ნაწარმოებს ერთ ქალს (ბანოვანს, მანდილოსანს) უძღვნის-მზეს!!!-საკრალურ ქალურობას!!

ეს ყველაფერი კი ნეოპლატონიზმის,გნოსტიციზმის ფილოსოფიაა!!


User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
რა არის ეს?

Post by maine18 » 08 ივლ 2009, 03:00

Makena wrote:
maine18 wrote:Makena
მე როგორც ავხსენი ისე ვიცი და გამიგია,შეიძლება კანონიკური არ არის,მაგრამ ასეა..მთელი სვეტიცხოველი ტავისი სიმბოლოებით მეორედ მოსვლის თარიღის კალენდარზეა აგებული!
maine18
კანონიკურობა არც მიგულისხმია, კანონიკურობა არ ნიშნავს ჭეშმარიტებას.
რაც შეეხება სვეტიცხოვლის სიმბოლიკას, თუ შეგიძლია რომ უფრო დაწვრილებით დაწერო სიამოვნებით გავეცნობი.
მეორედ მოსვლის კალენდარში რას გულისხმობ? ასეთი კალენდარი არსებობს?
ასეთი კალენდარი სვეტიცხოველზე გაქვს,სიმბოლოებითა და მინიშნებებით:)
აუცილებლად დავწერ,მოგვიანებით.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 10 ივლ 2009, 01:04

maine18
მოდი ამაზე ცოტა კონკრეტულად ვილაპარაკოთ -
ოღონდ შოთა რუსთაველის თემაში...

აქ სვეტიცხოვლის სიმბოლიკაზე თუ იცი რამე
გავაგრძელოთ...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
რა არის ეს?

Post by Makena » 10 ივლ 2009, 11:40

maine18 wrote:
Makena wrote:
maine18 wrote:Makena
მე როგორც ავხსენი ისე ვიცი და გამიგია,შეიძლება კანონიკური არ არის,მაგრამ ასეა..მთელი სვეტიცხოველი ტავისი სიმბოლოებით მეორედ მოსვლის თარიღის კალენდარზეა აგებული!
maine18
კანონიკურობა არც მიგულისხმია, კანონიკურობა არ ნიშნავს ჭეშმარიტებას.
რაც შეეხება სვეტიცხოვლის სიმბოლიკას, თუ შეგიძლია რომ უფრო დაწვრილებით დაწერო სიამოვნებით გავეცნობი.
მეორედ მოსვლის კალენდარში რას გულისხმობ? ასეთი კალენდარი არსებობს?
ასეთი კალენდარი სვეტიცხოველზე გაქვს,სიმბოლოებითა და მინიშნებებით:)
აუცილებლად დავწერ,მოგვიანებით.
maine18
მოდი დავკონკრეტდეთ, სვეტიცხოველში არსებულ ფრესკას გულისხმობ? ეს ფრესკა მეორედ მოსვლის კალენდარია და თანაც უკვე გაშიფრული და ახსნილი? ინტერესით გავეცნობი იმფორმაციას ამ ყოველივეს შესახებ 8)

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 11 ივლ 2009, 12:13

ჰო ჰო :lol:
ფრთხილად, ფრთხილად ყვერებზე ფეხი არ დაიბიჯოთ ქართული ეზოთერიზმის წიაღსვლებში ......
როგორც იტყვიან :P :lol: :lol: :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 11 ივლ 2009, 14:20

masai11 wrote:ჰო ჰო :lol:
ფრთხილად, ფრთხილად ყვერებზე ფეხი არ დაიბიჯოთ ქართული ეზოთერიზმის წიაღსვლებში ......
როგორც იტყვიან :P :lol: :lol: :lol:
და ვისაც Y---ები არ აქვს ,
იმან სად არ დააბიჯოს?
:lol:
ზოგი ეზოთერიკია, ზოგი მუსულმანი, ზოგი გიჟი და
ზოგიც სულელი..
ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში..

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 11 ივლ 2009, 18:23

Tamari-ch. wrote:
masai11 wrote:ჰო ჰო :lol:
ფრთხილად, ფრთხილად ყვერებზე ფეხი არ დაიბიჯოთ ქართული ეზოთერიზმის წიაღსვლებში ......
როგორც იტყვიან :P :lol: :lol: :lol:
და ვისაც Y---ები არ აქვს ,
იმან სად არ დააბიჯოს?
ჰოდა ვისაც "ეგ" არა აქვს საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია?!
დავაი "ქუხნაში", სოუზი გააცხელა, სლათა დაჭრა და მერე ბოვშეს მიხედა.
:lol: :lol: :lol:

მოუნდათ ახლა ამათ იოანეს გამოცხადების "გაშიფრა"..... თან სად?! :P

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 11 ივლ 2009, 18:30

ჰოდა ვისაც "ეგ" არა აქვს საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია?!
მატრიარქატი უნდა დავაბრუნოთ -
სხვა გზა არაა -

ჩვენს გარეშე ატომურ ბომბამდე მიიყვანეს ამ კაცებმა საქმე და...
მერე სალათები ვეღარ გიშველით...

