ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by ლეონტი » 30 იან 2011, 23:08

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ლეონტი wrote:არავითარი თურქეთი.
ეგ ჯავახეთი კი არაა, მანდ თურქებს რა უნდათ?
გურჯა არის ძველი ქართული მამაკაცის სახელი, ხოლო გურჯანი, კი მისი შთამომავლების სახელი.
ისევე როგორც მირზა არის ძველი ქართული სახელი და აქედან მირზაანი.
რას ამბობ ლეონტი, თურქებმაც გვარიანად გადაუარეს კახეთს, არამხოლდო ჯალალედინმა და სპარსებმა.
სახელი გურჯა არც გამიგია, გვხვდება ვინმე ამ სახელით რომელიმე წყაროში?
მირზა თუ ქართული სახელი იყო, ესეც 1ლად გავიგე.
როგორც ვიცი, წმინდა სპარსული სახელია და ირანში ახლაც პოპულარული სახელია
გურჯა?
რა თქმა უნდა გვხვდება.
თვით ინტერნეტშიც კი ნახავ, რომელიც მსგავსი მასალებით ღარიბია, ჩაწერე გუგულში გურჯა და აი რას იპოვნი:

წარმოშობა | ჩემი გარემო
საქართველოში ძველად ყოფილა საკუთარი სახელი გურჯა, რაც სამეგრელოშიც ფიქსირდება. პროფ. ...
old-garemo.dlf.ge/batumi14/node/9 - Cached
აი ამონარიდი:

გურძაული

სოფელია სხალთის ხეობაში. საქართველოში ძველად ყოფილა საკუთარი სახელი გურჯა, რაც სამეგრელოშიც ფიქსირდება. პროფ. რ. შამილიშვილის მოსაზრებით, ეს სახელწოდება მიღებულია ქართველებისა და მათი ქვეყნის თურქულ-სპარსულ სახელ გურჯი-გურჯისტანიდან, რამაც მოგვცა გურჯა-გურძა. სწორედ ამიტომ ოსები და სხვები ქართველებს გურძ-გურდზს უწოდებდნენ.. როგორც ჩანს, ეს ფორმა აჭარაშიც დამკვიდრებულა საკუთარ სახელად, მისგან კი გვარიც უწარმოებიათ. ასე მივიღეთ გურძაული ანუ გურძას საცხოვრებელი, იგივე სოფელი , როგორც ოლადაური და სხვა. ალ. ღლონტის მიხედვით გურძი კომბალის მსგავს საომარ იარაღს ერქვა. სულხან-საბას მიხედვით-ბადროს, კვერთხსაც ეწოდება. აჭარულ ზეპირსიტყვიერებაში დაცულია გამოთქმა: „გურზებ უქნევდნენ ერთმანეთსაო“.



რაც შეეხება მირზას, ეს სახელი იუგოსლავიიდან მოყოლებული მთელ აზიაში გვხვდება ინდოეთის ჩათვლით და მიიჩნევა რომ ირანული წარმოშობისაა, თუმცა მას უფრო ღრმა ფუძე აქვს რაც სვანურში ფიქსირდება სახელ მურზა (მიურზა) იგივე სახით.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by imerkhevli » 14 მარ 2011, 12:59

ტოპონიმი ტაბახმელა,ამ სახელწოდებით საქართველოში რამდენიმე სოფელია ცნობილი.ერთი თბილისთან ახლოს მდებარე ,მეორე ხულოს რაიონის შემადგენლობაში.
ამ ტოპონიმის სახელწოდება რთულის შედგენილობისაა, ანუ კომპოზიტურია და თავიდან ერთმანეთის მსაზღვრელ საზღვრული უნდა ყოფლიყო: ტაბა(ტბა) ხმელა(ხმელი,აქ ალბათ დამშრალი).ე.ი. დამშრალი ტბა,ალბათ ადგილმდებარეობის მიხედვით, უწყლო ადგილი. ამ ტოპონიმის სახელწოდება სავარაუდოდ საკმაოდ ძველი უნდა იყოს,ვინაიდან სიტყვის პირველ ნაწილში ტაბა პირველი ხმოვანი შეკუმშული არ არის,ანუ ქართულ ენაში ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელია რედუქცია (მოგეხსენებათ,მეგრულ ტობაშიცარ იკუმშება პირველი ხმოვანი).

