ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 15:45

Naia wrote:უშგული სვანურად თურმე პირუკუს, უკუღმას ნიშნავს
მართალია, რომ უშგული პირუკუს ნიშნავს და არა "უკუღმას".
როგორც ჩანს, დასახელება, პირუკუ, პირიქით მდებარე დასახლებაზე მიუთითებს.
მართლაც, გეოგრაფიულად უშგული (მესტიიდან) პირიქით მდებარეობს.
იმასაც ამბობენ,
რომ უშგული "უშიშარ გულს" ნიშნავს.
უშგულის სვანებს თავისუფალ სვანებსაც"უწოდებდნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by გვალდა » 19 ივნ 2009, 17:24

GAMARJOBA SAKARTVELO
უშგული პირუკუს ნიშნავს და არა "უკუღმას".
ვერ დაგეთანხმები ღრმად პატივცემულო ;)

"უკუღმა"-ს სხვა შესატყვისი სვანურში არ არსებობს და მისი ერთადერთი, ფართოდ გამოყენებული შესატყვისი "უშგულ"-ია.

თავად "პირუკუ"-სა და "უკუღმა"-ს შორის რა იმდენი სხვაობაა რო? :)

ისე, ვისაც გაინტერესებთ, აქ არის სვანური ლექსიკონი ანიდან ჰოემდე :)

http://www.filefactory.com/file/ag73a93 ... sikoni_pdf
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2009, 01:23

გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
უშგული პირუკუს ნიშნავს და არა "უკუღმას".
ვერ დაგეთანხმები ღრმად პატივცემულო ;)

"უკუღმა"-ს სხვა შესატყვისი სვანურში არ არსებობს და მისი ერთადერთი, ფართოდ გამოყენებული შესატყვისი "უშგულ"-ია.

თავად "პირუკუ"-სა და "უკუღმა"-ს შორის რა იმდენი სხვაობაა რო? :)

ისე, ვისაც გაინტერესებთ, აქ არის სვანური ლექსიკონი ანიდან ჰოემდე :)

http://www.filefactory.com/file/ag73a93 ... sikoni_pdf
სვანეთში რომ ვიყავი, სვანები უშგულზე ბევრს იცინოდნე, "უკუღმა" სოფელია და "უკუღმელები" არიანო.
პირუკუსა და უკუღმას შორის, ჩემი აზრით, რაღაც სხვაობა მაინც არის - ვფიქრობ, რომ "უკუღმა"
გადაბრუნებულს, გადატრიალებულს ნიშნავს, "პირუკუ" კი ზურგს უკანს (პირიქითას), რომელიც
გადაბრუნებული, გადატრილებული, შეიძლება, სულაც არ იყოს.
იმისთვის, რომ დამედგინა, სოფელ უშგულის სახელი "უკუღმას" ნიშნავდა თუ "პირუკუს", მესტიის
მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ რუსუდან ქოჩქიანს ვკითხე.
მითხრა, რომ უშგულს სახელი სწორედ "პირუკუს" გამო ეწოდა და არა "უკუღმობის" გამო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by გვალდა » 20 ივნ 2009, 19:46

GAMARJOBA SAKARTVELO
უშუალოდ სოფლის სახელის წარმოშობას თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა გეთანხმები :)
სვანეთოლოგი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2009, 23:36

გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
უშუალოდ სოფლის სახელის წარმოშობას თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა გეთანხმები :)
მე სწორედ სოფელ უშგულის განმარტებას ვგულისხმობდი და არა სვანური სიტყვა "უშგულის" მნიშვნელობას.
სიმართლე გითხრა, უშგული ისე მიყვარს, რომ ძნ მეწყინებოდა, "უკუღმა" მართლაც რომ მისი მნიშვნელობა ყოფილიყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by ARCHILI » 24 ივნ 2009, 00:40

ხეთა


ხალხში არსებული ვერსიით _ ხეთის დაბლობი და მთა, რომელიც მას გადმოჰყურებს, დაბურული ტყით ყოფილა მოსილი, აქედან მოდის ,,ხეთა მთა – ხემთა”, შემდეგ ,,მ” ამოვარდა და მივიღეთ ხეთა.

ხეთის უბნებია: ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა, ოხვამეკარი, კორცხო, საქირიო, ჯეგეთა.

დღევანდელი ხეთის ცენტრს ,,ლარჩვა” რქმევია. ეს სახელი გვიანდელი უნდა იყოს. ტოპონიმი ,,ლარჩვა” ორი სიტყვისგან შედგება – ლარი და ჩუალა. ჩუალა – დამალვა ლარის, რომელსაც ხის მორის გათლისას იყენებდნენ. როცა სოფლის მაცხოვრებლების თავშეყრა იყო საჭირო, სპეციალურად ამისთვის დანიშნული კაცი მაღალ ხეზე ავიდოდა და საპიპინოს-ოპიპინეს (ოყეს) დაუკრავდა და მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა მოედანზე.

