Page 1 of 7

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 03:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეგებ, საქართველოში არსებული დასახლებების - სოფლების, ქალაქების, დაბების, უბნების, მოედნების,
მხარეების, მდინარეების, ტბების, ტყეების, მთების, ხეობების, უღელტეხილების,
ხუროთმოძღვრული ძეგლების სახელთა წარმოშობის თაობაზე ცნობები შევკრიბოთ და ავკინძოთ.
არ აქვს მნიშვნელობა, დასახელება ქართულია, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, თურქული,
ბერძნული, სპარსულია თუ სხვა.
ყველა შემთხვევაში, ეს ძნ საინტერესო და საჭირო მასალა იქნება.

უამრავი საყურადღებო სახელი გვხვდება - ფარცხანაყანები, დამალა, აწყვიტა, თეთრიწყარო, ჩხოროწყუ,
ტაბაწყური, ალაზანი, ორთუბანი, ჩუმათელეთი, მელაანი, ჭიათურა, უშბა, დათვიჯვარი, ყიზილკილისი
გირევი, ბაღდათი, ბატეთი, ლეჩხუმი, სომხითი, იორმუღანლო, გორელოვკა, ასპარა, სათხე,
სარო, ყარაჯალა, ხორნაბუჯი, ჯვრის უღელტეხილი, ქოროღლი, ვარძია, ჩოლოქი, ნატანები, ოქროს ციხე, ჩალაუბანი,
სამწევრისი, ასურეთი, გეთსიმანია, თაბორი, მაიდანი, ხარფუხი, საშაბურო, გოდერძის უღელტეხილი,
მჭადიჯვარი, წითელსოფელი, ხდეს ხეობა და ა.შ.

რას იტყვით, 1 ძნ საჭირო და სასარგებლო თემა რომ მოვამზადოთ?
ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ყველამ თავისი სოფლის, ქალაქის წარმოშობის ისტორია დადოს.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 10:09
by ლეონტი
ეს ყველაფერი შესწავლილია.
ინტერნეტი ცოდნას ვერ იძლევა.
უკაცრავად თქვენ რომელ ბიბლიოთეკაში დადიხართ და რჩებით ხოლმე დიდხანს წიგნზე თავდახრილი??
საქარტველოს ისტორიას აღარ ასწავლიანო სკოლაში მართალია?

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 11:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოს ტოპონიმიკის დიდი ნაწილი შესწავლილია.
თუმცა, არ გვაწყენს, ბევრი რამ ინტერნეტიდა გავიგოთ.
ყველა წიგნი ხელმისაწვდომი არ არის.
ვისაც ცოდნის გაზიარება არ გეზარებათ, სახელთა წარმოშობაზე
ეგებ რამე დაწეროთ.
ხშირად ამა თუ იმ სოფლისსახელის წარმოშობაზე დაუჯარებელი ლეგენდა მომისმენია.
გამღიმებია კიდეც, მაგრამ მაინც თავისებურად საინტერესო მოსასმენია

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 12:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
რადგან ქართული აფრიკიდან - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებიდან ახალი დაბრუნებული
ვარ, იქაურ ტოპონიმიკაზე 2ოდე სიტყვას ვიტყვი:

ვაშლოვანი - ვარაუდობენ, რომ სახელი დაერქვა ტერიტორიაზე არსებული საკმლის
ხეების გამო, რომლებიც შორიდან ვაშლის ხეებს, ვაშლიანს ჰგავს.

არწივის ხეობა - სახელი მიუღია ხეობის თავზე ამოზვირთული სამი მთაწვერის გამო,
რომლებიც შორიდან არწივის სახეს ჰქმნიან.
არსებოს მე2 ვარაუდიც, კერძოდ, ხეობის თავზე ორბები დაფრინავენ და მათ ხალხი არწივებს ამსგავსებდა.

ტახისწყალი - რამდენიმე წლის წინათ ღორის წყალი ერქვა, რადგან საბწოეთის დროს აქ
მართლაც ბევრი ღორი იყრიდა თავს. მოგზაურთათვის უფრო მიმზიდველი რომ გამხდარიყო,
ტახის წყალი ეწოდა.

დათვის ხევი - სახელი ეწოდა დათვების სიმრავლის გამო. ამჯერად დათვის ხევში
მხოლოდ ნაკვალევს ვაწყდებით ხოლმე.
ცხოველები, წლებია, მონადირეებს ემალებიან.