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 11 ივლ 2009, 18:46

Tamari-ch. wrote:
ჰოდა ვისაც "ეგ" არა აქვს საერთოდ რაზე აქვს პრეტენზია?!
მატრიარქატი უნდა დავაბრუნოთ -
სხვა გზა არაა
-

ჩვენს გარეშე ატომურ ბომბამდე მიიყვანეს ამ კაცებმა საქმე და...
მერე სალათები ვეღარ გიშველით...
კაი გოგო რავა სერიოზულად მიიღე :lol:

ისე რაქ ქონია გულში უყურე შენ :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 11 ივლ 2009, 19:17

ვინა თქვა სერიოზულად მივიღეო?
:lol:

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
რა არის ეს?

Post by maine18 » 11 ივლ 2009, 19:55

masai11
მატრიარქატი ისედაც დაბრუნდება:)) შენ სულ ნუ მიიღებ სერიოზულად გაწყობს?- კი.ჰოდა მოვრჩით.

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 13 ივლ 2009, 08:58

maine18 wrote:masai11
მატრიარქატი ისედაც დაბრუნდება:)) შენ სულ ნუ მიიღებ სერიოზულად გაწყობს?- კი.ჰოდა მოვრჩით.
უიმე, თქვენ ოღონდ ატომური ომისაგან გადაგვარჩინეთ და ჯანდაბას, სალათას ჩვენ თვითონ დავჭრით :lol: :lol: :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
რა არის ეს?

Post by Tamari-ch. » 13 ივლ 2009, 09:03

masai11 wrote:
maine18 wrote:masai11
მატრიარქატი ისედაც დაბრუნდება:)) შენ სულ ნუ მიიღებ სერიოზულად გაწყობს?- კი.ჰოდა მოვრჩით.
უიმე, თქვენ ოღონდ ატომური ომისაგან გადაგვარჩინეთ და ჯანდაბას, სალათას ჩვენ თვითონ დავჭრით :lol: :lol: :lol:
შენ იცინე,
და იქ სადაც იყო მატრიარქატი -
არაა შემჩნეული ომების კვალი.
კრეტას ფრესკებზე - არსად არაა გამოსახული საომარი იარაღი.

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
რა არის ეს?

Post by masai11 » 13 ივლ 2009, 09:31

Tamari-ch. wrote:
masai11 wrote:
maine18 wrote:masai11
მატრიარქატი ისედაც დაბრუნდება:)) შენ სულ ნუ მიიღებ სერიოზულად გაწყობს?- კი.ჰოდა მოვრჩით.
უიმე, თქვენ ოღონდ ატომური ომისაგან გადაგვარჩინეთ და ჯანდაბას, სალათას ჩვენ თვითონ დავჭრით :lol: :lol: :lol:
შენ იცინე,
და იქ სადაც იყო მატრიარქატი -
არაა შემჩნეული ომების კვალი.
კრეტას ფრესკებზე - არსად არაა გამოსახული საომარი იარაღი.
ხა რა შოო :roll:
კარგი თამარ, მოდი მთელი შენი "მოძღვრების" , აქ ცხადად ნათქვამის და არც ისე ან სულაც ჯერ არ ნათქვამის რეზუმირებაგავაკეთოთ:

1. პატრიარქალურ ცივილიზაციებამდე დედამიწაზე გაბატონებული იყო მატრარქატი და დიდი დედის კულტი;
2. ამ, მატრიარქალურ ცივილიზაციაში უმაღლესი სასულიერო და შესაბამისად საერო ხელისუფლება ქალების ხელში იყო კონცენტრირებული;
3. მამკაცს მისთვის ბუნებრივი, მეორადი, დამხმარე და მდედრულს დაქვემდებარებული როლი ჰქონდა;
4. საკულტო თვალსაზრისით, მამრული საწყისი ფაქტიურად უხეში და ტლანქი ძალის განსახიერება, რომელიც მსხვერპლად ეწირება მდედრულ სასწყის როგორც სიცოცხლის მატრებელს (ხარისა და ლაბრისი არაკი);
5. შემდეგ მოხდა რაღაც რევოლუციიმაგრვარი (ლაბათ ასე იგუკისხმებმა) და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მამაკაცებმა;
6. საკულტო და სოცილური მოწყობის პრინციპები ამიერიდან უხეშ ძალას, ძალმომრეობას ეფუძნება რაც გარდაუვალი განადგურებისაკენ მიაქანებს კაცობრიობას;
7. ამიტომ აუცილებელია მატრარიარქატის დროული რესტავრიება, შესაბამისი იდეოლოგიური და პოლიტიკური ცვლილებების გატარება რელიგიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.

ასეა თამარ? მოდი შენ დააზუსტე

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]