ნოჩხონი - ,,ნოჯიხონი” (ნაციხარი) – ნოჯხონი – ნოჩხონი, მოხდა მჟღერი ბგერის გადქცევა ყრუ ბგერად.

წინაგოლა – ნიშნავს წმინდა მთას. ამ უბანსა და მთა ურთას შორის არის ,,ოხვამეკარი”, სალოცავი გორაზე. ალბათ აქედანწარმოსდგება ამ უბნის სახელწოდება.

ოხვამეკარი - ,,ეკლესიისკარი”- ოხვამე, სალოცავს-ეკლესიას ნიშნავს. აქ, დღესაც დგას ეკლესია მთავარანგელოზების სახელობისა, რომელიც ლატარიებისა და ბუკიების სალოცავად მიიჩნევა. ხალხი აღდგომის მეორე კვირის ორშაბათს ,,მიქამგარიობაზე” ადიოდა.

ადრე, ამ დღესასწაულზე ძირითადად საქონელ-საყოლის დამწყალობება ხდებოდა. ,,მიქამგარიობის” შიანაარსის მიხედვით ისტორიკოსები ასკვნიან, რომ ხალხში ეს ადგილი წარმართობის დროიდა მიიჩნეოდა სალოცავად.

დღეს ეკლესია მოქმედია და მთავარანგელოზობას – 21 ნოემბერს აღნიშნავს. აქ ხდება ლატარიებისა და ბუკიების გვარის დალოცვა-კურთხევა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ,,მიქამგარიობა”, როგორც სახალხო დგესასწაული დრესაც შემორჩენილია.

კორცხო – ანუ ,,კოთხო” (მეგრულად ნიშნავს ქოთანს). მართლაც, ეს უბანი შემორაგულია მთებით გარშემო, თვითონ კი მთის ძირას იყო გაშლილი, ქოთნის ფსკერზე განთავსებულივით.

საქირიო – ქირიებით დასახლებული უბანია, სადაც დგას ძველი ეკლესია ,, ჩეოხვამე” (თეთრი ეკლესია).

ჯეგეთა – აქ არის წმინდა გიორგის ეკლესია და ეწოდება ,,ჯეგემისარიონი”, აქვე იმართებოდა გიორგობა - ,,გერგობა” 22 აპრილს ღამით ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით 6 მაისს, ,,გერგობაზე” ხალხი ღამის თევით ადიოდა.


ხამისქური

I ვერსია

სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.

ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.

თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.

“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” _ სოფელს ეწოდა ხამისქური.


II ვერსია

ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).

თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.

როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.

ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.

ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).

ჯიხაშკარი

სოფ. ჯიხაშკარს 1930 წლამდე ჭაქვინჯი ერქვა, 1930 წელს გაიყო და ცალ-ცალკე სოფლებად ჩამოყალიბდა _ ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი.

სოფ. ჭაქვინჯის ორ ნაწილად დაშლმ გამოიწვია სოფ. ჯიხაშკარის სახელის წარმოქმნა, ვინაიდან ჭაქვინჯის ციხე - ჯიხა ტერიტორიულად მოექცა ახლად წარმოქმნილი სოფლის ტერიტორიაზე.

ჯახაშკარელები გულიწყრომას გამოთქვამენ, რომ თანამედროვე ისტორიკოსები ამდენი ხნის გავლის შემდეგ ჯიხაშკარის ციხეს ჭაქვინჯის ციხედ მოიხსენიებენ _ მაგ. ბ-ნი ვალერი ხიბულავა ნაშრომში "ჭაქვინჯი IXI-XXს-ის მიჯნაზე".

სოფლის სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ მეგრული ტერმინი "ჯიხა"-დან და ქათულ-მეგრული "კარი"- დან წარმომდგარა სოფლის სახელწოდება "ჯიხაშკარი". არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმად ციხესიმაგრე "ჯიხასჩ ჰქონია რკინის კარი. ეს კარი დაკარგულა და როცა ციხეზე ასულ ხალხს კარი არ დახვდა, ერთ-ერთს უკითხავს მეგრულად _ "სო რე ჯიხაშ კარ", "სად არის ჯიხას კარიო?". აქედან წარმოსდგა სახელი ჯიხაშკარი.