იმედია თავი არ შეგაწყინეთ ჩემეული, ეტიმოლოგიური ძიებანით ;)
:D:D:D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 მარ 2011, 00:56

imerkhevli wrote:ტოპონიმი ტაბახმელა,ამ სახელწოდებით საქართველოში რამდენიმე სოფელია ცნობილი.ერთი თბილისთან ახლოს მდებარე ,მეორე ხულოს რაიონის შემადგენლობაში.
ამ ტოპონიმის სახელწოდება რთულის შედგენილობისაა, ანუ კომპოზიტურია და თავიდან ერთმანეთის მსაზღვრელ საზღვრული უნდა ყოფლიყო: ტაბა(ტბა) ხმელა(ხმელი,აქ ალბათ დამშრალი).ე.ი. დამშრალი ტბა,ალბათ ადგილმდებარეობის მიხედვით, უწყლო ადგილი. ამ ტოპონიმის სახელწოდება სავარაუდოდ საკმაოდ ძველი უნდა იყოს,ვინაიდან სიტყვის პირველ ნაწილში ტაბა პირველი ხმოვანი შეკუმშული არ არის,ანუ ქართულ ენაში ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელია რედუქცია (მოგეხსენებათ,მეგრულ ტობაშიცარ იკუმშება პირველი ხმოვანი).

იმედია თავი არ შეგაწყინეთ ჩემეული, ეტიმოლოგიური ძიებანით ;)
:D:D:D
საინტერესო მოსაზრებაა.
კლარჯეთის შავშეთი, თურმე, შავი მთებიდან მოდის.
შავშეთის მთებზე შეფენილი ფიჭვი შორიდან შავ ფერად მოჩანს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by burdiani » 16 მარ 2011, 11:04

საგარეჯო
სა-გარეჯო მიწას, ტერიტორიას ნიშნას ანუ გარეჯისათვის განკუთვნილს, მანამდე მას თვალი ეწოდებოდა (ახლაცაა ქალაქში თვალთხევი, თვალთავის წმინდა გიორგის სალოცავი). ორ მიზეზს ამბობენ რის გამოც შეიძლებოდა თვალი რქმეოდა: პირველი ცოტა არადამაჯერებელი სილამაზის და კარგი მდებარეობის გამო, მეორე დამაჯერებელი კი: თვალი სულხან-საბას ვერსიით მხედველობის ორგანოს გარდა წყაროთა სათავეს, გამოსადინებელსაც ნიშნავს ის ადგილი კი სადაც ძველი ქალაქი, სოფელი იყო წყაროებითაა ცნობილი და ამ ადგილს დღეს სათავესა უწოდებენ.
რაც შეეხება თავად ტოპონიმ გერაჯას ეს ტოპონიმი ასურელი მამის დავით გარეჯელისაგან მოდის (სხვა ვერსიებიც არსებობს), რომელიც წავიდა გარედ სჯად კაცთაგან (მგონი სწორედ დავწერე)
საქართველოსთვის!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2011, 16:42

მუხური - მეგრული წარმომავლობა აქვს და განაპირა მხარეს ნიშნავს.
სამეგრელოში 4 მუხურია.
მათგან ცნობილია ჩხოროწყუს რაიონის სოფელი, საიდანაც ლუგელას ხეობა (ხობისწყლის ხეობა)-ტობავარჩხილის გზა იწყება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 სექ 2011, 00:24

დიდი ნეძი სოფელია ზუგდიდის რაიონში, ანაკლიასთან ახლოს და ნიშნავს დიდ კაკალას.
აქ ოდესაღაც უშველებელი კაკალი ყოფილა და მისი მიხედვით მიუღია სახელი სოფელს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 სექ 2011, 00:32

დანისპარაული - სოფელი ხულოს რაიონში.
ამ სოფლის სახელის წარმოშობაზე 2 ვარაუდი არსებობს, 1 მათგანი კი უფრო პოპულარულია.
აი, ისიც - ამ სოფელში ფეოდალურ საქართველოს დროს თურქებს დები (დანი) მოუტაცნიათ, ანუ, მოუპარავთ.
სოფელი მომხდარს დიდ ხანს მოთქვამდა და ისე, რომ ხმა მეზობელ სოფლებამდე აღწევდა.
ამ შემთხვევების გამო, სოფელს დანისპარაული ეწოდა.

მე2 ვარაუდით, თამარ მეფის ამალას ამ ადგილას ძვირფასი დანა დაჰკარგვია, რის შემდეგაც სოფელს დანის მპარველი, იგივე დანისპარაული დარქმევია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მაი 2012, 02:27

ჭყონდიდი - დიდ მუხას ნიშნავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]