ალესილები - ახლოსაა დათვის ხევთან.
ალესილებთან ხშირად ვაწყდებით ამ ადგილას უწინ არსებული ოკეანის ნაკვალევს.
სახელი მიიღო რამოდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული დანისწვერების ფორმის მთების რიგის გამო.

ბუღამოედანი - 1 ვარაუდით, ამ ადგილს გლეხებს ბუღები გამოექცნენ.
მე2 ვერსიით, თუ არ ვცდები, ჯიხვები ბუღაობდნენ.
ანუ, ისინი წინამძღოლის გამოსავლენად ჭიდილაობდნენ, ბუღაობდნენ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია უამრავ სხვა ტოპონიმს ინახავს[/b]

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 12:44
by lama
მოწამე

მოდის სიტყვიდან

მოწმე

ანუ მოწამეებმა დაამოწმეს ქრისტეს ჭეშმარიტება


კიდევ გსურთ რამე ?

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 14:41
by Bivrili
მე მაინტერესებდა ბატეთის შესახებ
ვიკითხე კიდეც თემაში, მაგრამ არავინ მიპასუხა

თუ ვინმემ იცით ამ სიტყვის წარმოშობის ისტორია იქნებ დაწეროთ ?

ბატეთი ? ......

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 14:49
by ლეონტი
Bivrili
თურმე ორი გარეული ბატი ნაცხოვრება და....

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 14:53
by Bivrili
:D :D :D


მერე მესამეც გაჩნდა, საიდან არავინ იცის
და დაერქვა საბატეთი
მერე სა ჩამოშორდა და დარჩა ბატეთი

მცოდნია და ...

:lol:

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 14:54
by გვალდა
ხარფუხი - "სიტყვა `ხარფუხი~ სომხური წარმოშობისაა და სურდოს ნიშნავს. ადგილმა კი აღნიშნული სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, თათრების სასაფლაოს ახლოს მდგარი საკულტო დანიშნულების ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო დასვენებული. ამ ხატთან მოჰყავდათ თბილისელ ქრისტიანებს თავიანთი სურდოიანი ბაშვები, თან მოჰქონდათ ქსოვილისაგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული და მის ჯიბეებში შაქრის ნატეხები ელაგა. ასეთი შესაწირით ცდილობდა ხატის გულის მონადირებას და ბავშვის განკურნებას მშობელი. ხარფუხი XIX საუკუნეში სოფლად იხსენიება. 1819 წელს იგი ქ. თბილისს შემოუერთეს".

ნუნისი - ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 21 მაი 2009, 14:56
by qvevri
გვალდა
მოიცა და მაგიტოა თბილისელებს სურდო დიდი ხანი რომ აქვთ და არ ურჩებათ ხოლმე?
ააააა მეც არა ვთქვიიიიი....

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 24 მაი 2009, 03:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხარაგოული (ხარაგაული) თურმე თურქული წარმოშობის ყოფილა.
ოღონდ, რას ნიშნავს, არ ვიცი.
ვინმემ რამე ჰომ არ იცით?
კავკასიკ, აბა, ჯეიბის ჰკითხე, ეგებ იცოდეს რამე.

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 24 მაი 2009, 13:03
by Archil
ოზურგეთი...

ჰოდა შესევიან თურქები, შესულან შიგ და ერთს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაკოფილების მომენტი დასდგომია და..

ჰოდა გურულები რის გურულები არიან.. უცებვე დასხმიან თავს თურქებს და გაუდევნიათ დასახლებიდან.

ჰოდა დარჩენია მერე სახელი - ქენი და გაიქეციო... ოზურ - გეთ

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 24 მაი 2009, 14:42
by Giorgi Bagrationi
ლაგოდეხი - ამ ადგილას რუსის ჯარი იდგა XIX საუკუნეში და მშვენიერი გარემოს გამო დაურქმევიათ "ლაგერ ოტდიხა", რომელმაც სახე იცვალა და "ლაგოდეხად" ჩამოყალიბდა. არადა როგორ ქართულად ჟღერს :D

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 24 მაი 2009, 23:44
by lama
ბეჩო- დათვის ბუნაგს ნიშნავს

ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Posted: 24 მაი 2009, 23:51
by Tamari-ch.
ერთაწმინდა მოდის ესტატე წმინდიდან -
ესტატე წმინდის სახელობის ტაძრის გამო
და გადაერქვა ერთაწმინდა.
პირველად რომ გავიგე
მეგონა ეს ტოპონიმი ერის სიწმინდესთან იყო კავშირში