:!:

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by imerkhevli » 27 ივნ 2009, 09:21

ARCHILI
ჯიხაშკარი სიტყვა-სიტყვით ,,ციხისკარს'' ნიშნავს

ჯიხა>ციხე
ჯ:ც
ი:ი
ხ:ხ
ა:ე
აი, ასეთი ბგერათშესატყვისობა არსებობს სალიტერატურო ქართულსა და მეგრულს შორის

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by imerkhevli » 27 ივნ 2009, 09:43

ჯიხაშკარი სიტყვა-სიტყვით ,,ციხისკარს'' ნიშნავს

ჯიხა>ციხე
ჯ:ც
ი:ი
ხ:ხ
ა:ე
აი, ასეთი ბგერათშესატყვისობა არსებობს სალიტერატურო ქართულსა და მეგრულს შორის[/quote]

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by ARCHILI » 04 ივლ 2009, 01:04

imerkhevli


ჰო, მეც გავარკვიე, რომ ჯიხა ციხე ყოფილა, იმიტომ მიკვირდა, ამის ჯიხა, იმის ჯიხაო რომ ეწერა...

:)

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by imerkhevli » 06 ივლ 2009, 18:03

ARCHILI წერდა:


ხამისქური

I ვერსია

სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.

ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.

თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.

“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” _ სოფელს ეწოდა ხამისქური.


II ვერსია

ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).

თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.

როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.

ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.

ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).


არჩილ,

ხამისქურიის დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება:
ხამი და სქური,სქური საერთოქართველური ძირიდან მომდინარეა და წყალს ნიშნავს. მაგ:სვანური სგიმ,,მჟავე წყალი(გამჟღერებული ვარიანტია) როგორც ვიცი, მსგავსი ვარიანტი მოხეურ დიალექტშიც დასტურდება (მაგალითს ვერ ვიგონებ :roll: )
ლოგიკურია, ამ სახელწოდების წყალთან დაკავშირება, მით უმეტეს,რომ ამ სოფელში ცივი, გოგირდოვანი და სამკურნალო წყალი ჩამოდის.
აი,ხამი კიდე ჯერ არ ვიცი :roll: თუ გავარკვიე დავწერ :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივლ 2009, 01:05

სახელი "მარტყოფი" საიდან მოდის?
წმინდა მამა ანტონის მარტოდ ყოფნიდან?
ამ წთას გამიჩნდა ეს ვარაუდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by გვალდა » 12 ივლ 2009, 00:37

GAMARJOBA SAKARTVELO
კი. ასეა.

"მარტყოფს მეექვსე საუკუნემდე „აკრიანი“ რქმევია. მეექვსე საუკუნეში კი მადლიერ მოსახლეობას მისთვის თავისი წმინდანის სახელი მარტომყოფელი უწოდებია. დროთა ვითარებაში ეს სახელწოდება გამარტივებულა, მოგვანო საუკუნეების საისტორიო წყაროებში სოფელს მარტომყოფი ეწოდება. XV საუკუნიდან კი უკვე დღევანდელი ფორმით გვხვდება."
სვანეთოლოგი

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by QEBURIUS » 13 ივლ 2009, 13:27

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:უშგული "უშიშარ გულს" ნიშნავს.
უშგულის სვანებს თავისუფალ სვანებსაც"უწოდებდნენ
აი თურმე სად იღებს თავის ისტორიულ სათავეს ყბადაღებული და ნახევრადმითიური Franco Masson ანუ თავისუფალი მასონების სახელწოდება!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by QEBURIUS » 13 ივლ 2009, 13:37

ჩხოროწყუს რაიონში, სოფ მუხურში, ლუგელას ხეობასთან არის დიდი გამოქვაბული (ნახევრად გამოკვლეული) ჰქვია შურუბუმ. ლეგენდა კი ასეთია ადრე მანდ მარტო კლდეები იყო. ერთხელ ერთ კოლხ გოგოს (კარველ რუსოს კი არა სხვას) მომხდურები გამოეკიდნენ, საწყალი გარბოდა სანამ შეეძლო ბოლოს დაღლილი კლდეებთან დაეცა და ღმერთს შველა სთხოვა. ამბობენ ღმერთმა შეისმინა თხოვნაო და კლდე ქალს გაუხსნა და მალევე დაკეტა. როდესაც მდევრები იმ ადგილს მოადგნენ ადამიანის სულის ჭაჭანებაც არ იყო, გარშემო ისეთი სიჩუმე იდგა მას შემდეგ ხალხმა იმ ადგილს შურუბუმ უწოდა. შურუბუმ სულგანთხმულს შეიძლება სულგანაბულსაც ნიშნავს.
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 717
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
ტოპინიმიკა საქართველოში, მათი წარმოშობა-განმარტებანი

Post by masai11 » 13 ივლ 2009, 14:04

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Naia wrote:უშგული
რომ უშგული "უშიშარ გულს" ნიშნავს.
უშგულის სვანებს თავისუფალ სვანებსაც"უწოდებდნენ
რავიცი რავიცი პირდაპირ რომ ვთარგმნოთ უშიშარი გული სვანურად გამოითქმის ასე _ უყაალვალა გულ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]